14.12.2023

ხობის რუკა- 1930 წელი

 ხობის რუკა- 1930 წელი

მდინარე ხობისწყალს კალაპოტი არ აქვს შეცვლილი და დაახლოებით დღევანდელი ჭყონდიდელი ქუჩის მხარეს მიედინება (ჩემი მოსაზრებით).

ამ რუკის სრული ვერსია ძალიან საინტერესოა, რადგან მასზე აღნიშნულია ბევრი ტოპონიმი და ზოგიერთი დასახლების სახელწოდების განსხვავებული ვერსია. მაგ. ჯაპშაქარი, საგვალიო, ნოჯიხევთან აღნიშნულია მონასტერი, უჩაპალატი (ქვალონთან), გურფული, ზემო თორსა, ქვემო თორსა, სუჯინათი, ნაჭკადუ, დიდი გვიმარა, თოიში, წექე, ჭიჭე ყვანა...

ლექსი - ხობიწყარი ხორხოშანსი

 ხობიწყარი ხორხოშანსი

საიჯაშ შქაბან მუხურს
ხობიწყარი ხორხოშანს,
თაქ მუანჭე პიროთის,
თაქ ჩქიმ გური პორპოცანს.
თაქ რე ჩქიმი ტანიშ ჭყიში,
ლაფარონი დო ენწერი,
მორიეთ დუს მუნმორე
ურუმ ტები ქვერეწემი.
თაქ ბუდურანს, თაქ პირანს
ჩქიმ მუმალ ჩხორია,
თაქ იგანს ირ ხასლაშე
ჩქიმ ჟუმინა ბორია.
თიშენი რე თაქ წუმობილი,
ოდორიათ დუს ულუა,
გუმანათე ცაში კარს
ხე დო კუჩხის გუთგულუა.


ქართული ხალხური სიტყვიერება (მეგრული ტექსტები)- შემდგენელი ტოგო გუდავა

ხობის თეატრი - "ლიტერატურული გაზეთი", 1942 წ.

 ხობის თეატრი

1936 წელს, ხობის რაიკომის პირველი მდივნის, საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატის ათანასი ჯიქიას ინიციატივით საქართველოს ხელოვნების სამმართველომ ხობში გახსნა სახელმწიფო საკოლმეურნეო თეატრი და უზრუნველჰყო იგი, როგორც დოტაციით და კვალიფიციურ მსახიობებით, ისე რეპერტუარით.

თეატრმა ამ ხნის განმავლობაში აღზარდა ისეთი ნიჭიერი მსახიობები ადგილობრივ მცხოვრებთაგან, როგორიც არიან მამია დგებუაძე, თინა ხუციშვილი, თინა ფიფია, მიხეილ თათარიშვილი, ვალია ელიავა, ხ. შენგელია, ნათელა ბობოხიძე, აპოლონ თათარიშვილი და სხვები.
ხობის ახალგაზრდა მსახიობთა გაწრვთნის მიზნით სხვადასხვა დადგმაში სხვადასხვა დროს ახალგაზრდა მსახიობებთან გამოდიოდნენ საქ. სსრ სახალხო არტისტები ორდენოსნები ელისაბედ ჩერქეზიშვილი და ნიკო გოცირიძე.
6 წლის განმავლობაში თეატრმა დადგა შალვა დადიანის „გეგეჭკორი“, სერგო კლდიაშვილის „გმირთა თაობა“, პ. კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი“, „კოლმეურნის ქორწინება“, ვიქტორ გაბესკირიას „მათი ამბავი“, ა. ცაგარლის „ხანუმა“, გ. ერისთავის „ძუნწი“, სეზმან ერთაწმინდელის „უკანასკნელი ვაზნა“, ქოჩარიანის „ბრმა მუსიკოსი“, გ. ბერძენიშვილის „ოქროს ვერძი“, ჩაძირული ოქრო“, „ჩვენი მიწა“, შ. თაქთაქიშვილის „ოჯახი“ და სხვა.
სამამულო ომის დაწყების წინა დღეებში საკავშირო ხელოვნების კომიტეტის და საქართველოს ხელოვნების სამმართველოს წარმომადგენლების მიერ გასინჯული და მოწონებული იქნა თეატრის რამდენიმე დადგმა.
სამამულო ომის დღეებში თეატრმა მუშაობა მთლიანად ფრონტის ინტერესებს დაუმორჩილა. უდოტაციო მუშაობაზე გადასვლის შემდეგ უფრო გააძლიერა ტავისი შემოქმედებითი მუშაობა.
თეატრმა მაყურებელს უჩვენა სამამულო ომის თემაზე დაწერილი პიესები: ვლადიმერ წირღვავას „ქართველი დედა“, სეზმან ერთაწმინდელის „ყანები იწვიან“, იალუნერის „სიკვდილთან ახლოს“ და სხვა. დადგმები დადგა თეატრის ხელმძღვანელმა რეჟისორმა შურა კობახიძემ.
"ლიტერატურული გაზეთი", 1942 წ.
ფოტო: ხობის თეატრის შენობა 1941 წ.

