Показаны сообщения с ярлыком ლიტერატურა. Показать все сообщения
Показаны сообщения с ярлыком ლიტერატურა. Показать все сообщения

22.04.2021

როგორ შევაყვაროთ ბავშვებს წიგნის კითხვა!

 🔵ოჯახში უნდა იყოს ერთი თარო მაინც, სადაც განთავსებული იქნება საბავშვო წიგნები.

🔵უმჯობესია ილუსტრირებული წიგნები და საბავშვო ენციკლოპედიები.

🔵ბავშვთან ერთად მივიდეთ ბიბლიოთეკაში.

🔵ბავშვს მივცეთ შესაძლებლობა თვითონ დაათვალიეროს საბავშვო განყოფილება და დამოუკიდებლად შეარჩიოს წიგნი.

🔵ბავშვი უნდა დავარეგისტრიროთ, როგორც დამოუკიდებელი მკითხველი.

🔵ძილის წინ ზღაპრიდან ან მოთხრობიდან წავუკითხოთ ნაწყვეტი.

🔵წიგნები უნდა წაიკითხონ მშობლებმაც (მოტივაცია ბავშვებისთვის)

🔵მაგალითად, როცა გვეკითხება ბავშვი რატომ არ ჩანს დღისით ვარსკვლავი, ჩვენ არ ვუპასუხოთ ზეპირად - ჩამოვიტანოთ წიგნი და ბავშვთან ერთად წავიკითხოთ საინტერესო ადგილი.

პ.ს. ამ სამყაროში წიგნი ადამიანის ყველაზე დიდი მეგობარია.

01.03.2019

ხობის „კოლხეთი“ ლელოს ფურცლებზე




 ბლოგში თავმოყრილია სპორტულ გაზეთ „ლელოში“ სხვადასხვა დროს ხობის „კოლხეთის“, მისი ფეხბურთელების და მწვრთნელების შესახებ გამოქვეუნებული მასალები. აქ წაიკითხავთ ნაწყვეტებს „კოლხეთის“ ძველი თაობის ფეხბურთელებზე, 1988 წლის ჩემპიონობაზე, მურთაზ ხურცილავას და დავით ყიფიანის „დინამოს“ სტუმრობაზე, სტატისტიკურ ინფორმაციებს, ცხრილებს, დისციპლინარულ მასალებს და ბევრს სხვას.

                                                                   „ლელო“ 1960 N95
„ლელო“ 1966 N83

 ხობის "კოლხეთიდან" ზუგდიდის "დინამოში" ა. ქანთარია გადავიდა
                                                                     „ლელო“ 1975 N19
                                                                    „ლელო“ 1974 N5
                                                                 „ლელო“ 1975 N242
                                                                 „ლელო“ 1975 N19

                                                                   „ლელო“ 1976 N6
                                                              „ლელო“ 1977 N219
                                                                   „ლელო“ 1978 N69
                                                                 „ლელო“ 1977 N70
  „ლელო“ 1980 N150
  „ლელო“ 1980 N150
                                                                     „ლელო“ 1982 

                                                                  „ლელო“ 1984 N113

                                                             „ლელო“ 1985 N204
                                                                 „ლელო“ 1986 N233
                                                                     „ლელო“ 1985 N204
                                                                  „ლელო“ 1985 N57
                                                                „ლელო“ 1986 N233
                                                     სპორტის ხობელი მესვეურნი

ხობის „კოლხეთის“ გუნდის უფროსი პაატა თათარიშვილი, უფროსი მწვრთნელი ფრიდონ გოცირიძე, მწვრთნელი ალიოშა ჭოჭუა. აქ აღიზარდნენ და შემდეგ თბილისის დინამოში თამაშობდნენ დემურ ვეკუა და ავთანდილ ქანთარია...
„კოლხეთს“ დიდი დამსახურება გაუწია სპორტულმა სკოლამ, სადაც აღიზარდა საქართველოს ჭაბუკ ფეხბურთელთა ნაკრების წევრი ელდარ გვასალია. ელდარი საბჭოთა კავშირის ჭაბუკთა პირველობის ოქროს და ვერცხლის პრიზიორია...
                                                               „ლელო“ 1988 N161
                   

                       37 ტურის შემდეგ 58 ქულით ცხრილს სათავეში „კოლხეთი“ უდგას..


