სახელმწიფო
დაწესებულებების მდგომარეობის შესახებ კავკასიის სასწავლო ოლქის მონაცემების მიხედვით ხიბულის სამრევლო სკოლა
1889 წელს დაუარსებიათ. 1899 წელს კი - დაწყებითი სკოლა გაუხსნიათ. 1889 წლის მონაცემებით
სკოლაში 40 მოსწავლე სწავლობდა.
მარკოზ
ქვარაიას (ხიბულის მამასახლისი) მოგონებების მიხედვით (მოგონება დაწერა ვალერიან ქვარაიამ): „დადიანებს სოფელში, კანცელარიის
გვერდით დაწყებითი სკოლა გაუხსნიათ. სკოლა სამოთახიან ოდა-სახლში ყოფილა განთავსებული.
მას ორკლასიან დაწყებით სკოლას ეძახდნენ. ფაქტობრივად კი ერთად სწავლობდნენ პირველი-მესამე
და მეორე-მეოთხე კლასის მოსწავლეები. აქ ძირითადად ადგილობრივი მასწავლებლები მანანა
ჯიშკარიანი, გრიგოლ კარტოზია, ჯურუ ქარცხია და წალენჯიხის რაიონის სოფელ ჯაღრიდან ჩამოსული
ბესარიონ მებონია ასწავლიდნენ.
ხობის
რაიკომის მდივანი ათანასე ჯიქია და მაღალი თანამდებობის პირი (თბილისიდან) ძველ ხიბულას
სწვევიან. სოფლის თავკაცებს: მიხა ღურწკაიას,
აკაკი ქავთარაძეს, მელიტონ ყურაშვილს, ჯინოლდა ქარცხიას, იასონ კიტიას, ილარიონ გაწერელიას,
პეტრე ქარცხიას, ცუტუ კიტიას სტუმრებისთვის სუფლრა გაუშლიათ გუდო ქარცხიას ოჯახში.
ძველ ხიბულელებს სტუმრებისთვის საშუალო სკოლის გახსნა უთხოვიათ. სტუმარს ადგილობრივთა
თხოვნა უბის წიგნაკში ჩაუწერია. 1939 წელს ხობის რაიკომს მოსვლია ცნობა ძველი ხიბულის
საშუალო სკოლის გახსნის (გარდაქმნის) შესახებ.
სოფლის
ხელმძღვანელობას დაწყებითი სკოლის შენობა გაუყიდია და იმ თანხით სკოლის საძირკვლისთვის
აგურები შეუძენია. მაშინ, კარგი ხარისხის ქვა-აგური მდინარე ჭანისწყლლის სანაპიროზე
იყიდებოდა. იქიდან მოზიდული აგურით ახალი სკოლის საძირკველი აუშენებიათ. სკოლის შენობისთვის
საჭირო მორების ნაწილი მშობლებს საკარმიდამო ნაკვეთებიდან მოუტანია. სკოლის მშენებლობის
დამთავრებისთანავე სკოლის დირექტორად ზუგდიდის რაიონის სოფელ ყულიშკარის მკვიდრი სევერიანე
ფიფია დაუნიშნავთ. მისი ინიციატივით სკოლისთვის ორი საკლასო ოთახი მიუშენებიათ.
მეორე
მსოფლიო ომმა დიდი კვალი დაამჩნია სკოლის ცხოვრებას. სკოლის დირექტორი თომა ადამია
(1939-1941წ.წ.), მასწავლებლები: ტატაჩი ქავთარაძე, პროკოპ ქავთარაძე, კაჭია ქარცხია,
გვაჯაბი ქვარაია, კაისა ჯაკონია, შალვა ჭითანავა, სერაპიონ კვარაცხელია ომში გაუწვევიათ.
მათგან მშობლიურ კუთხეს, მხოლოდ სერაპიონ კვარაცხელია დაუბრუნდა. თომა ადამიას დაღუპვის
შემდეგ სკოლის დირექტორად უმაღლესი განათლების მქონე, სოფელ საჯიჯაოს მკვიდრი პართენ
ახალაია დაუნიშნავთ (1941-1953 წლები). ამ პერიოდში სკოლაში - კოსტა ცხადაია, ვალიკო
არზიანი, ზუგდიდელი ტარასი ნანავა, ხოლო ქართული ენისა და ლიტერატურის და მათემატიკის
პედაგოგად ქუთაისის პედაგოგიური სასწავლებლის მეხუთე კურსის სტუდენტები: კოტე გოტიაშვილი
და დიმიტრი ბუღაძე მუშაობდნენ".
პართენ
ახალაიამ ძველი ხიბულის სკოლაში 15 წელი იმუშავა და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სკოლის
განვითარების საქმეში. პ. ახალაია 1955 წელს ზუბის სკოლის დირექტორად გადაუყვანიათ.
1955-1960 წლებში სკოლის დირექტორად ვალერიან შამათავა. დირექტორის მოადგილედ კი ვალერიან
ქვარაია მუშაობდა.
