28.02.2020

ძველი ხიბულელი მეურმე

ხობის რაიონის სოფელი ძველი ხიბულა, მეოცე საუკუნის 50-იანი წლები. ძველი ხიბულელი მეურმე (კაპიტონ კირილეს ძე ქავთარაძე). უკანა ფონზე სჩანს ხის მორების დაპობის შედეგად მიღებული ფიცრებისგან აშენებული სასიმინდე. ურემზე სავარაუდოდ დევს ჩაის ყუთები. ასევე ჩანს მესრების ღობე, რომელსაც თუ არ ვცდები "აფხაზურს" უწოდებდნენ. მამაკაცის ჩაცმულობაც საინტერესოა - როგორ ეხამება ერთმანეთს ძველი და ახალი.

26.02.2020

წარმატებული ხობელი მკვლევარი - თამარ ქარაია


 ხობელი მეცნიერი თამარ ქარაია დაიბადა 1986 წელს ხობის რაიონის სოფელ საჯიჯაოში. საჯიჯაოს საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ, 2003-2007 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში, პოლიტიკური მეცნიერების საბაკალავრო პროგრამაზე (სოციალურ მეცნიერებათა ბაკალავრი).

2007-2009 წლები - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; პოლიტიკური მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამა-პოლიტიკის მეცნიერებათა მაგისტრი (წარჩინებით).
 2009-2016 წლები - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - სადოქტორო პროგრამა პოლიტიკის მეცნიერებებში - პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი;
2011 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების ასისტენტ პროფესორი. 2009 წლიდან ასევე მუშაობს ილიას უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის ინსტიტუტში, მკვლევრად. თამარ ქარაიას კვლევის სფეროს განეკუთვნება: მეხსიერების პოლიტიკა, იდენტობის ტრანსფორმაცია, სოციალური მოძრაობები და სამოქალაქო განათლება. არის, უცხოეთის რეცენზირებულ გამოცემებში დაბეჭდილი ნაშრომების ავტორი. ასევე, მონაწილეობდა საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმებში, მათ შორის კოლუმბიის (აშშ), მანჩესტერის (დიდი ბრიტანეთი), კოპენჰაგენის (დანია), ბელგრადის (სერბეთი), სოფიის (ბულგარეთი) და სხვა უნივერსიტეტებში.  არის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის მომზადებული სამოქალაქო განათლების სახელმძღვანელოს თანაავტორი.

2014 წლიდან არის „სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი. ორგანიზაცია ახორციელებს USAID,  IFES და Friedrich Ebert Stiftung ის მიერ მხარდაჭრილ პროექტებს. ამავე დროს, კონსულტაციას უწევს, გამოცდების ეროვნულ ცენტრსა და მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების ცენტრს, სამოქალაქო განათლების შეფასების პროცესში.
თამარ ქარაია მუშაობს რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებულ კვლევით პროექტზე: „სოციალური მოძრაობები საქართველოში“ და ასევე, უძღვება ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ დაფინასებულ პროექტს - „სამოქალაქო განათლების ხელშეწყობა ახალგაზრდების ჩართულობის გზით“.

პუბლიკაციები:

1. „No to Khudon HPP” Social movement in Georgia. ჟურნალი Contention, The Multidisciplinary journal of Social Protest.
2. Rethinking of Past and Politics of Memory in Contemporary Georgia. Central European Politica Studies. 2017. #4
3. The politics of memory in contemporary Georgia (rethinking of Soviet past after rose revolution). Eastern European Regional Studies. #1. 2017. Pp. 243-257

4. National narration and Politics of Memory in post-socialist Georgia (co-author)- Slovak Journal of Political Sciences, Volume 17, 2017, No. 2. pp. 222-240 https://www.degruyter.com/view/j/sjps.2017.17.issue-2/sjps-2017-0010/sjps-2017-0010.xml

5. კოლექტიური მეხსიერების კონსტრუირება თანამედროვე საქართველოში. ჟურნალი „ინტელექტუალი“. #31. გვ. 73-83. 2016

6. The State of Civic Education in Georgia from formal to informal Practices. საქართველო და მოლდოვა: დემოკრატიული სახელმწიფო მშენებლობის გამოცდილება. კონფერენციის მასალების კრებული.გვ. 127-134. 2016

7. საბჭოთა წარსულის გააზრება ვარდების რევოლუციის შემდეგ. „ახალგაზრდა მკვლევართა ჟურნალი“ #2. გვ. 67-81. 2015. http://jyr.tsu.ge/wp-content/uploads/2015/12/04-Karaia_JYR_VOL02_DEC15-1.pdf .

