30.01.2020

ცნობილი, ხობელი ინჟინერ-არქიტექტორები


ბონდო არქანია
ბონდო არქანია დაიბადა 1927 წელს ხობის რაიონში. 1951 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი.

1951-1964წწ. მუშაობდა "საქსოფლმშენსახპროექტში" - არქიტექტორად, პროექტის მთავარ არქიტექტორად; 1964-1990წწ. იყო თბილისის ზონალური სამეცნიერო-კვლევით, ტიპური და ექსპერიმენტული პროექტირების ინსტიტუტში ("თბილზნიიეპი") პროექტის მთავარი არქიტექტორი, საპროექტო სახელოსნოს ხელმძღვანელი, ინსტიტუტის მთავარი ინჟინერი - საპროექტო ნაწილის ხელმძღვანელი; 1972-1975წწ. მივლინებული იყო ირანში, სადაც მუშაობდა ინჟინერ-არქიტექტორად, პროექტის მთავარ არქიტექტორად; 1990-1996წწ. იყო საქართველოს მშენებლობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის პროექტების ექსპერტიზის სამმართველოს წამყვანი ექსპერტი, სამმართველოს უფროსის მოადგილე და მთავარი არქიტექტორი; 1996 წლიდან შპს მშენებლობის პროექტირების სახელმწიფო ექსპერტიზის მთავარი სამმართველოს გენერალური დირექტორის მოადგილე და მთავარი არქიტექტორი; მონაწილეობდა სხვადასხვა დანიშნულების ათობით ტიპური, ექსპერიმენტული, ინდივიდუალური ობიექტის, მათ შორის, საქართველოს ზოოვეტერინალური ინსტიტუტის კომპლექსის, 900-ადგილიანი სანატორიუმის (წყალტუბოში), დასასვენებელი სახლის, ადმინისტრაციული და საცხოვრებელი სახლების (თბილისში), ჰელიოსისტემით აღჭურვილი პირველი ექსპერიმენტული სახლის, 200-ადგილიანი სასტუმროს და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების პროექტების დამუშავებასა და განხორციელებაში, გაკეთებული აქვს 200-მდე პროექტის საექსპერტო დასკვნა.
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
საპატიო ნიშნის ორდენი
საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი

ნუგზარ ებანოიძე

ნუგზარ ებანოიძე დაიბადა 1944 წლის 1 იანვარს ქალაქ ხობში. დაამთავრა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი 1965 წელს.
1969-1971წწ. მუშაობდა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტში ტრაქტორებისა და ავტომობილების კათედრაზე; 1971-1977წწ. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით და საკონსტრუქტორო-ტექნოლოგიურ ინსტიტუტში; იყო საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის მექანიზაციის ფაკულტეტის დეკანი; 2005 წლიდან არჩეული იქნა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად; მისი სამეცნიერო კვლევის ძირითადი მიმართულებაა სოფლის მეურნეობის მექანიზაცია, მათ შორის სუბტროპიკული კულტურების მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიები და მანქანათა კომპლექსის დამუშავება; გამოქვეყნებული აქვს 14 საავტორო მოწმობა და პატენტი; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (2001), პროფესორი (2003).
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
•საქართველოს საინჟინრო მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი (2007-)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
•2008 - ღირსების ორდენი


რობერტ აბრამია

რობერტ აბრამია დაიბადა 1931 წლის 18 ოქტომბერს ხობის რაიონის სოფელ ქვემო ქვალონში. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საგზაო ფაკულტეტი ავტომაგისტრალებისა და საქალაქო გზების მშენებლობის სპეციალობით 1955 წელს.

