30.12.2020

ცნობილი ხობელი მეცნიერი მაია დგებუაძე

 ცნობილი ექიმი და მეცნიერი მაია დგებუაძე 1954 წლის 10 ნოემბერს დაიბადა ქალაქ ხობში. სწავლობდა ხობის N2 საშუალო სკოლაში. 1977 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი

ქალბატონი მაია1978-1990 წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის (შემდგომში უნივერსიტეტი - თსსუ) ადამიანის ნორმალური ანატომიის კათედრის (შემდგომში დეპარტამენტი) ასისტენტია; 1990-1991წწ. უფროსი მასწავლებელი, 1991-1994წწ. დოცენტი, 1994-2006წწ. პროფესორი, 2006 წლიდან ასოცირებული პროფესორი. მისი სამეცნიერო კვლევის ინტერესების სფერო მოიცავს სისხლძარღვების, თირკმლის, ღვიძლის, ელენთის, საკვერცხის, საშვილოსნოს სქესობრივი და ასაკობრივი თავისებურებების მორფო-ფუნქციურ და კლინიკურ ასპექტებს ნორმაში და პათოლოგიისას (სეფსისი, ტრავმული შოკი, ათეროსკლეროზი, მიომა, ძუძუს კიბო); ავტორია 167 სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური ნაშრომის, რომელთაგან 160 არის ნაბეჭდი - მათგან 123 სამეცნიერო ნაშრომი გამოქვეყნებულია საქართველოს ფარგლებს გარეთ (ნაშრომების დიდი უმრავლესობა გამოქვეყნებულია რეფერირებად გამოცემებში, რომელთაგან მრავალს აქვს იმპაქტ-ფაქტორი); მონაწილეობა აქვს მიღებული 100-ზე მეტ საერთაშორისო სამეცნიერო-პედაგოგიურ ფორუმში, რომელთა დიდი უმრავლესობა საქართველოს ფარგლებს გარეთ ჩატარდა, სადაც მონაწილეობდა როგორც საორგანიზაციო კომიტეტის და პრეზიდიუმის წევრი, სხდომების თავმჯდომარე და თანათავმჯდომარე, მრგვალი მაგიდის თანათავმჯდომარე, ზეპირი მომხსენებელი პლენარულ და სექციურ სხდომებზე, სტენდური მოხსენებები, პუბლიკაციები; იგი არის მონოგრაფიების, დსთ-ის სხვადასხვა ქვეყნებიდან გამოგზავნილი მრავალი სადისერტაციო ნაშრომის ავტორეფერატის რეცენზენტი, დისერტაციების ოპონენტი; მის მიერ შექმნილია 3 სასწავლო ვიდეოფილმი: ) "ნატურალურ ანატომიური პრეპარატები. კუნთები", ) "ნატურალური ანატომიური პრეპარატები. ნერვები, სისხლძარღვები", ) "ნატურალური ანატომიური პრეპარატები. კუნთები, ნერვები, სისხლძარღვები", რომლებშიც ავტორი პირადად მის მიერ დამზადებულ ნერვ-სისხლძარღვოვან და კუნთოვან გვამებზე ახდენს ანატომიური სტრუქტურების დემონსტრირებას; ატარებს ლექციურ და პრაქტიკულ მეცადინეობებს ინგლისურენოვან სექტორზე (2011 წელს ჩაბარებული აქვს კემბრიჯის უნივერსიტეტის EOL გამოცდა და აღებული აქვს საერთაშორისო სერტიფიკატი). მისი ბიოგრაფია შეტანილია გამოცემებში: "ვინ ვინ არის მსოფლიოში" (2009), "ენციკლოპედიასაქართველო" (2012), "ცნობილი მეცნიერები რუსეთში" (2016).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ღვიძლისა და ელენთის სტრუქტურული ცვლილებების შედარებითი დახასიათება ორგანიზმზე "სუფთა" და მწვავე სისხლდენასთან კომბინირებულმექანიკური ტრავმის ზემოქმედებისას", დაიცვა 1985 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "თირკმლის ორგანოსშიდა სისხლძარღვთა კალაპოტის ფუნქციური მორფოლოგია ასაკობრივი, სქესობრივი და ლოკალური თავისებურების გათვალისწინებით", დაიცვა 1993 წელს.

მოლდავეთის ნიკოლაე ტესტემიტანუს სახელობის სახელმწიფო სამედიცინო და ფარმაციის უნივერსიტეტში ჩატარდა ცნობილი მოლდაველი ანატომის, პროფესორ . . პერლინის დაბადებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე მოხსენებით გამოდის პროფესორი მაია დგებუაძე

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო, წევრი

ინტეგრაციული ანთროპოლოგიის საერთაშორისო აკადემია, ნამდვილი წევრი (1998-)

მორფოლოგთა საერთაშორისო ასოციაციის(ყოფილი საბჭოთა კავშირის ანატომთა, ჰისტოლოგთა და ემბრიოლოგთა საზოგადოების სამართალმემკვიდრე) საკოორდინაციო საბჭო, წევრი (2000-)

