Показаны сообщения с ярлыком ხობელი მწერლები. Показать все сообщения
Показаны сообщения с ярлыком ხობელი მწერლები. Показать все сообщения

19.08.2022

ლემზარ გაბელია

 მწერალი და პედაგოგი ლემზარ გაბელია 1950 წლის 28 დეკემბერს, ხობის რაიონის სოფელ ახალ ხიბულაში (ზუბში) დაიბადა.

. გაბელიამ 1967 წელს დაამთავრა ზუბის საშუალო სკოლა. 1967-1972 წლებში სწავლობდა ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში, ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მიენიჭა ისტორიისა და ფილოლოგიის მასწავლებლის კვალიფიკაცია.

. გაბელია 1974 წლამდე მუშაობდა ხამისკურის (საქირიოს) სკოლაში, 1975-1976 წლებში - ზუბის საშუალო სკოლაში, 1977-1981 .. - ნოჯიხევის პროფესიულ სასწავლებელში, ხოლო 1981-2019 წლებში ქალაქ ხობის N1 საშუალო სკოლაში.

. გაბელია სტუდენტობის წლებში ქუთაისის მწერალთა კავშირის, ახალგაზრდა მწერალთა სექციის წევრი იყო.

2021 წელს გამოიცა ლემზარ გაბელიას პოეტური კრებული - უნაპირობა ნაპირად.

მათოვარია

მათოვარია, მამაჩემო, დიდი ზამთარი!

ფრთხილად გამოდის უღიმღამო

ძველი სახლიდან,

ამაღამ შენი მოწყენილი,

ცივი საფლავი,

შეიმოსება თეთრი ბატკანის

თბილი მატყლითა.

მათოვარია, მამაჩემო,

სხვა რა გახარო?

ძველი ურემი დავშალოთ და

ახალს შევებით,

სხვა სიხარული დავრგეთ,

მაგრამ ვერ გაიხარა,

კვლავ ძველებურად

გართულნი ვართ გადარჩენებით.

თურმე, ჭირიდან ათასია გამოსავალი,

ვიღაც მჯდარა და ჩვენს მაგივრად ფიქრებს მიჰქონდა,

მათოვარია, მამაჩემო!

თეთრი ცა არი,

სხვა არაფერი არც მე მსურს და

არც შენ გინდოდა!..

 

04.03.2022

ხობელი ლიტერატურათმცოდნე და პუბლიცისტი გულნაზ გვალია

           

    ფილოლოგი, ლიტერატურათმცოდნე და  პუბლიცისტი გულნაზ გვალია 1955 წლის 25 დეკემბერს დაიბადა ხობის  რაიონის  სოფელ  ნოჯიხევში.


                                   გთავაზობთ, ქალბატონ გულნაზის ავტობიოგრაფიას.

   დავიბადე  ხობის  რაიონის  სოფელ  ნოჯიხევში 1955  წლის  25  დეკემბერს. დავამთავრე  ნოჯიხევის  საშუალო  სკოლა  1973  წელს.

  ჩავაბარე გამოცდები სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1976 წელს და დავამთავრე ფილოლოგიური ფაკულტეტი 1981 წელს ქართული ენა ლიტერატურის განხრით.

  პირველ ხანებში ვმუშაობდი ხობის N2 საშუალო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად,  ალიო მირცხულავას სახელობის პირველი ხორგის სკოლაში დირექტორის მოადგილედ.

   90-იან წლებში აქტიურად ჩავები ეროვნულ მოძრაობაში, რის შედეგადაც ვიქეცი „დევნილად,“ მაგრამ  საქართველო არ დამიტოვებია, სხვადასხვა  კუთხეს  ვაფარებდი თავს.

  1996 წლიდან  თბილისის  სკოლა „თამარიონში“ ქართული  ენისა  და  ლიტერატურის  მასწავლებლად  დავიწყე  მუშაობა.  პარალელურად ვეწეოდი ლიტერატურულ, პუბლიცისტურ და მეცნიერულ-კვლევით  მოღვაწეობას. ჩემი ნაშრომები იბეჭდებოდა  და  იბეჭდება -  „ცისკარში“, „მწერლის გაზეთში,“ „ლიტერატურულ საქართველოში,“ „ანეულში,“ „იმერ-ამერში.“

 2000-2003 წლებში ვიყავი გაზეთ „პრომეთეს  ცეცხლის“  რედაქტორი.  2003-2005 წლებში  ლიტერატურული გაზეთის „მზეკაბანის“ რედაქტორის მოადგილე.