შრომითი საქმიანობა დაიწყო ხობის N1 საგზაო სარემონტო-სამშენებლო სამმართველოში. 1982-1997წწ. იყო გზის ოსტატი, სამუშაოთა მწარმოებელი, უფროსი სამუშაოთა მწარმოებელი, 1967 წელს ამავე სამმართველოს მთავარი ინჟინერი; 1997 წელს ხობის N8 საგზაო-საექაპლუატაციო სამმართველოს უფროსი; მისი ხელმძღვანელობით აიგო სახიდე გადასასვლელები მდინარეებზე: ნოღელა, ნოსირელა, ციხი, ოჩხამური, აბაშა, ჯუმი, ტეხურა, ზანა; განხორციელდა "თბილისი-სენაკის", "ზუგდიდი-წალენჯიხა-ჩხოროწყუ-სენაკის", "ზუგდიდი-ანაკლიას", "ხობი-ხორგა-ჭალადიდის", "სენაკი-აბასიზის", "დიზი-მესტიის" საავტომობილო გზებისა და "ჩუმათელეთ-ზესტაფონის" მონაკვეთის რეკონსტრუქცია; ასევე, მისი ხელმძრვანელობით, საავტომობილო გზების მშენებლობის სამინისტროს სისტემაში ბურჯების მშენებლობაზე პირველად დაინერგა 1,6 მეტრის დიამეტრიანი საბურღ-საჩითი გარსის მქონე ხიმინჯები.
•საპატიო მეგზევე
•საქართველოს დამსახურებული მშენებელი

პაატა რეკვავა

პაატა რეკვავა დაიბადა 1948 წლის 1 იანვარს ქ. ხობში. დაამთავრა მოსკოვის  ვ. კუიბიშევის სახელობის საინჟინრო–სამშენებლო ინსტიტუტის სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის ფაკულტეტი 1971 წელს.

1971-1975წწ. იყო საქართველოს მშენებლობისა და სასოფლო მშენებლობის სამინისტროების სისტემის, საპროექტო ინსტიტუტებისა და N1 სამშენებლო ტრესტის ინჟინერი; 1979-1995წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის უმცროსი და უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1996-2002წწ. საქართველოს პარლამენტის რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის აპარატის უფროსი; 2002-2003წწ. საქართველოს პარლამენტის სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიწვეული სპეციალისტი; 2003-2004წწ. ამავე კომიტეტის აპარატის უფროსი; 2004-2006წწ. კ. ზავრიევის სახელობის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის სწავლული მდივანი, დირექტორის მოადგილე სამეცნიერო–საორგანიზაციო საკითხებში, დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი; 2007 წლიდან არის ამავე ინსტიტუტის დირექტორი. არის ავტორი წიგნებისა: "მსხვილპანელური შენობების გაანგარიშება სეისმურ ზემოქმედებაზე სასრული ელემენტების მეთოდით"(1986), "ადგილობრივი ხელისუფლების განხორციელების ფორმები საზღვარგარეთის ქვეყნებში და საქართველოში"(2002), "თანამედროვე სეისმომედეგი მშენებლობა"(2009). 2013 წლიდან არის საქართველოს ეროვნული დელეგატი სეისმომედეგი მშენებლობის საერთაშორისო ასოციაციაში.
სადოქტორო დისერტაციის თემა – "მსხვილპანელური შენობების სეისმომედეგობა კონსტრუქციისა და ფუძის ლოკალური არაწრფივი დეფორმირების გათვალისწინებით", დაიცვა 2006 წელს.
         ევროპის სეისმომედეგი მშენებლობის ასოციაცია, წევრი
         ლტოლვილთა რაიონული კომიტეტი, თავმჯდომარე (1995-1996)
         საქართველოს საინჟინრო აკადემია, წევრ–კოპესპონდენტი (2007-)
         სეისმომედეგი მშენებლობისა და საინჟინრო სეისმოლოგიის საქართველოს ეროვნული ასოციაცია, პრეზიდენტი (2009-).



ლეო მირცხულავა

ლეო მირცხულავა დაიბადა 1933 წლის 6 მაისს ქალაქ ხობში. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა მშენებლობის სპეციალობით 1957 წელს.