8. მოხალისეობა, როგორც აქტიური მოქალაქეობა. კონფერენციის მასალების კრებული: მოქალაქე და სამოქალაქო ჩართულობა საქართველოში დამოუკიდებლობიდან 23 წლის შემდეგ. გამომცემლობა „უნივერსალი“, 2015

9. მონუმენტალიზმი და მეხსიერების პოლიტიკა თანამედროვე საქართველოში. სტატია. საერთაშორისო კონფერენციის მასალათა კრებული „სივრცე, საზოგადოება, პოლიტიკა“ #2. უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2015

10. განათლება დემოკრატიისათვის. უნივერსიტეტი, როგორც სამოქალაქო ნაციონალიზმის მშენებლობის ადგილი. სტატია. კონფერენციის მასალათა კრებული „სამოქალაქო განათლება საქართველოში: მიღწევები და პერსპექტივები“ გამომცემლობა „უნივერსალი“, 2014

11. ისტორიის სახელმძღვანელოები და ისტორიის ინტერპრეტაცია, საქართველოს უნივერსიტეტი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში მე-2-ე რესპუბლიკური კონფერენციის მასალები; სტატია; 2010
12. ჩრდილოკავკასიელთა მონაწილეობის საკითხი 1992-1993 წლების ქართულ –აფხაზურ კონფლიქტში (ისტორიის აფხაზურ და ქართულ სახელმძღვანელოების შედარებითი ანალიზი); ილიას სახელმწიფო უნივერიტეტის პოლიტოლოგიის ინსტიტუტი კონფერენციის მასალები, სტატია; 2010
13. ისტორიის “აღმოჩენა” და ნაციონალური იდენტობის ფორმირება საქართველოში XX ს-ის 90-იან წლებში, ილიას სახელმწიფო უნივერიტეტის პოლიტოლოგიის ინსტიტუტი, კონფერენციის მასალები; სტატია;
14. ისტორიის სახელმძღვანელო და ეთნიკური უმცირესობები: პრობლემები და პერსპექტივები, „უნივერსალი“, კრებული -„პიროვნება, კულტურა, საზოგადოება“, სტატია. 2010;
15. ისტორიის გამოყენება სახელმწიფოებრივი მშენებლობის პროცესში, პოლიტოლოგიის ინსტიტუტი, მონოგრაფია, 2009;

16. ისტორიის სახელმძღვანელოები და ისტორიის ინტერპრეტაცია (1992-1993 წლებში მიმდინარე მოვლენების გაშუქება ისტორიის აფხაზურ და ქართულ სახელმძღვანელოებში), პოლიტოლოგიის ინსტიტუტი. კრებული: “აფხაზეთი: ისტორია და პოლიტიკა”სტატია, 2008

საერთაშორისო კონფერენციები

2017 წ. მოხსენება- მეხსიერების პოლიტიკის ტრაექტორიები საქართველოში. მეხსიერების კვლევის ასოციაციის მეორე საერთაშორისო კონფერენცია. კოპენჰაგენი, დანია

2017 წ. მოხსენება-მწვანე პროტესტი: ურბანული და ეკოლოგიური მოძრაობები საქართველოში. საერთაშორისო კონფერენცია: სამოქალაქო განათლება და დემოკრატიის გამოცდილება პოსტსაბჭოთა ქვეყნებში პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. USAIS, IFES, CELA

2016 წ. მოხსენება - „გარემოსდაცვითი სოციალური მოძრაობები საქართველოში“. კონფერენცია „სოციალური მოძრაობები და პროტესტი: მომავალი გამოწვევები კვლევასა და პრაქტიკაში“. ბრაიტონის უნივერსიტეტი. დიდი ბრიტანეთი

