საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნები (დღევანდელი ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ დასახლებებში)
ქვალონის
საზოგადოება. 1919 წლის 14 თებერვალს შეიკრიბა ქვალონის საუბნო სა-არჩევნო კომისია
შემდეგი შემადგენლობით: თავმჯდომარე – ისიდორე ფარულია, მდივა-ნი – ი. გვასალია, წევრები:
ბათუ ბახტაძე, ჩანთა ალანია, ისიდორე ჟვანია, გრიგოლ ხუროძე და ბასა გრიგოლავა. კომისიამ
ამომრჩეველთა წინაშე განმარტა არჩევნების თავისუფლე-ბის და სისწორის დაცვის აუცილებლობის
წესი. შემდეგ მათ გამოიტანეს საარჩევნო ყუთი და დილის 9 საათიდან არჩევნები დაიწყო.
16 თებერვალს, 18 საათზე ქვალონის საუბნო საარჩევნო კომისიამ, საარჩევნო ბიულეტენების
დათვლა დაიწყო. საარჩევნო სიის მიხედ-ვით, ქვალონის საარჩევნო უბანში რეგისტრირებული
იყო 1 603 ამომრჩეველი. არჩევნებში მონაწილეობა 783 ამომრჩეველმა მიიღო. არც ერთი ბიულეტენი
არ გაბათილებულა. ქვა-ლონის საარჩევნო უბანში შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა:
საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია – 486 ხმა;
საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია – 56 ხმა;
საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტია – 226 ხმა;
საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტია – 11 ხმა;
ხეთის
საზოგადოება: 1919 წლის 23 იანვარს ჩამოყალიბდა ხეთის საუბნო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე – პარმენ ზოსიმეს ძე კუკავა, მდივანი – არსენა პავლეს ძე გაბრავა, მოლარე
– ვლადიმერ ბეჟანის ძე ნაჭყებია (ტექსტში ასეა – ბ. ლ.), წევრე-ბი: სოფიო კობახიძე,
მაქსიმე გაბუს ძე ლატარია, ნიკიფორე კვიკვინია და გრიგოლ კუტალია (სეა სცა, ფ.
1834, ან. 2, ს. 66: 9). 1919 წლის 16 თებერვალს, 20 საათზე ხეთის საუბნო საარ-ჩევნო
კომისია შეუდგა საარჩევნო ბიულეტენების დათვლას. საარჩევნო სიის მიხედვით, აღნიშნულ
საარჩევნო უბანში რეგისტრირებული იყო 2 718 ამომრჩეველი. არჩევნებში მო-ნაწილეობა
1 420 ამომრჩეველმა მიიღო. ხეთის საარჩევნო უბანში შედეგები შემდეგნაი-რად გადანაწილდა:
საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია – 1 131 ხმა;
65
საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია – 254 ხმა;
საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტია – 14 ხმა;
საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტია – 21 ხმა
საჯიჯაოს
საზოგადოება. 1919 წლის 14 თებერვალს შეიკრიბა საჯიჯაოს საარჩევნო საუბნო კომისია შემდეგი
შემადგენლობით: თავმჯდომარე – ნიკო შამათავა, წევრები: ლევან თირქია, გიორგი ახალაია,
დავით ჯიხაია და ბეგლარ ნანეიშვილი. მათ საარჩევნო ყუთი გამოიტანეს და დილის 9 საათიდან
ხმის მიცემის პროცესი დაიწყო (სეა სცა, ფ. 1834, ან. 2, ს. 66: 25). 1919 წლის 16 თებერვალს,
20 საათზე საჯიჯაოს საუბნო საარჩევნო კომისია შეუდგა საარჩევნო ბიულეტენების დათვლას.
საარჩევნო სიის მიხედვით, რეგისტრირებუ-ლი იყო 1 330 ამომრჩეველი. მათგან არჩევნებში
მონაწილეობა 672 ამომრჩეველმა მიიღო.