ჟურნალ "Morphology"(Morphologia - Archives of anatomy, histology and embryology - founded in 1916, რუსეთი) სარედაქციო საბჭო, წევრი (2002-)

•ჟურნალ "Archiv EuroMedica"(გერმანია) სარედაქციო კოლეგია, წევრი (2015-)

•ჟურნალ "Biomedical and Biosocial Anthropology"(უკრაინა) სარედაქციო საბჭო, წევრი (2003-)რუსეთის საბუნებისმეტყველო აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (2015-)

რუსეთის საბუნებისმეტყველო აკადემიის სამეცნიერო ჟურნალების ექსპერტთა საბჭო, წევრი (2015-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

•2016 - შრომით და ცოდნით" ორდენი, მეცნიერებისა და განათლებისთვის გაწეული ღვაწლისთვის (რუსეთის საბუნებისმეტყველო აკადემია)

•2016 - პირველი თანასწორთა შორის" ორდენი, მეცნიერებისა და განათლებისთვის გაწეული ღვაწლისთვის (რუსეთის საბუნებისმეტყველო აკადემია)

•2016 - ეკატერინე დიდის მედალი, მეცნიერებისა და განათლებისთვის გაწეული ღვაწლისთვის (რუსეთის საბუნებისმეტყველო აკადემია)

•2015 - მეცნიერებისა და განათლების დამსახურებული მოღვაწე (რუსეთის საბუნებისმეტყველო აკადემია)

•2015 - რუსეთის საბუნებისმეტყველო აკადემიის . . ვერნადსკის სახელობის მედალი

•2013 - ევროპის სამეცნიერო საზოგადოება, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ევროპული აკადემია და რაინდების საერთაშორისო ასოციაციის საპატიო მეცნიერი (. ჰანოვერი)

•2013 - საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ევროპული აკადემიის რობეტ კოხის სახელობის მედალი (. ჰანოვერი, გერმანია)

•2013 - ევროპული აკადემიის საპატიო მეცნიერი (. რომი)

ბიბლიოგრაფია

ნატურალური ანატომიური პრეპარატების გალერეა = Галерея натуральных анатомических препаратов = თჰე გალლერყ ოფ ტჰე ნატურალ ანატომიც სპეციმენს : ადამიანის ანატომიის ატლასი (ავტორი). - თბილისი, MPG, 2014. - XV, 282 გვ.. - IBN: 9789941065606

თირკმლის ორგანოსშიდა სისხლძარღვთა კალაპოტის ფუნქციური მორფოლოგიის თავისებურებანი მრავლობითი არტერიებით მისი სისხლმომარაგებისას (ავტორი). - თბილისი, კვარი, 1995. - 90გვ.

სქესის გავლენა ინტაქტური თირკმლის მორფოლოგიურ სურათზე სხვადასხვა ასაკობრივ პერიოდში (ავტორი). - თბილისი, კვარი, 1995.

ქალბატონი მაია დგებუაძე 2020 წლის 22 დეკემბერს, 66 წლის ასაკში გარდაიცვალა.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, პროფესორი ლევან რატიანი სოციალურ ქსელში ასე ეხმაურება გამოჩენილი მეცნიერის გარდაცვალებას:

 ასე და ასე იქნება, სიკვდილმა გაიმარჯვა სიცოცხლეზე, ეს ბუნების კანონია თითქოს, მაგრამ შეუგუებელი, მოიხედავ და ოცი წელი გასულა, რაც ერთმანეთი გაგვიცვნია და დღეს კი ვემშვიდობები, ვემშვიდობები დიდი ტკივილით, ჩემს საყვარელ პროფესორს მაია დგებუაძეს, პროფესორს, რომელმაც სიცოცხლეში ბრძოლა და თავმდაბლობის სიმბიოზი მასწავლა, მასწავლა როგორი უნდა მიაღწიო ცოდნით წარმატებას.

ბევრი გვქონდა საკეთებელი, მაგრამ წუთისოფელმა ამ მიწიერ ცხოვრებაში დაგვაცილა, დაგვაცილა დროებით, რწმენით იმისა, რომ კვლავ შევხდებით ერთმანეთს.... მშვიდობით პროფესორო..მე კი პირობას გაძლევთ ყველა, თქვენს დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვან!

სხვისთვის უჩინარი იყო, ჩემს ცხოვრებაში ადამიანი, რომელიც მიქმნიდა წარმატების გარემოს. ღირებული სიტყვა ყოველდღიური დილით იყოშვილო მომისმინე"....... და უსმენდი გაჩუმებული და გულისყურით.... ესე იყო ესე....

შენი წარმატება მახარებს და მაცოცხლებს ასე მეუბნებოდა... მადლობა ჩემო პროფესორო ყველა იმ ქმედებისთვის, რაც ჩემთვის გააკეთეთ. მე კი შეუძლებელს გავაკეთებ ღირსეულად, რომ დავასრულო ცხოვრება, როგორც ექიმმა. მშვიდობით".

წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ბიოგრაფიული ლექსიკონი.