14.02.2026

ხეთის სკოლის ახლი შენობის გახსნა (1965 წ.)

 1965 წლის 1 სექტემბერს გაიხსნა ხეთის სკოლის ახალი, ორსართულიანი, 560 მოსწავლეზე გათვლილი შენობა.

1965 წელს ხეთის სკოლაში მოღვაწე პედაგოგებზე საუბროს სკოლის დირექტორი ნათელა მაკალათია:
ვესაუბრებით სკოლის დირექტორს ნათელა მაკალათიას. იგი მხიარული სახით შემოგვეგება და სკოლის ყველა კუთხე-კუნჭული დაგვათვალიერებინა. ეს ერთ-ერთი ყველაზე კარგი ტრადიციების სკოლაა ხობის რაიონში. მიმდინარე წლის ოქტომბერში მას დაარსების 100 წელი უსრულდება, რასაც ხობელები ფართოდ აღნიშნავენ.
სკოლას ძლიერი პედკოლექტივი ჰყავს. მოსწავლეთა აღზრდის საქმეს 45 მასწავლებელი ემსახურება. აქ ასწავლის საქართველოს სსრ სკოლის დამსახურებული მასწავლებელი, სასწავლო ნაწილის გამგე გრ. ჩახვაძე, ძველი პედაგოგები:
აკაკი ჭითანავა
ელენე ბუკია
ტატიანა ლატარია
დავით ქვარცხავა
ქსენია ლატარია და სხვა.
მათ გვერდით დგანან ახალგაზრდა მასწავლებლები:
ეთერ შურღაია
ნელი ფაღავა
ნორა ჯიქია
ონისა ხაზალია.



წყარო: "კომუნისტი" N202, 1965 წ.



პედაგოგი პარმენ კუკავა

 პარმენ კუკავა - დაიბადა ზუგდიდის მაზრის სოფელ ხეთაში. დაწყებითი განათლება სოფელ ხეთის სკოლაში მიიღო, რომელიც მე-19 საუკუნის 60-იან წლებში გახსნილა. 

1916 წლიდან "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" სენაკის განყოფილების ნამდვილი წევრი. 1916 წელს სოფელ ხეთაში უმაღლესი დაწყებითი სასწავლებელი გაიხსნა, სადაც პარმენ კუკავა თავად მოღვაწეობდა და მათემატიკას ასწავლიდა. მათემატიკოსი, პედაგოგი.

წყარო: ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდი ივერიელი

04.02.2026

რედუტ კალეში ფოსტა-ტელეგრაფის გახსნის შესახებ

 ქ. ფოთის მახლობლათ, 14 ვერსის მანძილზე ზღვის პირათ მშვენიერი სოფელია რედუტ-კალე (ყულევი). ეს ძველი ქალაქია.

აქ დიდი წარმოებაა ხის; არის რამოდენიმე ხე-ტყის ქარხნები, სასწავლებლები, საფერშლო და დამზღვევი კასის პუნკტები და სხვა.

მაგრამ გასაკვირია ის, რომ აქ აქამდე არ არის დაარსებული ფოსტა-ტელეგრაფის განყოფილება. ჯერ კიდევ 1920 წელს ფოთ-ყულევ შუა გაყვანილი იყო ტელეგრაფის ხაზი და უნდოდათ ფოსტა-ტელეგრაფის გახსნა, მაგრამ, რაღაც მიზეზების გამო ფოსტა არ გაიხსნა და დადგმულ იქნა ტელეფონის აპარატი, მცხოვრებლებს საშვალება ჰქონდა საჭიროებისას ესარგებლა მით. წელზე მეტია ეს ტელეფონი მოიხსნა. რედუტ-კალე ეხლა სრულიათ მოწყვეტილია ქალაქს და დიდ უხერხულობას განიცდის უკავშირობით.
ფოსტის უწყებას კი ამ ხაზის ყოველ წლიური შეკეთება დიდ ფულათ უჯდება, ყოველ წლიურათ სცვლის ბოძებს, დაჟანგულ მავთულს და სხვა მასალებს, ასე რომ დიდ ყურადღებას აქცევს მის საღ მდგომარეობას.
ყველაფერი ეს უნაყოფოთ და უსარგებლოთ ფუჭდება.
ნუ თუ ასე ძნელია რედუტ-კალეში ფოსტა-ტელეგრაფის გახსნა, მაშინ როდესაც ხაზი გაყვანილია! ეს არის მთავარი – ტელეგრაფისათვის. მე მგონია რედუტ-კალეს აღმასკომს არ გაუჭირდება ამ საქმისათვის ერთი შენობის მონახვა. ცოტა უნარი და აქაც მალე დაიკაკუნებს „მორზე“-ს მანქანა.
"მუშა" 1924 წ. N414