გთავაზობთ, მცირე ცნობებს სოფელ ახალი
ხიბულის სკოლის შესახებ. გარკვეული მონაცემები ეტაპობრივად დაზუსტდება და წინამდებარე
მასალა ახალი ინფორმაციით შეივსება.
სკოლის
კედლის გაზეთებში გამოქვეყნებული ინფორმაციითა და ადგილობრივთა გადმოცემით ახალ ხიბულაში
დაწყებითი სკოლა 1918 წელს დაუარსებიათ. სკოლა მოთავსებული ყოფილა დღევანდელი საავადმყოფოს
ტერიტორიიდან, სამხრეთით - 100 მეტრის მოშორებით. სკოლის პირველ გამგედ დაუნიშნავთ
ზოსიმე ჯიშკარიანი. 1922 წელს სკოლა გადაუკეთებიათ შვიდწლიან შრომის სკოლად. სკოლის
გამგედ დაუნიშნავთ რაჟდენ ფიჩხაია (ზუგდიდიდან). ამ დროს აუგიათ სკოლის ახალი შენობა
იმ ადგილას სადაც ამჟამად განთავსებილია სოფლის სკოლა. სოფლის მოსახლეობას შეუგროვებია
200 ფუთი (სხვა ინფორმაციით - 2000 ფუთი) სიმინდი და შეუძენიათ მაია დადიანის სამოსახლოდან
8 ოთახიანი ხის შენობა და აღუმართავთ ხსენებულ ადგილას. ყოველივე ამის ორგანიზატორი
ყოფილა სკოლის მასწავლებელი და მაია დადიანის რძალი - პაუსია დგებუაძე-დადიანისა (მაია
დადიანის შვილიშვილის მეუღლე). 1924 წლიდან სკოლის გამგედ დაუნიშნავთ ამბროსი გაგუა.
სკოლის
დაარსებიდან 1930 წლამდე სკოლაში მუშაობდნენ მასწავლებლად აბრამ გოგუა, ოლია ვეკუა,
ნესტორ ჯიშკარიანი, ოლია სიჭინავა, ლავრენტი ჯანჯღავა, ვალოდია კაკაბაძე, ვასო ნაჭყებია,
პარტყუ ლომაია, ვასილ საბეკია, ვერა მგალობლიშვილი, დათიკო მგალობლიშვილი, ვლადიმერ
მგალობლიშვილი, ბაგრატ ვეკუა, ალექსანდრე ბასილაია, თომა ადამია, ტრიფონ ჩორგოლაშვილი,
ხარიტონ ფიფია, ვალოდია კეკუსანძე, დავით როგავა, ფედოსია თირქია, საშა კვარაცხელია,
ბესარიონ საბეკია.
1929
წლიდან სკოლის გამგედ მუშაობდა ვარლამ ლეონტის ძე ჯიქია (ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხიდან).
30-იანი წლების დასაწყისიდან სკოლის სახელწოდება შეიცვალა და გახდა არასრული საშუალო
სკოლა. 1936 წელს სკოლის დირექტორად მუშაობდა მიხეილ მეიშვილი. 30-იანი წლების მეორე
ნახევარში სკოლაში 200-მდე მოსწავლე სწავლობდა. 1937 წელს სკოლის დირექტორად მუშაობდა
დომენტი ლაშხია. 30-იანი წლების ბოლოს სკოლის დირექტორად დაუნიშნავთ აკაკი ვასილის
ძე ლიპარტია (ნოჯიხევიდან). ის გამოირჩეოდა, როგორც კარგი პედაგოგი და შესანიშნავი
ხელმძღვანელი.
30-40-იან
წლებში სკოლაში მუშაობდნენ მასწავლებლები: ოლია ვეკუა, ოლია სიჭინავა, ნესტორ ჯიშკარიანი,
ვერა ნადარაია, შუქა ჯანაშია, ვარლამ თირქია, ლავრენტი ჭილაია, შალვა ჩილაჩავა, ტატიანა
შონია, ჭაჭუ ხულორდავა, ლავრენტი ჯანჯღავა, მამანტი ნადარაია, იოაკიმე ჯანჯღავა. სასწავლო
ნაწილის გამგე ყოფილა ბიქტორ ქუჩულორია, შემდეგ კი ტატიანა ბასილაია.