2016 წ. მოხსენება - „არა ხუდონჰესს, სოციალური მოძრაობა საქართველოში“. კონფერენცია „მულტიდისციპლინარული მიდგომა ცვლილებისადმი, პროტესტი და პოლიტიკური მობილიზაცია“. კემბრიჯის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი

2015 . მოხსენება - სამოქალაქო განათლების სწავლება საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში. კონფერენცია: „მოქალაქე და სამოქალაქო განათლება პოსტსოციალისტურ სახელმწიფოებში“. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. USAIS, IFES, CELA

2014 წ. მოხსენება - „მეხსიერების პოლიტიკის ტენდენციები თანამედროვე საქართველოში“. კონფერენცია: „ცხოვრება ნგრევის შემდეგ(?). წარსული და აწმყო სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპაში. ამერიკის კვლევის ცენტრი. სოფია, ბულგარეთი.

2014 წ. მოხსენება- “მონუმენტალიზმი და მეხსიერების პოლიტიკა თანამედროვე საქართველოში”. II საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "სივრცე, საზოგადოება, პოლიტიკა"

2014 წ. მოხსენება „დაყოფილი მხსიერება ქართულ და აფხაზურ ისტორიის სახელმძღვანელოებში“. კონფერენცია „არაფორმალურიდან მემამბოხე მმართველობამდე: სოციალური კაპიტალის სახეები და ტრანსფორმაცია კავკასიაში (და მისა ფარგლებს გარეთ)). ტალინის უნივერსიტეტი, დუბლინის უნივერსიტეტი, ტარტუს უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

2011 . მოხსენება- „სამხრეთ კავკასიის თანამშრომლობის იდეა ისტორიის საერთო სახელმძღვანელოს მაგალითზეკონფერენცია "ადამიანის უფლებები, დემოკრატია,
ერები და რელიგია სამხრეთ კავკასიაში. ძირითადი კონცეპტების შედარებითი ანალიზი“ წმ. გოლენის უნივერსიტეტი (შვეიცარია); შვეიცარიის საელჩო საქართველოში და სომხეთში; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;

2010 . - მოხსენება-„რუსეთის ისტორიული პროპაგანდა: პოლონეთი და საქართველოსაერთაშორისო კონფერნცია: „პოლონეთი და საქართველო- რომანტიზმი და თანამედროვეობა“, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთის კვლევის კავკასიის ცენტრი.

პროექტები
2017წ. მკვლევარი, მიზნობრივი სამეცნიერო კვლევითი გრანტი, “იდენტობის ტრანსფორმაცია საქართველოში, სახელისუფლებო დისკურს ანალიზი“ თსუ;
2015 წ. მკვლევარი, მიზნობრივი სამეცნიერო კვლევითი გრანტი, „არაურბანული სოციალური მოძრაობები“ თსუ;

2015-2016 წწ. პროფესიული უნარების ჯგუფის კონსულტანტი, (ხორციელდება მსოფლიო ბანკის ინსტიტუციური განვითარების ფონდის მხარდაჭერით. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინსტიტუციური განვითარება, გრანტი # TF014363 (Сapacity Building of National Examination Center). შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი (NAEC).

2014-2015 წწ - პროექტის დირექტორი, სამოქალაქო განათლების ხელშეწყობა. (ხორციელდება USAID, და IFES საქართველოს საარჩევნო პროცესების მხარდაჭერის ფარგლებში (SEP). გრანტი #S-15-040 (Civic Education Promotion and Strengthening Sustainability of CELA);
2014 წ. - პროექტის მენეჯერი- (განხორციელდა USAID, და IFES საქართველოს მიერ “ნდობის გაზრდა საარჩევნო სისტემებისადმი (ITEP) - პროექტის ფარგლებში. „სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის ცნობადობის ამაღლება და ინსტიტუციონალური განვითარება“. გრანტი #S-14-116 (Awareness-raising and Institutional Development). CELA.