სხვადასხვა დროს მუშაობდა "საქენერგოს", საქართველოს მშენებლობის სამინისტროსა და საქართველოს კომუნალური და საბინაო მეურნეობის სამინისტროების სისტემაში, სამშენებლო ტრესტ "საქკურორტმშენში", საქართველოს პურპროდუქტების, ავტოტრანსპორტისა და კულტურის სამინისტროების სისტემაში - ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, მთავარ ინჟინრად, სამმართველოს უფროსად, გენერალურ დირექტორად; იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო ტრესტ "სპეცმშენის" სამშენებლო სამმართველოს უფროსი; სს "ეკოსპეცმშენის" გენერალური დირექტორია; ხელმძღვანელობდა "თბილისი-რუსთავის" საკანალიზაციო ჩამდინარე წყლების რეგიონული გამწმენდი ნაგებობების კომპლექსის, რუსთავის ახალი წყალსადენისა (მდინარე ხრამის ფილტრატებზე) და ტრესტ "სპეცმშენის" რკინაბეტონის ნაკეთობათა ქარხნის მშენებლობას.
•მედალი "შრომითი წარჩინებისთვის".

მიხეილ სიორდია
მიხეილ სიორდია დაიბადა 1936 წლის 1 სექტემბერს ხობში. დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1959 წელს.

1960-1965წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენის" N6 სამშენებლო სამმართველოს ოსტატად; 1965-1967წწ. "მთავართბილმშენის" სახლსაშენ კომბინატის სამუშაოთა მწარმოებლად; 1967-1970წწ. ქ. თბილისის ლენინის რაისაბჭოს აღმასკომის საბინაო სამმართველოს ტექნიკურ ზედამხედველად და უფროს ტექნიკურ ზედამხედველად; 1970-1974წწ. ამავე რაიაღმასკომის კეთილმოწყობის განყოფილების უფროსის მოადგილედ; 1974-1981წწ. საბინაო აღრიცხვისა და განაწილების გამგედ; 1981 წლიდან იყო საქართველოს საბინაო-კომუნალური მეურნეობის სამინისტროს მთავარი ინჟინერი (საცხოვრებელი ფართის განაწილებისა და კონტროლის დარგში); არაერთგზის იყო არჩეული ქ. თბილისის ლენინის რაიონული საბჭოს დეპუტატად.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ბიოგრაფიული ლექსიკონი.










ხობელი ექიმები


ბლოგში გაეცნობით ცნობებს მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარსა და მეოცე საუკუნის 10-20-იან წლებში ხობის რაიონში დაბადებული ცნობილი ექიმების შესახებ.
გიორგი ივანეს ძე ჯორჯიკია
გიორგი ივანეს ძე ჯორჯიკია დაიბადა 1870 წელს დაბა ხობში. 1898 წელს დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. ცნობილი თერაპევტი. პროფესორ ობრაზცოვის მოწაფე. საქართველოს სსრ დამსახურებული ექიმი. სხვადასხვა დროს მუშაობდა სოფელ ხობში, ჩოხატაურში უბნის ექიმად და სოფლის საავადმყოფოს გამგედ, აბაშაში, რაიონი საავადმყოფოს გამგედ, ტროპიკული სადგურის გამგედ. მისი ინიციატივით სოფელ აბაშაში გაიხსნა პირველი ამბულატორია, საავადმყოფო და აფთიაქი. მისი შრომები ეხება ათაშანგის მკურნალობას, მალარიის გავრცელებას სენაკის მაზრაში.
გარდაიცვალა 1948 წელს.

