ცნობილი ფიზიკოსი იონა მირცხულავა, 1912 წლის 2 თებერვალს დაიბადა ხობის რაიონის სოფელ ხორგაში. ი. მირცხულავამ 1935 წელს დაამთავრა ლენინგრადის პოლიტექნიკური ინსტიტუტი.
ფოტო: ირაკლი შონია
სწავლის დასრულების შემდეგ მუშაობა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზოგადი ფიზიკის კათედრაზე ასისტენტად, აგრეთვე თბილისის სამედიცინო ინსტიტუში. ის იყო ინსტიტუტის ფიზიკის კათედრის პირველი გამგე (1937-1952წწ). ხოლო, 1954 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მყარი სხეულის ფიზიკის კათედრის გამგე. მისი ძირითადი შრომები ეხება მყარი სხეულის ფიზიკასა და ნახევრად გამტარების ფიზიკას. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1950), პროფესორი (1950). ი. მირცხულავას 1975 წელს საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა.
იონა მირცხულავა 1983 წლის 2 ივნისს, 71 წლის ასაკში გარდაიცვალა.
2012 წელს გამოიცა საიუბილეო კრებული-წერილები და მოგონებები, რომელიც მეცნიერის დაბადებიდან 100 წლისთავს მიეძღვნა.
ბიბლიოგრაფია
·ნახევარგამტართა ფიზიკა: დამხმარე სახელმძღვანელო ფიზიკის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის (ავტორი) 1979.
·ზოგადი ფიზიკის სახელმძღვანელო : მექანიკა და მოლეკულური ფიზიკა (ავტორი)1960.
·სტატისტიკური ფიზიკა და თერმოდინამიკა (ავტორი) 1957
·ზოგადი ფიზიკა : მოკლე სახელმძღვანელო (ავტორი)1946.
თუ მოგეპოვებათ იონა მირცხულავას ფოტო გთხოვთ მოგვაწოდოთ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე: levanigvinjilia@gmail.com
წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ბიოგრაფიული ლექსიკონი.
Комментариев нет:
Отправить комментарий
Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.