ხობის რაიონში, მდინარე ჭანისწყლის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს ლამაზი
სოფელი ძველი ხიბულა. ძველი ხიბულის ცენტრში, ღელე სქურჩას მარჯვენა ნაპირას მდგარა მთავარანგელოზთა
სახელობის ეკლესია. იქვე, ახლოს მდებარეობს ხიბულის ჯიხა (ციხესიმაგრე). ძველ ხიბულაში
გაატარა თავისი ცხოვრების უკანასკნელი დღეები საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად
გამსახურდიამ.
ფოტო: ირაკლი შონია
სოფელი ხიბულა არაერთგზის არის მოხსენიებული ძველ საეკლესიო ჩანაწერებში.
1621 წელს შედგენილ „აფხაზეთის საკათალიკოზო გამოსავალი მოსაკრებლის დავთარში“ აღნიშნულია:
„არს ხიბულას სასახლე და გამოსავალი მართებული მოსაკრებლობა“. 1616-1621 წლებში შედგენილ (სავარაუდოდ) „კათალიკოს მალაქიას მოლაშქრე
კაცთა ნუსხაში“ აღნიშნულია: „არის ხიბულას აზნაურიშვილი და მსახური 30“. ხიბულა მოხსენიებულია
იტალიელი მისიონერის, არქანჯელო ლამბერტის „სამეგრელოს რუკაზე“, რომელიც შედის
1654 წელს ნეაპოლში გამოცემულ „სამეგრელოს აღწერაში“. დონ კრისტოფორო
დე კასტელის – სამეგრელოს ნახატები „სამეგრელოს სოფელ ხიბულას
მთაზე მდგარ ეკლესიაში უმშვენიერესი ვერცხლის ხატებია”.
ხიბულის ეკლესია - კასტელის ნახატი
ხიბულის იმ ნაწილს , რომელიც მდებარეობს ჭანისწყლის მარჯვენა ნაპირზე,
მოგვიანებით დაერქვა ძველი ხიბულა და გამოიყო ცალკე სასოფლო საბჭოდ.
ხობის
მუნიციპალიტეტის სოფლების ტოპონიმებზე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, სრულმა პროფესორმა
პაატა ცხადაიამ, 2007 წელს გამოსცა ფასდაუდებელი ნაშრომი - სამეგრელოს გეოგრაფიული
სახელწოდებანი (ხობის რაიონი, ქ. ფოთი).
პ.
ცხადაიას წიგნი დღეს, ბიბლიოგრაფიულ იშვიათობას წარმოადგენს. წიგნი თავის დროზე მცირე ტირაჟით
(300 ერთეული) გამოიცა.
აღნიშნულიდან
გამომდინარე მიზანშეწონილია ძველი ხიბულის მკვიდრებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს ხელი
მიუწვდებოდეთ და იცნობდნენ თავიანთი სოფლის ტოპონიმიკას. სოფლის ისტორიის მართებულად
გასააზრებლად ტოპონიმების ცოდნას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
ტოპონიმური
მასალა ჩაწერილია 1983 წლის 4-6 ოქტომბერს. ინფორმატორები იყვნენ:
ბაჯუ
არაჩემია (მიტროფანე)
ჯოტო
ბუღაშვილი
ნუგზარ
ბერიძე
ილია
გაწერელია
პოლიკარპე
გვასალია
ნუგზარ
თუთბერიძე
იროდი
კირთაძე
გურული
ლაკირბაია
კოკი
ქარცხია
ვალიკო
ქაძანაია
პროფი
ქვარაია
ჯუმბერ
ქვარაია
არტე
ქვათაძე
გუჯა
ღურწკაია
შაქრო
ჩემინავა
იროდი
ჯაკონია
მოკოდია
ჯაკონია
ტერენტი
ჯაკონია
ამბროზიშკარი
- სახნავი უდუდეღალის ნაპირას
არაბიშ
წყარი (გიორგიშ წყარი - წყარო საკობახიოში. აქ გიორგი ლაკირბაია ესახლა. შავი იყო და
არაბს ეძახდნენ.
ბაბუშიაშ
ნაკარუ - სახნავი ნახაჯღალის მარცხენა ნაპირას.
ბაღჩა
/ მარიაშ ბაღჩა - სახნავი საქანთარიოში.
