21.01.2021

ხობელი ექიმი და მეცნიერი - ნონა კოდუა

 ექიმი და მეცნიერი, ნონა კოდუა 1949 წლის 2 სექტემბერს ხობის რაიონისოფელი ხეთაში დაიბადა. სწავლობა სოფელ ხეთის საშუალო სკოლაში.

1972 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი. 

1972–1973წწ. იყო ექიმიინტერნი ზუგდიდის რაიონულ ბავშვთა საავადმყოფოში; 19731978წწ. ხობის რაიონული საავადმყოფოს ექიმიპედიატრი; 19781981წწ. პედიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი; 19811992წწ. მეცნიერთანამშრომელი; 19911992წწ. სწავლული მდივანი; 1992 წლიდან ამავე ინსტიტუტის საკონსულტაციო პოლიკლინიკის კარდიოლოგი. ავტორია 18 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ძირითადად ეხება ბავშვთა ავადობისა და სიკვდილიანობის დონის შემცირების პრობლემებს. არის საერო ინსტიტუტ "გაენათის" დოცენტი; მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სამედიცინობიოლოგიური და სოციალური რისკის ფაქტორების გავლენა ადრეული ასაკის ბავშვთა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ავადობაზე, პერინატალური და ბავშვთა სიკვდილიანობის დონეზე", დაიცვა 1990 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

·         მედიცინის მუშაკთა დაცვის ასოციაცია "დედა და ბავშვი", წევრი

·         საქართველოს პედიატრთა საზოგადოება, წევრი

ბიბლიოგრაფია

·         ანტიჰომოტოქსიკური თერაპია თანამედროვე პედიატრიულ პრაქტიკაში : საჭმლის მომნელებელი სისტემა (შემდგენელი) // ნაწ. 2 . - თბილისი, 2010. - 60გვ.

·     ნტიჰომოტოქსიკური თერაპია თანამედროვე პედიატრიულ პრაქტიკაში : სასუნთქი სისტემა (შემდგენელი) // ნაწ. 1 . - თბილისი, 2008.

 წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ბიბლიოგრაფიული ლექსიკონი.

 

20.01.2021

ერეკლე საღლიანის ლექსი სოფელ ხეთაზე



სამეგრელოში, ერთ ლამაზ სოფელს,
ქართველმა კაცმა უწოდა ხეთა,
ნარინჯის სურნელს გარემოს მოჰფენს,
ქარი და ნაზი შრიალი ხეთა.
გაატანს ყველა კეთილისმყოფელს,
უფლის სიყვარულს, რომ იყოს მხნედა,
სამეგრელოში, ერთ ლამაზ სოფელს.

ქართველმა კაცმა უწოდა ხეთა. 

16.01.2021

„კოლხეთი“ საქართველოს პირველ ეროვნულ ჩემპიონატზე

 1990 წელს საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატი ჩატარდა, რომელშიც მეორე ლიგის ბინადარი ხობის „კოლხეთიც“ მონაწილეობდა. „კოლხეთმა“ უმაღლეს ლიგაში ასპარეზობის უფლება საკავშირო პირველობის მეორე ლიგაში (1989 წელს) შვიდ საუკეთესო გუნდს შორის ადგილის დაბევებით მოიპოვა.


   ხობის „კოლხეთმა“ პირველ ეროვნულ ჩემპიონატზე 41 ქულით (11 მოგება, 8 ფრე და 15 წაგება) მეთერთმეტე ადგილი დაიკავა.

მთავარი მწვრთნელი: თეიმურაზ გრძელიშვილი

გუნდის უფროსი: პაატა თათარიშვილი

მწვრთნელი: ფრიდონ გოცირიძე

ადმინისტრატორი: იური ჭანტურია

მეკარეები: გიორგი ბაბუაძე, ივანე ბერაძე

მცველები: გიორგი ფარფალია, ემზარ მამფორია, დავით რუხაძე, მერაბ კაციტაძე, გაიოზ ჯეჯელავა, ზურაბ ლატარია

ნახევარმცველები: გელა ხურცილავა, ზაზა ბაკურაძე, ელდარ გვასალია

თავდამსხმელები: ირაკლი კალუჟა, ენუქი თევზაძე, თენგიზ ჭიჭნაძე.

 

 

15.01.2021

„ხობის ქრონიკები“ -1988

რუბრიკაში „ხობის ქრონიკები“ შემოქთავაზებთ ხობის რაიონში ერთი წლის განმავლობაში მომხდარი ფაქტების მოკლე აღწერას.