1940
წელს დირექტორი აკაკი ლიპარტია შეუცვლია ახალ ხიბულელ გიორგი ლაშხიას. მეორე მსოფლიო
ომის დაწყებიდან ცოტა ხნის შემდეგ ის საბჭოთა არმიაში გაუწვევიათ. გ. ლაშხია მსოფლიო
ომში დაიღუპა. სკოლის მასწავლებლებიდან ომში გაუწვევიათ: დომენტი ლაშხია, ბიქტორ ქუჩულორია,
ვარლამ თირქია, ლავრენტი ჭილაია, შალვა შამათავა, იოაკიმე ჯანჯღავა. მათგან დაიღუპნენ:
ბიქტორ ქუჩულორია, ვარლამ თირქია, ლავრენტი
ჭილაია, იაკიმე ჯანჯღავა.
ომის
წლებში სკოლის დირექტორად მუშაობდა ახალ ხიბულელი ტატიანა პართენის ასული ლაშხია. დირექტორი
უმძიმეს ვითარებაში ღირსეულად უძღვებოდა სკოლას.
1948
წელს ტატიანა ლაშხიამ ქობულეთში გადასვლის (გათხოვდა) გამო შეწყვიტა დირექტორად მუშაობა.
ამ წელს სკოლის დირექტორად ჟორჟი ტყებუჩავა დაინიშნა. ამ პერიოდში სკოლის სასწავლო
ნაწილის გამგედ თამარ არაჩემია მუშაობდა.
1956
წლის ბოლოს, ჟორჟი ტყებუჩავამ მშობლიურ სოფელში, საჯიჯაოში გადასვლასთან დაკავშირებით
შეწყვიტა მუშაობა ახალი ხიბულის სკოლაში მუშაობა. 1956 წელს სკოლის დირექტორად დაუნიშნავთ
ფლორენცია აკაკის ასული ჭითავა (ქ. ხობიდან).
სოფლის
ხელმძღვანელის შალვა კემულარიას დიდი შრომის შედეგად დაიწყო სკოლის კაპიტალური შენობის
მშენებლობა. ახალი სკოლა ექსპლუატაციაში შევიდა 1964 წელს.
20-30-იან
წლებში სკოლაში ძურითადად ჩამოსული პედაგოგები მუშაობდნენ. 40-50-იანი წლებიდან სკოლაში
მომრავლდნენ უმაღლესი განათლების მქონე ადგილობრივი პედაგოგები.
1962-1963
წლებში, სკოლაში მოუწყვიათ სახელოსნო (ხეზე და ლითონზე მუშაობა). ამ პერიოდში სკოლას
ასევე გააჩნდა ქიმია-ბიოლოგიის და ფიზიკის კაბინეტები. სკოლაში ისწავლებოდა მეჩაიეობა
(ახალი ხიბულის საბჭოთა მეურნეობა გაიხსნა 1950 წელს), მეცხოველეობა, მემცენარეობა
და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მართვა.
1966
წელს სკოლა ვერცხლის მედალზე დაასრულეს დოდო ადამიამ (ვიცნობდი ამ შესანიშნავ ადამიანს.
ლ.ღ.), იგორ უგულავამ და მადონა ქობალიამ.
1966
წელს დირექტორი ფლორა ჭითავა საცხოვრებლად გადავიდა სოფელ ნარაზენში, რის გამოც სკოლის
დირექტორად დაუნიშნავთ ინდიკო შამათავა, რომელიც ამ სკოლაში 1952 წლიდან მუშაობდა პედაგოგად.
ახალი
ხიბულის ჩაის საბჭოთა მეურნეობაში სამუშაოდ ჩამოყავდათ რუსულენოვანი მოსახლეობა, რის
გამოც სკოლაში შეიქმნა რუსული დაწყებითი კლასების შექმნის საჭიროება. აღნიშნულ კლასებში
მუშაობდნენ: ალექსანდრე ეში, ანა იალოვა, ზაირა სირაძე და ვალენტინა ჩერნიხი.
