15.04.2026

ხეთა-ლარჩვა - მუნჩია (1914 წ.)

ს. ხეთა (ოდიში). ადგილობრივ მკვიდრთ უკვე განიზრახეს აქ წიგნთ-საცავ სამკითხველოს დაარსება. ნებართვის ასაღებად მიმართავენ ქ. შ. წ. კ. გ. ს. ზუგდიდის განყოფილებას.

შავი ზღვის რკინის გზის სასადგურო ადგილის შესახებ ხეთელებს ერთმანეთთან დავა აუტყდათ. მთელი საზოგადოების უმრავლესობას უნდა სადგურის გაკეთება „ლარჩვაში“, იმ ადგილას, სადაც სოფლის შუაგულია და უკვე არსებობს: სავაჟო და საქალებო სკოლები, სოფლის სამმართველო, შემნახველ-გამსესხებელი ამხანაგობა და ოცზე მეტი სახელოსნო და სავაჭრო დუქნები. ადგილი თავისი მშვენიერი მდებარეობით გამირჩევა ს. ხეთის სხვა კუთხეებისაგან და ყველას განსაკუთრებითი ყურადებას იქცევს.

წინააღმდეგ ამისა საზოგადოების ერთ მცირე ჯგუფს, ზოგიერთ პირად ინტერესების მიმდევარ პირთა შთაგონებით „სურვილი აქვს“ სადგური გაკეთდეს სოფლის ბოლო ადგილს დ. ხობის მახლობლად მდინარე მუნჩიასთან. თუ ეს უკანასკნელი ცდა გამართლდა, მთელი ხეთის საზოგადოება, გარდა იმ მცირედი ნაწილისა, ნამეტან დასჯილი იქნება.
13 აპრილს საზოგადოებამ სოფლის ყრილობაზე უმრავლესობის ხმით აირჩია თავისი ვექილები: მილიციის პრაპორშიკი მიხეილ ვ. ქორთუა, აზნა. კალისტრატე ა. ამერანი შარ—ძე კობახიძეები, ვლადიმერი ბ. ნაჭყებია, სპირიდონ გ. ხუბულავა, თევდორე ქირია, ვაჭარი თევდორე ბუკია, მიხა ი. ტურავა და ესტატე ბ. ლატარია.


ამათ მიანდო იშუამდგომლოს რკინის გზის სამმართველოს წინაშე სადგურის აშენება სოფლის შუაგულ ადგილ „ლარჩვაში“. ამ პირებმა სენაკიდან მოიწვიეს რკინის გზის დისტანციის უფროსი ინჟენერი ბ. კუნიცინი და დაწვრილებით ადგილობრივ გააცნეს ყველაფერი. ინჟენერმა მოიწონა სადგურ—ადგილის მდებარეობა.

"სახალხო გაზეთი"

14.04.2026

გმირი დედები (ხობის რაიონი -1944 წ.)

დედები, რომლებმაც შობეს და აღზარდეს 9 შვილი

ელისაბედ პავლეს ასული ცხადაია (ნოჯიხევი)
აგრაფინა დუტუს ასული ჯახაია (ქვემო ქვალონი)




➡️დედები, რომლებმაც შობეს და აღზარდეს 8 შვილი
მაშო ბურდღუს ასული ახალაია (ს. ხობი)
მარიამ ქუზუს ასული ქვარაია (ძველი ხიბულა)
ანა სტეფანეს ასული ღურწკაია (ძველი ხიბულა)
➡️დედები, რომლებმაც შობეს და აღზარდეს 7 შვილი
ზინაიდა პავლეს ასული ალექსანდრია (ქარიატა)
მინა თედოს ასული ბჟალავა (ქარიატა)
ფაქიზო ბადას ასული იოსავა (ბია)
➡️დედები, რომლებმაც შობეს და აღზარდეს 6 შვილი
მარიამ ანდრიას ასული ალანია (შუა ქვალონი)
მარგარიტა ჯოტის ასული თითმერია (ქარიატა)
ჟენია გვატის ასული კუჭავა (შუა ქვალონი)
ელენე იორდანეს ასული კუჭავა (შუა ქვალონი)
მარიამ პეპოს ასული ლუკავა (ქარიატა)
ასპირო იოსეს ასული მესხია (შუა ქვალონი)
ეკატერინე ანტონის ასული მორგოშია (ს. ხობი)
ლუბა პახვალას ასული ქანთარია (შუა ქვალონი)
ვერა ალექსის ასული შელია (პატარა ხორგა)
ძაძუ კონსტანტინეს ასული ჩიჩუა (შუა ქვალონი)
➡️დედები, რომლებმაც შობეს და აღზარდეს 5 შვილი
აგრაფინა თემყვას ასული ბერაია (ქარიატა)
ლაისო დიტოს ასული გვასალია (ქარიატა)
ლუბა იაკობის ასული გვასალია (ქარიატა)
ოლღა თომას ასული გვასალია (ქარიატა)
სოფიო ექვთიმეს ასული ნარსია (ახალი ხიბულა)
ზოია იაკობის ასული სიორდია (ს. ხობი)
თებრონე გუჯას ასული ქირია (ხამისკური)
პარტყუ ჯაგუს ასული ფარცვანია (ხამისკური)
ოლღა კონსტანტინეს ასული ასული ქირია (ხამისკური)
ოლღა ტარასის ასული შამუგია (ქარიატა)
ელენე ივანეს ასული წურწუმია (ს. ხობი)

08.04.2026

ყაჩაღობა ქვალონში

 სადგ. ქვალონი. 25 ნოემბერს ფოთის რკინის გზის მეორე ნაწილის უფროსმა ჯამაგირი დაურიგა ქვალონის სადგურის მუშებს. მორჩა თუ არა ჯამაგირის დარიგებას და მატარებელი დაიძრა, ამ დროს რვა შეიარაღებული კაცი გამოედევნა მატარებელს. მაგრამ ზედ შეხტომა ვეღარ მოასწრეს. დაბრუნდნენ უკან და საწყალ მუშებს დაუწყეს ჩხრეკა — ფულს ეძებდნენ. ამ დროს შეეტყოთ „სტრაჟნიკებს“, მოცვივდნენ და ავაზაკებიც მიიმალნენ ტყეში.

"ცნობის ფურცელი" N2698, 1904 წ.



ნინო ნორაკიძე

 ს. ქვალონი (სამეგრელო).

1898 წლის 21 იანვარს ს. ქვალონში უეცრად გარდაიცვალა თავისს სახლში ნინო ნორაკიძისა, ასული აზნაურის ჯოლიასი. ნინო ნორაკიძისა 58 წლის მანდილოსანი იყო და შეხედვით ჯერ მოხუცებულობა არც იმდენად ეტყობოდა. განსვენებული მეტად ღვთისმოყვარე რამ იყო: ქვალონის წმ. გიორგის ეკლესიის აშენებაზე დიდი შრომა მიუძღოდა. დაასაფლავეს 26 იანვარს, რაზედაც დიდძალი თავად-აზნაურობა და ხალხი დაესწრო.


"ცნობის ფურცელი" N448, 1898 წ.