"კერია"
vv  კულტურის სახლში გაიმართა თემურ აბულაძის პიესის „ფრინველების საქორწინო ცეკვების“ პრემიერა.

v გამოავლინეს 1987 წლის საუკეთესო მწვრთნელები, სპორტსმენები და გუნდები.

v vკულტურის განყოფილების გამგე მედეა ნაჭყებია დაჯილდოვდა სამკერდე ნიშნით „წარჩინებული მუშაობისათვის“.

v  vწიგნის მოყვარულთა კონკურსის გამარჯვებული ხობის N1 სკოლის პედაგოგი შალვა კალანდია გახდა.

v  vხობის კინოთეატრ თუთარჩელაში გაიმართა მილოშ ფორმანის საკულტო ფილმის „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“ ჩვენება.

v  vხობის „კოლხეთი“ საქართველოს ჩემპიონი გახდა.

v  v„თუთარჩელაში“ მიმდინარეობს უცხოური ფილმების ფესტივალი - „კინო დააბიჯებს ჩვენს პლანეტაზე“.

v  მოცურავეებმა ბელარუსიაში გამართულ პირველობაზე გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავეს.

v  vხობის კინოთეატრ თუთარჩელაში გაიმართა აკირა კუროსავას ფილმის „შვიდი სამურაის“ ჩვენება.

v  vგაიმართა ანსამბლ „ოთხი გიას“ კონცერტი.

v  vხობის N1 სკოლაში მოეწყო კაბინეტ-ლაბორატორიები.

v  vახალსოფელში აშენდა საბავშვო ბაღი

v  vსტიქიის დროს დაზარალებული ოჯახები (საგვიჩიო და ჭალადიდი) ახალ წელს ახალ სახლებში შეხვდნენ.

v  vექსპლუატაციაში შევიდა ხეთის პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლის ახალი კორპუსები.

v  vხობის ცენტრში გაიხსნა კოოპერატივი „კერია“.

v  vკოოპერატივმა „ხელმარჯვემ“ ახალი საამქრო გახსნა.

v  vექსპლუატაციაში შევიდა საავადმყოფოს ინფექციური განყოფილება.

v  vჭალადიდში აშენდა სტიქიის დროს დაღუპული რაჰიბ მამედოვის მემორიალი.

v  vშენდება კერამიკული ქარხანა.

v  vხობში, მეგობრობის ქუჩაზე შენდება ხუთსართულიანი ბინა.

v  vახალ ხიბულაში აშენდა ადმინისტრაციული სახლის სამსართულიანი შენობა.

v  vაშენდა ზუბის კულტურის სახლი.

v  vშუა ხორგაში აშენდა სპორტული კომპლექსი „ფაზისი“.

v  vპირველ მაისში აშენდა სასოფლო საბჭო.

v  vმდინარე მუნჩიას სანაპიროზე ჩატარდა სამელიორაციო სამუშაოები.

v  vგანახლდა კოლხეთის საბჭოთა მეურნეობის ცენტრი.

vvპირველ მაისში შენდება წყლის სისტემა..

v vკეთილმოეწყო სოფელ ხამისკურის ცენტრი“.

v  vახალ ხიბულაში გაკეთდა გზა.

v  vპ.  ფოთში აშენდა სასოფლო საბჭო.

v  vჭალადიდში აშენდა ბაგა-ბაღი.

v  vგაიხსნა კაფე-ბარი „მერცხალი“.

v vხობში აშენდა 60-ბინიანი კორპუსი.

v  vყულევში აშენდა სამამულო ომში დაღუპულთა მემორიალი.

v vკეთილმოეწყო შუა ხორგის ცენტრი.

v  vყულევში შენდება სპორტულ-ტურისტული ობიექტი „ოქროს ვერძი“.

v  vქ. ხობში, ჩაის კომბინატის გვერდზე შენდება საბავშვო ბაღი.

v vნოჯიხევში მოეწყო სწლის სისტემა.

v  vსაჯიჯაოში დაიწყო სკოლის მშენებლობა.

v  vახალ ხიბულაში აშენდა კლუბ-კანტორა.

v  vპ. ფოთში აშენდა ამბულატორია.

v  vთორსაში აშენდა ადმინისტრაციული შენობა, კლუბი, სკვერი და მოსაცდელი.

v  vრეკონსტრუქცია ჩაუტარდა ნოჯიხევის კანტორას.

 

 

 

 

14.01.2021

ხობის „კოლხეთის“ გზა საქართველოს ჩემპიონობამდე.

 1988 წელს ხობის „კოლხეთმა“ საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. გუნდმა 42 თამაშიდან 65 ქულა დააგროვა, ბურთების შეფარდება 100-55. ელგუჯა ქომეთიანმა 41 ბურთი გაიტანა.

ბლოგში გაეცნობით სრულ ინფორმაციას „კოლხეთის“ შემადგენლობის, ხელმძღვანელობის, მწვრთნელების, კალენდარის, მატჩების და შედეგების შესახებ.

ბლოგი მომზდებულია „ლელოში“, „კომუნიზმის მშენებელში“ და კრებულ „ფეხბურთი 1989“-ში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით.

„კოლხეთი“- იური მამინაშვილი, დათო ჭიჭინაძე, მერაბ კაციტაძე, გიორგი ფარფალია, ჯანელი ლატარია, ვახტანგ ჩიმაკაძე, ზაზა ბაკურაძე, ტომა შიოლაშვილი, ზაურ მელია, ელგუჯა ქომეთიანი, თენგიზ ჭიჭინაძე, ვახტანგ სამხარაძე, გიორგი დოლბაია, ზურაბ ლატარია, თამაზ ბოლაშვილი, ვლადიმერ გვასალია, ვეფხვი გვენცაძე.

გუნდი მოამზადეს ფრიდონ გოცირიძემ და პაატა თათარიშვილმა.









"კოლხეთი" 1989 წელი