1966
წლიდან 1970 წლამდე სკოლის მასწავლებელთა რიგებს შეუერთდნენ: ეთერ ბელთაძე, ქეთო შელეგია,
ლიონ სიჭინავა, მავრა ჯიქია, გოგონა ჭავჭანიძე, კუკური ესაკია, ლიანა ნასარაია.
1969
წელს სკოლის დირექტორი ინდიკო შამათავა გადაუყვანიათ საჯიჯაოს საშუალო სკოლის დირექტორად.
რის შემდეგაც ახალი ხიბულის სკოლის დირექტორად დაუნიშნავთ კარლო სამსონის ძე ვარდია.
კ. ვარდია კირცხის სკოლაში პედაგოგად, 1966-1969 წლებში ახალი ხიბულის სკოლის სასწავლო
ნაწილის გამგედ. 1969 წელს სასწავლო ნაწილის გამგედ დაინიშნა სერგო ლაშხია, რომელიც
მანამდე ხიბულის კოლონიაში არსებული საშუალო სკოლის დირექტორად მუშაობდა. 1971 წელს,
ს. ლაშხიას ზუბის სკოლის დირექტორად დანიშვნის შემდეგ სკოლის ორგანიზატორის თანამდებობაზე
შესანიშნავი პედაგოგი და მათემატიკოსი მიხეილ ელიზბარის ძე ბასილაია დაინიშნა.
1976
წელს სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრეს ბესარიონ ბასილაიამ, მურად ნარსიამ და თემურ ბასილაიამ.
1976 წელს სკოლა ოქროს მედალზე ასევე დაამთავრა ანტონ ვარდიამ.
1970-1980
წლებში სკოლის 230 კურსდამთავრებულიდან, უმაღლესი სასწავლებელი დაამთავრა 52-მა. მათ
შორის ორი-ბესარიონ ბასილაია და მურად ნარსია სწავლობდნენ ასპირანტურაზე.
1981-1984
წლებში ორგანიზატორად, ხოლო 1991-1992 წლებში სკოლის დირექტორად მუშაობდა მანანა კიტია.
1984-1987 წლებში სკოლის ორგანიზატორი უყო ჯულიეტა კიტია, ხოლო, 1990 წელს აღნიშნულ
თანამდებობაზე ფილოლოგი ემზარ კვირკვაია დაინიშნა.
1993
წლის მარტში, აფხაზეთში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის სოხუმთან ბრძოლაში
დაიღუპა სკოლის კურსდამთავრებული გურამ კობახიძე. გ. კობახიძის ხსოვნას პატივი მიაგეს
პედაგოგებმა, მოსწავლეებმა და მათმა მშობლებმა. გაიმართა სამგლოვიარო მიტინგი.
1996
წელს სკოლის დირექტორად ემზარ კვირკვაია დაინიშნა. მის შემდეგ სკოლას მანანა კიტია
უძღვებოდა; ხოლო, დღეს ახალი ხიბულის სკოლის დირექტორი მაია ქაჯაიაა.
ახალი
ხიბულის სკოლაში სწავლობდნენ აკადემიკოსი ელიზბარ ნადარაია, პროფესორები ადამ ჯიშკარიანი,
მურთაზ კვირკვაია და ბაჩანა ჯიშკარიანი. სამეცნიერო ხარისხი ასევე გააჩნიათ ლ. ჯიშკარიანს,
მ. ნარსიას, ბ. ბასილაიას.
აქვე,
გთავაზობთ, 1918 წლიდან 1995 წლამდე ახალი ხიბულის სკოლაში მომუშავე პედაგოგთა სიას
(შეიძლება ზოგიერთი პედაგოგი არ იყოს სიაში).
1.
თამარ არაჩემია
2.
ეთერ ადამია
3.
ცირა ანთია
4.
ახმედიანი
5.
თომა ადამია
6.
დიომიდე ადამია
7.
სვიმო ადამია
8.
თეიმურაზ ალაშვილი
9.