2010-2011 წწ. - პროექტის მონაწილე. ესტონეთსა და საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემებს შორის თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება ინოვაციისა და ელექტრონული სწავლებების სფეროში; დონორი - Open Society Foundation Georgia.

ნაშრომების ელექტრონული ვერსიები:







25.02.2020

ხობის რაიონის სოფელ ხეთის სკოლის დაარსების ისტორია

ხობის რაიონის სოფელ ხეთის სკოლას მეტად საინტერესო და გამორჩეული ისტორია გააჩნია. სკოლის დაარსების შესახებ არსებული ცნობების შეჯერების შედეგად დგინდება რომ, ხეთაში სკოლა მეცხრამეტე საუკუნის 60-იან წლებში დაარსებულა, კერძოდ 1864-1865 წლებში. სახელოვანი სკოლის წარსული დაკავშირებულია იპოლიტე ვართაგავასთან (ლიტერატურათმცოდნე), ესტატე შუშანიასთან (საზოგადო მოღვაწე), ეგნატე ფიფიასთან (ცნობილი ქირურგი), გრიგოლ კობახიძე (ცნობილი პედაგოგი).

სკოლის ისტორიას მივყვეთ სხვადასხვა წყაროში დაცული ცნობების მიხედვით.
გაზეთ „მებრძოლის“ 1965 წლის 8 ივლისის ნომერში გამოქვეყნდა 90 წლის პედაგოგის ვასილ კუტალიას წერილი „ხეთის სკოლა 100 წლისაა“. აღნიშნულ წერილში მრავალ საყურადღებო ცნობას ვეცნობით ხეთის სკოლის დაარსების ისტორიაზე. „ზუგდიდის მაზრაში ყველა სოფელზე ადრე სკოლა ხეთაში გაუხსნიათ. სხვადასხვა დროს აქ სწავლობდნენ მხცოვანი მოღვაწე იპოლიტე ვართაგავა, პროფესორი ეგნატე ფიფია, ცნობილი პედაგოგები გრიგოლ კობახიძე და პარმენ კუკავა და სხვები. ხეთის მოსახლეობა სწავლას იყო მოწყურებული თავიდანვე. მახსოვს მამაჩემი ზურაბ კუტალია მეტყოდა - მე ბრმა ვარ, შენც არ გამოხვიდე ბრმა - ისწავლე, ისწავლე. საბჭოთა ხელისუფლების დროს გაუმჯობესდა მატერიალური ბაზა. შარშან (1964 წელს. ლ.ღ.) სახელმწიფოს თანხებით აიგო ტიპიური კაპიტალური სასკოლო შენობა და მომავალი სასწავლო წლიდან მეცადინეობა ერთცვლად.
დიდი ხანია მაინტერესებს ხეთის სკოლის დაარსების თარიღის დადგენა და ვცდილობ სათანადო მონაცემების დაგროვებას. მახსოვს ორკლასიანი სამინისტრო სკოლის გამგის ნიკო ნაჭყებიას ნათქვამი - ხეთის სკოლა დაარსდაო 1861 წელს. არის სხვა წყაროც. ორი წლის წინათ დავუკავშირდი ჩვენს ცნობილ მოღვაწეს იპოლიტე ვართაგავას, რომელიც თბილისიდან გამოგზავნილ ვრცელ პასუხში აღნიშნავდა შემდეგს: თუმცა მე ზუსტად არ ვიცი სკოლის დაარსების წელი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ნიკო ნაჭყებიას განცხადება და სიტყვები დაახლოებით სიმართლეს შეიცავს.უეჭველია, რომ ხეთაში სკოლა დაარსდა XIX საუკუნის 60-იან წლებში.

