30.12.2020

ცნობილი ხობელი მეცნიერი მაია დგებუაძე

 ცნობილი ექიმი და მეცნიერი მაია დგებუაძე 1954 წლის 10 ნოემბერს დაიბადა ქალაქ ხობში. სწავლობდა ხობის N2 საშუალო სკოლაში. 1977 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი

ქალბატონი მაია1978-1990 წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის (შემდგომში უნივერსიტეტი - თსსუ) ადამიანის ნორმალური ანატომიის კათედრის (შემდგომში დეპარტამენტი) ასისტენტია; 1990-1991წწ. უფროსი მასწავლებელი, 1991-1994წწ. დოცენტი, 1994-2006წწ. პროფესორი, 2006 წლიდან ასოცირებული პროფესორი. მისი სამეცნიერო კვლევის ინტერესების სფერო მოიცავს სისხლძარღვების, თირკმლის, ღვიძლის, ელენთის, საკვერცხის, საშვილოსნოს სქესობრივი და ასაკობრივი თავისებურებების მორფო-ფუნქციურ და კლინიკურ ასპექტებს ნორმაში და პათოლოგიისას (სეფსისი, ტრავმული შოკი, ათეროსკლეროზი, მიომა, ძუძუს კიბო); ავტორია 167 სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური ნაშრომის, რომელთაგან 160 არის ნაბეჭდი - მათგან 123 სამეცნიერო ნაშრომი გამოქვეყნებულია საქართველოს ფარგლებს გარეთ (ნაშრომების დიდი უმრავლესობა გამოქვეყნებულია რეფერირებად გამოცემებში, რომელთაგან მრავალს აქვს იმპაქტ-ფაქტორი); მონაწილეობა აქვს მიღებული 100-ზე მეტ საერთაშორისო სამეცნიერო-პედაგოგიურ ფორუმში, რომელთა დიდი უმრავლესობა საქართველოს ფარგლებს გარეთ ჩატარდა, სადაც მონაწილეობდა როგორც საორგანიზაციო კომიტეტის და პრეზიდიუმის წევრი, სხდომების თავმჯდომარე და თანათავმჯდომარე, მრგვალი მაგიდის თანათავმჯდომარე, ზეპირი მომხსენებელი პლენარულ და სექციურ სხდომებზე, სტენდური მოხსენებები, პუბლიკაციები; იგი არის მონოგრაფიების, დსთ-ის სხვადასხვა ქვეყნებიდან გამოგზავნილი მრავალი სადისერტაციო ნაშრომის ავტორეფერატის რეცენზენტი, დისერტაციების ოპონენტი; მის მიერ შექმნილია 3 სასწავლო ვიდეოფილმი: ) "ნატურალურ ანატომიური პრეპარატები. კუნთები", ) "ნატურალური ანატომიური პრეპარატები. ნერვები, სისხლძარღვები", ) "ნატურალური ანატომიური პრეპარატები. კუნთები, ნერვები, სისხლძარღვები", რომლებშიც ავტორი პირადად მის მიერ დამზადებულ ნერვ-სისხლძარღვოვან და კუნთოვან გვამებზე ახდენს ანატომიური სტრუქტურების დემონსტრირებას; ატარებს ლექციურ და პრაქტიკულ მეცადინეობებს ინგლისურენოვან სექტორზე (2011 წელს ჩაბარებული აქვს კემბრიჯის უნივერსიტეტის EOL გამოცდა და აღებული აქვს საერთაშორისო სერტიფიკატი). მისი ბიოგრაფია შეტანილია გამოცემებში: "ვინ ვინ არის მსოფლიოში" (2009), "ენციკლოპედიასაქართველო" (2012), "ცნობილი მეცნიერები რუსეთში" (2016).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ღვიძლისა და ელენთის სტრუქტურული ცვლილებების შედარებითი დახასიათება ორგანიზმზე "სუფთა" და მწვავე სისხლდენასთან კომბინირებულმექანიკური ტრავმის ზემოქმედებისას", დაიცვა 1985 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "თირკმლის ორგანოსშიდა სისხლძარღვთა კალაპოტის ფუნქციური მორფოლოგია ასაკობრივი, სქესობრივი და ლოკალური თავისებურების გათვალისწინებით", დაიცვა 1993 წელს.