ბ. ბუკია
10. აპალონი
ბასილაია
11. ზაური
ბასილაია
12. შალვა
ბობოხიძე
13. ალექსანდრე
ბასილაია
14. ტატიანა
ბასილაია
15. გრიშა
ბებია
16. ნაირა
გარუჩავა
17. ლამარა
გოგია
18. ქეთინო
გელაშვილი
19. ამროზი
გოგუა
20. შალვა
ბობოხიძე
21. ბაბი
გოგუა
22. ლენა
გვასალია
23. დომენტი
გვასალია
24. დათო
გოგია
25. რევაზი
დანიელოვი
26. პაუსია
დგებუაძე
27. ლუბა
დაკარგულია
28. ოლია
ვეკუა
29. ლილი
ვარდია
30. კაკო
ვარდია
31. მედეა
ვარდია
32. ნინა
გოლოვინა
33. გურამი
ვანიდიში
34. ბაგრატ
ვეკუა
35. იპოლიტე
ზარანდია
36. ნოდარი
თირქია
37. ალექსანდრე
თოდუა
38. მიმი
თირქია
39. ჭიჭიკო
თოდუა
40. ოლია
თირქია
41. ვარლამი
თირქია
42. ფედოსია
თირქია
43. ალექსანდრე
თირქია
44. ანა
იალოვა
45. ნიკოლოზ
ინჯგია
46. ვალოდია
კაკაბაძე
47. ბაგრატ
კეკუსანძე
48. ვერა
კაკულია
49. ნაზი
კუკავა
50. რებეკა
კვარაცხელია
51. ტატიანა
კაკაშვილი
52. ჟუჟუნა
კვარაცხელია
53. ლიდა
კვარაცხელია
54. საშა
კვარაცხელია
55. ბუხუტი
კიტია
56. ესტერი
კემულარია
57. ჟუჟუნა
კემულარია
58. ოტოშა
კვარაცხელია
59. მარო
კვირკვაია
60. რანდიკო
კვირკვაია
61. ნანა
კვარაცხელია
62. ლარისა
კემულარია
63. ჯულიეტა
კიტია
64. ფირუზა
კოზმავა
65. ხურთქი
ლომაია
66. სერგო
ლაშხია
67. გულიკო
ლომაია
68. პარტყუ
ლომაია
69. აკაკი
ლიპარტია
70. დომენტი
ლაშხია
71. რაისა
ლაშხია
72. ტატიანა
ლაშხია
73. ილიკო
ლომაია
74. გიორგი
ლაშხია
75. ვერა
ლომაია
76. გერმანე
მეიშვილი
77. დავითი
მგალობლიშვილი
78. ვერა
მგალობლიშვილი
79. ვლადიმერ
მგალობლიშვილი
80. საშა
მელაძე
81. ლიზა
მგალობლიშვილი
82. ვერა
ნადარაია
83. ვასო
ნაჭყებია
84. იპოლიტე
ნანავა
85. ჟორა
ნიკოლაიშვილი
86. მამანტი
ნადარაია
87. ლიანა
ნადარაია
88. ჟორჟი
ნადარაია
89. გოჩა
ნადარაია
90. ლელა
რეკვავა
91. დავით
როგავა
92. ზაირა
სირაძე
93. ოლია
სიჭინავა
94. პაჭუ
სიჭინავა
95. ვასილი
საბეკია
96. ალიოშა
საჯაია
97. ბუხუტი
საბეკია
98. ლუიზა
ტყეშელაშვილი
99. დარეჯან
ტაბაღუა
100.
აბელ ტორჩინავა
101.
ჟორჟი ტყებუჩავა
102.
ავთანდილ უგულავა
103.
ლიდა უგაროვა
104.
თინათინ ფოცხორაია
105.
რაჟდენ ფიჩხაია
106.
ხარიტონ ფიფია
107.
კოლია ფაჩულია
108.
კატუშა ღვინჯილია
109.
გიორგი ღვინჯილია
110.
ზვიადი ღვინჯილია
111.
ფიქრია ღვინჯილია
112.
კლიმენტი ღურწკაია
113.
სილიბისტრო ღვინჯილია
114.
ძაბული ღვინჯილია
115.
თინა ღვინჯილია
116.
ინდიკო შამათავა
117.
აგრაფინა შამათავა
118.
შალვა შამათავა
119.
ვალერიანი შამათავა
120.