ბეჩუნიაკარი
- ჩაის ფართობი საყურასქუოში
ბოგირმენჯი/ბოგურმენჯი
- საძოვარი სქურჩის მარცხენა ნაპირას. მენჯი ყოფილა ღრმა და ბოგირით დაუფარავთ, რათა
საქონელი არ ჩაძირულიყო.
ბოგურმენჯი
- საძოვარი
ბულიერი-ფერდობები
ტების გვერდით, დობერის ძირას.
ბურდუ
- ერქვა ტყეს საქვარცხავოში
ბურდუშ
ჩაი-ჩაის ფართობი ბურდუში
ბუჯიშ
ნოხორი - ჩაის ფართობი ენწერში
გაიოზიშ
ნოხორი - სახნავი საჯაკონიოში
გაწერელიეფიშ
სუკი - სერი სოფელ ნარაზენის საზღვართან, სუჯუნაღალის მარცხენა ნაპირას.
გერასმეშ
ნოხორი - მინდორი საღურწკაიოში.
გიორგიშ
სუკი - ბორცვი საჩემინაოში.
გიორგიშ
წყარო - იგივე არაბიშ წყარო.
გუდუშ
ნაფთური - მინდორი საბუღაღასქუოში. აფთურა აფხაზურად ნიშნავს მწყემსის სადგომს.
დობერა
- სერი სქურჩა-ჭანისწყლის გამყოფი.
დურღენღალ
- ღელე, ფართო ღალის მარჯვენა შენაკადი. დურღენი - 1. მაყვალი (ნაყოფი), 2. მაყვლის
ბუჩქი.
ენწერი
- ტყე სოფელ ნარაზენის საზღვართან.
ერმინეშ
ბაღჩა - სახნავი ნახაჯღალის სათავესთან.
ვალოდიაშ
კარი - მინდორი საჩემინაოში
თუდოლენჭალე - ჭალა-სახნავი საქანთარიოსა და სოფლის
ცენტრს შორის.
თუდოლენხიბლა -
სოფლის ნაწილი ცენტრის ქვემოთ.
თურქიშ ნოხორი
- სახნავი დობერაში.
იაკობიშ შეკებილი
- ტყე საქანთარიოში
იონაშ ბარდი -ტყე
ნოგერუანთან
იროდიშ კარი - საძოვარი
საქანთარიოში
კაკუაშ ეკალი -
აღმართი, ბილიკი პაპანწყვირის გვერდით, გადიოდა ჭაქვინჯისკენ.
კაჯაშ ოხარჩალაია
- წყარო.
კერანდუხუშ ნოხორი
- სახნავი ნარაზენთან. კერანდუხუ ქალის სახელია.
კერანდუხუშ წყარო
- წყარო საქაძანაიოში.
კიტაიაშ ონთხორუე
- კიტიას სასაფლაო - მინდორი სააბულაძოში. რევოლუციამდე ერთ კაცს მსახურად ჰყოლია სხვა
რჯულისა და წარმომავლობის კაცი, რომელსაც კიტაიას ეძახდნენ მეტსახელად. მისი დამარხვა
ეკლესიაში არ შეიძლებოდა და იქ მარტოკა დაუმარხავთ“.
კიტიეფიშ ტობა
- მორევი ჭანისწყალზე
კოლაშკარი - სახნავი
საქანთარიოში
კოტოტობა - მორევი
იგივე ტკილტობა.
კურკუცა-ბორცვი,
სასაფლაო საქარცხიოში.
კურკუცა, კურკუცია
- მცირე მრგვალთავა ბორცვი.
ლაგერვანი - ბორცვი.
იგივე ნაგელუვანი.
ლავრენტიშ შეკებული
- ტყე საქანთარიოში. შეკებული-შემოკავებული.
ლეფონა - ტყე სქურჩის
მარჯვნივ. ლეფონი-ლაფანი.
ლექარცხიე-უბანი
სქურჩის ნაპირას. ცხოვრობენ ქარცხიები.
ლომკაშ ნოხორი-სახნავი
სოფლის ცენტრთან.
მარიაშ ბაღჩა-სახნავი,
იგივე ბაღჩა.
მენჯი „ვეძა“ -
ღელე. საბუღასკუოდან გადის და რეყეში ერთვის უდუდე ღალს. მენჯი ერქვა ტლატოსაც სოფლის
ცენტრის სიახლოვეს.
მენჯიშ ჭალე - სახნავი
სოფლის ცენტრსა და ჭანისწყალს შუა.
