Показаны сообщения с ярлыком ხიბულა. Показать все сообщения
Показаны сообщения с ярлыком ხიბულა. Показать все сообщения

02.03.2026

გლეხთა აჯანყება სამეგრელოში და ხიბულა (1874 წ.)

სოფ. ხიბულას ჯერიც დადგა, მაგრამ ადგილობრივი პოლიციის ძალებით ამბოხებულ გლეხთა დამორჩილება შეუძლებელი გახდა. კ. დადიანმა ქუთაისის გუბერნატორს სთხოვა დახმარება. ამ უკანასკნელის განკარგულებით სოფ. ხიბულაში ბოქაულ დგებუაძის მეთაურობით დამსჯელი რაზმი გაიგზავნა. გლეხები მოძალადეთა თავდასხმას მომზადებული შეხვდნენ. ბევრს ქვები და კეტები ჰქონდა მომარაგებული, ზოგიერთები ცეცხლსასროლი იარაღითაც იყვნენ აღჭურვილი. ბოქაულ დგებუაძეს მდგომარეობის კიდევ უფრო გართულების შეეშინდა, თავის ხელქვეითებს უბრძანა გლეხთა შეკრება და თავდაპირველად რჩევა-დარიგებით სცადა მათი მორჯულება. რაკი გლეხები დანიშნულ ადგილზე არ გამოცხადნენ, კაზაკებმა ძალას მიმართეს, ბევრ გლეხს სცემეს, მიიტაცეს მათი ქონება. ხალხმაც ხელი გამოიღო, ჯერ ქვები დაუშინეს კაზაკებს, შემდეგ თოფებიც აამოქმედეს. ფიცხელი ბრძოლა გაჩაღდა- უკეთ შეიარაღებულმა კაზაკებმა გაიმარჯვეს, გლეხები მიიმალნენ. ბრძოლის ველზე მოკლული დარჩა ორი გლეხი და ერთი კაზაკი. რამოდენიმე კაცი დაიჭრა.

თითქოს დამარცხებულ, მაგრამ დაუმორჩილებელ ხიბულაში თვით ზუგდიდის მაზრის უფროსი ჩავიდა შეიარაღებული რაზმის თანხლებით, მან გლეხებს მოსთხოვა იარაღის დაყრა და დანაშაულის მონანიება, გლეხებმა კატეგორიულად უარყვეს მეფის მთავრობის წარმომადგენლის ბრძანება და საბრძოლველად გაემზადნენ. აჯანყებულებმა ითათბირეს, აწონდაწონეს შექმნილი მდგომარეობა და იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ მათ არ შეეძლოთ სოფლის ახლოს ჩასაფრებულ დგებუაძის რაზმისა და მაზრის უფროსის თანმხლებ პოლიციელთა განადგურება. მოერიდნენ ამაო მსხვერპლის გაღებას, ხელი აიღეს შეიარაღებულ ბრძოლაზე და მიიმალნენ. ამის შემდეგ თვით გუბერნატორი ეწვია ხიბულას, მოიარა მღელვარება გამოვლილი ზუგდიდის მაზრის სხვა სოფლები, ყველგან ჩაატარა გლეხთა კრებები.

 ა. ბენდიანიშვილი - „გლეხთა კლასი და გლეხთა მოძრაობა საქართველოში“

 

 

ყაჩაღობა ხიბულაში

 "სამშობლო" N480, 1916 წ.

სოფელ ხიბულაში (ზუგდიდის მაზრა) 25 ოქტომბერს, ავქსენტი შენგელიამ და მასთან კიდევ ერთმა ბოროტ-განმზრახველმა გაუტეხეს სახლი რაჟდენ ჯანაშიას და წაართვეს სხვადასხვა ნივთები, რაც ხელთ მოხვდათ. აქედან ეწვიენ მეორე მეზობელს თომა მიქაძეს, უკანასკნელსაც წაართვეს მრავალი ნივთები და მიიმალნენ. პოლიციამ დააპატიმრა ერთი მათგანი ავ. შენგელია და გადასცა სასამართლოს.