მე (ვ. კუტალია) დღეს 90 წლის ვარ და ჩემი მოგონებები ერთგვარი რწმენის ღირსია. ჩვენი აზრით სახალხო განათლების ეს კერა შექმნილა 1864-1865 წლებში. ამგვარად ხეთის სკოლას უსრულდება საუკუნე. სკოლა 100 წლის იუბილეს ეგებება მაღალი წარმატებებით და საუცხოო მატერიალური ბაზით“.
ძვირფას ცნობებს გვაწვდის ცნობილი ლიტერატორის, სოფელ ხეთაში დაბადებული იპოლიტე ვართაგავას (1872-1967) წიგნი „მოგონებები“. აღნიშნულ წიგნში მოხმობილი ისტორიები უფრო მეტად ამყარებს ფაქტს სკოლის მეცხრამეტე საუკუნის 60-იან წლებში დაარსების შესახებ.
ი. ვართაგავას მოგონებების მიხედვით, ხეთაში პირველი პირველდაწყებითი სკოლა ბიძამისს, არქიპოზ ვართაგავას დაუარსებია. არქიპოზი განათლებული, წარმოსადეგი და სამეგრელოში ცნობილი პიროვნება ყოფილა. „არქიპოზს დაუმთავრებია მთელი კურსი სასულიერო სასწავლებლისა, გამხდარა „კურსოვნიკი“ და მთელ სამეგრელოში ამით გამხდარა ცნობილი. პირველად მთელ სამეგრელოში, ს. ხეთაში მას გაუხსნია პირველდაწყებითი სასწავლებელი. ვინც კი ხეთაში მოხუცებულთაგანმა წერა-კითხვა იცოდა, ყველანი ერთხმად და ამპარტავნებით ამბობდნენ არქიპოზის მოწაფეები ვართო.
არქიპოზის მიერ ხეთაში დაწყებული კულტურული საქმე არ ჩამკვდარა. მის მიერ დაარსებული პირველდაწყებითი სკოლა ორკლასიან „ნორმალურ“ სკოლად გადაკეთდა. დღეს სკოლაში არსებობს სრული საშუალო სკოლა.
პირველი სკოლა ტერიტორიულად მდებარეობდა ლარჩვაში (უბანი ხეთაში), ერთ მოზრდილ ხის სახლში. ხეთა და მისი სკოლა კულტურულ ცენტრს წარმოადგენდა სამეგრელოს ბევრი სოფლისთვის“ (ი. ვართაგავა „მოგონებები“, მოგონებები სრულდება 1943 წლის ჩანაწერებით. წიგნი გამოიცა 1956 წელს).
 „ჩვენს სოფელში არსებობს ორკლასიანი სკოლა 1874 წლიდან და ხალხიც ცდილობს ასე თუ ისე გამოზარდოს თავისი შვილები სკოლაში“ („ივერია“ 1894 წელი N65).
ხეთაში, 1874 წლამდე სკოლა რომ არსებობდა ამას მოწმობს ამიერკავკასიის დასახლებულ პუნქტთა სიები. აღნიშნული სიის მონაცემთა მიხედვით ხეთაში 1873 წელს უკვე ფინქციონირებდა სკოლა.
XIX საუკუნის 90-იან წლებში სამრევლო სკოლაც გაუხსნიათ, სადაც როგორც ქალები, ისე ვაჟებიც სწავლობდნენ. „დიდი ხანი არ არის რაც აქ სამრევლო სკოლა გაიმართა. სკოლაში სწავლობენ ვაჟნიცა და ქალნიც, რიცხვით 55-მდე. მასწავლებელნი ორნი არიან. მშვენივრად კითხულობენ და წერენ შეგირდები ქართულად“ („ივერია“, N11, 1893 წელი. სოფელი ხეთა).