                                                                  „ლელო“ 1988 N217
ხობის „კოლხეთი“ კარგად მომზადებული გუნდია. „კოლხეთმა“ მორიგი ტურის მატჩში გორის „ქართლი“ 3-1 დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი გახდა. გუნდმა 42 თამაშიდან 65 ქულა დააგროვა, ბურთების შეფარდება 100:55. გუნდის ერთერთი წამყვანი მოთამაშეა ელგუჯა ქომეთიანი, რომელსაც 41 ბურთი აქვს გატანილი...
                                                                 „ლელო“ 1988 N249

28.07.2018

ჯაჯუ ჯორჯიკიას „მინიატურები“


მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში მოღვაწეობდა მწერალი და მთარგმნელი ჯაჯუ (კონსტანტინე) ჯორჯიკია. ჯ. ჯორჯიკია აქტიურად მონაწილეობდა ლიტერატურულ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
კონსტანტინე ჯორჯიკია დაიბადა 1885 წელს სოფელ ნოჯიხევში (ხობის რაიონი). 1904 წელს ჩაირიცხა ვალაბრის (საფრანგეთი) სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის აგრო-ბიოლოგიურ ფაკულტეტზე.1907 წელს დაბრუნდა სამშობლოში და ქუთაისის სკოლებში ასწავლიდა ფრანგულ ენასა და ბუნებისმეტყველებას; 1911 წლიდან იყო საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების ქუთაისის განყოფილების გამგეობის დამფუძნებელი წევრი; 1921-1931წწ. - სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმის დირექტორი; XXს. 10-იანი წლებიდან მისი მინიატურები, მოთხრობები და თარგმანები იბეჭდებოდა ჟურნალ-გაზეთებში - "სახალხო გაზეთი", "იმერეთი", "კოლხიდა", "სამშობლო", "გრდემლი", "ოქროს ვერძი" და სხვა; იმდროინდელი ქართული კრიტიკა მის შემოქმედებას მაღალ შეფასებას აძლევდა; 1914 წელს გამოვიდა მწერლის თხზულებათა პირველი კრებული; 1925 წელს - მეორე - "ფერადი მოთხრობები"; ავტორია აგრეთვე ფრანგული ენის სასკოლო სახელმძღვანელოებისა.
ჯ. ჯორჯიკიას შემოქმედება მრავალმხრივ არის საინტერესო. ვისაც, ერთხელ მაინც წაუკითხავს მისი მინიატურები, არასდროს დაავიწყდება მწერლის სტილი და ლაკონურობა.
1925 წელს გამოიცა მწერლის მოთხრობების მეორე კრებული - „ფერადი მოთხრობები“. კრებულში შესული ყველა მინიატურა ერთნაირი მხატვრული ღირებულების არ არის, მაგრამ ზოგიერთი თამამად შეიძლება შევიტანოთ იგავური ან ფილოსოფიური ბელეტრისტიკის ქართულ ანთოლოგიაში.
წარმოსახულისა და რეალურის ურთიერთმიმართების საკითხი ისეთივე ძველია, როგორც თვით ლიტერატურა. მოთხრობა „თაიგული“ სწორედ ამ საკითხის მხატვრულ ინტერპრეტაციას წარმოადგენს.
მინიატურების ერთ-ერთი განსაკუთრებული ნიშანი ის არის, რომ მწერალი სიტყვების მინიმალური რაოდენობით ახერხებს გადმოსცეს ფილოსოფიური აზრები, ისე, რომ ეს გასაგები იყოს რიგითი მკითხველისათვის.
კრებულში შესულია რელიგიურ თემაზე შექმნილი მოთხრობები. მაგალითად, „სიყვარული“ -
მწერალი გვეუბნება, რომ ყველაფრის საფუძველდამდები და მაცოცხლებელი სიყვარულია. იქ სადაც სიყვარულია, ბოროტება მარცხდება და უკან იხევს.