12.04.2023

"ნამარანუ" ხიბულაში

 "ნამარანუ" ხიბულაში

1933 წლის გაზეთ "კომუნისტში" ვკითხულობთ: ხობის რაიონის სოფელ ხიბულის კოლმეურნეობის - "ნამარანუ" თავმჯდომარე აღმოჩნდა ინდივიდუალური მეურნე გლეხი ბასილაია.
პაატა ცხადაიას "სამეგრელოს გეოგრაფიული სახელწოდებანის" მიხედვით სოფელ გაშფერდის ( ხობის რაიონი) საბასილაიოს უბანში მდებარეობდა სახნავი, რომელსაც ერქვა "ნამარანი".
საინტერესოა ამ ადგილს რატომ ეწოდა "ნამარანი"? მარანი ქონდათ თუ ვენახი იყო გაშენებული?!


მარინა გოლავას სტატია - ქორწილი სამეგრელოში

 ზუბის საშუალო სკოლის (ახალი ხიბულის N2 საჯარო სკოლა) ისტორიის მასწავლებლის მარინა გოლავას წერილი მეგრული ქორწილის ტრადიციაზე.

ზუბის საშუალო სკოლის მოსწავლეები ყოველთვის გამოირჩეოდნენ საქართველოს ისტორიის სიყვარულით, რაც სწორედ მარინა მასწავლებლის დიდი დამსახურებაა.

გაზეთი "სამეგრელო", 2001 წელი.

ს. ხიბულაში ხელნაწერთა აღმოჩენის შესახებ

 გაზეთი „ივერია“, 1901 წელი, სოფელი ხიბულა.

ს. ხიბულაში ხელნაწერთა აღმოჩენის შესახებ


როგორც გვატყობინებენ, ს. ხიბულაში თავ. დადიანის ოჯახში აღმოუჩენიათ ერთი შესანიშნავი ხელთ-ნაწერი (კოლოუბანში 1765 წელს გადაწერილი), რომელშიაც საბა-სულხან-ორბელიანის იგავ-არაკები თურმეა მოთავსებული. უმეტესი ნაწილი ხელთ-ნაწერისა შეიცავს აგრეთვე ჯერეთ უცნობს ლექსებს ჩვენის ცნობილის მემატიანის პაპუნა ორბელიანისას. წიგნში მოქცეულია პაპუნასივე ჯერეთ უცნობი პოემა ლექსად, რომელშიაც აღწერილია ვახტანგ მეექვსის თავგადასავალი და ისტორიულნი გარემოებანი 1724-1725 წლებისა.

სოფელ ზუბის სკოლის მშენებლობა

 1979 წელი, სოფელ ზუბის საშუალო სკოლის მშენებლობა.

ახალი სკოლა გაიხსნა 1980 წლის პირველ სექტემბერს.


1924 წლის აჯანყების ერთ-ერთი მეთაური - ახალ ხიბულელი ხარიტონ ლაშხია

 სამეგრელოს 1924 წლის აჯანყების ერთ-ერთი მეთაური - ახალ ხიბულელი ხარიტონ ლაშხია.

ხარიტონ ლაშხია დაიბადა 1893 წელს სოფელ ახალ ხიბულაში. საშუალო განათლებით, პროფესიით აგრონომი. მეფის რუსეთის არმიის ოფიცერი. დაოჯახებული. მენშევიკური პარტიის წევრი 1915 წლიდან. ის იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი.

1919 წელს პარასკევა გეგენავამ, ანტონ ხუბულავამ და ხარიტონ ლაშხიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილებას ოც-ოცი მანეთი შესწირეს.
ქვემო სვანეთში მყოფ აჯანყებულებს 1924 წლის 11 სექტემბერს სოფ. ლექსურაში ზემო სვანეთიდან მოსული აჯანყებულები შეუერთდნენ, რომელთა შორის იყო სამეგრელოს აჯანყების მეთაური: ხარიტონ ლაშხია.
ხარიტონ ლაშხიას სასამართლომ დაუმტკიცა წაყენებული ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 61-ე მუხლით და მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა სამი წლით.

