17.03.2026

ანიკო ბექაია-ჯორჯიკია

 ანიკო ბექაია-ჯორჯიკია ხობის მონასტრის ეზოში დაკრძალული ივაკა ჯორჯიკიას საფლავთან.

ივაკა ჯორჯიკია არაერთი საზოგადო საქმის მოთავე ყოფილა.

"ივერია" - ხობის სკოლის ახალი შენობის აშენების შესახებ აღნიშნავს: ,,...იმედია ბატონი ივაკა ჯორჯიკია, როგორც თავი კაცი ამ საზოგადოებისა, როგორც პირველი დამწყები და გულშემატკივარი ამ საქველმოქმედო საქმისა უკანასკნელად არ დაიშურებს მეცადინეობას და ჩინებულად დაწყებულს ჩინებულადვე დააგვირგვინებს.
1888 წლის 13 ოქტომბერს ქუთაისის ბაღში რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე მესამის საპატივსაცემოდ გამართულ საღამოზე ზუგდიდის მაზრიდან ივაკა გიორგის ძე ჯორჯიკია მიუწვევიათ. საღამოზე დასასწრებად მას უნდა გადაეხადა მამაკაცებისთვის დაწესებული გადასახადი 15 რუბლი, რომელიც აანაზღაურებდა საიმპერატორო ოჯახის სტუმრობის ხარჯებს.

Комментариев нет:

Отправить комментарий

Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.