გაზეთ „ივერიის“ 1894 წლის, N73-ში ესტატე შუშანია იხსენიება, როგორც სკოლის დამაარსებელი.
ხეთის ორკლასიანი სამრევლო სკოლის დამაარსებელი და მასწავლებელი ესტატე შუშანია გაზეთ "ივერიის" მეშვეობით მადლობას უხდის იმ პირებს, ვინც სკოლას წიგნებითა და ფულით დაეხმარნენ. „უმორჩილესად გთხოვთ, თქვენის გაზეთის საშუალებით უგულითადესი მადლობა გამოვუცხადო იმ პირთ, რომელთაც კეთილ ინებეს და შემწეობა აღმოუჩინეს ხეთის ორკლასიან სამრევლო სკოლას ფულით და წიგნებით“ („ივერია“, N166, 1895 წ.).
1898 წლისთვის ხეთაში (იმ დროის ხეთაში შედიოდა დღევანდელი პირველი მაისიც. ხეთას სოფელი პირველი მაისი გამოეყო 1934 წელს. ლ.ღ.) სკოლათა რიცხვი გაზრდილა.
„სოფელი ხეთა სწავლა-განათლებით უკან არ სდგას სხვა სოფლებზე ზუგდიდის მაზრაში. თუმცა საზოგადოებაც არ არის ცოტა, მაგრამ სკოლები მაგივრად მეტია სხვა სოფლებზე. აქ არის ერთი ერთკლასიანი ორიც ორკლასიანი სამრევლო სკოლები. ამ სკოლებში არ არის ტევა, იმდენია მოსწავლე ყმაწვილები...“ („ცნობის ფურცელი“, N621 1898 წ.).
1916 წელს ხეთაში, უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლებ დაუარსებიათ. სასწავლებელში ისწავლებოდა: ქართული ენა, უცხო ენები, მათემატიკა, ხელსაქმე, გრაფიკული ხელოვნება, საღვთო სჯული, გალობა, ფიზიკური აღზრდა. სკოლას ემსახურებოდა ექიმი.
ხეთის სასწავლებლის გამგედ თბილისის სოსტატო სემინარიის კურსდმთავრებული მიხეილ პატარაია მუშაობდა.
სასწავლებელში პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდნენ მღვდელი კონსტანტინე პეტრეს ძე ჯაკობია, ამიერკავკასიის ქალთა სასწავლებლის კურსდამთავრებული ანნა დიმიტრის ასული პატარაია (ქართული ენის მასწავლებელი), ხონის საოსტატო სემინარიის კურსდამთავრებული დოროთე ნიკოლოზის ძე კიტია (პედაგოგი), პართენი ზოსიმეს ძე კუკავა (მათემატიკის მასწავლებელი), მელანია ლევანის ასული ბეშია (ხელსაქმის პედაგოგი), ანდრონიკ გაბოს ძე ლატარია (ფიზკულტურის მასწავლებელი).
სხვადასხვა ფაქტების შეჯერების შედეგად დასტურდება, რომ ხეთაში პირველდაწყებითი სკოლა მეცხრამე საუკუნის 60-იან წლებში; ხოლო, იპოლიტე ვართაგავას და ვასილ კუტალიას მიხედვით კი 1864-1865 წლებში დაარსებულა.
ასეთია, 155 წლიანი ისტორიის მქონე ხეთის სკოლის  დაარსების მოკლე ისტორია. 