პატარა ქალაქი ახალი ხიბულა -1954 წელი

 პატარა ქალაქი ახალი ხიბულა -1954 წელი.

გაზეთი "კომუნისტი".




ახალი ხიბულა - 1950 წელი

ახალი ხიბულა, მეოცე საუკუნის 50-იანი წლები. გაზეთი "კომუნისტი"



წერილი ფრონტიდან - ვარლამ ბასილაია

 წერილი ფრონტიდან

ვარლამ ბასილაია - მეორე მსოფლიო ომის მონაწილე. დაიბადა 1915 წელს ხობის რაიონის სოფელ ხიბულაში, ომში გაიწვიეს 1941 წელს. უგზო-უკვლოდ დაიკარგა 1942 წელს.
წერილში მოხსენიებული პირები: ზენიდან - შოთა წირღვავა, ხიბულიდან - დორო ჯანჯღავა და ბერაია ხობიდან.
წყარო: ივერიელი


რა გაქრა სოფლის ცხოვრებიდან (ახალი ხიბულა) ბოლო ოცი წლის განმავლობაში.

 რა გაქრა სოფლის ცხოვრებიდან (ახალი ხიბულა) ბოლო ოცი წლის განმავლობაში.

ეს ჩამონათვალი პირობითია და ნებისმიერს შეუძლია დაამატოს საკუთარი მოსაზრება.
1. "ნოდალა" - წლების წინ ოჯახები მოსავალს მეზობლების დახმარებით იღებდნენ და აბინავებდნენ. ეს იყო ურთიერთდახმარების ერთ-ერთი ფორმა. დღეს, ეს ურთიერთობა ჩაანაცვლა მუშების დაქირავებამ.

2. "ინალობა" - ანუ ჭირის სუფრას მეზობლები ემსახურებოდნენ და ოჯახს ფინანსურ ტვირთს უმსუბუქებდნენ.
3. ყოველ ზაფხულს სოფელში ბებია-ბაბუასთან ჩამოდიოდნენ შვილიშვილები და ზაფხულს სოფელში ატარებდნენ.
4. "ოჩერედი" ანუ მორიგეობით პირუტყვის დამწყემსვა გაზაფხულიდან შემოდგომამდე.
5. მდინარე ხობისწყალში ბანაობა. წლების წინ მდინარის ნაპირზე ადგილი არ იყო, ხოლო დღეს სულ რამოდენიმე ახალგაზრდა დადის საცურაოდ.
6. "გარაგადუშა გინულა" ანუ როცა უფროსები ოჯახის საქმეს მოილევდნენ, "გარაგადუშა" მეზობელთან გადადიოდნენ.
7. წლების წინ სოფლის ყველა უბანში სტადიონი იყო და უფროსები და ახალგაზრდები ფეხბურთს თამაშობდნენ. დღეს კი საპირისპირო სიტუაციაა...

 კარლო ვარდია (1920-2002 წ.წ.)

ახალგაზრდა თაობის აღზრდისა და პედაგოგიურ საქმიანობაში გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისათვის, 1997 წელს მიენიჭა ხობის საპატიო მოქალაქის წოდება.
სტატია: გაზეთი "სამეგრელო" 1997 წ.


მოსწავლეები პედაგოგ მარო ფილიავას საფლავთან

 1983 წლის პირველი სექტემბერი.

ზუბის საშუალო სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები პედაგოგ მარო ფილიავას საფლავთან.


პედაგოგი - მიხეილ ბასილაია

 დამსახურებული პედაგოგი, თაობების აღმზრდელი, მათემატიკის გამორჩეული მასწავლებელი და ხობის საპატიო მოქალაქე, მიხეილ ბასილაია (1929-2020).




15.11.2022

ზუბის საბავშვო ბაღში მოწყობილი ეთნოკუთხე

 ზუბის საბავშვო ბაღში ნონა კვირკვაიას მიერ (ორგანიზებით) მოწყობილი ეთნოკუთხე (2013 წელი. ფოტო: ირაკლი შონია).