სამხედრო ექიმი სამსონ ჩიქოვანი

კალე გრიგოლის ძე საჯაია
კალე გრიგოლის ძე საჯაია დაიბადა 1896 წელს დაბა ხობში. ნოვოროსიის (ოდესის) და თბილისის უნივერსიტეტების სამედიცინო ფაკულტეტის აღზრდილი (დაამთავრა 1924 წელს). პროფესორ . ღოღობერიძის მოწაფე. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, სადისერტაციო შრომა - "საშვილოსნოს სეკრეტორული ფუნქციის საკითხისათვის" (1936). წითელი ჯვრის საზოგადოების საავადმყოფოს მთავარი ექიმი და მეანობა-გინეკოლოგიის განყოფილების გამგე.
დახვრიტეს 1937 წელს.
სოც. წარმომავლობა:
პარტიულობა: სკკპ() წევრი 1931 წლიდან; 1937 წელს პარტიიდან გარიცხეს / საქმიანობისთვის.
სამუშაო ადგილი: ქალაქის მე-2 საავადმყოფოს დირექტორი
ნასამართლობა:
განყოფილება:
გაასამართლა: შინსახკომის სამეული 1937 .
მომხსენებელი: კოვალჩუკი
მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
ბრალად ედება: რომ იყო მემარჯვენე / ორგანიზაციის წევრი, კავშირი ჰქონდა ამ ორგანიზაციის ერთ-ერთ გამოჩენილ ადამიანთან შამშე კონსტანტინეს ძე ლეჟავასთან, იბირებდა ხალხს ორგანიზაციაში და ეწეოდა მავნებლურ სამუშაოებს წითელ ჯვარში.
მუხლი:
სასჯელის ზომა: დახვრეტა, პირადი ქონების კონფისკაცია
დაპატიმრების თარიღი:
სხდომის თარიღი: 12/04/1937
დახვრეტის თარიღი: 12/11/1937

სამსონ ჩიქოვანი
სამსონ ჩიქოვანი დაიბადა 1915 წლის 10 აგვისტოს, ხობის რაიონის სოფელ ხეთაში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1941 წელს. მეორე მსოფლიო ომის დროს 1941-1945 წლებში მოქმედ არმიაში იყო, მსახურობდა სამედიცინო ბატალიონის უფროს ორდინატორად, ქირურგიის განყოფილების უფროსად, სამედიცინო ბატალიონის მეთაურად. ომის შემდეგ სამხედრო ჰოსპიტლების უფროსი იყო. 1959 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა მოსკოვის სამხედრო ოლქის სოხუმის სანატორიუმის უფროსად. სამედიცინო სამსახურის გენერალ-მაიორი.
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
·         1966 - საქართველოს დამსახურებული ექიმი
·         1964 - აფხაზეთის ასსრ დამსახურებული ექიმი
·         შრომის წითელი დროშის ორდენი
·         წითელი ვარსკვლავის ორდენი (3 ორდენი)

 თინათინ კიტია
თინათინ კიტია დაიბადა 1921 წლის 25 დეკემბერს ხობის რაიონის სოფელ ხეთაში.  დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1943 წელს. 1943–1945წწ. იყო ბორჯომში 1457–ე ევაკო ჰოსპიტალის ექიმი–ორდინატორი; 1946–1950წწ. თბილისის ტუპერკულოზის საწინააღმდეგო I საავადმყოფოს ექიმი–ორდინატორი; 1950–1953წწ. ტუპრტკულოზის რესპუბლიკური სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი; 1953–1956წწ. თბილიუსის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის საფაკულტეტო თერაპიის კათედრის ასპირანტი ფტიზიატრიის სპეციალობით; 1956–1963წწ. რესპუბლიკური ტუბერკულოზის დისპანსერული განყოფილების გამგე; 1963 წლიდან ხელმძღვანელობს ტუბერკულოზის სამედიცინო სამეცნიერო ინსტიტუტის დისპანსერულ განყოფილებას. ავტორია 34 სამეცნიერო ნაშრომის და 4 მეთოდური წერილის. ხელმძღვანელობს რესპუბლიკის სხვადასხვა რაიონიდან საკონსულტაციოდ გამოგზავნილ ავადმყოფთა გამოკვლევა–კონსულტაციებს. ფტიზიოპულმონოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.
საკანდიდატო დისერტაციის თმა - "მასალები ფილტვების ტუპერკულოზის მკურნალობის კლინიკო–ბიოქიმიური დახასიათებისათვის", დაიცვა 1962 წელს

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

·         რესპუბლიკის პულმონოლოგთა ასოციაცია, წევრი
·         რესპუბლიკის ფტიზიატრთა ასოციაცია, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

·         1989 - შრომის ვეტერანი
·         1987 - რესპუბლიკის დამსახურებული ექიმი
·         1987 - უმაღლესი კატეგორიის ფტიზიატრი
წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ბიოგრაფიული ლექსიკონი - საქართველოს ექიმები.