1960-1981
წლებში ძველი ხიბულის სკოლის დირექტორად ვალერიან ქვარაია, ხოლო დირექტორის
მოადგილედ ჯარნაზ ჯიშკარიანი მუშაობდა .
სკოლის დირექტორი ვალერიანე ქვარაია
რამდენიმე
წლიანი შრომის შედეგად სკოლის მშენებლობა დასრულდა და 1970 წელს ექსპლუატაციაში შევიდა
სკოლის ახალი შენობა. 1981-1984 წლებში სკოლას შალერ ლაშხია ხელმძღვანელობდა; ხოლო
1985 წლიდან დღემდე სკოლის დირექტორი ზვიად ღვინჯილიაა.
ძველი
ხიბულის სკოლა ყოველთვის გამოირჩეოდა სპორტული წარმატებებით. სკოლის ფრენბურთელ გოგონათა
გუნდი არაერთხელ გახდა რაიონის სპარტაკიადის და სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონული
პირველობის გამარჯვებული.
ძველი ხიბულის სკოლის ფრენბურთელ გოგონათა გუნდი - 2019 წლის სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალური და რეგიონული პირველობის გამარჯვებული
სკოლის ფრენბურთელთა გუნდი.რაიონის სპარტაკიადის გამარჯვებული (1978 წ.)
სოფელ
ძველი ხიბულის სკოლაში სწავლობდნენ ცნობილი მწერალი და პუბლიცისტი ჯანსუღ ღვინჯილია, აკადემიკოსი ელიზბარ ნადარაია, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი პლატონ ქავთარაძე და სხვები.
სხვადასხვა
წლებში სკოლაში პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდნენ (მათი ნაწილი დღესაც ზრუნავს მოსწავლეთა
სწავლა-განათლებაზე): აკაკი ქვარაია, კლარა გვასალია, პაპუნა ქავთარაძე, ვენერა კიტია,
ნაზი ქვარცხავა, ბაბუცა ახალაია, კაკო ვარდია, მიშა ბასილაია, კანდიკო ჯაკონია, ნოდარ
თირქია, სერგო ლაშხია, ცეცერონ შენგელია, ანეტა ქარცხია, დენიზა ქადარია, ჟუჟუნა დარბინიანი,
ლიანა ნანეიშვილი, ეთერ მიქავა, მარგო ალანია, ბაბილონა წულაია, ვენერა ბოჯგუა, ქეთო
ბაღათურია, მერი მიმინოშვილი, იპოლიტე ჩემინავა, სევერიანე ზარნაძე, ვალერიანე ცისკარავა, დუნია ჭილაია, მამანტი ნადარაია, ნესტორ ჯიშკარიანი, შალვა კემულარია, ესტატე ახალაია, შალვა შამათავა,
ლიონ სიჭინავა, ჟორჟი სანაია, ალექსანდრე ჯიშკარიანი, მანანა შულაია, ვალერიან ქვარაია (დამსახურებული პედაგოგი), ვაჟა ქვარაია, ანატოლი ყურაშვილი,
ირა ქვარაია, ამირან ქარცხია, კოტე ქავთარაძე, იზოლდა ქვარაია, დინარი ქოჩუა, ალონ
ჯიშკარიანი, ნუნუ ქარცხია, ბესო ქავთარაძე, ნელი ნარსია, მოკონა ქვარაია, მზია ქავთარაძე,
ჯარნაზ ჯიშკარიანი, თენგიზ წურწუმია, ნინო შონია, ავთანდილ ღურწკაია, ელზა ბერიშვილი,
ნათელა ლაშხია, ინდირა ქვარაია, ნატრული ქვარაია, ქეთევან ბერაია, თემურ ჯაკონია, ნუგზარ
ხოზრევანიძე, ნანა კიტია, ბაბილინა ჯალაღონია, ნანი ქვარაია ზვიად ღვინჯილია, ეთერ
ღვინჯილია, დეკო ღვინჯილია, ბელა ადონია, თათია ბუკია, ნინო ქარცხია, მიხეილ სართანია, მადლენა სიჭინავა,
ირმა ფიფია, ლიკა ქავთარაძე, თამილა ქვარაია, კოსმირი ქვარაია, სოფიო ხუდაინაზაროვა,
ნინო ჯიშკარიანი.
2019
წელს, ძველი ხიბულის საჯარო სკოლას საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას
სახელი მიენიჭა.
სკოლის ისტორიაზე სტატია ეტაპობრივად განახლდება. სტატია მოიცავს ჩემს ხელთ, ამ დროისთვის არსებულ მონაცემებს. მკითხველებს გთხოვთ, თუ ფლობთ უფრო დეტალურ ინფორმაციას, მომწერეთ, რათა ერთად შევქმნათ სკოლის სრული და დეტალური ისტორია.
Комментариев нет:
Отправить комментарий
Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.