14.11.2022

სოფელ ზუბის ტოპონიმები

 ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ზუბის ტოპონიმები.

ტოპინიმური მასალა ჩაწერილია 1983 წელს. ინფორმატორები და მეგზურები იყვნენ:

იულონ ბერია

ქსენია გედენიძე

ვლადიმერ (ჩიხო) გოგია

გრიგოლ ვეკუა

ზაურ ვეკუა

ჭიჭიკო ვეკუა

ნოდარ კემულარია

ტრიფონ ნარსია

ამბროზ ქვარცხავა

ბიკენტი ქვარცხავა

იონა ღვინჯილია

ვალოდია ჭილაია

გრიშა ხარამიშვილი

გუგუ ხარამიშვილი

 


ადამიეფიშ ფერდი - ბექი ღადიდის ნაპირას.

ავალიანიშ მინდორი - მინდორი ჯახუშ ღალის ნაპირას.

ამბროზიშ ოისირე - ისლნარი საქვარცხავოში.

აპოშ წყურგილე - წყარო საღვინჯილიოში

არჩაიაშ მართუ - მორევი ხობისწყალზე.

არჩაიაშ მოხილი - კლდე ხობისწყლის მარჯვნივ. მოხილი - ჩამორღვეული, ჩამოშლილი.

არჩილიშ ნოხორი - მინდორი ოკიბორჩხალეს მარცხენა ნაპირზე.

აფაქიაშ ფონი - ფონი. იგივე წისქვილის ფონი.

ბათუშ მოხილი - მორევი ხობისწყალზე.

ბახვაიაშ შეკებული - ტყე სავეკუოში.

ბერაიეფიშ ნოხორი - სახნავი ხობისწყლის მარჯვენა ჭალაში.

ბერიაშ ნოხორი - სახნავი ოკიბორჩხალეს მარჯვ. ნაპირას.

ბიქტორიშ წყურგილე - წყარო ხობისწყლის ჭალაში.

გაბარი - ბექი. ჭალას გასდევს ზუბის სკოლიდან სოფ. გაშფერდამდე. გაბარი „ვაკე-სერი, ზეგანი“.

გვაჩიშ ნოხორი - სახნავი ხობისწყლის ჭალაში.

გიორგიშ ნოხორი - სახნავი ოკიბორჩხალეს ნაპირას.

გოგიაშ წყურგილე - წყარო საღვინჯილიოში.

გოგიშ მუხური - სახნავი ლეტეშში.

დავითიშ შეკებული - ტყე ხობისწყლის ჭალაში.

დრიმიტიშ დიხა - სახნავი ხობისწყლის ჭალაში.

დუტუშ წისქვილი - წისქვილი ოკიბორჩხალეზე.

ელაგირძე „წაგრძელებული“ - სახნავი ხობისწყლის ჭალაში.

ენწერი - ტყე-ჭაობი. ჟღები.

ერასტოშ ნოხორი - სახნავი საქვარცხაში.

ვალიკოშ ნოხორი - სახნავი საქვარცხაში.

ვეკუეფიშ ნოხორი - სახნავი ხობისწყლის მარჯვენა ნაპირას.

ზუბიშ ოხვამე - ეკლესია. იგივე წიმდა გიორგი.

ზუბიშ ჭალე - ხობისწყლის ჭალა სკოლის შენობიდან ზემოთ, სოფ. გაშფერდამდე.

კაჭიაშ წყურგილე - წყარო ხობისწყლის ჭალაში.

კემლარიეფიშ ნოხორი - სახნავი ხობისწყლის მარჯვენა ნაპირას, ზუბის (საჯიჯაოს თემი) საზღვარზე.

კიზირიაშ ნოხორი - ჩაის ფართობი ოკიბორჩხალის მარჯ. ნაპირას.

კინაშ სტოლბა - სახნავი ხობისწყლის ჭალაში, ყანის ბოლოში. ელექტროგადამცემი ხაზის ბოძი დგას.

კოსტაშ ტყა - ტყე ოკიბორჩხალის მარცხ. ნაპირას.