მოლდავეთის ნიკოლაე ტესტემიტანუს სახელობის სახელმწიფო სამედიცინო და ფარმაციის უნივერსიტეტში ჩატარდა ცნობილი მოლდაველი ანატომის, პროფესორ . . პერლინის დაბადებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე მოხსენებით გამოდის პროფესორი მაია დგებუაძე

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო, წევრი

ინტეგრაციული ანთროპოლოგიის საერთაშორისო აკადემია, ნამდვილი წევრი (1998-)

მორფოლოგთა საერთაშორისო ასოციაციის(ყოფილი საბჭოთა კავშირის ანატომთა, ჰისტოლოგთა და ემბრიოლოგთა საზოგადოების სამართალმემკვიდრე) საკოორდინაციო საბჭო, წევრი (2000-)

ჟურნალ "Morphology"(Morphologia - Archives of anatomy, histology and embryology - founded in 1916, რუსეთი) სარედაქციო საბჭო, წევრი (2002-)

•ჟურნალ "Archiv EuroMedica"(გერმანია) სარედაქციო კოლეგია, წევრი (2015-)

•ჟურნალ "Biomedical and Biosocial Anthropology"(უკრაინა) სარედაქციო საბჭო, წევრი (2003-)რუსეთის საბუნებისმეტყველო აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (2015-)

რუსეთის საბუნებისმეტყველო აკადემიის სამეცნიერო ჟურნალების ექსპერტთა საბჭო, წევრი (2015-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

•2016 - შრომით და ცოდნით" ორდენი, მეცნიერებისა და განათლებისთვის გაწეული ღვაწლისთვის (რუსეთის საბუნებისმეტყველო აკადემია)

•2016 - პირველი თანასწორთა შორის" ორდენი, მეცნიერებისა და განათლებისთვის გაწეული ღვაწლისთვის (რუსეთის საბუნებისმეტყველო აკადემია)

•2016 - ეკატერინე დიდის მედალი, მეცნიერებისა და განათლებისთვის გაწეული ღვაწლისთვის (რუსეთის საბუნებისმეტყველო აკადემია)

•2015 - მეცნიერებისა და განათლების დამსახურებული მოღვაწე (რუსეთის საბუნებისმეტყველო აკადემია)

•2015 - რუსეთის საბუნებისმეტყველო აკადემიის . . ვერნადსკის სახელობის მედალი

•2013 - ევროპის სამეცნიერო საზოგადოება, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ევროპული აკადემია და რაინდების საერთაშორისო ასოციაციის საპატიო მეცნიერი (. ჰანოვერი)

•2013 - საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ევროპული აკადემიის რობეტ კოხის სახელობის მედალი (. ჰანოვერი, გერმანია)

•2013 - ევროპული აკადემიის საპატიო მეცნიერი (. რომი)

ბიბლიოგრაფია

ნატურალური ანატომიური პრეპარატების გალერეა = Галерея натуральных анатомических препаратов = თჰე გალლერყ ოფ ტჰე ნატურალ ანატომიც სპეციმენს : ადამიანის ანატომიის ატლასი (ავტორი). - თბილისი, MPG, 2014. - XV, 282 გვ.. - IBN: 9789941065606

თირკმლის ორგანოსშიდა სისხლძარღვთა კალაპოტის ფუნქციური მორფოლოგიის თავისებურებანი მრავლობითი არტერიებით მისი სისხლმომარაგებისას (ავტორი). - თბილისი, კვარი, 1995. - 90გვ.

სქესის გავლენა ინტაქტური თირკმლის მორფოლოგიურ სურათზე სხვადასხვა ასაკობრივ პერიოდში (ავტორი). - თბილისი, კვარი, 1995.

ქალბატონი მაია დგებუაძე 2020 წლის 22 დეკემბერს, 66 წლის ასაკში გარდაიცვალა.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, პროფესორი ლევან რატიანი სოციალურ ქსელში ასე ეხმაურება გამოჩენილი მეცნიერის გარდაცვალებას:

 ასე და ასე იქნება, სიკვდილმა გაიმარჯვა სიცოცხლეზე, ეს ბუნების კანონია თითქოს, მაგრამ შეუგუებელი, მოიხედავ და ოცი წელი გასულა, რაც ერთმანეთი გაგვიცვნია და დღეს კი ვემშვიდობები, ვემშვიდობები დიდი ტკივილით, ჩემს საყვარელ პროფესორს მაია დგებუაძეს, პროფესორს, რომელმაც სიცოცხლეში ბრძოლა და თავმდაბლობის სიმბიოზი მასწავლა, მასწავლა როგორი უნდა მიაღწიო ცოდნით წარმატებას.