გაზეთ „ხმა ქართველი ქალის" სოფელ ხეთის შემომწირველთა სია

 ეს პირები არიან იმდროინდელი საზოგადოების რჩეული წარმომადგენლები.

მაგალითად: დოროთე კიტია იყო ცნობილი პედაგოგი და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი; პეტრე მეუნარგია - მასწავლებელი, მხატვარი, სცენის მოყვარე; მღვდელი კონსტანტინე ჯაკობია - ხეთის სასწავლებლის პედაგოგი.



საყურადღებოა, რომ 1917 წელს ისინი არიან გაზეთ „ხმა ქართველი ქალისას“ მხარდამჭერები, მათ შორის არიან სასულიერო პირებიც.
სოფელ ხეთის შემომწირველთა სია ჩვენი გაზეთის სასარგებლოდ:
1. მღვდელი კონსტანტინე ჯაკობია
2. პეტრე მეუნარგია
3. ნინო და სპირიდონ ხუბულავები
4. ლეონტი ლატარია
5. ესტატე ჭითავა
6. დოროთე კიტია
7. ვასილი ბუკია
8. ვარლამი ნაჭყებია
9. ესტატე ლატარია
10. ოსიკო გაბუნია
11. მღვდელი თედორე ქირია
12. ევდოსი კუტალია
13. პლატონი ბერაია
გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N9, 1917 წელი

კოტე ბახია

 კოტე ბახია დაიბადა 1905 წელს, სოფელ პირველ გურიფულში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა ქ. ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში, რომელიც 1927 წელს დაამთავრა ისტორიული განხრით, დაუფლებული იყო გერმანულ ენას.

სხვადასხვა დროს მუშაობდა შუა ქვალონისა და ბიის საშუალო სკოლებში. 1935-40 წლებში იყო პირველი ხორგის საშუალო სკოლის დირექტორი. 1941 წელს გადაყვანილ იქნა ხობის საშუალო სკოლაში, იმავე წლის სექტემბერში გაწვეულ იქნა დიდ სამამულო ომში.

ახალგაზრდა მეუღლეს ლუბა მელიტონის ასულ ლოლუას, ძალიან გაუჭირდა ხუთი შვილის მოვლა, მაგრამ სულით ძლიერი და მომთმენი გამოდგა, ჩუმად და უხმაუროდ ზრდიდა შვილებს, მოუთმენლად ელოდა მეუღლის ბარათებს და კოტეს მოლოდინში ათენ-აღამებდა.
კოტე ბახია 1942 წლის ივლისამდე იბრძოდა სევასტოპოლში, იქვე დაიჭრა და იწვა სევასტოპოლთან ახლო მდებარე საველე ჰოსპიტალში. გერმანელებს ჰოსპიტალიც დაუბომბავთ. იმ დღიდან შეწყდა კოტეს წერილები.
ამაოდ ელოდა დედა, მეუღლე და ხუთი შვილი. აღარ მოჰქონდა ფოსტას მისი სამკუთხა წერილები, რომელიც ყოველთვის შვილების დარდით იყო სავსე. 28 წლის ახალგაზრდა, ხუთშვილიანი დედა მეუღლის მოლოდინში ცხოვრობდა, წლები გავიდა, თმები გაუთეთრდა,
თავისი პირველი სიყვარული დასავიწყებლად ვერ გაიმეტა, ვერ გამოიგლოვა და მთელი ცხოვრება მის მოლოდინს შეალია, ვიდრე სიკვდილმა არ მოაკითხა.
„ქართული გვარ-სახელები“ - ი. ახუაშვილი.

იოსებ ალექსის ძე შეროზია

 იოსებ ალექსის ძე შეროზია

ახალ ხიბულაში მცხოვრები შეროზიების წინაპარი ალექსი შეროზია მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში დასახლებულა ახალი ხიბულის ტერიტორიაზე. ალექსის 1902 წელს მეორე შვილი - იოსები შეეძინა.

გლეხის ოჯახში გაზრდილი იოსები გამოირჩეოდა კეთლისინდისიერებითა და შრომისმოყვარეობით. ის მალე დააწინაურეს სოფლის ბრიგადირად.
სოფელში გამორჩეული ავტორიტეტის გამო დაინიშნა ახალი ხიბულის კოლმეურნეობის _“ნოთეს“ თავმჯდომარედ.
ი. შეროზია 1938 წელს აირჩიეს საქართველოს უმაღლესი საბჭოს დეპუტატად.
გაზეთი „კომუნისტი“ 1938 წ.

საინტერესო ცნობები სოფელ ხეთის თეატრის ისტორიიდან

საინტერესო ცნობები სოფელ ხეთის თეატრის ისტორიიდან

სოფელ ხეთაში თეატრალური წარმოდგენები 1895 წლიდან იმართებოდა.  



