30.08.2022

ზუბის სასაფლაოს ასწლოვანი ცაცხვები

 ზუბისოფელ ს სასაფლაოს ტერიტორიაზე დგას ასწლოვანი ცაცხვები. ზოგიერთი ხის გარშემოწერილობა 4 მეტრამდე იქნება. მეგრულში არსებობს ასეთი ხატოვანი გამოთქმა: „ცაცხვიშ ჯინჯშა გილინდასია“, ანუ მომკვდარიყავი და ცაცხვის ძირას (სასაფლაოზე) დაგასაფლავებენო. ცაცხვის ხეებს საკულტო დანიშნულება ქონდათ. სწორედ, წმინდა ხეების ქვეშ სრულდებოდა საოჯახო, სასოფლო თუ სათემო ლოცვების დიდი ნაწილი, აქვე ხდებოდა საზოგადოებრივი შეკრებებიც.

„საკრალურ ხეთა ფენომენი ერთობ გავრცელებული ყოფილა ქართულ სინამდვილეში; თუმცაღა, სახისმეტყველებითი ასპექტით, ხის კულტთან, უპირველეს ყოვლისა, ისევ და ისევ ვაჟკაცური ნებელობა იყო გაცხადებული, რის გამოც საკრალური ხეები წმინდა გიორგის სახელთან იყო წილნაყარი (ი. ჯავახიშვილი). ალბათ სიმბოლურია, რომ ზუბის ეკლესიის ტერიტორიაზე მდგარი და კომუნისტების მიერ დანგრეული ეკლესია, სწორედ წმინდა გიორგის სახელობის ყოფილა.



ახალი ხიბულის საავადმყოფო 50-იან წლებში

 XX-საუკუნის 50-იან წლებში, ახალ ხიბულაში საავადმყოფო ხისგან ნაგებ შენობაში იყო განთავსებული.

ფოტოზე: ახალი ხიბულის საავადმყოფოს თანამშრომლები, ახალი ხიბულა, 1957 წელი.




შახი ლომაიას 50 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საფეხბურთო მატჩი

 შახი ლომაიას 50 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საფეხბურთო მატჩი. ზუბის სტადიონი.

გადაღების თარიღი (სავარაუდო) 80-იანი წლები.

ზედა რიგში მარჯვნიდან: 1. (....), 2. ვენიკო ლომაია, 3. იურა სოსელია, 4. შახი ლომაია, 5. დემურ კემულარია, 6. ანზორ სოსელია, 7. ვახტანგ თოდუა, 8. რევაზ (გიდი) ღვინჯილია, 9. ჟონარ თოდუა, 10. ომიანე ღვინჯილია.
ქვედა რიგში მარჯვნიდან: 1. ტრისტან ნადარაია, 2. (დიდიკო გედენიძე), 3. ვინარი თოდუა, 4. (?), 5. პეტია ჭილაია, 6. ტოლიკი ღვინჯილია, 7. ორდენ ჯიშკარიანი, 8. გურამ (ჩიტა) ვეკუა.
ფოტოს მოწოდებისთვის მადლობას ვუხდი ბეჟან ლომაიას.

29.08.2022

ზუბის საშუალო სკოლის გახსნა

1980 წლის 1 სექტემბერს გაიხსნა ზუბის საშუალო სკოლის ახალი შენობა.
ფოტოზე: ზუბის საშუალო სკოლის გახსნა.



19.08.2022

ივლიტა კიტიას ლექსი, ხიბულა

 ივლიტა კიტიას ლექსი, ხიბულა 1921 წელი


გურიშ მუკმაშველებერი შორს პუნსჷ დო მაფუ ძვირი.

ითამუ ქიჸუაფუნო, ღირსი ვორდე ძირაფაში!
ხამი კოჩი მიმტყუნენსჷ, ვე გილაკვე ჭირი შხვაში.
ირო ვორექ მოწყენილი, გილაფრთი დო შური პკაში,
ცოცხალო რე დატანჯული ჩქიმი გური, ჭვირი დღაში.
იმენდი მიღუ მეხვადუქ, სით მუთუნი ქომიწეი.
უბარათეთ ვა დოპილა, თანაგრძნობა გამიწეი.
სქან ნაჭარას პკითხულენქ, ირო აწჷმაძირექი.
ნიტე დღას ქორძირუნქო! წეპკითხინი თაში ფთქვეი.
მუს მიკეთენს ცოდას ვარა, არძა ქოფშუ ნარაგადუ.
გურქ სქანდა ქოფურინუ, შურქ ქვარას ველეცადუ.
მა თაურე ბღურიკონი, ტერ-მოჯგირე ვა მიგარდუ.
სქან ნაჭარაქ მანუგეშუ, გჷმარჩქინექ დაგიმარდუ.
ძვირფასო დო საიმენდო, ირ მინუტიშ გოსაშინე,
სქან ჸოროფაქ ხე ქუმოფთხუ, გიჩქუდასჷ ვა მანტინე!
პირადო ოკო გიწუე, შხვაშა დღასჷ ვა მანდინე.
უწამალეთ ვა დოპილა, ვარა ცოდა ვა გაღინე.
სიზჷმარო სი გორწყექ დო ცხადო გოგილუა დუს.
ვოხექინი პჭუნს ჸოროფა, გილურქინი გილაპუნს.
მუ ფქიმინე მა ვა მიჩქუ, ჭლექი გომირჩქინდუ გურს.
იპტანჯებუქ ცოდაშ თუდო, ჸოროფაში ალი პჭუნს.
ფერ მუთუნი დოფსხუნათი, ართო დიფშაყარათინი.
მუჭო გონებუდასჷნი, თეში დრო ვატარათინი.
ართი თქვანი მოინალეთ ჩქიმი დუდი ჭარათინი,
ჩქიმი დუდი საკუთარო დროშე ქიჩებარათინი.
გვალო გური დომიჸვილუ სქან სიტყვეფიში გოშინაქ.
ჩქიმი თოლსჷ ქეღრისასო სქან სახეში დინოჯინაქ!
აი, მუში მამარდა რე, ჩქიმო აკა სქან ძირაფა!
სი მუჟამს ვა რძირუნქუნი, მისხუნ რინაშა დინაფა.
ჯიკო ვორექ გინორთელი, ვა რე ჩქიმი მუკორთაფა.
მუთუნი კოს ვეშულებუ თაშ ჩქიმი გოძიცინაფა.
დღაშით იპწვალებუქუ დო სერით ვა რე ჩქიმი ლური!
ანთებაქჷ გომირჩქინდუ, დაჩხირს იჭუ ჩქიმი გური.
უჩა დღაში გუნარჩქინა პოფერექო უბედური?
სქანდა ქუგომილუაფუ ჩქიმ ტორონჯიცალი შური!
მოცო ხიბულელი (კიტია). სოფელი ხიბულა. 1921
წყარო: მაკარ ხუბუა. მეგრული ტექსტები. ტფილისი 1937.