24.02.2020

წარმატებული ხობელი მეცნიერი - ზოია ცხადაია


ცნობილი მეცნიერი, ზოია ცხადაია დაიბადა 1944 წელს ქალაქ ხობში. სწავლობდა . ხობის საშუალო სკოლაში. ხობის სკოლიდან გადავიდა (დამამთავრებელი კლასი) ნოჯიხევის საშუალო სკოლაში, რომელიც დაამთავრა ვერცხლის მედალზე. ჰუავს მეუღლე და ორი შვილი. არის ფილოლოგიის აკადემიური დოქტორი

წლებია სამეცნიერო საქმიანობას ეწევა შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, ლიტერატურის განყოფილებაში.
გამოქვეყნებული შრომები:
წიგნები:
ირაკლი აბაშიძის ლირიკა, გამ. "მეცნიერება", 1986.
XX საუკუნის ქართული ლირიკის ისტორიიდან, გამ "მერანი", 2006.
შრომები:
1.  "შტრიხები პორტრეტისათვის" (გ. ლეონიძე) – ჟ. მნათობი, 2000 წ. #11-12. 
2. "გ. ლეონიძის რამდენიმე ლექსის ტექსტოლოგიური სიზუსტისათვის", "გიორგი ლეონიძე" _ შოთა რუსთაველის ლიტ. ინსტიტუტის კრებული, მიძღვნილი გ. ლეონიძის დაბადებიდან 100 წლისთაისადმი, 2000.
3. 2001 წლის ლიტერატურათმცოდნეობა და კრიტიკა XX საუკუნის ქართული მწერლობის შესახებ, "მნათობი", 2003, #3-4.
4.     პოეტის პორტრეტი  (ვიქტორ გაბესკირია), "მნათობი", 2003, #11-12.
5.   ქართული საბავშვო პოეზია (1860-1920 წ.წ.), ნაწ. I, ლიტერატურული ძიებანი, XXIV, 2003.
6.   ქართული საბავშვო პოეზია (1880-1920 წ.წ.), ნაწ. II, ლიტერატურული ძიებანი, XXV, 2004.
7.     ნიკო სამადაშვილის გაუთენებელი გზა, ჟ. "კრიტერიუმი", 2004, #11-12
8.     "საქართველოს მომავალს ველოდები" (ბ. ხარანაული, პოეზია) ჟ. "არილი", 2004, # 7-8.
9.       პოეზია _ ტანჯვის ხელოვნება (ბესიკ ხარანაულის ლირიკა), ჟ. "მნათობი", 2004, # 7-8.
10. თაობის ბედისწერა (მ. გელოვანი, ს. ისიანი, ვ. უბილავა, გ. ნაფეტვარიძე), ჟ. "ცისკარი", 2004, #1-2.
11.  სიკვდილი - გზა სრულყოფისაკენ (კ. გამსახურდიას "დიდოსტატის მარჯვენა"), შოთა რუსთაველის ლიტ. ინსტიტუტის კრებული მიძღვნილი კონსტანტინე გამსახურდიას დაბადების 100 წლისთავისადმი, 2004.
12. შოთა ჩანტლაძის პოეზიის ძირითადი ასპექტები, კლასიკური და თანამედროვე ქართული მწერლობა, # 11, 2005.
13.  არა მარტო ქუჩის ბიჭების გასაგონად (გიგი სულაკაურის პოაზია), გაზ. "ჩვენი მწერლობა",  2002, # 48, 29 XI; ჟ. "კრიტკა", 2005.
14.     70-იანი წლების პოეზიის ძირითადი ტენდენციები, "კავკასიური მაცნე", # 13, 2005.
15.     ქართული ლექსის განახლებისათვის, ლიტერატურული ძიებანი, XXVI, 2005.
16.     ლადო ასათიანი (პორტრეტი), ლიტერატურული ძიებანი, 2006, XXVII.
17.  ქართული პოეზიის ოქრობიჭები (მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ქართველი პოეტები), ჟ. "გუმბათი", 2007, # 50.
18.    2006 წლის ლიტერატურათმცოდნეობა და კრიტიკა, ჟ. "მნათობი", 2007, # 6.
19.  ანა კალანდაძე (პორტრეტი), ჟურნალი "ფიროსმანი", თურქეთი, 2007; სჯანი, 2007, # 8.
20. ქართული პოეზიის ირონიულ-პაროდიული შენაკადი (კ. ჭანტურია, ვ. ჯავახაძე), ლიტერატურული ძიებანი, 2008, XXIX.
21.    1937 წლის ლიტერატურული პრესა, ჟ. "გუმბათი", 2008, # 14.
22.  "მოგზაურობა საკუთარი სულის გარშემო" (ზვიად რატიანის პოზია), კრიტიკა, 2008, # 3.
23.  რაულ ჩილაჩავას პოეზიის საშუალება და მიზანი, ჟ. "თანამედროვეობა" (Сучаснისმь), უკრ. ენაზე, კიევი, 2008, # 10.
24.        "ვსულდგმულობ, როგორც განდეგილი" (რაულ ჩილაჩავას პოეზიის შესახებ), რაულ ჩილაჩავას წიგნში "უვადო მივლინება", გამ. "ზელტა რუდენს", რიგა, 2009.