1919 წლის 10 აგვისტოს ხეთაში, ცნობილი საზოგადო მოღვაწის ვლადიმერ ნაჭყებიას თაოსნობით ჩამოყალიბდა ხეთის სცენის მოყვარეთა დასი.

პირველი წარმოდგენა გაიმართა თ. კობახიძის სახლში. დაიდგა რაფიელ ერისთავის „ძუნწი“. წარმოდგენას დაესწრო 30-40 კაცი.
სოფელ ხეთაში 1919 წლის 21 ნოემბერს ადგილობრივ სცენის მოყვარეთა მიერ წარმოდგენილ იქნა დრამატული პიესა ვ. გუნიასი „და-ძმა“ ვლადიმერ ნაჭყებიას თაოსნობით. წარმოდგენა გამართული იყო ჟურნალ „თეატრი და ცხოვრებას“ სასარგებლოდ, რომელზედაც იყო მოწვეული ხსენებული ჟურნალის რედაქტორი იოსებ იმედაშვილი, რომლის ჩამოსვლას დიდი აღტაცებით შეხვდნენ სცენის მოყვარენი.
ს. ხეთა (ზუგდიდის მაზრა)
ხეთაში დიდი ხნიდან არსებობს დრამატიული წრე, რომელიც დღეს იწოდება კულტურული წრის სექციად. ხსენებულ სექციაში შედიან პროვინციის კვალობაზე თვალსაჩინო ამხანაგები, რომლებიც მტკიცედ ემსახურებიან სცენას, არამგონია პროვინციის რომელიმე თემში იყოს სცენის საკითხი დაყენებული ისეთ სიმაღლეზე, როგორზედაც არის ეს აქ. წარმოდგენები იმართება საქველმოქმედო მიზნით თითქმის ყოველ კვირა და ხალხიც ბლომად ესწრება, ხოლო სამწუხარო ის არის, რომ სექციას არა აქვს საკუთარი სცენა და ასეთი დროებით მოთავსებულია ტეხნიკუმის დარბაზში, სადაც ამ უკანასკნელად, გამგის მიერ მიღებულ განათლების კომისარიატის ცირკულიარული მოწერილობის თანახმად, ნებას არ იძლევიან წარმოდგენების მართვისას. ადგილობრივ აღმასკომს სამხედრო უწყებამ დაუტოვა ვეებერთელა ფარდული თეატრისათვის,რომელიც 1921 წლის უკანასკნელ თვეებში, იმ დროს აღმასკომის თავმჯდომარე, ხოლო დღეს კი განსვენებული ვასილი ბუკიამ შემოჭედა ირგვლივ და სცდილობდა ასეთი დანიშნულებისათვის დაჩქარებით მოთავსებას, მაგრამ დაუნდობელმა სიკვდილმა არ დააცალა და დაწყებუილი საქმე შუა გზაზე მირჩა.
დღეს სექციის სიხარულს საზღვარი არა აქვს, როდესაც ის აღმასკომის სათავეში ხედავს ამხანაგ ლევან გოგიას, იმ ლევანს, რომელსაც საქმე უყვარს და დუქნებში ქეიფობა არ სჩვევია, სწორედ იმ ლევანს რომელმაც ერთი თვის სამსახურით თემს დააჩინა მუშაობის კვალი და სექციას ამის შემდეგ თამამად შეუძლია იფიქროს, რომ ლევანი თეატრს არ დაივიწყებს და შესძლებს დააგვირგვინოს განსვენებულ ამხანაგ ბუკიას მიერ დაწყებული კეთილი საქმე.
„კომუნისტი“ N47, 1923 წ.
ხეთის თეატრის შესახებ ვრცელი მასალა იხილეთ ბმულზე: https://gnostikosi.blogspot.com/2020/02/blog-post_22.html

ხობის ფოლკლორული ანსამბლი

 ხობის ფოლკლორული ანსამბლი

მეოთხე რიგში მარცხნიდან მეოთხე: ჭიჭიკო ვართაგავა. ზედა რიგში: მარჯვნიდან მეოთხე სევერიან კუკავა (მეორე მსოფლიო ომში დაკარგული).

ციფრული ფოტომატიანე

ექიმი და მეცნიერი მირა ღადუა

 ექიმი და მეცნიერი მირა ღადუა დაიბადა 1944 წელს ხობის რაიონის სოფელ ბიაში. 1972 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სანიტარულ-ჰიგიენური ფაკულტეტი. 1972-1974 წლებში იყო საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს რესპუბლიკური სანეპიდსადგურის კომუნალური ჰიგიენის ექიმი; 1978-1992 წწ. პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სალმონელოზური ინფექციების ეპიდემიოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1989 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე - "სალმონელოზის ეპიდემიოლოგია ბავშვთა შორის საქართველოს რესპუბლიკაში". 1992 წლიდან დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ჰოსპიტალური ლაბორატორიის ექიმი.