მესხეში ნოხორი
- სახნავი სოფ. ჭაქვინჯის საზღვართან. მესხია ქვრივი ქალი იყო (მესხია-მესხიხე-მესხე).
მთავარანგელოზი
- საყდარი სოფლის ცენტრში.
მურზაიაშ ნოხორი
- ჩაის ფართობი ლექარცხიეში. მურზაია კაცის სახელია.
მუხრამიშ ნოხორი
- ბორცვი, სახნავი ჯიხაფერდსა და საჭანოს შუა.
მუკოხილიშ ფერდი
- სერი ჭანისწყლის მარჯვენა ნაპირას. მუკოხილი-ჩამორღვეული ფლატე.
ნაგერუანიშ მენჯი
- ტლაპო საქანთარიოს თავზე.
ნადოხორუ - სახნავი
ჟიმოლენ ჭალეში. დადიანების სანადირო ტყე იყო და სახლი ედგათ.
ნათუთუმუ - ნათამბაქოვარი
- ჩაის ფართობი. იგივე ნაჭვი ჩაი.
ნაკობახუ - სახნავი
ნაგელუვანსა და საჭაქვინჯოს შუა. კობახია გვარია.
ნაოხვამ - ბორცვი
ურიაღალთან
ნაშენჭალე - სახნავი
ჭანისჭყლის ჭალაში.
ნაწისქვილუ - წყარო-ნაკადული,
სუჯნაღალის მარჯვენა შენაკადი საცაგურიოში.
ნაწიფუ - სახნავი,
სერი საჯაკონიოში. ურიაღალის მარცხენა მხარეს. ძველად აქ წიფურიები ესახლნენ.
ნაქაჯიანუ -ჩაის
ფართობი სქურჩის მარჯვენა ნაპირას, სოფ. ჭაქვინჯის საზღვართან. გადმოცემით, აქ ქაჯაიაები
ცხოვრობდნენ.
ნახაჯღალ - ღელე,
სქურჩის მარჯვენა შენაკადი. იწყება საქვარაიოში, გაივლის დობერასა და ჭანისწყალს შუა.ნახაჯი-ნაცერცვალი.
ნინოშ ნოხორი -
სახნავი საჭანიოში.
ოინჭირიონი - „საანწლე“-
ტყე საჭანიოში
ოსკვერემენჯი -
„საშვლე ვეძა“- ტალახი, ტებიშ მენჯი.
ოტოფუე - მორევი
ჭანისწყალზე. ტოფუ თევზია ერთგვარი, ხორო ტოფუა არის თევზის გასვლა ქვირითის დასაყრელად.
ოწურბელე - „საწურბლე“
- ღელე ცხუკონაში, სოფელ ჭაქვინჯის საზღვართან.
ოხარჩალაია//კაჯაშ
ოხარჩალაია - წყარო, ტყე სუჯნაღალის ხეობაში. „ოხარჩალაია“ -ჩხრიალა. ჩუხჩუხა.
ოხარჩალე- წყარო,
ნაკადული საკობახიოში.
ოხვამეკარი - სახნავი
სოფლის ცენტრში.
პავლიაშ ნაკარუ
- სახნავი ჭანისწყლის ჭალაში.
პაპანწყვირე - ტბა
სოფელ ჭაქვინჯის საზღვართან. პაპანწყვირი, პაპანწყვილე ხშირია სამეგრელო-სამურზაყანოს
ტოპონიმიაში და აღნიშნავს პატარა ტბა-ჭაობს, საშიშარსა და სახიფათოს, გაუვალს.
პაპანწყვირეშ ღალ
- ღელე პაპანწყვირიდან გადის და ერთვის საჭაქვინჯოღალს.
პეტრეშ ნოხორი
- საძოვარი საცაგურიოში.
ჟიმოლენჭალე -
„ზემო ჭალა“ - ჭალა-სახნავი სოფ. ჭაქვინჯის მხარეს.
ჟიმოლენხიბლა -
სოფლის ნაწილი, სოფლის ცენტრის აღმოსავლეთით.
რეყე „რიყე“ - ჭაობნარი
სოფ. ნარაზენის საზღვართან.
როკონა - სახნავი
ჭანისწყლის ჭალაში, ჯაპიშაქრის პირდაპირ. როკი-გამხმარი. დაკორძებული კუნძი.