კოტო „ქოთანი“ - მორევი ოკიბორჩხალეზე, სავეკუოში.

ლეფონონი - ტყე ხობისწყლის ჭალაში. ლეფონი „ლაფანი“.

ლომკვირკვაიაშ ტყა - ტყეა სახარამიშვილოსა და წიფურღალს შუა. ლომ(ი) პირსახელია.

მალანიაშ ნოხორი - მინდორი ჯახუშ ღალის ნაპირას.

მელეყვანა „გაღმაყანა“ - ტყე სავეკუოში, ოკიბორჩხალის მარცხ. ნაპირას.

მიქეშ ოისირე „მიქეს საისლე“ - ბუჩქნარი ოკურჩხალის ნაპირას.

ნაკაზარმუ - ჩაის ფართობი ოკიბორჩხალის ნაპირას.

ნაოისირ „ნასაისლერი“ - ჩაის ფართობი ოკიბორჩხალეს ნაპირას.

ნაოსხაპ(უე) - მინდორი ოკიბორჩხალის მარცხ. ნაპირას, სავეკუოში. ოსხაპუე ის ადგილია, სადაც სოფლის ან უბნის მოსახლეობა შაბათ-კვირას თავს იყრის და ერთობა, იმართება ცეკვა-თამაში. სხაპუა „ცეკვა, სტომა“.

ნაოხვამუ - სახნავი ხობისწყლის ჭალაში.

ნაყარწყარი - ფშანი, ღელე ხობისწყლის ჭალაში, სადაც ამჟამად სტადიონია. ნაყალი „ნატოტარი“ - ყა „ტოტი“.

 ნაშხურუ „ნაცხვარალი“ - სახნავი ხობისწყლის მარჯვ. ნაპირას. ცხვრის ნადგომი ადგილია.

ნაწისქვილ „ნაწისქვილარი“ - ბუჩქნარი ოკიბორჩხალეზე, სავეკუოში.

ნახოპწყარუ - მინდორი ხობისწყლის მარჯვ. ნაპირას, სადაც შემდეგ სტადიონი და ფერმა იყო.

ნესტორიაშ შეკებული - ტყე სავეკუოში.

ნესტორიაშ დიხა - სახნავი ჭალეში.

ნეძონი ‘კაკლიანი“ - სახნავი ხობისწყლის ჭალაში.

ნოტოშ ნოხორი - სახნავი ხობისწყლის ჭალაში. ნოტო კაცის სახელია.

ოგინე „სახბორე“ - ჩაის ფართობი. იგივე სხულიშჯინჯი.

ოთუთუმე/ოთუთუმეშ ფართობი - ჩაის ფართობი საქვარცხაში. თუთუმი „თუთუნი“.

ოთუთუმეშ ფართობი - ჩაის ფართობი. იგივე ოთუთუმე.

ოკირეში - საკირე ხობისწყლის მარჯვ. ნაპირას, სოფ. ზანის პირდაპირ, სადაც წვავდნენ კირს.

ოკურჩხალე - ღელე გაშფერდიდან გაედინება საქვარცხას უბანში.

ოკიბორჩხალე - იგივე ოკურჩხალე.

ოლართელი - სახნავი ხობისწყლის ჭალაში.

ოლისირე - ჩაის ფართობი საქვარცხაში.

ონძილე „ჯილე“ - ტბორი, წყარო ჩიჩუეფიშ პარტიკის ნაპირზე.

ოტოშ წყურგილე - წყარო კემულარიეფიშ ნოხორთან.

ოქაჯე/ოჩოკოჩიშ ოხორუ - ერქვა უღრან ტყესოკურჩხალეს ხეობაში. დასასახლებლად მოსულ ჭილაიეფს ქაჯი და ოჩოკოჩი უნახავთ და სასწრაფოდ გასცილებიან იმ ადგილს.

ოჩე - ერქვა სახნავს ხობისწყლის ჭალასა და საკემულარიოს შუა.

ოწერე - სახნავი ხობისწყლის ჭალაში.

ოხოჯური - სახნავი ხობისწყლის ჭალაში. თავად ჩიჩუას ქონია შემოღობილი ხარებისთვის.