მირა ღადუა ავტორია 14 სამეცნიერო ნაშრომისა. არის ეპიდემიოლოგთა, მიკრობიოლოგთა და ინფექციონისტთა საზოგადოების წევრი.
წყარო: ბიოგრაფიული ლექსიკონი

ნოჯიხეველი ინჟინერი ვახტანგ გეგეჭკორი

 ნოჯიხეველი ინჟინერი ვახტანგ გეგეჭკორი (1938-2015 წ.წ.).

ვახტანგ გეგეჭკორის უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით აშენდა: ახალი ათონის მღვიმეების ტურისტული კომპლექსი, 500-ადგილიანი ტურისტული კომპლექსები სოხუმში, ოჩამჩირეში, გუდაუთასა და მიუსერაში; ტურისტული ბაზების საძინებელი კორპუსები ახალ ათონში, აგუძერასა და გუმისთაში, სპორტული ნაგებობა ბიჭვინთაში, კემპინგი გაგრაში, ტურისტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი ბაზალეთში და მრავალი სხვა.

დ. ხობი (სამეგრელო) - ექიმობა სოფლად

 დ. ხობი (სამეგრელო) ექიმობა სოფლად.

„ცნობის ფურცელი“ 1898 წ.
ხობის გარშემო სოფლებში ძლიერ გავრცელებულია ცრუ მორწმუნეობა. უბრალო რამ სენით რომ გახდეს ადამიანი ავად, ავადმყოფის ჭირისუფალმა იმის მაგიერ, რომ ფერშალს და აფთიაქს მიმართოს, იგი მიდის თუ სადმე მკითხავი (მარჩიელი) ეგულება და თითო-ოროლა აბაზები უნდა შესწიროს სამკითხავო (თუ განთქმული მკითავი არის, მანეთსაც იღებს). მკითხავის დარიგებას და მისგან მიცემულ სხვადასხვა ქვებით და წითელი მიწით წყალში გალესილ წამალს უყურებს სამი-ოთხი და მანამდის ავადმყოფს უწამლოდ სენი თანდათან უძნელდება და გადადის სხვა-და-სხვა ავადმყოფობაზე.
მერმე მიმართავს ყვავილის-ამცრელს, რომელსაც ყვავილის-აცრის მეტი არა გაეგება რამ. (ისინი-კი იმას გაიძახიან უსწავლელ ხალხში-ყველაფერი სენით წამლობა ვიცითო) მათგანაც რომ კმაყოფილებას ვერ მიიღებს გაჭირვებულ ავადმყოფის პატრონი, მერმე მიმართავს ფერშალს და აფთექას, მაგრამ გვიანღა არის მაშინ ავადმყოფის განკურნვა სენისაგან. ჯერ ერთი-რაც ებადა ღარიბ გლეხს გაჭირვების დღისათვის, ის მკითხავებმა და ყვავილის-ამცრელებმა გამოცინცლეს ხელიდან და ან ფერშალი რით გაისტუმროს და ან წამალი რით იყიდოს? მეორე-მათს ყურებაში ავადმყოფს ყოველივე ორგანო უფუჭდება, დამწვარი ხდება სიცხისაგან და აბა ექიმი და წამლობა რაღას უშველის მაშინ?
ახლად დანიშნულმა რედუტ-კალის ნაწილის ბოქაულმა ბ-ნმა მ. ავალიანმა, რომ შეიტყო ამნაირი გარემოება, რომელიც მეტის-მეტად სჩაგრავდა ისედაც გაღატაკებულ ხალხს, მაშინვე დაიბარა ყველა საზოგადოების მამასახლისები და გამოუცხადა, რომ აღუკრძალონ იმისთანა მატყუარა მკითხავ ექიმბაშებს წამლობა და თუ არ დაუშლიათ, წარმოედგინათ მისთვის. დიდი მადლობისა და ქების ღირსია ბ-ნი ავალიანი, რომ ყოველივე გარემოებას ყურადღებას აქცევს და ხალხს სწორე გზას უჩვენებს. იმედია, ჩვენი სულიერი მამები მიბაძავენ ბ-ნ ავალიანს და თავიანთ სამრევლოში უქადაგებენ ხალხს და მით შთააგონებენ, თუ რა ზიანი მოაქვთ მათთვის მკითხავ-ექიმბაშებს.

 ხობი, ხორგა, კ. კირთავას მეგრული ოდა.

XX- საუკუნის 50-იანი წლები.

ქარიატა, მინჯიას ეზო.
გარაყანიძის ექსპედიციის მასალებიდან.


ვგუსტ ჰაქსტჰაუზენის ცნობები რედუტ-კალეს შესახებ

 გერმანელი მოგზაურისა და მეცნიერის, ავგუსტ ჰაქსტჰაუზენის ცნობები რედუტ-კალეს შესახებ

4 აგვისტოს ჩვენ დავდექით რეიდზე რედუტ-კალესთან. მშვენიერმა ამინდმა ხელი შეგვიწყო მოგზაურობაში. ზღვა წყნარი იყო; ჩვენ გემს ირგვლივ დელფინები ეთამაშებოდნენ; ნაპირი, რომლიდანაც 400-600 ნაბიჯის დაშორებით მივცურავდით, თვალწარმტაც სანახაობას წარმოადგენდა. ბევრჯერ დავინახეთ სანაპიროს გასწვრივ გზებზე ან მთებზე მიმავალი თითო-ოროლა ჩერქეზი მთელი თავისი გარეგნული ბრწყინვალებით (ლამაზად ჩაცმული) ცხენზე ამხედრებული. ბოლო ორ საღამოს გვესმოდა ტურების კივილი, რაც ძალზე წააგავს ბავშვის ტირილს.

