Показаны сообщения с ярлыком შუა ხორგა. Показать все сообщения
Показаны сообщения с ярлыком შუა ხორგა. Показать все сообщения

19.02.2026

ხორგაში კულტურული დაწესებულებების დაარსების აუცილებლობის შესახებ

 . ხორგა (ზუგდიდის მაზრა). . ხორგა შესდგება 900 კომლისაგან, მდებარეობს . ხობსა და . ფოთის შუა, რომელთა სივრცე 25 ვერსტია.

მცხოვრებთა განვითარებით და ინტელიგენტთა რიცხვით არ ჩამოუვარდება სამეგრელოს სხვა სოფლებსა. უკვე ყველამ იცის, რომ ყოველივე საკულტურო დაწესებულების დაარსება დამოკიდებულია სოფლის ინტელიგენციაზე, მაგრამ, ჩვენდა საუბედუროდ, ჩვენი ინტელიგენცია ასეთი საზოგადო სასარგებლო საქმისათვის ყურსაც არ იბერტყს და ეს არის უმთავრესი მიზეზი იმისა, რომ ჩვენს სოფელში არავითარი საკულტურო დაწესებულება არ არსებობს.


მიწის დამუშავება და სამუშაო იარაღი ჩვენში ადამის დროს არ გასცილებია. არც სწავლა-განათლებისაა კმაყოფილი, ვინაიდან ერთად-ერთი ორ-კლასიანი ნორმალური სასწავლებელი ვერ აკმაყოფილებს ახალ მოზარდთა წყურვილს. სოფლის საზოგადოებაში, სახელდობრქარიატამთლად მოწყვეტილია სწავლა-განათლების და აგრეთვე უხერხულ მდგომარეობაშია . გურიფული.

ყოველი სწავლა-განათლების მოტრფიალე ადამიანი მოვალეა ზომა მიიღოს ამ ორ ადგილში სკოლის გახსნის თაობაზე. უადგილო არ იქნება, უკვე არსებულ სკოლისაც ორიოდე სიტყვა ვსთქვათ; სკოლის შენობა ახლო მომავალში ხელ-ახლად თუ არ იქნა აშენებული (საზოგადოებას აქვს 1500 მანეთი, ხაზინაც კი აძლევს შემწეობას), ცხადზე-უცხადესია, რომ არაფრის საშუალებით მომავალ ზამთარში ძველ შენობის ქვეშ მეცადინეობა არ შეიძლება და საზოგადოება იძულებული იქნება სკოლისათვის ცალკე კერძო შენობები იქირაოს, რაც საზოგადოებისათვის მეტად საზარალო იქნება. ამისათვის ურიგო არ იქნება, ვინმე რა იკისრებდეს ამ საქმის დაჩქარებით სისრულეში მოყვანას, რითაც დიდათ დაავალებს საზოგადოებასა.

„სახალხო გაზეთი“ N354, 1911 წ.

 

ჭალადიდი (1926 წ.)

ჩვენი სოფელი ირგვლივ ტყითაა შემორტყმული. ტყეში ბევრი იცის სხვადასხვა გარეული ნადირი როგორიცაა: მგელი, ველური ღორი, შველი და სხვა.

ამ ბოლო დროს ჩვენს სოფელს შემოესივნენ მგლები და გლეხობას ზარალს აყენებენ. (მონადირეებს სძინავთ) ასეთი უბედურების მსხვერპლი გახდა ჩვენ თემში მცხოვრები გლეხი შ. ცხონდია. მას ამას წინათ მგელმა ერთად ერთი ღორი შეუჭამა. მასთან მას სახლში ბავშვი ჰყავდა ავათ.

ზარალისა და ავადმყოფობის გამო სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილ მოქ. ცხონდიას მეუღლეს მოსდის თავში ჩინებული აზრი. ის მიდის სოფ. შუა-ხორგაში ვიღაც „განთქმულ“ მკითხავ ქალთან, თავისი უბედურების მიზეზის გასაგებად. ამისათვის ის ერთი ღორის ფასს აძლევს „ყველაფრის“ მცოდნე კუდიან მკითხავს. მკითხავიც უხსნის მას, რომ ეს უბედურება „ხატის მიზეზითაა“ გამოწვეული.
რა თქმა უნდა, ეს „ბრძენი ქალი“ შესაფერ დარიგებას აძლევს ცხონდიას ცოლს და დაიმედებით ისტუმრებს სახლში. დაზარალებულ გლეხის ოჯახს კიდევ ზარალი ემატა, რადგან ამ უვიცობას მოჰყვება თავისი შედეგი.
მკითხავი კი ხელს ითბობს და ჯიბეს ისქელებს. სამწუხაროდ ეს არ არის იშვიათი მოვლენა, რაც დიდ უბედურებად უნდა ჩაითვალოს. ამ კუდიანებს სასტიკი ბრძოლა უნდა გამოეცხადოს და ადგილობრივმა ხელისუფლებამ ასეთ ცალკე შემთხვევებში უნდა დასაჯოს ისინი გლეხების მოტყუებისათვის.

გაზეთი "შრომა" 1926 წ. N1201

შუა ხორგა - შუა ხორგელი მესიმინდე, კოსტა ჯოჯუა

 შუა ხორგა - 1961 წელი

"მინდვრის დედოფლის" მეგობარი, შუა ხორგელი მესიმინდე, კოსტა ჯოჯუა.