 დღეისათვის  ვარ  -  ფილოლოგი, ლიტერატურათმცოდნე,  პუბლიცისტი,  მკვლევარი,  ჰერმენევტ-ანალიტიკოსი;

საქართველოს  მწერალთა  კავშირის  წევრი;

  საქართველოს  რუსთაველის  საზოგადოების  წევრი;

  საქართველოს  მეცნიერთა  და  საზოგადო  მოღვაწეთა  ფაზისის  აკადემიის  ნამდვილი  წევრი,  აკადემიკოსი;

 საქართველოს  დავით  აღმაშენებლის  აკადემიის  პროფესორი;

ავტორი  წიგნებისა :

ა) ანალიტიკური  ლიტერატურა: „ჭეშმარიტება  მიღმიეთიდან,“ დავით  შემოქმედელის  პოეტური  სამყარო,“  „გარადაცვალება  სიკვდილამდე,“  „მზია  ხეთაგურის შემოქმედებითი  პოზიცია,“ „თუთაში  პოეტი  ტარიელ  ხარხელაური,“ „კრიტიკა -თანამედროვე  მწერალთა  შემოქმედების  ჰერმენევტული  ანალიზი,“ „ესეები,“  „ქართული  სიტყვის  არითმოსოფიული  ჰერმენევტიკა.

 ბ)   მხატვრული  შემოქმედება :  პოეზია -  „მხოლოდ  ღვთიური,“   პროზა-  „დროისა  და  სივრცის  მიღმა,“ „საბავშვო  ლექსები.

  გახლავართ  რამდენიმე თანამედროვე  მწერლის  წიგნების  რედაქტორი.

ჩემი  შემოქმედებბითი  ცხოვრების  სიამაყეა  გამოკვლევა-  „ქართული  ენის  დიდება  და  მარადისობა“  იოანე  ზოსიმეს  „ქებაი  და  დიდებაი  ქართულისა  ენისაის „  მიხედვით.

                 


                                                        ა მ ო ნ ა კ ვ ნ ე ს ი - ბიოგრაფიის მაგიერ

     ძნელბედობის ჟამი ედგა სამშობლოს. გაურკვევლობის ბურუსით მოცულ ქართველობას უჭირდა გაერჩია  მტერ-მოყვარე. ქართულ  ლერწებზე ნამყნობ ძმათაგან არ მოელოდა ღალატს  ქართული გენი.გაიხლიჩა გული,დანაწევრდა საქართველო, ატირ-აკივლდა ეროვნული სული. შავ სუდარად გადაეფინა მამულს ზეცა.

ჭირსა და ვარამს ვისაძლისებდით სულითა და სისხლით ქართველნი.უქართველჯიშოთა მრავალგზის შემოტევას ვუმკლავდებოდით სულდაკოდილნი. ერთ სამშობლოს ვეცილებოდით ჯილაგ ქართველნი და უჯიშონი.

     ვისაც კი სამშობლოსათვის ერჩოდა გული, არ ჰქონდა მორალური უფლება შორიდან ეცქირა ამ ყველაფრისათვის. როგორადაც შეეძლო თავის ხმას უერთებდა ერობას, ძმობას, ერთობას, სიყვარულს. იმ ხმებში ჩემი ხმაც ერია. ხმა, მთელი არსებიდან გამოწურული, სიყვარულით ვაჟღერებდი მას. ეს იყო ჩემი ბასრი იარაღი  ერთობის საქადაგებლად.ეს იყო ღაღადი ქალისა, დედისა, ქართველისა. დამიშალეს, ვერ დამაშლევინეს, ამიკრძალეს, ვერ შემაშინეს, მომიშორეს, ვერ გადამათქმევინეს. ბოროტმზრახველთა სიავემ  წაღმა-უკუღმა მატარა. წინსავალი დამიბნელა, უკანდახევა არ ვინდომე. განმეძარცვა სხეული, მაგრამ გამოიწრთო სული-მრავალგზის ნატანჯი. არას  დაგიდევთ  შიმშილს, უქონლობას, წყურვილს, სიცივეს. ხორცის საკვები რის მაქნისია, დრო-ჟამის წარმავლობას ემსახურება მხოლოდ. მე კი უფრო დიდი განძი მაქვს, მარადისობას რომ კვებავს, ავსებს და უკვდავყოფს ნათელს.

   ეს განძი ჩემშია, შენშია, ყველა ქართველშია. ვერა ბოროტმა ვეღარ წამგლიჯა იგი  და დღემდის მაძლიერებს, მამხნევებს, ჩემს ხმას ახალ ჰანგზე აჟღერებს.

 

 

 

 

10.02.2022

"ქარტეხილებს შეჭიდებული" მწერალი ლემზარ გაბელია

 მწერალი და პედაგოგი ლემზარ გაბელია 1950 წლის 28 დეკემბერს, ხობის რაიონის სოფელ ახალ ხიბულაში (ზუბში) დაიბადა. ლ. გაბელიამ 1967 წელს დაამთავრა ზუბის საშუალო სკოლა. 1967-1972 წლებში სწავლობდა ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში, ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მიენიჭა ისტორიისა და ფილოლოგიის მასწავლებლის კვალიფიკაცია.