რედუტ-კალეს საკმაოდ კარგ ნავსადგურში ჩვენ გადმოვედით ხმელეთზე. ადგილის სანახაობა ძალზე თავისებურია. ის მდებარეობს სანაოსნოდ გამოყენებული მდინარე ხოფის ნაპირზე, შესართავთან. სახლების ერთი წყება თავისი უკანა მხარით დგას წყალში ჩასმულ ბოძებზე და მიცურვა შეიძლება ხის აივნებამდე, რომლებიც ამ მხარეზე სახლების გაყოლებაზეა ჩამწკრივებული. სახლებს შორის ხშირია ხეები და ბუჩქები; ადგილის გარეგნული სახე ქმნის ჰოლანდიური სოფლის შთაბეჭდილებას, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ შიგნით აკლია ამ უკანასკნელთა დამახასიათებელი მოხდენილობა და სისუფთავე.
მეორე დღეს განვაგრძეთ ცურვა რიონზე და სადილობისას პატარა სოფელთან გადმოვედით ნაპირზე. ღარიბმა მცხოვრებლებმა ყველაფერი მოგვიტანეს, რაც ჰქონდათ და მადლიერებით მიიღეს ჩვენგან საფასი; ჩვენ დავანთეთ ცეცხლი და თვითონ მოვამზადეთ საჭმელი, მეზობელი კოშკიდან მოგვესმა საყვირის ხმები. გვითხრეს, რომ ამ სიგნალებით (შვეიცარულის მსგავსია) ხალხს უხმობენ ღვთისმსახურებაზე. ომიანობის დროს ესაა ნიშანი, რათა ყველა მცხოვრები შეიკრიბოს სასაფლაოზე, რომელიც გარშემორტყმულია ქვის კედლით, სადაც, ჩვეულებრივ, შეუპოვრად და გულადად იცავენ თავს. აქ ჩვენ დავემშვიდობეთ თავად გრიგოლს და გვიან საღამოს ჩავედით მცირე სიმაგრე ფოთში. ჩვენ არ მოვისურვეთ ბინის მოძებნა და ზაფხულის მშვენიერი ღამე გავატარეთ ნავზე; მეორე დილით ცხენებით გავიარეთ 15 ვერსი ზღვის ნაპირით რედუტ-კალემდე .
რედუტ-კალესა და ფოთში სახლები ნაგებია ერთმანეთზე დაწყობილი ძელებით. მოკლე ხანში ზე, თუნდაც მუხა, ლპება თბილი სინესტისგან; ხის მღრღნელი ხოჭო საოცრად მრავლდება და ღამით მათი ხმა ისმის როგორც შორიდან ჩაქუჩის ცემა. უძლებს მხოლოდ წაბლის ხე.

გაშფერდის, ჭალადიდის და ხეთის მეტეოროლოგიური სადგურების მონაცემები

 გაშფერდის, ჭალადიდის და ხეთის მეტეოროლოგიური სადგურების მონაცემები საშუალო თვიური ტემპერატურისა და ნალექის შესახებ (xx-საუკუნის 70-იანი წლები).




ხობის მონასტრის ბერძნული წარწერები

ხობის ეკლესიას ხალხი მონასტერს უწოდებს. იგი მდებარეობს მდ. ხობის წყლის მარცხენა მხარეს ამაღლებულ ადგილზე, სინამდვილეში იგი უფრო ახლოსაა სოფ. ნოჯიხევთან, ვიდრე ხობთან, რომელიც მდინარის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს. ეკლესია დგას საკმაოდ დიდ მოვაკებულ ადგილზე და მის გვერდით კიდევ რამდენიმე ნაგებობაა.