 გაზეთები:
1. "გაფრინდა, გაქრა ჩემი წლებიც, ჩემი ცხოვრებაც" (ირაკლი აბაშიძე), გაზ. "ლიტერატურული საქართველო", 1999, 26.XI.
2. "ეს გახსენება ახლა სულ სხვაა"... (ქეთევან ირემაძე), გაზ. "ლიტერატურული საქართველო", 2002, 25-31.X. # 43.
3.     პოეტის თვალსაწიერი (მანანა ჩიტიშვილი), გაზ, "კალმასობა", 2004, # 8(82).
4. წუთისოფელს კაცად შერჩა ბოლომდე (ვ. გაბესკირია), გაზ. "საქართველოს რესპუბლიკა", 2003, 16. VIII; გაზ. "მახარია", 2003, # 10-11.
5. "შენ დაუმკვიდრე უფალო", გაზ. "ლიტერატურული საქართველო", 2001, 10-16 აგვისტო, # 32.
6.  ჭაბუკი მარადისობიდან (მირზა გელოვანი), გაზ. "საქართველოს რესპუბლიკა", 2004, 8. X. # 234.
7. "ვარ უსასრულო სამყაროში სომად გაბ,ული" (გივი ალხაზიშვილი), გაზ. "ლიტერატურული საქართველო", 2004, 26.V.
8.  "ვერ მოვუგონე სიხარულს ბოლო" (თამაზ ბაძაღუა), გაზ. "24 საათი" (წიგნები), 2005, 29.VII.
9. რეკვიემი ცოცხლებისათვის (გენო კალანდიას ლირიკა), გაზ. "ლიტერატურული საქართველო", 2005, 21.X. # 37.
10. არითმიული ქარების სამყაროში (დავით მჭედლური), გაზ. "ლიტერატურული საქართველო", 2005, 14.I.
11. "და სიკვდილივით პირდაპირი ჩემი სტრიქონი" (იზა ორჯონიკიძე), გაზ. "კალმასობა", 2005, # 3.
12.  ლექსი _ როგროც გულის ჭრილობა (დალილა ბედიანიძე), გაზ. "კალმასობა", 2006, # 1.
13. ვსულდგმულობ, როგორც განდეგილი (რაულ ჩილაჩავა, პორტრეტI), "მწერლის გაზეთი", 2007, # 10.
14.    რაც უთქმელი დარჩა (გ. ლეონიძე), "მწერლის გაზეთი", 2007, # 3.
15. "ზამთრის ქვეყნიდან გადმოვდივარ აპრილის თვეში" (ვახტანგ ხარჩილავა), "მწერლის გაზეთი", 15-20. 04. 2008.
კვალიფიკაციის ასამაღლებელი საერთაშორისო კურსები, სემინარები, ტრენინგები: ეროვნული საგამოცდო ცენტრის საკვალიფიკაციო ტრენინგები 2005-2008 წ.წ.
მონაწილეობა ეროვნული გამოცდების კომისიაში 2005-2008 წწ.
მონაწილეობა ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში, სიმპოზიუმებში, ექსპედიციებში:
1.            საერთაშორისო სიმპოზიუმი _ `ტოტალიტარიზმი და ლიტერატურული დისკურსი~ _ `მედროვის პარადიგმატული სახე პოლიკარპე კაკაბაძის კომედია `ლოპიანეს~ მიხედვით _ თბ., 2009.
2.            მეორე საერთაშორისო სიმპოზიუმი _ `ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები~ _ `ინტერტექსტუალური ძიებანი თანამედროვე ქართულ პოეზიაში~,  თბ., 2008.
3.            შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ლიტერატურის განყოფილების სამეცნიერო სესია _ `1937 წელი და ქართული მწერლობა~ _ `1937 წლის ლიტერატურული პრესა~, თბ., 2008.
ლოკალური და საერთაშორისო სამეცნიერო-სასწავლო გრანტები, პროექტები, პროგრამები:წარდგენილი - `ტოტალიტარული ტექსტი და ლიდერის კონცეპტი~ (2009), შემსრულებელი.
`კომუნისტური აგიოგრაფია~ (2009), შემსრულებელი. წარდგენილი, მაგრამ დაუფინანსებელი პროექტები: "ქართველ კლასიკოსთა რჩეული ანოტირებული ბიბლიოგრაფია" (2007), შემსრულებელი.