ლ. გაბელია 1974 წლამდე მუშაობდა ხამისკურის (საქირიოს) სკოლაში, 1975-1976 წლებში - ზუბის საშუალო სკოლაში, 1977-1981 წ.წ. - ნოჯიხევის პროფესიულ სასწავლებელში, ხოლო 1981-2019 წლებში ქალაქ ხობის N1 საშუალო სკოლაში.

ლ. გაბელია სტუდენტობის წლებში  ქუთაისის მწერალთა კავშირის, ახალგაზრდა მწერალთა სექციის წევრი იყო.

2021 წელს გამოიცა ლემზარ გაბელიას პოეტური კრებული - „უნაპირობა ნაპირად“.


ქარტეხილებს შეჭიდებული

   ლემზარ გაბელია!

   კაცი ნათელი, დარბაისელი, განათლებული, მოაზროვნე, პოეზიასთან შეზრდილი, განსხვავებული აზრებით სხვათაგან განსახვავებული, ზომიერად ამაყი, სიტყვამოზომილი, გაწონასწორებული, თავმდაბალიც!..

   ეს ახლა, ამჟამად!..

    თორემ ახალგაზრდობაში: თავისებური, უცნაური, გაბედული, თავდაჯერებული, კალმახივით აღმა მიმავალი, კამეჩთან მოჭიდავე ხარი, გამჭოლი მზერითა და კვიმატი ენით, მაგრამ შინაგანი კეთილშობილებით!..

   ორმოცდაათი წელი დასჭირდა ამ სახეცვლილებას.

    დიახ! ნახევარი საუკუნე გააშალაშინა დროის მანქანამ და ვერაფერი დააკლო ჩვენს მეგობარს, ვერ გადაახვევინა მრუდე ნაბიჯებით მისი სავალი ბილიკებიდან!

    არანაირი წინააღმდეგობების წინაშე ქედი არასოდეს მოუხრია ზნეობრივად სუფთა სულის კავალერს!

    ღირსება არასოდეს დაუკარგავს ღირსეულს!

    მისთვის ჩვეული ზღვარგადაუსვლელი შემართებით ებრძოდა ყოველგვარ მანკიერს, მიუღებელს... ერთგულებდა ბავშვის სულს!..

     მართალი, ღონიერი სიტყვით მოძღვრავდა ახალგაზრდა თაობას და სანთელ-საკმეველიც მიიკვლევდა თავის გზას ჩუმად... მოკრძალებით!...

     დღეს, ჩვენო ლემზარ, 50 წლის შემდეგ, არნახული სიხარულითა და სიყვარულით მოგესალმებით თანაკურსელი „გოგო-ბიჭები“ და სამზეოზე გამოგვაქვს „ცხელი სისხლივით დანთხეული“ შენი მუხლმაგარი ლექსი - ცხოვრების პრობლემებთან ჯიქურ შეჭიდებული, მაგრამ ფრიად ნაალერსალი და ნასათუთარი!..

     დაე, შენი ძარღვიანი სიტყვა კვლავაც დიდხანს გაისმოდეს ახალგაზრდობის საჩირაღდნედ და ჩვენდა ნუგეშად, „ხობწყარის“ ნაპირებიდან, ლემზარ!

                                                                                                                                              ია ტყაბლაძე

 

                                                          ავტობიოგრაფია (ხელნაწერი)

მათოვარია

მათოვარია, მამაჩემო, დიდი ზამთარი!

ფრთხილად გამოდის უღიმღამო

ძველი სახლიდან,

ამაღამ შენი მოწყენილი,

ცივი საფლავი,

შეიმოსება თეთრი ბატკანის

თბილი მატყლითა.

მათოვარია, მამაჩემო,

სხვა რა გახარო?

ძველი ურემი დავშალოთ და

ახალს შევებით,

სხვა სიხარული დავრგეთ,

მაგრამ ვერ გაიხარა,

კვლავ ძველებურად

 გართულნი ვართ გადარჩენებით.

თურმე, ჭირიდან ათასია გამოსავალი,

ვიღაც მჯდარა და ჩვენს მაგივრად ფიქრებს მიჰქონდა,

მათოვარია, მამაჩემო!

თეთრი ცა არი,

სხვა არაფერი არც მე მსურს და

არც შენ გინდოდა!..

