ჩვენი სოფელი ირგვლივ ტყითაა შემორტყმული. ტყეში ბევრი იცის სხვადასხვა გარეული ნადირი როგორიცაა: მგელი, ველური ღორი, შველი და სხვა.
ამ ბოლო დროს ჩვენს სოფელს შემოესივნენ მგლები და გლეხობას ზარალს აყენებენ. (მონადირეებს სძინავთ) ასეთი უბედურების მსხვერპლი გახდა ჩვენ თემში მცხოვრები გლეხი შ. ცხონდია. მას ამას წინათ მგელმა ერთად ერთი ღორი შეუჭამა. მასთან მას სახლში ბავშვი ჰყავდა ავათ.
ზარალისა და ავადმყოფობის გამო სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილ მოქ. ცხონდიას მეუღლეს მოსდის თავში ჩინებული აზრი. ის მიდის სოფ. შუა-ხორგაში ვიღაც „განთქმულ“ მკითხავ ქალთან, თავისი უბედურების მიზეზის გასაგებად. ამისათვის ის ერთი ღორის ფასს აძლევს „ყველაფრის“ მცოდნე კუდიან მკითხავს. მკითხავიც უხსნის მას, რომ ეს უბედურება „ხატის მიზეზითაა“ გამოწვეული.
რა თქმა უნდა, ეს „ბრძენი ქალი“ შესაფერ დარიგებას აძლევს ცხონდიას ცოლს და დაიმედებით ისტუმრებს სახლში. დაზარალებულ გლეხის ოჯახს კიდევ ზარალი ემატა, რადგან ამ უვიცობას მოჰყვება თავისი შედეგი.
მკითხავი კი ხელს ითბობს და ჯიბეს ისქელებს. სამწუხაროდ ეს არ არის იშვიათი მოვლენა, რაც დიდ უბედურებად უნდა ჩაითვალოს. ამ კუდიანებს სასტიკი ბრძოლა უნდა გამოეცხადოს და ადგილობრივმა ხელისუფლებამ ასეთ ცალკე შემთხვევებში უნდა დასაჯოს ისინი გლეხების მოტყუებისათვის.
გაზეთი "შრომა" 1926 წ. N1201
Комментариев нет:
Отправить комментарий
Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.