ს. ხორგა (ზუგდიდის მაზრა). ს. ხორგა შესდგება 900 კომლისაგან, მდებარეობს დ. ხობსა და ქ. ფოთის შუა, რომელთა სივრცე 25 ვერსტია.
მცხოვრებთა
განვითარებით
და
ინტელიგენტთა
რიცხვით
არ
ჩამოუვარდება
სამეგრელოს
სხვა
სოფლებსა.
უკვე
ყველამ
იცის,
რომ
ყოველივე
საკულტურო
დაწესებულების
დაარსება
დამოკიდებულია
სოფლის
ინტელიგენციაზე,
მაგრამ,
ჩვენდა
საუბედუროდ,
ჩვენი
ინტელიგენცია
ასეთი
საზოგადო
სასარგებლო
საქმისათვის
ყურსაც
არ
იბერტყს
და
ეს
არის
უმთავრესი
მიზეზი
იმისა,
რომ
ჩვენს
სოფელში
არავითარი
საკულტურო
დაწესებულება
არ
არსებობს.
მიწის დამუშავება და სამუშაო იარაღი ჩვენში ადამის დროს არ გასცილებია. არც სწავლა-განათლებისაა კმაყოფილი, ვინაიდან ერთად-ერთი ორ-კლასიანი ნორმალური სასწავლებელი ვერ აკმაყოფილებს ახალ მოზარდთა წყურვილს. სოფლის საზოგადოებაში, სახელდობრ „ქარიატა“ მთლად მოწყვეტილია სწავლა-განათლების და აგრეთვე უხერხულ მდგომარეობაშია ს. „გურიფული“.
ყოველი სწავლა-განათლების
მოტრფიალე
ადამიანი
მოვალეა
ზომა
მიიღოს
ამ
ორ
ადგილში
სკოლის
გახსნის
თაობაზე.
უადგილო
არ
იქნება,
უკვე
არსებულ
სკოლისაც
ორიოდე
სიტყვა
ვსთქვათ;
სკოლის
შენობა
ახლო
მომავალში
ხელ-ახლად თუ არ იქნა აშენებული
(საზოგადოებას
აქვს
1500 მანეთი,
ხაზინაც
კი
აძლევს
შემწეობას),
ცხადზე-უცხადესია,
რომ
არაფრის
საშუალებით
მომავალ
ზამთარში
ძველ
შენობის
ქვეშ
მეცადინეობა
არ
შეიძლება
და
საზოგადოება
იძულებული
იქნება
სკოლისათვის
ცალკე
კერძო
შენობები
იქირაოს,
რაც
საზოგადოებისათვის
მეტად
საზარალო
იქნება.
ამისათვის
ურიგო
არ
იქნება,
ვინმე
რა
იკისრებდეს
ამ
საქმის
დაჩქარებით
სისრულეში
მოყვანას,
რითაც
დიდათ
დაავალებს
საზოგადოებასა.
„სახალხო
გაზეთი“ N354, 1911 წ.
Комментариев нет:
Отправить комментарий
Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.