იჯაპე - სახნავი ოჩესთან.

ჩიჩუეფიშ პარტიკი - ტბორი საშონიოსა და ჭალეს შუა.მდ. პარტიკის სათავეა.

პაჭუშ ნოხორი - მინდორი ოკიბორჩხალეს მარცხ. ნაპირას.

პეტრეშ ოისირე - ბუჩქნარი ოკურჩხალის ნაპირას.

პეხუშ წყურგილე - წყარო კემლარიეფიშ ნოხორის ტერიტორიაზე.

ჟღები/ენწერი - ტყე, ჭეჭყობი საქვარცხასა და საშონიოს შუა.

საანგურო - ცაის ფართობი სავეკუოში.

დაბერაიო - უბანი საქვარცხასა და საკემლარიოს შუა, სოფ. ახალხიბულის საზღვართან.

სალომაიო - უბანი საჭილაიოს გვერდით.

სანარსიო - უბანი ახალხიბულა-ზუბის გზაზე.. ნარსიების წინაპრები ჩამოსულან ჯოლევიდან (მარტვილის რ.) და რამდენიმე ათეული წლის წინ კიდევაც დადიოდნენ იქ დარჩენილ ნათესავებთან.

სანდროშ დიხა - სახნავი ხობისწყლის ჭალაში.

სანდროშ ნოხორი - სახნავი ოკიბორჩხალის ნაპირას.

საქვარცხა - უბანი სოფ. საჯიჯაოს და ახალხიბულის საზღვართან. ქვარცხავების წინაპრები ჩამოსულან ნაჯაგუდან (ჩხოროწყუს რ.) და მამა-პაპანი კიდეც მიდიოდნენ იქ მირსობის დღესასწაულზე.

საღვინჯილიო - უბანი ხობისწყლის მარჯვ. ნაპირის ბექობზე, გაშფერდის საზღვართან. ღვინჯილიების წინაპრები წალენჯიხიდან ჩამოსულან.

საშონიო - უბანი ხობისწყლის ჭალასა და საქვარცხას შუა.

საჭილაიო - უბანი ხობისწყლის ჭალასა და სალომაიოს შუა. ინფორმატორ ვ. ჭილაიას (დაბად. 1903 წ.) მამის ბაბუა ბურდღუია ჩამოსულა სოფ. ბობოთიდან (მარტვილის რ.) ახალგაზრდობისას. თვით ვ. ჭილაია რამდენჯერმე არის ნამყოფი ბობოთში.

სახარამიშვილო - უბანი გაშფერდის საზღვარ-თან.

სესიშ წისქვილი - წისქვილიო წიფურღალზე.

 

სხულიშ ჯინჯი/ოგინე - ჩაის ფართობი ოკიბორჩხალის ნაპირას.

უშქურონა „ვაშლნარი“ - ერქვა ტყეს სოფ. საჯიჯაოს საზღვართან.

უშქურონაშ ჩაი - ჩაის ფართობი უშქურონასთან.

უჩანაშ წყურგილე - წყარო ოკურჩხალის მარცხ. მხარეს.

უჩა ტობა - მორევი ხობისწყალზე.

ფართო დიხა - სახნავი ხობისწყლის ჭალაში.

ფაღვაშ მართუ - მორევი ხობისწყალზე.

ფაღვაშ მოხილი - კლდე ხობისწყლის ნაპირას.

ფერდონა - სახნავი - ხობისწყლის ბექის ნაწილი საჭილაიოსა და სალომაიოში.

 

ფიდოშ წისქვილი - წისქვილი ოკიბორჩხალეზე.

ფილუშ ოჩაიე - ჩაის ფართობი ოკიბორჩხალის ნაპირზე.

ფრიალე „ვერხვი“ - სახნავი ხობისწყლის ჭალაში.

ქვარცხეფიშ ნოხორი - სახნავი ხობისწყლის ჭალაში.

ქუცონა - სახნავი ხობისწყლის ჭალაში, საჯიჯაოს საზღვართან.