ბევრი გვქონდა საკეთებელი, მაგრამ წუთისოფელმა ამ მიწიერ ცხოვრებაში დაგვაცილა, დაგვაცილა დროებით, რწმენით იმისა, რომ კვლავ შევხდებით ერთმანეთს.... მშვიდობით პროფესორო..მე კი პირობას გაძლევთ ყველა, თქვენს დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვან!

სხვისთვის უჩინარი იყო, ჩემს ცხოვრებაში ადამიანი, რომელიც მიქმნიდა წარმატების გარემოს. ღირებული სიტყვა ყოველდღიური დილით იყოშვილო მომისმინე"....... და უსმენდი გაჩუმებული და გულისყურით.... ესე იყო ესე....

შენი წარმატება მახარებს და მაცოცხლებს ასე მეუბნებოდა... მადლობა ჩემო პროფესორო ყველა იმ ქმედებისთვის, რაც ჩემთვის გააკეთეთ. მე კი შეუძლებელს გავაკეთებ ღირსეულად, რომ დავასრულო ცხოვრება, როგორც ექიმმა. მშვიდობით".

წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ბიოგრაფიული ლექსიკონი.

18.11.2020

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიორგი ბურკაძე

 მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიორგი ბურკაძე დაიბადა 1958 წელს ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდში.

1983 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1983–1986 წ წ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პათოლოგიური ანატომიის კათედრის ასპირანტი; 1986 წლიდან ამავე კათედრის ასისტენტი; ავტორია 32 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ნეიროსპეციფიკური ცილების, დაბერების, ეპილეფსიის, ნეირომორფოლოგიის, იმუნომორფოლოგიის, იმუნოჰისტოქიმიის, სეფსისის, მორფომეტრიის პრობლემებს. ექიმი–პათოლოგანატომი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პათანატომიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი. პროფესორი.

 საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ნეიროსპეციფიკური ცილების (S. 100, 14, 3.2) მორფოლოგიერი თვისებები დაბერების პროცესის და ექსპერიმენტის პირობებში(აუდიოგენური ეპილეფსია)", დაიცვა 1988 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "სეფსისის პათოგენესის მორფოლოგიური საფუძვლები", დაიცვა 1999 წელს.

გიორგი ბურკაძე არის ათეროსკლეროზის საერთაშორისო ასოციაციის, ევროპის პათოლოგანატომთა ასოციაციის და საქართველოს იმუნოლოგთა და ექიმთა ასოციაციის წევრი.

ბიბლიოგრაფია

Ø  ზოგადი პათოლოგიის საფუძვლები სტომატოლოგთათვის : სახელმძღვანელო (ავტორი). - თბილისი, ზეკარი, 2005.

Ø  ზოგადი პათოლოგიის საფუძვლები : ჰისტოპათოლოგია, ციტოპათოლოგია, მოლეკულური პათოლოგია (ავტორი). - თბილისი, ზეკარი, 2005.

Ø  იმუნომორფოლოგია. ნორმა. პათოლოგია : სახელმძღვანელო უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის სტუდენტებისთვის (ავტორი). - თბილისი, სანი.

Ø  საშვილოსნოს ყელის ციტოლოგია : ფონდი ღია საზოგადოება-საქართველო. პროექტი PHE/09/99 (ავტორი). - თბილისი, სანი.

წყარო: საქართველო პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ბიოგრაფიული ლექსიკონი 

http://www.nplg.gov.ge/medics/ka/00001388/

 

 

17.11.2020

ძველი ხიბულელი აკადემიკოსი პლატონ ქავთარაძე

 ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს ბიზნესის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი პლატონ ქავთარაძე 1926 წლის 23 მარტს დაიბადა, ხობის რაიონის სოფელ ძველ ხიბულაში.

