25.08.2020

გენო კალანდია - მეგრული რვეულიდან

 ...და გავიარეთ ხობი, ხიბულა,

და მშვენიერი იდგა ამინდი...

აქ რომ იმ ზამთარს კაცი მოგვიკლეს,
ის კაცი იყო მართლა რაინდი!

და მშვიდად ძილიც აღარ აცალეს,
გამოუცვალეს ხუთჯერ საფლავი...
აქ რომ იმ ზამთარს კაცი მოგვიკლეს
ის კაცი იყო მართლა ვარსკვლავი!

ბნელთან, წყვდიადთან მარად მორკინალს
ნესტივით ჭამდა სევდა, ნაღველი...
აქ რომ იმ ზამთარს კაცი მოგვიკლეს,
ის კაცი იყო ქვეყნის სახელი!



"ჩვენი მწერლობა" N25, 2010 წელი.