სამონასტრო კომპლექსს გალავანი აქვს ირგვლივ, შესავალი ამ გალავანწი სამრეკლოდანაა, გარედან ქვის კიბეა რამდენიმე საფეხურით. სამრეკლოს ქვედა სართულში შიგნით შემოსასვლელიდან მარჯვენა კედელში მარმარილოს დაფაა დატანებული, ლღომელზედაც არის მხედრული წარწერა ასეთი შინაარსისა: არქიმანდრიტმა სიმეონ მამუკას ძე აფაქიძემ 1902 წელს გააკეთებინა სამრეკლოს იატაკი, კიბეები და სხვა. ქვემოთ საფლავია, მარმარილოს დაფით, უწარწერო, ალბათ იმავე აფაქიძისა. ცოტა ზემოთ არის საფლავი მაქსიმე ფილიპეს ძე ფაჩულიასი; ეს არის ეკვტერი. ეკეტერის მარცხენა მხარეს (აფაქიძის წარწერის პირდაპირ) არის გასასვლელი კარი. ამ მეორე მხარესაც ეკვტერი უნდა ყოფილიყო; იგი ახლა მთლად ჩამორეცხილია. აფაქიძის ეკვტერიდან საკმაოდ გრძელი ქვის კიბით აისვლება სამრეკლოში. სამრეკლო თლილი ქეისგან არის ნაშენი, კედლებზე არაფერი აწერია, აქვს შვიდი საკმაოდ დიდი სარკმელი და ერთი შემოსასვლელი. გალავნის შიგნით, შუა ადგილას დგას ბაზილიკური ტიპის ეკლესია. იგი ალაგ თუნუქით, ალაგ ყავრით არის გადახურული. ირგვლივ აქვს შემდეგი დროის: მინაშენები.

ძირითად ნაგებობაზედაც და შემდეგი დროის მინაშენებზედაც არის ჩუქურთმები. საკურთხევლის მხარეს გარედან არის თაღებიცა და ჩუქურთმებიც. თვით შენობა თლილი ქვისაგან არის ნაგები, მინაშენებში კი მარმარილოს ფირფიტებიც აქვს ჩართული. ეკლესია მიგნით სამნავიანია. საკურთხევლის აქეთ-იქით სამკვეთლო და საფილონეა. საკურთხევლის ორ სვეტს გარდა კიდეე ორი წყვილი სვეტია. კანკელი თეთრია, თითქოს კირისა, შიგ ეკლესიაში დასაფლავებული არიან სხვადასხვა პირები. დასავლეთ მხარეს არის მინაშენი მთელ სიგრძესე სტოებად, 5 თაღით. მინაშენი არის ჩრდილოეთ მხარეზედაც, მთელ სიგრძეზე. აქ ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში არის ეკეტერი, რომელსაც გარეთ აქვს ქვა ქართული ასომთავრული წარწერით, რომელიც იხსენიებს ვამეყ დადიანს); თვით ეკვტერიც, ალბათ, ვამეყ დადიანისაა ან ყოველ ზენთხეევაში მისი ოჯახისა, როგორც ექ. თაყაიშვილი ფიქრობს?. ეკვტერში არის საკურთხეველი და ფრესკები. მოხატულობა ახლა საკმაოდ დაზიანებულია. წარწერები უპიოატესად ქართულია, მაგრამ აქა-იქ ბერძნული ასოებიც მოჩანს. მაგ., შესასვლელთან მარცხნივ, სადაც ხატია იესუ კუბოში, წერია: 11C X“C. ამ? ეკვტერს აქეს გარედან მარმარილოს ჩუქურთმებიანი ფირფიტები, ეკლესიის დანარჩენ მხარეებს მინაშენები არა აქვს. იატაკი ეკლესიაში ფილაქნისაა. ეკლესიას ჰქონია ქორებიც, მაგრამ ახლა იქ ასასვლელი ამოშენებულია.
ეკლესიაში შიგნით ბევრი ფრესკაა; ფრესკებს აქვთ ქართული და ბერძნული წარწერები?!. ფრესკათა ყველაზე ადრინდელი ფენა შერგილ დადიანის დოოისაა (XIII ს.), არის შემდეგი ხანის ფრესკჯკებიც (დაახლოებით XVII ს-ისა)!. საკურთხეველი. მარცხნივ (მნახველისათვის) ფრესკების I ფენაში დაბლა გამოსახულია საეკლესიო პირი, ახალგაზრდა კაცი; მასთან არის მოთავსებუ- ·ლი მხედოული წარწერა, რომლის IL სტრიქონი არ ირჩევა, ხოლო შემდეგ სწერია: „დავახატეინე ესე (საყდა)რი ჩემის სულის საცხოვნებლად". ამ გამოსახულე- -ბის ზმმოთ მთავრული ასოებით სწერია: ხობელი ნიკოლოზ. საკურთხეველში სარკმელების აქეთ-იქით არის 3--3 წმინდა მამა, ხელში გრაგნილებით. პიდღებს სახელები აწერია ქართულად, ხოლო გრაგნილებზე ბერძნული წარწე- «ებია. ზოგი ძალიან არის დახიანებული, ზოგი შედარებით ოკეთ ჩანს (# 173).
ხობის ბერძნული წარწერები უეჭველად ატარებენ გვიან ბიზანტიური ხანის ნიშნებს, ხოლო პალეოგრაფიული და ლექსიკური მონაცემებით: XVI-XVII საუკუნით თარიღდებიან. ლიტერატურაში მოხსენებული ბევრი სამღვდელთმსახურო .ნივთი ხობის მონასტრისა ამჟამად „მეტეხის“ მუზეუმშია დაცული (ამის შეს. იხ, ქვემოთ)- ხობში არაფერია შენახული.
ხობის ტაძრის მოხატულობის დიდი ნაწილი, როგორც ცნობილია, წარმოადგენს ღვთისმშობლის ცხოვრების დასურათებას, ფრესკებს შესაფერი ბერძნული წარწერებიც აქვთ.
თინათინ ყაუხჩიშვილი - ბერძნული წარწერები საქართველოში




1937 წელს ხეთაში, პაპანწყვილის ტბაზე ჰესის მშენებლობის გეგმაზე

 იცი თუ არა რომ?!