ნათელა შამათავა
121.
მანანა შულაია
122.
ბორისი შონია
123.
ტატიანა შონია
124.
ვალენტინა ჩერნიხი
125.
თამილა ჩოჩია
126.
შალვა ჩილაჩავა
127.
ზინა ჩიჩუა
128.
კოლია ჩიქოვანი
129.
ტიხონი ჩორგოლაშვილი
130.
განა ცალანი
131.
ლელა ცხადაია
132.
კოსტა ცხადაია
133.
ნ. ცირამუა
134.
ანგელინა ქვარცხავა
135.
დენიზა ქაძანაია
136.
ხარიტონ ქირია
137.
ბიქტორო ქუჩულორია
138.
ნაზი ქვარცხავა
139.
ჭიჭიკო წურწუმია
140.
ფლორა ჭითანავა
141.
გოგონა ჭავჭანიძე
142.
მარიანე ჭანტურია
143.
მეთოდი ჭილაია
144.
შურა ჭითანავა
145.
ტატიანა ჭილაია
146.
ჭუჭიკო ჭილაია
147.
ვლადიმერი ჭანტურია
148.
ნათელა ჭილაია
149.
ლავრენტი ჭილაია
150.
დემური ხარამიშვილი
151.
ჭაჭუ ხულორდავა
152.
ციცინო ჯაბურია
153.
ძაბული ჯანაშია
154.
შუქა ჯანაშია
155.
ჯილდა ჯალაღონია
156.
ლუიზა ჯალაღონია
157.
ლეილა ჯალაღონია
158.
ამბროსი ჯაიანი
159.
კანდიკო ჯაკონია
160.
არტემონ ჯანჯღავა
161.
იაკიმე ჯანჯღავა
162.
ლავრენტი ჯანჯღავა
163.
კუბა ჯანჯღავა
164.
ტატიანე ჯანჟღავა
165.
ქსენია ჯანჯღავა
166.
ხუტა ჯანჯღავა
167.
გერმანე ჯანჯღავა
168.
ვარლამ ჯიქია
169.
ვერა ჯიქია
170.
მავრა ჯიქია
171.
შალვა ჯიქია
172.
შურა ჯიქია
173.
ვალიკო ჯიშკარიანი
174.
ლენა ჯიშკარიანი
175.
ზოსიმე ჯიშკარიანი
176.
ნესტორი ჯიშკარიანი
177.
ა. ჯოხთაბერიძე
178.
ტრიფონ კოხია
179.
ეთერი ჯოჯუა
180.
ალექსანდრე ეში
181.
კუკური ესაკია
182.
ლილი რეკვავა
183.
მიხეილ ბასილაია
184.
კარლო ვარდია
185.
ქეთო შელეგია
186.
ლიონი სიჭინავა
187.
ეთერი ბელთაძე
188.
ვალენტინა ცხაკაია
189.
მიხეილ ადამია
190.
დონარი ყალიჩავა
191.
მანანა კიტია
192.
მარინა ბერულავა
193.
ემზარი კვირკვაია
194.
მანანა ფიფია
195.
თინათინ ნარსია
196.
სვეტლანა კოსტაგრიზი
197.
მაია ნარსია
198.
ქეთო გაგუა
199.
გაიანე ჯიშკარიანი
200.
ირაკლი სიჭინავა
201.
ნანა ადამია
202.
ნონა როგავა
203.
ნანა ნადარაია
204.
ნესტან ჯიშკარიანი
205.
ხათუნა იოსავა
206.
თენგიზ ხარამიშვილი
207.
თინათინ გადელია
208.
მამუკა ქაძანაია
209.
გიორგი სიჭინავა
210.
ლია ლუკავა
211.
ლაშა სიჭინავა
212.
ლელა კირთაძე
213.
ეკა სიჭინავა
214.
ზაირა კვირკვაია
215.
მაია ქაჯაია
216.
თეიმურაზ ნადარაია
217.
თეა გოგია
სტატია მომზადდა, 1994 წელს, კარლო ვარდიას ხელმძღვანელობით შეკრებილი მასალის მიხედვით.
Комментариев нет:
Отправить комментарий
Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.