სააბულაძო - უბანი
საჭანიოსა და საზარანდიოს შუა.
სააბულაძოშ ღალ-ღელე.
ჭანისწყლის მარჯვენა შენაკადი.
საარაჩემიო - უბანი
სქურჩა-ჭანისჭყლის წყალგამყოფზე. აქაური არაჩემიების წინაპრები სოფ. ჯიხაშკარიდან გადმოსულან.
საარაჩემიოშ ყვანა
- სახნავი საარაჩემიოში.
საბებიო - უბანი
საჭანიოსა და საცაგურიოს შუა.
საბუღასქუო-უბანი
უდუდეღალის მარცხ. ნაპირას. ცხოვრობენ ბუღაშვილები. წინაპრები ჩამოსულან რაჭიდან.
საგაწერელიო-უბანი
სუჯნაღალსა და უდუდეღალს შუა. გაწერელიები მარტვილიდან ჩამოსულან (კერძოდ, პირველი
ყოფილა 1904 წელს დაბადებული ინფორმატორის - ილია გაწერელიას -პაპუ დიტო).
სავარდიო - ბორცვი
სოფ. ჭაქვინჯის საზღვართან. აქ ვარდიების მამულები იყო.
საკობახიო - უბანი
ჯიხაფერდსა და საჭანიოს შუა.
საკონჯარიო - უბანი
ნარაზენის საზღ ვართან.
საკონჯარიოშ ღალ
- ღელე, სქურჩის მარჯვ. შენაკადი.
სამიქანძო - უბანი
ჭაქვინჯთან. აქ ცხოვრობენ მიქაძეები.
საქანთარიო - უბანი
ჭანისჭყლის მარჯ. ნაპირას.
საქარცხიო - უბანი
სუჯუნის მარცხენა ნაპირას, უდუდეღალუს სათავესთან. ლექარცხიე უფრო ზემოთაა.
საქარცხიოშ ტყა
- ტყე საქარცხიოს განაპირას.
საქარცხიოშ წყურგილი
- წყარო სუჯუნაღალის მარცხ. ნაპირას.
საქაძანაიო - უბანი
უდუდეღალის მარცხ. ნაპირას. გადმოცემით, ქაძანაიები გვარად ქაუძანაძეები ყოფილან და
ხონიდან თუ მარტვილიდან ჩამოსულან.
საქვარაიო - უბანი
სოფ. ჭაქვინჯის საზღვართან.
საქვარცხაო - უბანი
ნარაზენის საზღვართან.
საღურწკაიო - უბანი
ჭანისწყლის მარჯ. ნაპირის სერზე. ღურწკაიების წინაპრები იმერეთიდან ყოფილან. კერძოდ,
დიდგვიმარონიდან და „ძველები“ კიდეც დადიოდნენ იქ ხატის მოსალოცავად.
საყურასქუო - უბანი.
იგივე საყურაშვილო.
საჩემინო - უბანი
- ჭაქვინჯის საზღვართან. აქაური ჩემინავები გადმოსულან ჩემნაშკარიდან (სოფ. კახათი,
ზუგდიდი).
საცაგურიო - უბანი
ენწერში, ნარაზენთან. საცაგურიოშ ტუნგო - ტუნგის ნარგავები საცაგურიოში.
საცაგურიოს ჩაი
- ჩაის ფართობი საცაგურიოში.
საცაგურიოშ ტყა
- ტყე საცაგურიოში.
საჭანიო -უბანი
ჭანისწყლის მარჯ. ნაპირას შემაღლებაზე, ნარაზენისკენ მიმავალ გზაზე.
საჭანიოჩაი - ჩაის
ფართობი უდუდეღალუს მარჯ. ნაპირას, საჭანიოს გაღმა.
საჭაქვინჯიღალ
- ღელე, სქურჩის მარჯვ. შენაკადი. სათავეა სანარსიოშ წყურგილე 9სოფ. ჭაქვინჯი).
საჯაკონიო - უბანი
სკურჩასა და საღურწკაიოს შუა. ამ გვარის ზოგიერთი წარმომადგენელი დარწმუნებულია, რომ
მათი წინაპრები ჩამოსულან ბიჭვინთიდან. სალოცავი აქვთ ყულისკარსა და ილორში.
სკურჩე-ღელე. იგივე
სკურჩა.
სოფიაშ ნოხორი
- სახნავი ურიაღალის ნაპირას.