ღვინჯილიეფიშ წისქვილი - ნაწისქვილარი წისქვილის წყაროზე.

ღვინჯილიეფიშ წყურგილე - წყარო, ღელე საღვინჯილიოში.

შოთაშ ნოხორი - სახნავი ოკიბორჩხალეს ნაპირას.

შონიეფიშ კარი - სახნავი ხობისწყლის ჭალაში.

შონიეფიშ ღალუ - ღელე, პარტიკის ერთ-ერთი სათავე.

შონიეფიშ წყურგილე - წყარო საშონიოში.

ჩაგუშ წყურგილე - წყარო საღვინჯილიოში.

ჩიჩუეფიშ პარტიკი - ტბორი.

ჩქონი - საძოვარი ხობისწყლის ნაპირას. „ჩქონი“ - კუნძული.

ცხიმურიშჯინჯი - მორევი ოკიბორჩხალეზე სავეკუოში.

წიმდა გიორგი/ზუბიშ ოხვამე - ეკლესია, სასაფლაო სოფლის ცენტრში. აქ აღინიშნებოდა „გერგობა“ 10 ნოემბერს. კლავდნენ ჯაკელს ან მოზვერს.

წისქვილიშ წყარი - ხობისწყლის ტოტი საღვინჯილიოში.

წიფურღალუ - წისქვილიშ წყარის მარჯვენა შენაკადი სახარამიშვილოში.

ჭალე - ჭალა ხობისწყლის მარჯვენა ნაპირას.

ჭილაიეფიშ დიხა - ჩაის ფართობი საჭილაიოში.

ჭიალიეფიშ ღალუ - ღელეპარტიკის შენაკადი.

ჭუჭუშ ნოხორი - სახნავი ხობისწყლის ნაპირას.

ხიბლაშ ზუბი - სოფელი ზუბი.

ხოპწყარიშ გაბარი - ნექი ხობისწყლის ნაპირას.

ხუსენიაშ ნოხორი - მინდორი ოკიბორჩხალეს ნაპირას.

ჯაბურიაშ ნოხორი - ჩაის ფართობი ოკიბორჩხალესთან.

ჯახუშ ღალუ -ღელე სოფ. ზუბის საზღვართან.

ჯახუშ ღალიშ წყურგილე  - წყარო ჯახუშ ღალის ნაპირას.

ჯინორიაშ ნოხორი - ჩაის ფართობი ოკურჩხალის მარცხ. ნაპირას.

ჯიქიაშ ნოხორი - ჩაის ფართობი ოკურჩხალის მარჯვ.. ნაპირას.

 

პაატა ცხადაია სამეგრელოს გეოგრაფიული სახელწოდებანი, ტ. III, 2007  წელი.

 

 

26.10.2022

ახალი ხიბულის ტყეების საზღვრები

 ახალი ხიბულა, "ჯვეშიშ ტყა". ტყით სარგებლობდნენ და უვლიდნენ ადგილობრივები. ყველა ოჯახს ქონდა მისი ტყე, რომლებიც ერთმანეთისგან გამოყოფილი იყო არხებით. ფოტოებზე ნათლად ჩანს ათეული წლების წინ გავლებული საზღვრების კვალი.




ახალი ხიბულის ჩაის პლანტაციებში თბილისის საშუალო სკოლების მოსწავლეები

 ახალი ხიბულის ჩაის პლანტაციებში თბილისის საშუალო სკოლების მოსწავლეები. 1984 წ.



ახალ ხიბულელები - 1979 წელი

 ახალი ხიბულა, 1979 წელი. უფროსი ეკონომისტი დემურ კემულარია, პარტკომის მდივანი ლიონ სიჭინავა და კომკავშირის კომიტეტის პირველი მდივანი ლიანა ნადარაია.

 წყარო: საბჭოთა საქართველოს შვიდწლედის მიღწევები.

ზუბის საბავშვო ბაღი - 1979 წელი

 ახალი ხიბულის (ზუბის) საბავშვო ბაღის აღმზრდელი (რუსიკო კვირკვაია) და აღსაზრდელები, 1979 წელი.