                                                 

 პლატონ ქავთარაძემ დაამთავრა ზუგდიდის სამასწავლებლო ინსტიტუტი; ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის საბუნებისმეტყველო-გეოგრაფიის ფაკულტეტი გეოგრაფიის სპეციალობით 1950 წელს. მუშაობა დაიწყო მშობლიურ სოფელში საშუალო სკოლის VI-VII კლასების გეოგრაფია-ბიოლოგიის მასწავლებლად; შემდგომ ოჩამჩირის რაიონის სოფ. ბესლახუბის რვაწლიან სკოლაში გეოგრაფია-ბუნებისმეტყველების საგნების მასწავლებლად. ერთი  წლის შემდეგ იმავე სკოლაში დაინიშნა სასწავლო ნაწილის გამგედ; 1952 წელს სამუშოდ გადმოიყვანეს ხობის რაიონის მეორე გურიფულის რვაწლიანი სკოლის დირექტორად და გეოგრაფიის მასწავლებლად; 1953 წელს დანიშნეს იმავე რაიონის ზემო ქვალონის რვაწლიანი სკოლის დირექტორად. მალე იგი თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად და მუშაობა დაიწყო მშენებლობის სამინისტროს ტრესტ "საქმშენინდუსტრიაში" კადრების განყოფილების უფროსად და პარალელურად ასწავლიდა ეკონომიკურ გეოგრაფიას თბილისის მსუბუქი მრეწველობის ტექნიკუმში. შემდეგში მან დაამთავრა კვალიფიკაციის ასამაღლებელი ორწლიანი ეკონომიკური კურსები და მუშაობა დაიწყო იმავე ტრესტში კადრების შრომისა და ხელფასის განყოფილების უფროსად. 1966-1970 წწ. ასპირანტურის კურსი გაიარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკური გეოგრაფიის განხრით. 1972 წელს მუშობა დაიწყო გორის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში გეოგრაფიის კათედრაზე, ხოლო 1982 წლიდან გორის სახელმწიფო ეკონომიკურ-ჰუმანიტარული ინსტიტუტის (ამჟამად გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი) საწარმოო ძალთა განლაგებისა და ბუნებათსარგებლობის ეკონომიკის კათედრის გამგედ; 1982 წლიდან არის აგრეთვე საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების გორის ფილიალის თავმჯდომარე; 1983 წლიდან საქართველოს ბუნების დაცვის სახალხო უნივერსიტეტის გორის ფილიალის რექტორი. მის მიერ პირველად იქნა კომპლექსურად შესწავლილი და დამუშავებული ამიერკავკასიის ეკონომიკურ რაიონში სამშენებლო მასალების წარმოების თანამედროვე მდგომარეობა და მისი განვითარების პერსპექტივები. აღნიშნულ საკითხებს მიეძღვნა 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. გარდა ამისა, გამოქვეყნებული აქვს 50-ზე მეტი პუბლიცისტური წერილი. მის მიერ გამოქვეყნებული წინადადება-რეკომენდაციები დანერგილია ამიერკავკასიის საშენ მასალათა მრეწველობის საწარმოებში. მიღებული აქვს საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი (1986). ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1992). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "საქართველოს საშენ მასალათა მრეწველობის გეოგრაფია", დაიცვა 1974 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ამიერკავკასიის რესპუბლიკების საშენ მასალათა მრეწველობის თანამედროვე მდგომარეობის ანალიზი და მისი განვითარების პერსპექტივა", დაიცვა 1990 წელს.

საქართველოს ბიზნესის მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1995-)

საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

1998 - ღირსების ორდენი

1989 - საქართველოს განათლების დამსახურებული მუშაკი

1986 - საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი

1970 - საპატიო ნიშნის ორდენი

ბიბლიოგრაფია

ბუნების გამოყენების ეკონომიკა=Economy of applying nature (ავტორი). - თბილისი, უნივერსალი, 2011. - 320გვ.

მსოფლიო ეკონომიკა : ლექციების მოკლე კურსი (ავტორი). - თბილისი, 1998. - 140გვ.

 

წყარო: საქართველო პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ბიოგრაფიული ლექსიკონი.

 


16.11.2020

ნოჯიხეველი იურისტი ლაზარე შურღაია

 გთავაზობთ, ნოჯიხეველი იურისტის, ლაზარე შურღაიას შესახებ მოძიებულ საარქივო ცნობებს.

 1908 წელს ძმებ ზუბალაშვილებს ჰყოლიათ 21 სტიპენდიანტი, მათ შორის ირიცხებოდა ლაზარე შურღაია.