სუჯუნაღალ/ფართოღალ
- ღელე, ხეობა საყურაშვილოში. გაედინება საცაგურიოსა და საგაწერელიოს შუა. გადმოცემით
აქ სახლებულა კაცი სახელად სუჯუნა. მეგრულში სუჯუნა ნიშნავს სუროვან ან ცვარ-ნამიან
ადგილს.
ტაიშ ფერდი - ფერდობი
საქანთარიოში.
ტები - ვაკე-სახნავი
ნატყევარზე, ნახაჯღალუს ნაპირას.
ტებიშ მენჯი/ოსკვერე
მენჯი - ტლაპო ტებში. საქონელი ეტანება. მენჯი „ვეძა“. ოსკვერე -საშვლე.
ტკილტობა/კოტოტობა
- მორევი ჭანისწყალზე. ტკილი „მერგელის ქანი“; კოტო „ქოთანი“.
ტროფინაშ ფონი
- ფონი ჭანისწყალზე.
ტუიაშ ნოხორი -
ჩაის ფართობი. იგივე ტუიაშ ჩაი.
ტუიაშ ჩაი/ტუიაშ
ნოხორი - ჩაის ფართობი საყურაშვილოში. ჩაი 1928 წელს გაუშენებიათ ტუიას ნასახლარზე.
უდუდეღალუ „უთავო
ღელე“ - ღელე საქარცხიოში.
ურიაღალ - ღელე
სქურჩის მარცხ. შენაკადი.
ფართოღალ - ღელე.
იგივე სუჯუნღალ.
ფარნაშ შეკებილი
„ფარნას შემოკავებული“-ტყე საქანთარიოში.
ფედოსიაშ გიოჯინუ
„ფედოსიას დასაცქერი“ - სახნავი ჭანისწყალთან, როკონასთან.
ქეთეშ ნოხორი -
სახნავი ნახაჯღალის მარჯ. მხარეს. ქეთე ქვრივ ქალს ერქვა.
ქვათაშკარი - ჩაის
ფართობი საყურაშვილოში.
ქოლო - წყარო საჭანიოში.
ქოლო არის კოდი, გულა ამოღებული ხე ან თიხისგან გამომწვარი. დგამენ წყაროში, რათა წყალი
სუფთა იყოს.
ქურდიონი - სახნავი
ჭანისწყალთან.
ღალუბადო - „ავი
ღელე“, ტყე, ხეობა, უდუდეღალის სათავე.
ჩუხუაშ ნოხორი
- მინდორი საგაწერელიოში. ჩუხუა გვარია.
ცაგურიაშ ნოხორი
- მინდორი საგაწერელიოში.
ცხუკვანა/ცხუკონა
- საძოვარი ჭაქვინჯის საზღვართან. ინფორმატორთა მტკიცებით, ცხუკა ყურძნის ჯიშა ერთგვარი.
ცხუკონა-საძოვარი.
იგივე ცხუკვანა.
ძიკიშ ღალ - ღელე
საჭანიოში.
ძიკიშხასლა-ჩაის
ფართობი სუჯნაღალის მარცხ. ნაპირას. „ხასლა“-გვერდი.
ძკუკშ ნოხორე -
ჩაის ფართობი საცაგურიოში.
წისქვილიშ ჭალე
- სახნავი ნახაჯღალის ნაპირას.
წიფურტობა - მორევი
ჭანისწყალზე.
წიფურტობაშ ფონი
- ფონი ჭანისწყალზე.
წყარტიბუა „წყალთბილა“
- წყარო და სახნავი ჭანისწყლის ჭალაში, საზიარო სოფელ ნარაზენთან. წყარო ზამთარ თბილია,
ზაფხულ-ცივი.
ჭაჭუტიაშ ნოხორი
- სახნავი საქაძანაიოში. კაცს ერქვა ჭაჭუტია.
ჭაჭულიაშკარი -
სახნავი ნარაზენის საზღვართან.
ჭიჭე რიყე - სახნავი
ჭანისწყლის ჭალაში.
ჯიხაშ გოლა - სერი.
იგივე ჯიხაფერდი.
ჯიხაშ ტობა - მორევი
ჭანისწყალზე, ჯიხასთან.
ჯიხა/ხიბლურჯიხა
- ციხესიმაგრე ჯიხაფერდის თავზე.
ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლი
Комментариев нет:
Отправить комментарий
Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.