კ. ჯორჯიკიას შემოქმედებას მაღალ შეფასებას აძლევდა ცნობილი მწერალი გრიგოლ რობაქიძე - „ცოტა ხნის წინ გამოიცა ახალგაზრდა ქართველი მწერლის, ჯორჯიკიას ნაწარმოებების პირველი პატარა ტომი. სამეგრელოს მკვიდრმა თავის თავში შეკრიბა თითქმის ყველა სიმდიდრე საქართველოს ამ შესანიშნავი კუთხისა. სამეგრელო ძველი კოლხიდაა, საიდანაც სათავეს იღებს ქართული კულტურა, ის დღემდე რჩება საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ეთნოგრაფიულ ერთეულად. მუქ-ლურჯი ზღვის ნაპირები ქარივით მოაქანებენ აქეთ ტკბილსურნელოვან მითებს, რომელთა დამაბრმავებელ მდინარებაში დროდადრო ჩაგესმის ძველი ელადის გასხივოსნებული ფანტაზიის ნამსხვრევების ხმაური; უზარმაზარი ტყეების ქალწულებრივი სიიღრმეები უყვებიან მას ზღაპრულ ამბებს, რომელთა ჯადოსნურ ნახჭებში იგრძნობა გადამფრენი ფრინველების ლაღი ქროლა. ამ ორმა მომენტმა საბოლოოდ განსაზღვრა ჯორჯიკიას შემოქმედებითი ფანტაზია: ერთი მხრივ, ელინური მითოლოგიური ფანტაზიის გადამტვრეული სხივები; მეორე მხრივ, კი - კოლხიდური ხალხური თქმულებები“ (გრ. რობაქიძე - ომი და კულტურა, გამომცემლობა არტანუჯი, 2014წ.).
ცნობილ კრიტიკოსს, კიტა აბაშიძეს ჯ. ჯორჯიკია ოსკარ უაილდის ტიპის მწერლობის განმახორციელებლად მიაჩნდა.
ჯორჯიკიას შემოქმედებას დაბალ შეფასებას აძლევდა გალაკტიონი - „მე ვამტკიცებ, რომ ჯ. ჯორჯიკია, სრულიად უბრალო, ჯერჯერობით უსახო და, მართლაც, ყოველ გვარ პრეტენზიას მოკლებული მწერალია“ (გ. ტაბიძე, ახალი მწიგნობარი, 1915 წ.)
ჯ. ჯორჯიკია 1931 წლიდან მოღვაწეობდა თბილისში, უმთავრესად პედაგოგიურ სარბიელზე (საქართველოს თეატრალური ინსტიტუტი, ყოფილი 23-ე სკოლა და სხვა); 1944 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იგი თბილისის ვაჟთა I საშუალო სკოლის დირექტორი იყო; მან დიდი წვლილი შეიტანა სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის გასაუმჯობესებლად, ფართო ასპარეზი დაუთმო მოსწავლეთა საგნობრივ, ლიტერატურულ, თეატრალურ და სხვა შემოქმედებას, ამასთან მოსწავლეებს უნერგავდა დიდსულოვნებასა და პატრიოტიზმს.
ჯაჯუ ჯორჯიკიას, როგორც საზოგადო მოღვაწესა და პედაგოგს განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით იხსნებენ მისი მოსწავლეები.
მსახიობ ნინო ანჯაფარიძის მოგონება - „ნუ ძალიან თბილისური... ჩემს ყოფილ პირველ საშუალო სკოლაში, ახლა გიმნაზია ჰქვია, ადრე დირექტორი ყოფილა ვათა და კოკა ჯორჯიკიების ბაბუა... ულამაზესი კაცი... ჯაჯუ ჯორჯიკია... მამას და ზურიკოს კი ასწავლიდა საუკეთესო მასწავლებელი ნინო ალადაშვილი (გაუთხოვარი)... მაშინ ბიჭები და გოგოები ცალკე სწავლობდნენ... ნინო უმკაცრესი ყოფილა... ერთხელაც, ზურიკოს თაოსნობით, გაკვეთილის წინ, დაფაზე ბიჭებს დაუხატავთ ის... სამ ასოზე რომ იწყება და მთავრდება... ქალბატონი ნინო კლასში შემოვიდა... შეხედა ნახატს და გამოიძახა ბატონი დირექტორი... ჯაჯუ შემოვიდა და ნინო ეუბნება: „ნახეთ, ამ უსინდისოებმა თვითმფრინავი დახატესო"... ჯაჯუმ დაფას შეხედა და ქალბატონ ნინოს ჰკითხა: „ქალბატონო ნინო, თვითმფრინავიც არა გაქვთ ნანახიო?...".
თენგიზ სიგუას მოგონება - „დავამთავრე პირველი ვაჟთა სკოლა. შესაბამის ოლიმპიადებზე ხშირად ვიმარჯვებდი. ეს სკოლა თავისი ორასწლოვანი ისტორიით იყო ცნობილი. განსაკუთრებით მახსენდება დირექტორი - ბატონი ჯაჯუ ჯორჯიკია - მწერალი-ნოველისტი. საინტერესო იყო მისი ზნეობრივი კრედო. იგი ფედერალისტი და ანტიკომუნისტი იყო. პარადოქსი მდგომარეობდა იმაში, რომ ბატონ ჯაჯუს ევალებოდა საბჭოთა კონსტიტუციის კურსის წაკითხვა, თუმცაღა არასდროს უსაუბრია ამ თემაზე. განათლება მას საფრანგეთში ჰქონდა მიღებული, შესანიშნავი მოუბარი იყო, მის გაკვეთილზე ბუზის გაფრენის ხმას გაიგებდით. ისტორიკოსიც იყო და ფილოლოგიც პროფესიით“.
 წელს, ჯაჯუ ჯორჯიკიას გარდაცვალებიდან 65 წელი სრულდება.