ახალ ხიბულას - მამაჩემის სოფელს

 ახალ ხიბულას

მამაჩემის სოფელს

 

მამის სიყმაწვილის გზათა ნაკვალევზე,

წვიმამ დააწვიმა ნატვრის ყვავილებით,

ღობე-ყორეს მისდევს ტკბილი მოგონება,

ფიქრთან ხეტიალში ერთად დავიღლებით.

დროსთან გაცრეცილა ძველი საუკუნე,

მოჰყავს დადიანი ახიბლს დანატრული,

მოდის სამეგრელოს დიდი სიამაყე,

მოდის მაისივით გრძნობით დახატული.

მიყვარს ჩემი კუთხის ყანის სურნელება,

სოფლის შარა-გზაზე მამის ნაკვალევი,

მიყვარს ხობისწყალი დარდით უძილარი,

მიყვარს უიმედო ღამე ნაწვალევი.

ზოგჯერ დადიანი მარტო ჩაიქროლებს,

მაშინ დუდუნს იწყებს ლექსთა სტრიქონები,

ღობე-ყორეს მისდევს ძველი საუკუნე,

ახიბლ მეძახის და ახიბლს- ვემონები.

 

ნინო კემულარიას ლექსების კრებული - დუმილის ხმაური



 

ხალხური სიმღერის მოამაგე მიხეილ კალანდია

 ხალხური სიმღერის მოამაგე და მომღერალი მიხეილ კალანდია დაიბადა ხობის რაიონის სოფელ ახალ ხიბულაში. მიხეილის ოჯახში ყველა მღეროდა - ბებია, ბაბუა, დედ-მამა და დები. ოჯახში შექმნილმა გარემომ დიდი როლი ითამაშა მიხეილ კალანდიას მომღერლად ჩამოყალიბების საქმეში. „რა თქმა უნდა პირველ რიგში, ჩემს ოჯახს, რომელმაც შემაყვარა მეგრული ჰანგები, ხოლო შემდეგ ჩემს პედაგოგებს: ვენერა ვეკუას და ციცინო ჯაბურიას. სკოლის არცერთი ღონისძიება არ ჩატარდებოდა ჩემი სიმღერის გარეშე“ (. კალანდია).








1972 წელს, ახალი ხიბულის კულტურის სახლთან ჩამოყალიბდა ხალხური სიმღერის ანსამბლი ამირან კაკაშვილის ხელმძღვანელობით. ანსამბლში მიხეილთან ერთად, გოგონა ჭავჭანიძე, ქეთინო კაკაშვილი, კოტე ქავთარაძე, შოთა შენგელია და ჯუმბერ კვარაცხელია მღეროდნენ. ანსამბლი კონცერტებს ატარებდა როგორც ხობში, ასევე რესპუბლიკის სხვა ქალაქებში.

მიხეილ კალანდია 1980 წლიდან ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლკოლხეთისწევრია - „ხობში ჩვენი გუნდი ფუნქციონირებს 1980 წლიდან. მისი ხელმძღვანელი იყო ბატონი ვახტანგ მიმინოშვილი. წარმატებებზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ჩვენ ხშირად გვიწვევდნენ ქართული კულტურის დღეებზე საზღვარგარეთ. ანსამბლმა კონცერტები გამართა უკრაინაში, პოლონეთსა და ვიეტნამში“ - იხსენებდა ბატონი მიხეილი.

. კალანდია ოთხი ათეული წელი ემსახურა თავის საყვარელ საქმეს. ანსამბლს მისი მოღვაწეობის პერიოდში მრავალი კონცერტი ჩაუტარებია, ყოფილან საგასტროლოდ, მონაწილეობდნენ ფესტივალებსა და ოლიმპიადებში. მრავალმხრივი ნიჭით იყო დაჯილდოვებული ბატონი მიხეილი. გარდა სიმღერისა, მის მიერ შესრულებული როლებიც ახსოვთ ხობელ მაყურებელს. ის აქტიურად მონაწილეობდა სახალხო თეატრის სპექტაკლებსა და სახალხო დღესასწაულებში.

მიხეილ კალანდია გარდაიცვალა 2015 წელს. დაკრძალულია სოფელ ზუბის სასაფლაოზე.