დ. ხობი (სამეგრელო)
ჭირნახულის ფასი.
დაბა ხობის თავში, გზა-ტკეცილის იქით-აქეთ, დგას — ყრმებთა განმანათლებელნი, სოფლის მოსამართლეები და საქმის გამხრელები. ბოლოში იქვე აფთექა, ფერშალი, პოლიციის მოურავები; შუაში მოთავსებულია ორმოცი დუქანი: საფართლო და სასმელების, ვაჭრების სიმიდის მაღაზია, სადაც ფუთი იყიდება 35 კაპ., მჭედელ-ნალბანდები, მებანქოები და სხვა. გარშემო სხვა-და-სხვა საზოგადოების და სოფლების ნაწარმოებით.
როგორც სხვაგან ბაზრებში, ისე აქაც შემოაქვთ საწყალ გლეხებს 40—60 ვერსიდან „ადესის“
ღვინოები, ქუთაისის და ფოთის, ზოგიერთ იმერულ ღვინოებზე უკეთესი, აქ იყიდება კოკა (24 ჩარექი) მანეთიდან მანეთ ნახევრამდე, ასე რომ ჩარექი ღვინო თუ შაურად დაუჯდებათ, იქეთ ჰყიდიან 15—20 კაპეიკად, მაგრამ
მაინც რომ არ ფასდება გლეხის ნაოფლარი! ერთი გლეხი გაოცებული გაიძახის: ამ ტიკში სამი კოკა ღვინო ჩავწყვიე? ვაჭარიც თვისის მომხრეებით ეუბნება: აი 2 ფუთის მეტი არ მოვიდა. აქ შეხვდა ვინმე ცნობის მოყვარე და უთხრა: ტიკიდან სჩანს, ღვინო მეტი უნდა იყოსო. რაკი გლეხებსაც ქომაგი გაუჩნდა, ხელ-ახლა ასწონეს და გამოვიდა ვაჭრისაგან ნაჩვენებ 2 ფუთის მაგიერ ოთხ ნახევარი ფუთი!
"ცნობის ფურცელი" N496, 1898 წ.
Комментариев нет:
Отправить комментарий
Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.