28.01.2020

მცირე ცნობები ხობის ბიბლიოთეკის შესახებ


1913 წელს, დაბა ხობში, ილია ჭავჭავაძის სახელობის სახალხო წიგნსაცავი-სამკითხველო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილებას გაუხსნია. იმავე წელს, ქვალონშიც გახსნილა არჩილ ჯორჯაძის სახელობის წიგნსაცავ-სამკითხველო, შემდეგ - ხეთაში.
ხობის ბიბლიოთეკა გიორგი ხერხეულიძეს გაუხსნია. (დაიღუპა I მსოფლიო ომში) და ბიბლიოთეკისთვის ერთი წლით ჟურნალ „თეატრი და ცხოვრება“ გამოუწერია.
„ნ. ბუკიას წამოწყებას ფრთა შემოესხა და 1914 წ. ზუგდიდში დაარსდა ქართულ წ.კ.გ. საზოგადოების განყოფილება და ქართული დაწყებით სკოლა. ამავე წელს ხობში გაიხსნა ილია ჭავჭავაძის სახ. ბიბლიოთეკა სამკითხველო; შემდეგ ხეთაში, ცაიშში, წალენჯიხაში და დარჩელში. ხობის ბიბლიოთეკა გახსნა გიორგი ხერხეულიძემ (დაიღუპა I იმპ. ომში) და ერთი წლით ჟურნალ „თეატრი და ცხოვრება“ გამოუწერა. ამის ავტორმა დახატა ილია ჭავჭავაძის სურათი წარწერა აბრაზე და უფასოთ შემოსწირა, თენგიზ კორტავამ უფასოდ ბინა დაუთმო“ (პეტრე პავლეს ძე მეუნარგიას ხელნაწერი №25860 აკაკი წერეთლის ზუგდიდში მოგზაურობის შესახებ).

დაბა ხობში სამკითხველოს გახსნის სურვილი ადგილობრივ მოსახლეობას ჯერ კიდევ 1893 წელს ჰქონია. თანხაც შეუგროვებიათ მაგრამ სიტყვა სიტყვად დარჩენილა და ბიბლიოთეკა ვერ გაუხსნიათ.
„ხობელების ბუნებრივად დაქვეითებას და უკან ჩამორჩენას უნდა მიეწეროს ის გარემოება, რომ  აგერ ოთხი წელიწადია რაც ხობელებს დაბა ხობში სამკითხველო-წიგნთსაცავის დაარსების სურვილი აქვთ, მაგრამ ფრიად საჭირო საქმეს ჯერჯერობით შესრულება ვერ ეღირსა...“ („ივერია“, 1897 N124).
„ს. ხობი. 25 აპრილს ადგილობრივმა სცენის მოყვარეებმა, ხობის ილიას სახელობის ბიბლიოთეკის შენობაში წარმოადგინეს ცნობილი პიესა „ციმბირელი“, რომლის შემოსავალი მოხმარდა წითელ ჯვარს და ნაწილი ზემოთხსენებულ ბიბლიოთეკას...“ (გაზეთი „სამშობლო“, 1915 წელი N79).
„ამხანაგო რედაქტორო! გთხოვთ თქვენი პატივცემული გაზეთის „ჩემი მეგობრის“ საშუალებით ნება მოგვცეთ, რათა უღრმესი მადლობა გამოვუცხადოთ მოქალაქე მინადორა ჟვანიას (სიჭინავას ასულს), რომელმაც კეთილ ინება და დ. ხობის სამკითხველოს თავისი ქმრის ხსოვნის აღსანიშნავად, ნახევარი წლის ვადით გამოუწერა გაზეთი „ჩვენი მეგობარი“ (გ. „ჩვენი მეგობარი“ N387, 1917წ.).
ხობში ბიბლიოთეკა წითელი კუთხის სახით 1936 წლიდან მოიხსენიება, ხოლო 1946 წლიდან წითელ კუთხეში არსებული წიგნების ბაზაზე შეიქმნა ხობის სამკითხველო, შემდეგში ბიბლიოთეკად წოდებული. 

