ბონდო არქანია
ბონდო
არქანია დაიბადა 1927 წელს ხობის რაიონში. 1951 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური
ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი.
1951-1964წწ.
მუშაობდა "საქსოფლმშენსახპროექტში" - არქიტექტორად, პროექტის მთავარ არქიტექტორად;
1964-1990წწ. იყო თბილისის ზონალური სამეცნიერო-კვლევით, ტიპური და ექსპერიმენტული
პროექტირების ინსტიტუტში ("თბილზნიიეპი") პროექტის მთავარი არქიტექტორი,
საპროექტო სახელოსნოს ხელმძღვანელი, ინსტიტუტის მთავარი ინჟინერი - საპროექტო ნაწილის
ხელმძღვანელი; 1972-1975წწ. მივლინებული იყო ირანში, სადაც მუშაობდა ინჟინერ-არქიტექტორად,
პროექტის მთავარ არქიტექტორად; 1990-1996წწ. იყო საქართველოს მშენებლობის საქმეთა სახელმწიფო
კომიტეტის პროექტების ექსპერტიზის სამმართველოს წამყვანი ექსპერტი, სამმართველოს უფროსის
მოადგილე და მთავარი არქიტექტორი; 1996 წლიდან შპს მშენებლობის პროექტირების სახელმწიფო
ექსპერტიზის მთავარი სამმართველოს გენერალური დირექტორის მოადგილე და მთავარი არქიტექტორი;
მონაწილეობდა სხვადასხვა დანიშნულების ათობით ტიპური, ექსპერიმენტული, ინდივიდუალური
ობიექტის, მათ შორის, საქართველოს ზოოვეტერინალური ინსტიტუტის კომპლექსის, 900-ადგილიანი
სანატორიუმის (წყალტუბოში), დასასვენებელი სახლის, ადმინისტრაციული და საცხოვრებელი
სახლების (თბილისში), ჰელიოსისტემით აღჭურვილი პირველი ექსპერიმენტული სახლის,
200-ადგილიანი სასტუმროს და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების პროექტების დამუშავებასა
და განხორციელებაში, გაკეთებული აქვს 200-მდე პროექტის საექსპერტო დასკვნა.
ჯილდოები,
პრემიები და პრიზები
საპატიო
ნიშნის ორდენი
საქართველოს
დამსახურებული არქიტექტორი
ნუგზარ ებანოიძე
ნუგზარ
ებანოიძე დაიბადა 1944 წლის 1 იანვარს ქალაქ ხობში. დაამთავრა საქართველოს სუბტროპიკული
მეურნეობის ინსტიტუტი 1965 წელს.
1969-1971წწ.
მუშაობდა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტში ტრაქტორებისა და ავტომობილების
კათედრაზე; 1971-1977წწ. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით და საკონსტრუქტორო-ტექნოლოგიურ
ინსტიტუტში; იყო საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის მექანიზაციის ფაკულტეტის
დეკანი; 2005 წლიდან არჩეული იქნა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო
უნივერსიტეტის რექტორად; მისი სამეცნიერო კვლევის ძირითადი მიმართულებაა სოფლის მეურნეობის
მექანიზაცია, მათ შორის სუბტროპიკული კულტურების მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიები
და მანქანათა კომპლექსის დამუშავება; გამოქვეყნებული აქვს 14 საავტორო მოწმობა და პატენტი;
მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (2001), პროფესორი
(2003).
ორგანიზაციის,
ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
•საქართველოს
საინჟინრო მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი (2007-)
ჯილდოები,
პრემიები და პრიზები
•2008
- ღირსების ორდენი
რობერტ აბრამია
რობერტ
აბრამია დაიბადა 1931 წლის 18 ოქტომბერს ხობის რაიონის სოფელ ქვემო ქვალონში. დაამთავრა
საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საგზაო ფაკულტეტი ავტომაგისტრალებისა და საქალაქო
გზების მშენებლობის სპეციალობით 1955 წელს.
შრომითი
საქმიანობა დაიწყო ხობის N1 საგზაო სარემონტო-სამშენებლო სამმართველოში. 1982-1997წწ.
იყო გზის ოსტატი, სამუშაოთა მწარმოებელი, უფროსი სამუშაოთა მწარმოებელი, 1967 წელს
ამავე სამმართველოს მთავარი ინჟინერი; 1997 წელს ხობის N8 საგზაო-საექაპლუატაციო სამმართველოს
უფროსი; მისი ხელმძღვანელობით აიგო სახიდე გადასასვლელები მდინარეებზე: ნოღელა, ნოსირელა,
ციხი, ოჩხამური, აბაშა, ჯუმი, ტეხურა, ზანა; განხორციელდა "თბილისი-სენაკის",
"ზუგდიდი-წალენჯიხა-ჩხოროწყუ-სენაკის", "ზუგდიდი-ანაკლიას",
"ხობი-ხორგა-ჭალადიდის", "სენაკი-აბასიზის", "დიზი-მესტიის"
საავტომობილო გზებისა და "ჩუმათელეთ-ზესტაფონის" მონაკვეთის რეკონსტრუქცია;
ასევე, მისი ხელმძრვანელობით, საავტომობილო გზების მშენებლობის სამინისტროს სისტემაში
ბურჯების მშენებლობაზე პირველად დაინერგა 1,6 მეტრის დიამეტრიანი საბურღ-საჩითი გარსის
მქონე ხიმინჯები.