1937 წელს ხეთაში, პაპანწყვილის ტბაზე ჰესის მშენებლობა იგეგმებოდა
სოფელ ხეთაში (ხობის რაიონი) მდებარეობს ტბა „პაპანწყვილი“ (ჩაძირული მღვდელი). „პაპანწყვილი“ ლეგენდარული ტბაა. ხალხური გადმოცემით მისი ფსკერი „უძიროა“, არსებითად კი ჯერ არავის უცდია მისი სიღრმის გაზომვა. ამ ტბის წყალი მეტად გამჭვირვალეა, ზაფხულობით არ იკლებს, მრავალი წლის განმავლობაში მისი დონე უცვლელია.

ყველაზე უფრო საყურადღებო უპირატესობა, რომელიც აქვს ამ ტბას, არის ის, რომ იგი მდებარეობს მაღლობ ადგილზე, რაც დიდ შესაძლებლობას იძლევა წყლის მძლავრი დაქანებისათვის. რასაკვირველია, მარტო ბუნებრივი შესაძლებლობა საკმარისი არ არის, თუ ამ შესაძლებლობის გამოყენების შედეგი ეკონომიური თვალსაზრისითაც გამართლებული არ იქნება.
ზოგადი დაკვირვებაც კი აშკარად მეტყველებს იმას, რომ ტბას შეუძლია მოგვცეს სიმძლავრე არა ნაკლებ ერთი ათას ცხენის ძალისა.
ამ ადგილზე ელექტროსადგურის მშენებლობის პრაქტიკული მნიშვნელობა დიდია. ეს სადგური, ჯერერთი, ელენერგიას მიაწვდის 2000-ზე მეტ კომლ საკოლმეურნეო მოსახლეობას, რკინიგზის ხეთის სადგურს.
ხობის რაიონის აღმასკომმა დაწვრილებით უნდა შეისწავლოს ეს საკითხი, და თავისი დასაბუთებული მოსაზრება წარუდგინოს საქ. რესპუბლიკის საგეგმო კომისიას ამ მშენებლობის მესამე ხუთწლიან გეგმაში შესატანად.

ხობში სპორტული ბაზების მშენებლობის პროექტი

 ხობში სპორტული ბაზების მშენებლობის პროექტი (1981 წ.)



ზემო ქვალონელი ქალბატონის - რუსიკო ალანიას წერილი „მუსიკალური ხობის“ შესახებ

 პირველი არხის მუსიკალურ გადაცემათა რედაქციის ხელმძღვანელს, სოლომონ ლაფაურს ზემო ქვალონელი ქალბატონის - რუსიკო ალანიას წერილი „მუსიკალური ხობის“ შესახებ.

რა უხინჯო, უმშვენიერესი და ფაქიზად შერჩეულია „მუსიკალური ხობის“ რეპერტუარი. ან რა ხატოვანი ფონი, თუნდაც მეჩონგურე /თუ მეფანდურე/ ქალთა გრაციოზული, საოცრად სურათხატოვანი პოზაა... მოღერებული გედის ყელით, შერჩეული კოსტუმები, მდინარის თუ შადრევნის შემოგარენი.
ერთი სიტყვით, რა ღარიბი და შეუსაბამოა ჩემი ლექსიკონი, რათა სრულად გამოვხატო აღტაცება და გამოვხატო თუ რარიგ ლამაზ ზღაპრად წარმომიდგა ყოველივე ეს...
ან ის ერთი ციცქნა გოგონა, „რ“ - ნაცვლად „ლ“-ს რომ ამბობდა. ოღონდ გამოგიტყდებით ხობის მონასტრის ხილვა უფრო მეტადფ მინდოდა, მოგეხსენებათ იგი რა ძვირფასი განძია კოლხიდისათვის, კერძოდ კი სამეგრელოსთვის, ალბათ შიგნით ისე იავარქმნილია ყოველივე, რომ შესახედავად ვერ შეირჩა.
მე ხობის რაიონის სოფელ ზემო ქვალონში - ცნობილი მებაღის ოჯახში დავიბადე, ერთადერთ ძმა ომში დამეღუპა, მშობლებიც მას გადაჰყვნენ და უგუნურთა ხელით მოიჭრა და მოისრა უნიკალური ჯიშის ხეები ჩემს ეზოში, ხოლო სოფელს ისევ უბადრუკებმა სახელიც შეუცვალეს, ალიონი დაარქვეს /!?/ რამაც ისერიგად მატკინა გული, რომ ჩემს სოფელში მისვლა ჭრილობაზე ჭრილობის დამატებაა ჟანგიანი დანით.
იქნებ ყოველივე ამის გამოც, ვიღაცამ ჩემი ბავშვობის შორეული წარსულის სიმებს სათუთად ჩამოჰკრა ხელი და რაღაც დიადი, მშობლიური, სევდიანი და ღვთაებრივი მაჩუქა.
იქნებ ეს ის ჩამოკრაა ბარებისა, რომელიც ბავშვობის ადგილებს მოგვაგონებს და სიყვარულის ჯაჭვებს შეგვაბამს, რათა იმ ადგილებს მივუბრუნდეთ, სადაც ფეხი ავიდგით, სადაც ჩვენი წინაპრები ცხოვრობდნენ, შრომობდნენ, იტანჯებოდენ და მაინც თავიანთ ნააკვნარზე იდგნენ...
კურთხეულ იყოს ეს მშვენიერი, დიდებული დასაწყისი, რომლის ბილიკებიდან ის ენამოჩლექილი გოგონა მოაბიჯებს...
1979 წ.
დოკუმენტი დაცულია ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდ ივერიელში.

