ზოგადი

ლიტერატურა და მოსწავლეები

ქალაქ ხობის ცენტრალური ბიბლიოთეკის მკითხველი მოსწავლეების ლიტერატურული გემოვნებისა და პოპულარული ავტორების გამოვლენის მიზნით ჩავატარეთ გამოკითხვა, რომელიც მოიცავდა ერთადერთ შეკითხვას: თქვენთვის საყვარელი მწერლების გამორჩეული ნაწარმოებები, გამოკითხვაში 35 მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. გამოკითხულთა 40%-ს მოსწონს დათო ტურაშვილის “ჯინსების თაობა”; 35%-ს ნოდარ დუმბაძის მოთხრობები.
უცხოელი ავტორებიდან ყველაზე პოპულარული როულინგის “ჰარი პოტერი” აღმოჩნდა – 30%. მეორე ადგილზე გავიდა მეიერის “ბინდი”, ხოლო მესამეზე შარლოტა ბრონტეს “ჯეინ ეარი”.

Комментариев нет:

Отправить комментарий

Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.