ლევან (ორდე) კილასონია
დაიბადა 1921 წლის 23 მაისს ხობის რაიონის სოფელ საჯიჯაოში, მრავალშვილიან (5 შვილიან)
ოჯახში.
1939
წელს დაამთავრა საჯიჯაოს საშუალო სკოლა, 1941 წ. გაიწვიეს სავალდებულო-სამხედრო სამსახურში
— უკრაინაში ქ. ჟიტომირთან ახლოს სოფ. გუევაში მოუსწრო დიდმა სამამულო ომმა — იბრძოდა
ტანკსაწინააღმდეგო ტყვიამფრქვევების ნაწილში. ლევანი სანიტარული ათეულის მეთაურად დაინიშნა
(დაჭრილი მეომრები გამოჰყავდათ ბრძოლის ველიდან).
ქ.
ბელაია ცერკოვის მისადგომებთან ქალაქის დაცვისას — მძიმედ დაიჭრა... განათავსეს ქ.
კიევის სამხედრო ჰოსპიტალში, შემდეგ გადაიყვანეს ხარკოვში, შემდეგ ყაზანში... სამხედრო
კომისიამ (კომისარიატის) სამხედრო ინვალიდობა დაუდგინა.
...და
ისევ სკოლა — 1942 წ. 1 სექტემბერს დაინიშნა საჯიჯაოს საშუალო სკოლაში დაწყებითი სამხედრო
სწავლებისა და ფიზკულტურის მასწავლებლად.
1946
წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიოლოგიის ფაკულტეტზე, სადაც უნივერსიტეტის
კორიფეები უკითხავდნენ ლექციას (აკად. ნიკო კეცხოველი, კ. კეკელიძე, ნ. მუსხელიშვილი).
1951
წელს უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე დაინიშნა ზუბის (ახალი ხიბულა) 8-წლიანი სკოლის
სასწავლო ნაწილის გამგედ. 1952 წელს გადმოიყვანეს ახალი ხიბულის 8-წლიანი სკოლის სასწავლო
ნაწილის გამგედ და ბიოლოგიის მასწავლებლად.
1954
წელს დაინიშნა გაღმა საჯიჯაოს 8-წლიანი სკოლის დირექტორად.
1956
წლიდან გადაყვანილ იქნა ჯაპიშაქრის საშუალო სკოლის დირექტორად (დიდი შრომა და სახსრები
ჩადო ახალი სკოლის მშენებლობაში). 1969 წ. სექტემბრიდან სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა
ამავე სკოლაში — ბიოლოგიის მასწავლებლად.
ლ. კილასონია დაჯილდოებული
იყო მედლით „სკოლის წარჩინებული მასწავლებელი“ და მეორე მსოფლიო ომის მედლებითა და
ორდენებით.
Комментариев нет:
Отправить комментарий
Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.