მექანიზატორი ენდუშ შონია

 სოფლტექნიკის ხობის რაიონული განყოფილების მეექვსე ბრიგადის ხელმძღვანელი, ვეტერანი მექანიზატორი ენდუშ შონია და ამავე ბრიგადის მექანიზატორები საყანე მიწის ხვნისას.



ხობი-1983 წ.

ხობელები - 1975

 ხობის საკოლმეურნეობათაშორისო მეცხოველეობის კომპლექსის საწველი აგრეგატების დამონტაჟებაზე მუშაობენ ვ. შონია და ე. ჭედია;

ქვემოთ, კომპლექსის მშენებლობის ფოტო.

ხობი - 1975 წ.


1946 წელს ხობელ ქალბატონებს გადაეცათ "სახელოვანი დედის" ორდენი და დაჯილდოვდნენ "დედობის მედლით"

 1946 წელს ხობელ ქალბატონებს გადაეცათ "სახელოვანი დედის" ორდენი და დაჯილდოვდნენ "დედობის მედლით".



დედები, რომლებმაც შობეს და აღზარდეს ცხრა შვილი

1. ცხადაია ელისაბედი (ლიზა) პავლეს ასული - ნოჯიხევი
2. ჯახია აგრაფენა დუტუს ასული - ქვემო ქვალონი
დედები, რომლებმაც შობეს და აღზარდეს რვა შვილი
1. ახალაია მაშო ბურდღუს ასული - სოფ. ხობი
2. ქვარაია მარიამი ქუზუს ასული - ძველი ხიბულა
3. ღურწკაია ანა სტეფანეს ასული - ძველი ხიბულა
დედები, რომლებმაც შობეს და აღზარდეს შვიდი შვილი
1. ალექსანდრია ზინაიდა პავლეს ასული - ბია
2. ბჟალავა მინა თედოს ასული - ქარიატა
3. იოსავა ფაქიზო ბადას ასული - ბია
დედები, რომლებმაც შობეს და აღზარდეს ექვსი შვილი
1. ალანია მარიამ ანდრიას ასული - შუა ქვალონი
2. დათუაშვილი ნინო ნიკოლოზის ასული - შუა ხორგა
3. თითმერია მარგარიტა ჯოტოს ასული - ქარიატა
4. კუჭავა ევგენია (ჟენია) გვატის ასული - შუა ქვალონი
5. კუჭავა ელენე იორდანეს ასული - ქარიატა
6. ლუკავა მარიამ პეპოს ასული - ქვემო ქვალონი
7. მესხია ასპირო იოსეს ასული - შუა ქვალონი
8. მორგოშია ეკატერინე ანტონის ასული - სოფ. ხობი
9. ქანთარია ლუბა პახვალას ასული - შუა ქვალონი
10. შელია ვერა ალექსის ასული - ხორგა
11. ჩიჩუა ძაძუ კონსტანტინეს ასული - შუა ქვალონი
დედები, რომლებმაც შობეს და აღზარდეს ხუთი შვილი
1. ბერაია აგრაფენა თემყვას ასული - ქარიატა
2. გვასალია ლაისო დიტოს ასული - ქარიატა
3. გვასალია ლუბა იაკობის ასული - ქარიატა
4. გვასალია ოლღა თომას ასული - ქარიატა
5. ნარსია სოფიო - ექვთიმეს ასული - ახალი ხიბულა
6. სიორდია ზოია იაკობის ასული -სოფ. ხობი
7. ფარცვანია პარტყუ ჯაგუს ასული - ხამისკური
8. ქირია თებრონე გუჯას ასული -ხამისკური
9. ქირია ოლღა კონსტანტინეს ასული - ხამისკური
10. შამუგია ოლღა ტარასის ასული - ქარიატა
11. წურწუმია ელენე ივანეს ასული - სოფ. ხობი