გთავაზობთ მცირე ცნობებს ცნობილი პედაგოგის,
წიგნის მოყვარულის და საზოგადო მოღვაწის შალვა კალანდიას და მისი, ცნობილი ბიბლიოთეკის
შესახებ.
არიან ადამიანები, რომლებსაც წიგნები საკუთარ სიცოცხლესავით უყვართ, იციან თითოეული წიგნის ფასი საზოგადოებისათვის და სხვებსაც უნერგავენ წიგნებისადმი ერთგულებასა და სიყვარულს. სწორედ ასეთი პიროვნებაა ხობის რაიონის მკვიდრი, პირველი საბავშვო სკოლის ლიტერატურის მასწავლებელი, სამამულო ომის მონაწილე შალვა კალანდია.
ამ შესანიშნავ პიროვნებას მხატვრული ლიტერატურის მდიდარი საოჯახო ბიბლიოთეკა გააჩნია, სადაც წიგნებისა და ჟურნალების რაოდენობა 4500 აღწევს.
საოჯახო
ბიბლიოთეკის სიმდიდრეა „მსოფლიო ლიტერატურის“ ბიბლიოთეკის სერიით გამოცემული საინტერესო
წიგნები, ქართული, რუსული და საზღვარგარეთული ლიტერატურის ნიმუშები.
მის
ბიბლიოთეკას ამშვენებს ქართული პროზის, პოეზიის, ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის ტომეულები;
აქვე შეხვდებით ლენინის რჩეულ ნაწერებს ექვს ტომად, გამოცემულს 1934-35 წლებში.
შ.
კალანდიას აქვს „ქართული გრამატიკა“ სილოვან ხუნდაძის მიერ შედგენილი და გამოცემული
ქ. ქუთაისში 1917 წელს. ამასთანავე გააჩნია საინტერესო სახელმძღვანელო „ძველი და ახალი
აღქმის შესასწავლად“ - გამოცემა „მწყემსის“ რედაქციისა - ყვირილა 1909 წელი.
ყოველივე
ამასთან შესანიშნავი ლიტერატორის ბიბლიოთეკას ამშვენებს გამომცემლობა „ფედერაციის“
მიერ 1939 წელს გამოცემული დენი დიდროს წიგნი „რამოს ძმისწული“.
ბატონ
შალვას პირად ბიბლიოთეკაში შეხვდებით სამახსოვრო წარწერებით - ჯ. დადიანის, ჟ. სორდიას,
გ. შალამბერიძის, რ. გარუჩავას, კ. სამუშიას წიგნებს. მისი საოჯახო ბიბლიოთეკის სიკეთით
სარგებლობს მრავალი მკითხველი.
დადის
ხობის ქუჩებში წიგნის ტრფიალი შალვა კალანდია. ემრავლოს საქართველოს მისი მსგავსი წიგნის
ერთგული მეგობრები.
„წიგნის სამყარო“ N20 1986 წელი.
შალვა
კალანდია დაიბადა 1916 წლის 22 იანვარს დაბა ხობში, გლეხის ოჯახში. დაამთავრა ხობის
არასრული საშუალო სკოლა. შემდეგ ქ. თბილისში მიიღო საშუალო პედაგოგიური განათლება.
1940 წელს დაამთავრა თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტი, ხოლო 1946 წელს - სახელმწიფო
უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.
მონაწილეობდა
მეორე მსოფლიო ომში. 1942 წელს დაიჭრა ყირიმში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს.
წლების
განმავლობაში მუშაობდა დაწყებითი კლასების პედაგოგად, ქართული ენისა და ლიტერატურის
მასწავლებლად, სკოლის დირექტორად და სასწავლო ნაწილის გამგედ.
1967
წელს მიენიჭა რესპუბლიკის დამსახურებული მასწავლებლის წოდება.
Комментариев нет:
Отправить комментарий
Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.