•საპატიო
მეგზევე
•საქართველოს
დამსახურებული მშენებელი
პაატა რეკვავა
პაატა
რეკვავა დაიბადა 1948 წლის 1 იანვარს ქ. ხობში. დაამთავრა მოსკოვის ვ. კუიბიშევის სახელობის საინჟინრო–სამშენებლო ინსტიტუტის
სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის ფაკულტეტი 1971 წელს.
1971-1975წწ.
იყო საქართველოს მშენებლობისა და სასოფლო მშენებლობის სამინისტროების სისტემის, საპროექტო
ინსტიტუტებისა და N1 სამშენებლო ტრესტის ინჟინერი; 1979-1995წწ. საქართველოს მეცნიერებათა
აკადემიის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის უმცროსი და უფროსი
მეცნიერ თანამშრომელი; 1996-2002წწ. საქართველოს პარლამენტის რეგიონალური პოლიტიკისა
და თვითმმართველობის კომიტეტის აპარატის უფროსი; 2002-2003წწ. საქართველოს პარლამენტის
სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიწვეული სპეციალისტი; 2003-2004წწ. ამავე კომიტეტის
აპარატის უფროსი; 2004-2006წწ. კ. ზავრიევის სახელობის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის
ინსტიტუტის სწავლული მდივანი, დირექტორის მოადგილე სამეცნიერო–საორგანიზაციო საკითხებში,
დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი; 2007 წლიდან არის ამავე ინსტიტუტის დირექტორი.
არის ავტორი წიგნებისა: "მსხვილპანელური შენობების გაანგარიშება სეისმურ ზემოქმედებაზე
სასრული ელემენტების მეთოდით"(1986), "ადგილობრივი ხელისუფლების განხორციელების
ფორმები საზღვარგარეთის ქვეყნებში და საქართველოში"(2002), "თანამედროვე
სეისმომედეგი მშენებლობა"(2009). 2013 წლიდან არის საქართველოს ეროვნული დელეგატი
სეისმომედეგი მშენებლობის საერთაშორისო ასოციაციაში.
სადოქტორო
დისერტაციის თემა – "მსხვილპანელური შენობების სეისმომედეგობა კონსტრუქციისა და
ფუძის ლოკალური არაწრფივი დეფორმირების გათვალისწინებით", დაიცვა 2006 წელს.
• ევროპის სეისმომედეგი მშენებლობის ასოციაცია,
წევრი
• ლტოლვილთა რაიონული კომიტეტი, თავმჯდომარე
(1995-1996)
• საქართველოს საინჟინრო აკადემია, წევრ–კოპესპონდენტი
(2007-)
• სეისმომედეგი მშენებლობისა და საინჟინრო სეისმოლოგიის
საქართველოს ეროვნული ასოციაცია, პრეზიდენტი (2009-).
ლეო მირცხულავა
ლეო
მირცხულავა დაიბადა 1933 წლის 6 მაისს ქალაქ ხობში. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური
ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა მშენებლობის სპეციალობით
1957 წელს.
სხვადასხვა
დროს მუშაობდა "საქენერგოს", საქართველოს მშენებლობის სამინისტროსა და საქართველოს
კომუნალური და საბინაო მეურნეობის სამინისტროების სისტემაში, სამშენებლო ტრესტ
"საქკურორტმშენში", საქართველოს პურპროდუქტების, ავტოტრანსპორტისა და კულტურის
სამინისტროების სისტემაში - ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, მთავარ ინჟინრად, სამმართველოს
უფროსად, გენერალურ დირექტორად; იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო
ტრესტ "სპეცმშენის" სამშენებლო სამმართველოს უფროსი; სს "ეკოსპეცმშენის"
გენერალური დირექტორია; ხელმძღვანელობდა "თბილისი-რუსთავის" საკანალიზაციო
ჩამდინარე წყლების რეგიონული გამწმენდი ნაგებობების კომპლექსის, რუსთავის ახალი წყალსადენისა
(მდინარე ხრამის ფილტრატებზე) და ტრესტ "სპეცმშენის" რკინაბეტონის ნაკეთობათა
ქარხნის მშენებლობას.
•მედალი
"შრომითი წარჩინებისთვის".
მიხეილ სიორდია
მიხეილ
სიორდია დაიბადა 1936 წლის 1 სექტემბერს ხობში. დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის
ინჟინერთა ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1959 წელს.
1960-1965წწ.
მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენის"
N6 სამშენებლო სამმართველოს ოსტატად; 1965-1967წწ. "მთავართბილმშენის" სახლსაშენ
კომბინატის სამუშაოთა მწარმოებლად; 1967-1970წწ. ქ. თბილისის ლენინის რაისაბჭოს აღმასკომის
საბინაო სამმართველოს ტექნიკურ ზედამხედველად და უფროს ტექნიკურ ზედამხედველად;
1970-1974წწ. ამავე რაიაღმასკომის კეთილმოწყობის განყოფილების უფროსის მოადგილედ;
1974-1981წწ. საბინაო აღრიცხვისა და განაწილების გამგედ; 1981 წლიდან იყო საქართველოს
საბინაო-კომუნალური მეურნეობის სამინისტროს მთავარი ინჟინერი (საცხოვრებელი ფართის
განაწილებისა და კონტროლის დარგში); არაერთგზის იყო არჩეული ქ. თბილისის ლენინის რაიონული
საბჭოს დეპუტატად.
წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული
ბიბლიოთეკის ბიოგრაფიული ლექსიკონი.