 

 

 

 

 

04.02.2020

მწერალი როდიონ ქორქია

მწერალი როდიონ ქორქია (1894-1984) დაიბადა ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდშიდაამთავრა ფოთის გიმნაზია 1914 წელს და სწავლა განაგრძო ხარკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე, მაგრამ ვერ დაამთავრა პირველი მსოფლიო ომის გამო და 1920 წელს დაბრუნდა საქართველოში.
როდიონ ქორქია
როდიონ ქორქია მუშაობდა თეატრალურ საზოგადოებაში სამეცნიერო შემოქმედებითი განყოფილების გამგედ, პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოადგილედ. 1959 წლიდან იყო ჟურნალ "პიონერის" პასუხისმგებელი მდივანი. მისი პირველი მოთხრობა - "ნიღაბქვეშ" დაიბეჭდა 1924 წელს ჟურნალში "თეატრი და ცხოვრება". მას ეკუთვნის ხატოვან მოსწრებულ სიტყვათა კრებული "სხარტულა" და მონოგრაფიები ქართველ რეჟისორებზე: "აკაკი ფაღავა", "ალექსანდრე წუწუნავა". ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობასაც.
გარდაიცვალა 1984 წელს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ბიბლიოგრაფი
·         სამშობლომ გამომგზავნა : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, საბლიტგამი, 1944. - 44გვ.
·         ოთხი ზღაპარი : ჭინკა, ოთხი გომბეშო, კოღო, სიღარიბე (ავტორი). - თბილისი, საბლიტგამი, 1941. - 47გვ.
·         სამი ბიჭის ამბავი : მოთხრობები ბავშვთათვის (ავტორი). - სახელგამის საბ. და ახალგ. სექტორის გა-მა, 1934. - 59გვ.
·         მოთხრობები (ავტორი). - ტფილისი, მელქისედეკ ლებანიძე, 1927. - 170გვ.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ბიოგრაფიული ლექსიკონი.

ოდიონ ქორქია

ზარმაცა (მოთხრობა)

იყო ერთი ბიჭი, დილას რომ ადგებოდა, ტანზე თვითონ როდი ჩაიცმევდა, - დედას უნდა ჩაეცმია.
პირს თვითონ როდი დაიბანდა, - დედას უნდა დაებანა.
საჭმელს თვითონ როდი ჭამდა, - დედას უნდა ეჭმია.
დაჯდებოდა ეს ბიჭი სუფრასთან, გააღებდა პირს და დედა ლუკმას ლუკმაზე ჩაუდებდა ხოლმე პირში.
აი როგორი იყო ეს ბიჭი! ამიტომ ზარმაცა დაარქვეს.
ერთხელ ბებიას სანახავად წავიდა. ბებია სოფელში ცხოვრობდა. დედამ აბგაში საგზალი ჩაულაგა: პური, ყველი, მანდარინი, - გზაში მოგშივდება და ჭამეო.
გაუდგა გზას ბიჭი. მიდის, მიდის... არ ილევა გზა: შუადღემ მოატანა, მოშივდა, ჩამოჯდა ხის ძირას, დაამთქნარა. ეჰ, როგორ მშიაო, - თქვა და დახედა აბგას.
მაგრამ აბგას ხომ გახსნა უნდოდა? საგზალს ხომ ამოღება უნდოდა? საჭმელს ხომ ჭამა უნდოდა?
- გამარჯობა, ზარმაცა! - მოესმა უცებ.
ბიჭს გაუკვირდა, საიდან მიცნობს ეს კაციო, მაგრამ წამოდგა და მიესალმა.
- აქ რას დამჯდარხარ? - ჰკითხა მგზავრმა.
ბებიასთან მივდივარ, მომშივდა და ამიტომ ჩამოვჯექი ხის ძირას, - უპასუხა ბიჭმა.
- მერე რატომ არ ჭამ? - ჰკითხა მგზავრმა.
- აბა როგორ ვჭამო? აბგას გახსნა უნდა, საგზალს - ამოღება, საჭმელს - პირში ჩადება. შენ გგონია, ეს იოლი საქმეა? დედა მაჭმევდა ხოლმე, დედა კი შორს არის.
- დაგეხმარო? - შესთავაზა მგზავრმა.
- შენი ჭირიმე, დამეხმარე!
მგზავრმა გახსნა აბგა, ამოალაგა საგზალი.
- უყურე, როგორ უნდა ჭამა! - უთხრა ბიჭს და მადიანად შეექცა საჭმელს.
უყურებს, უყურებს ბიჭი და ელის, როდის აჭმევს მგზავრი: აი, ისე, როგორც დედამ იცის ხოლმე.
მგზავრი არაფერს ეუბნებოდა. მან ზარმაცას შეუჭამა პურიც, ყველიც, მანდარინიც, შემდეგ ადგა და გაუდგა გზას. მადლობაც კი არ უთქვამს...
ბიჭს ტირილი მოუნდა, მაგრამ შორს იყო და მის ტირილს, აბა, რა აზრი ექნებოდა?
ჩაიხედა აბგაში, ეგებ ერთი ლუკმა მაინც დარჩაო.
აბგა ცარიელი იყო.