1918 წლის 14 ნოემბრის სხდომაზე მოისმინეს იუსტიციის მინისტრ შალვა ალექსი-მესხიშვილის მოხსენება საგანგებო სასამართლოს ახალი წევრისა და ბრალმდებლის მოადგილის დანიშვნის შესახებ. დაადგინეს: საგანგებო სასამართლოს წევრად ქრისტეფორე რაჭველიშვილის მაგივრად დაინიშნოს ლაზარე შურღაია, ბრალმდებლის მოადგილედჩხატარაშვილი.

ლაზარე შურღაია იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი 1917 წლიდან“.

 „როგორც მკითხველებს ეხსომებათ, საპატიმროთა ინსპექტორად წარსულ რიცხვებიდან ითვლება ლაზარე შურღაია, რომელიც რუსეთში ყოფნის დროს სპეციალურად სწავლობდა სისხლის სამართალს და საპატიმროების ორგანიზაციას და უნივერსიტეტთან დატოვებული იყო სისხლის სამართლის კათედრაზე“.

„სახალხო საქმე“ N297, 1918 წელი.

ნოჯიხეველი იყო ლაზარე შურღაია, რომელსაც ოდესის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაუმთავრებია, იგი 1918 წელს თბილისის ახალგახსნილ უნივერსიტეტში პროფესორად მიუწვევიათ, შემდგომ საქართველოს ადვოკატთა კავშირის თავმჯდომარე ყოფილა, ხობის რკინიგზის სადგური მისი თაოსნობითა და ინიციატივით გახსნილა (გოგიტა ჩიტაია).

ლაზარე შურღაია დანიშნულია ტფილისის ვაჟთა მესამე გიმნაზიაში კანონთმეტყველობის მასწავლებლად მიმდინარე წლის პირველი სექტემბრიდან.

„საქართველოს რესპუბლიკა“ N212, 1919 წელი.

რუსეთში სწავლის დასრულების შემდეგ ლაზარე შურღაია საქართველოში დაბრუნდა. ქართულმა საზოგადოებამ იგი გაიცნო, როგორც იმედისმომცემი იურისტი და პოლიტიკური ბატალიების მონაწილე. ამ ბრძოლების თავისებური ანარეკლია ცნობილ სატირულ-იუმორისტულ ჟურნალ „ეშმაკის მათრახში“ გამოქვეყნებული ფელეტონი, რომლის მთავარ მოქმედ გმირად ლაზარე შურღაიაა გამოყვანილი.

                                     ლაზარე შურღაია და ხონელი მეეტლე

-               გამარჯობა, ამხანაგო, შენი! - მიესალმა ლაზარე მეეტლეს.

-               გაგიმარჯოს, ბატონო, ღმერთმა, - უპასუხებს მეეტლე და თან ჩაიცინებს.

-               ხონში მინდა წასვლა პარტიის საქმეზე და ადგილი ხომ არ გექნება ეტლში?

-               კი, ბატონო, - წინა გნებავს თუ უკანა?

-               რა თქმა უნდა, უკანა. მხოლოდ ფასი რა ექნება?

-               ბატონო, თქვენისთანა შეძლებული კაცი ფასს რად კითხულობ? ჩაბრძანდი და წაგიყვან.

-               არა, მაინც საჭიროა წინდაწინ გავიგო, რომ შემდეგ ლაპარაკი არ შეგვექნეს.

-               უკანა ადგილი, ბატონო, ათი მანეთი ეღირება.

-               უჰ, რას ამბობ, კაცო, ეგრე ძვირათ - გაგიგონია? შენ ხომ სოც დემოკრატი იქნები და განა ეგ ეკადრება ხალხის ინტერესების დამცველ პარტიის წევრს?

-               (ლაზარე ჩუმად იცინის).

-               რა ვქნა, ბატონო, მართალია, მე სოც. დემოკრატი ვარ და აგრე ძვირათ დაფასება ძალიანაც მიმძიმს, მაგრამ უნდა გაგიტყდეთ საიდუმლოებაში - ცხენები მყავს სოც. ფედერალისტების პარტიის წევრები და ნაკლებათ არ შვებიან. გაეცანით და იქნებ, როგორც მათი პარტიის ლიდერს, დაგიკლონ, რაზედაც მე საწინააღმდეგო არაფელი მექნება.

-               არ მომსპო ამ ოჯახდაქცეულმა?! ჩაილაპარაკა ჩუმათ ლაზარემ.

            „ეშმაკის მათრახი“ N37, 1917 წელი.