წლების განმავლობაში ბიბლიოთეკას ხელმძღვანელობდნენ ღვაწლმოსილი მუშაკები: ქსენია ცხომარია, ვერა ებანოიძე, ვალენტინა კეკელია, ლამარა ზაქარაია.
ხობის ცენტრალურ ბიბლიოთეკას 2013 წელს საზოგადო მოღვაწის, მწერლის, ლექსიკოგრაფისა და ეთნოგრაფის თედო სახოკიას სახელი მიენიჭა.

ხობის ბიბლიოთეკაში წლების განმავლობაში მუშაობდნენ (სია ეტაპობრივად დაზუსტდება): 

კეკელია ვალენტინა

ზაქარაია ლამარა

გოგოლი მარო

ჩაგანავა ვერიკო

ალანია-კაკულია მადონა

ქაქუთია ტანია

სალაყაია ენვერი

გოგია ფერიდე

კილასონია მაყვალა

ფარცვანია მედეა

ბაძაღუა ნინელი

თათარიშვილი იამზე

სალაყაია დოდო

გოგინავა ნატო

შამათავა ნატო

ბერაია ციცო

ქაჩიბაია მზია

ჩარგაზია ლეილა

ჟვანია ინგა

გვარამია მარინა

რუხაძე მარინა

 დგებუაძე ელისო

 სალაყაია ელზა

ლიპარტია მაყვალა

ნადარაია ლიანა

კეკელია ვალია

25.01.2020

მწერალი გრიგოლ რუხაია

მწერალი და პუბლიცისტი გრიგოლ რუხაია დაიბადა 1949 წლის    4 მაისს, ხობის რაიონის სოფელ პატარა ფოთში. სწავლობდა პატარა ფოთის სკოლაში.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1973 წელს.

