1924 წლის 22 სექტემბერს დახვრიტეს 1924 წლის აჯანყების მონაწილე, პედაგოგი, სოფელ ხეთის მკვიდრი გერასიმე კობახიძე.
"ახალგაზრდა ივერიელი" N22, 1991 წ.
https://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/300293/1/Axalgazrda_Iverieli_1991_N22.pdf
1924 წლის 22 სექტემბერს დახვრიტეს 1924 წლის აჯანყების მონაწილე, პედაგოგი, სოფელ ხეთის მკვიდრი გერასიმე კობახიძე.
"ახალგაზრდა ივერიელი" N22, 1991 წ.
ზურაბ ლატარია დაიბადა 1958 წლის 15 ივნისს ქალაქ ხობში. 1975 წელს დაამთავრა თბილისის გლდანის საფეხბურთო სკოლა და იმავე წელს ჩაირიცხა სოხუმის გორკის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში ფიზიკური აღზრდის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1980 წელს.
ზ.
ლატარია 1975-1978 წლებში თამაშობდა სოხუმის „დინამოში“ (მეორე ლიგის მე-9 ზონა)
1979
წელს ფოთის „კოლხეთში“, ხოლო 1980-1-81 წლებში თბილისის „სკაში“.
1985
წელს დასახელდა საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო მარცხენა მცველად.
ზ.
ლატარიას კაპიტნობით ხობის „კოლხეთი“ 1987 წელს გახდა საქართველოს ვიცე-ჩემპიონი, ხოლო
1988 წელს საქართველოს ჩემპიონი.
1989
წელს ზ. ლატარიამ ერთი წელი ითამაშა ოზურგეთის „მერცხალში (მეორე ლიგის მე-9 ზონა).
1990
წელს დაბრუნდა ხობის „კოლხეთში“ კაპიტნის რანგში და 1990-1993 წლებში გუნდთან ერთად ასპარეზობდა ეროვნულ
ჩემპიონატში.
2010
წელს ხობის „კოლხეთის“ მთავარი მწვრთნელი.
2012
წელს დააფუძნა ქალ ფეხბურთელთა გუნდი ქალაქ ხობში, რომლის აღზრდილმა 18 მოთამაშემ საქართველოს
სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში ითამაშა.
ზურაბ
ლატარიას მინიჭებული აქვს მწვრთნელთა ლიცენზიის “B” და “C” კატეგორია.
ზ.
ლატარია საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ აქტიურად არის ჩართული ბავშვთა ფეხბურთში.
ის წლების განმავლობაში იყო სასპორტო სკოლის და საფეხბურთო სკოლის დირექტორი. დღეს
ის ქალ ფეხბურთელთა გუნდ ხობის „კოლხეთის“ მთავარი მწვრთნელი და ხობის „კოლხეთის“ დირექტორის
მოადგილეა.
ძვირფას მასწავლებლის ხსოვნას
ვ.
ვ. ძიუბენკო
აქ რამოდენიმე
დღის წინად
გარდაიცვალა ფარმაცევტთა
შორის საკმაოდ
ცნობილი ვალერიან
ვასილის ძე
ძიუბენკო.
ეს ერთი
ძველ და
გამოცდილ ფარმაცევტთაგანია. მას დიდი ღვაწლი
მიუძღვის სამეგრელოს
ხალხის გაჯანსაღებაში. მთელ სენაკ-ზუგდიდის
მაზრაში იშვიათია
ისეთი ფარმაცევტი,
რომელიც მისი
გაზრდილი არ
იყოს.
ვალერიან ძიუბენკო
დაიბადა ქ.
ქუთაისში 1861 წელს.
იქ მან
დაამთავრა ქუთაისის
გიმნაზია, მაგრამ
იმდენი შეძლება
არ ქონდა,
რომ სწავლის
დასამთავრებლად სადმე
წასულიყო. 1880 წელს იგი
შევიდა მოწაფეთ
სენაკის აფთიაქში
ვასკევსკისთან. 3 წლის
სამსახურის შემდეგ
იგი გაემგზავრა
კიევში, სადაც
ჩააბარა გამოცდები
პროვიზორის თანაშემწეობაზე.
1883 წლის
27 ივნისს იგი
ისევ სენაკში
დაბრუნდა და
შეუდგა ენერგიულ
მუშაობას. ამ
დროს მისი
თაოსნობით გაიხსნა
აფთიაქი სამტრედიაში.
ძიუბენკო დიდ
ნივთიერ გაჭირვებას
განიცდიდა, რადგან
მას სარჩენი
ყავდა მთელი
ოჯახი, მაგრამ
ის მაინც
არ ანებებდა
თავს სწავლას
და 1888 წ.
გაემგზავრა ხარკოვის
უნივერსიტეტში. იქ
მან დაასრულა
ფარმაციის კურსი
და მიიღო
„პროვიზორის“ სახელწოდება.
დაბრუნებისას, ის
ისევ სენაკში
იყო, შემდეგ
ის ბათუმში
მიიწვიეს, იქედან
ქუთაისში აფთიაქის
მოსაწყობად.
შემდეგ, ამხანაგების
დახმარებით, მან
გახსნა აფთიაქი
ს. ხობში
(სენაკის მაზრა)
სადაც ათი
წელიწადი დარჩა.
აქ ძიუბენკომ
ადგილობრივ საზოგადოების
დიდი სიყვარული
და პატივისცემა
დაიმსახურა. ხობიდან
ძიუბენკო გადავიდა
სამტრედიაში, შემდეგ
ქუთაისში და
1908 წ. ისევ
სენაკს დაუბრუნდა.
1921 წელს
ის დანიშნეს
ახალ-სენაკის
აფთიაქის გამგეთ
და ამ
თანამდებობაზე იყო
სიკვდილამდე.
45 წლის
განმავლობაში ის
უანგაროდ ემსახურებოდა
ფარმაციის საქმეს
დასავლეთ საქართველოში.
დაუღალავი, ენერგიული
მუშაყი, ის
ამავე დროს
მეტად მგრძნობიარე
ადამიანი იყო,
რომელიც ყოველთვის
დახმარების ხელს
უწვდიდა გაჭირვებულთ
და მშობლიურ
სიყვარულით ეპყრობოდა
შეგირდებს.
მის გაზარდილი
მუშაყებს ყოველთვის
ახსოვთ ეს
იშვიათი ადამიანი,
მისი მოპყრობა
და რჩევა-დარიგებანი. მთელი
ხალხი, რომელთანაც
ძიუბენკოს ჰქონდა
საქმე, მადლობით
და პატივისცემით
იხსენიებს მის
სახელს.
„მუშა“ N786,
1925 წ.
არც ერთ მოხელეს არ დაუმსახურებია ის სიყვარული და პატივისცემა, როგორიც ბ. დზიუბენკომ; ამიტომ დ. ხობის ვაჭრებმა სადილით პატივი სცეს. ვისურვებთ მის მოადგილესაც დაემსახუროს ასეთი სიყვარული... ბ. დზიუბენკოს კეთილ კაცობას სადილის და სიტყვების მაგიერ ჩვენ აღვნიშნავთ პატარა კალმის წვერით. ვისურვებთ მისთვის სიცოცხლეს, კვლავ მოყვასთა სასარგებლოდ.
„ცნობის ფურცელი“ N634, 1898 წ.
† ივანე იოსავა