1984 წელს გამოდის მისი ლექსების პირველი კრებული "ალვის ჩრდილი ერდოზე". ამის შემდეგ მისი ლექსები, მოთხრობები და  ესსეები სისტემატიურად იბეჭდება სხვადასხვა ლიტერატურულ-საზოგადოებრივ და მართლმადიდებლურ ჟურნალებში. 2003 წელს გაზეთ "ტრიბუნაში" იბეჭდება მისი რომანი "სოკოები ცხუმის თავზე"; გ. რუხაია სხვადასხვა დროს მუშაობდა თსუ სტამბის რედაქტორად, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გაზეთის რედაქტორად, საქართველოს სპორტკომიტეტის სპორტული ალმანახის რედაქტორად, ჟურნალ "ნობათის" პასუხისმგებელ მდივნად, კულტურის სამინისტროს მეთოდურ-საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორად. სალიტერატურო გაზეთის პოეზიის განყოფილების რედაქტორად. ბოლოს იგი იყო დამოუკიდებელი ლიტერატურული ჟურნალის "ამერ-იმერის" სარედაქციო საბჭოს წევრი, საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების რედაქტორი.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი:
საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი (199?-2013)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები:
2013 - დავით აღმაშენებლის სახელობის პრემია
2009 - იოსებ გრიშაშვილის სახელობის პრემია
1990 - საქართველოს მწერალთა კავშირის პრემია, წლის საუკეთესო მოთხრობები
ხირჩლა, ყურშა და სხვანი : მოთხრობები /გრიგოლ რუხაია. - თბილისი : საბჭ. საქართველო, 1990. - 173გვ.
ბიბლიოგრაფია:
ვლიან ჟამნი : კრებული (ავტორი). - თბილისი, ზენაარი, 2017. - 360გვ.
ძველი ექვსაიები : ლექსები (ავტორი). - თბილისი, 2012. - 184გვ.. - ISBN: 978-9941-0-4440-3
კიდევ ექვსაიები : 978-9941-0-4440-3 (ავტორი). - თბილისი, ეგრისი, 2012. - 184გვ.. - ISBN: 978-9941-9170-4-2
გიორგი დიდი [სააკაძე] : პოემა (ავტორი). - თბილისი, 2011. - 42გვ.. - ISBN: 978-9941-0-3369-8
ექვსაიები : ლექსების კრებული (ავტორი). - თბილისი, "ცის ნამის" გამ-ბა და სტ., 2011. - 190გვ.. - ISBN: 978-9941-419-16-4
ასერთი ლექსი (ავტორი). - ფოთი, 2009. - 116გვ.
სოკოები ცხუმის ცაზე ანუ ჩუბინ ბირდღის ცრემლნარევი მხიარული თავგადასავალი რუსეთ-საქართველოს ორასწლიანი უთანასწორო შუღლის ბოლო ასაქცევზე : რომანი (ავტორი). - თბილისი, ეგრისი, 2004. - 256გვ.. - ISBN: 99940-793-5-2
ლექსები, პოემა (ავტორი). - თბილისი, 1994. - 120გვ.
საკანი N10 : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, ქართ. თეატრი, 1991. - 276გვ.
ხირჩლა, ყურშა და სხვანი : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1990. - 173გვ.
შინაბერა : რომანი (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1990. - 431გვ.
ნადი : იუმორ. მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1989. - 47გვ.
გრიგოლ რუხაია გარდაიცვალა 2013 წელს. დაკრძალულია თბილისში.
წყარო: ეროვნილი ბიბლიოთეკის ბიოგრაფიული ლექსიკონი (ლექსიკონში დაბადების ადგილად მითითებულია ფოთი, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. მწერალი დაიბადა ხობის რაიონის სოფელ პატარა ფოთში).

ლექსები

მიდიან,  მოდიან...  მოდიან, მიდია
სურვილთა  ჯარები, დღეა  თუ ბინდია...
გულიდან  სიცოცხლის  ნამცეცებს ჰყიდიან,
მართლებს  და თავმდაბლებს,  მორცხვსა და რიდიანს...

და  რაღას  სტოვებენ?  ჭუჭყიანს...  წიდიანს...
რომელსაც  ნათელი სძულს  ყველა იდეა!
------
ჩვენი წარსული, ლომივით წყნარი,
სინამდვილეში არის მრისხანე!
მტერს აწმყო ჩვენი ჰგონია მკვდარი,
გარედან რომ ჰგავს ხის და ქვის ხანებს...

ჩვენი მერმისი, ლომებრ მბრდღვინარი, -
არვინ იცის რას, იზამს ის ხვალე!

----
სარკმლიდან

ჩემს გაკვირვებას საზღვარი არ აქვს -
ვუცქერი: მტკვარი გაექცა არაგვს!

გაექცა მწვანე მთებს არაგვიანს
და ელვის ფრთები წაჰგლიჯა ნიავს.

წაჰგლიჯა ნისლებს მთიდან და ციდან
სიმშვიდე,
სიმხნე,
მზე - ცხლად და წითლად,

და მცხეთის ჯვრისკენ გატყორცნა ზვირთი,
რაც მტრედად  იქცა და ცაში მითრთის!..

გინდ დაიჯერეთ და გინდა არა -
მცხეთისკენ მტკვარი გაექცა არაგვს.

"ასერთი ლექსი"
https://m.youtube.com/watch?v=MS96PvxPMPo