საჯიჯაოს საარჩევნო უბანში შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა:
საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია – 412 ხმა;
საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია – 27 ხმა;
საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტია – 233 ხმა
ხორგის
საზოგადოება. 1919 წლის 14 თებერვალს ხორგის საუბნო საარჩევნო კომისია შემდეგი შემადგენლობით
შეიკრიბა: თავმჯდომარე – კონსტანტინე გობეჩია, წევრები: ბოკო ცხომარია, სოლომონ დოლბაია,
ჩერიგეზი ბერია (ტექსტში ასეა – ბ. ლ.), სამისონ ბე-რია და გერმანე მირცხულავა. მათ
ამომრჩევლებს არჩევნების თავისუფლებისა და სისწო-რის დაცვის წესი განუმარტეს. შემდეგ
საარჩევნო ყუთი გამოიტანეს და დილის 9 საათზე ხმის მიცემის პროცესი დაიწყო (სეა სცა,
ფ. 1834, ან. 2, ს. 66: 30). 1919 წლის 16 თებერვალს, 20 საათზე ხორგის საუბნო საარჩევნო
კომისია საარჩევნო ბიულეტენების დათვლას შეუდ-გა. საარჩევნო სიის მიხედვით, აღნიშნულ
საარჩევნო უბანში რეგისტრირებული იყო 1 090 ამომრჩეველი. მათგან არჩევნებში მონაწილეობა
მიიღო 1 039 ამომრჩეველმა. კომისიამ სადავოდ 8 ბიულეტენი მიიჩნია, რომელთაგან 4 სოციალ-დემოკრატებს
და 4 ეროვნულ-დემოკრატებს ეკუთვნოდა. მათგან კომისიამ ბათილად 5 ბიულეტენი ცნო. ხორგის
საარ-ჩევნო უბანში შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა:
საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია – 611 ხმა;
საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია – 113 ხმა;
საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტია – 8 ხმა;
საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტია – 302 ხმა
ქარიატის
საზოგადოება. 1919 წლის 14 თებერვალს ქარიატის საზოგადოების საარ-ჩევნო კომისია შემდეგი
შემადგენლობით შეიკრიბა: თავმჯდომარე – გიორგი გვაძას ძე ბე-რაია, კომისიის წევრები:
პლატონ თედოს ძე ბერაია, სარდიონი ხუტუს ძე კაკაჩია, სილოვანი ნიკოს ძე ბერაია, დავითი
ტაგუს ძე წულაია, ალექსანდრე ტაგუს ძე ალექსანდრია და ავქ-სენტი თედოს ძე გურალია.
კომისიის მუშაობას დაესწრნენ პოლიტიკური პარტიების წარ-მომადგენლები, კერძოდ, სოციალ-დემოკრატების
მხრიდან ალექსანდრე პეტრეს ძე ბერაია და ეროვნულ-დემოკრატების მხრიდან ონიფანტე მარკოზის
ძე უჩანეიშვილი. 16 თებერ-ვალს ქარიატას საარჩევნო კომისია საარჩევნო ბიულეტენების
დათვლას შეუდგა. საარჩევ-ნო სიის მიხედვით, აღნიშნულ საარჩევნო უბანში რეგისტრირებული
იყო 549 ამომრჩევე-69
ლი.
მათგან არჩევნებში მონაწილეობა 392 ამომრჩეველმა მიიღო. ქარიატის საარჩევნო უბანში
შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა:
საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია – 266 ხმა;
საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია – 92 ხმა;
საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტია – 27 ხმა;
საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტია – 7 ხმა
ნოჯიხევის
საზოგადოება. 1919 წლის 14 თებერვალს ნოჯიხევის საზოგადოების სა-არჩევნო საუბნო კომისია
შემდეგი შემადგენლობით შეიკრიბა: თავმჯდომარე – ივლონი ჯორჯიკია, წევრები: ლევან იოსავა,
ისლამი დოლბაძე, ანტონ ჩიტაია, კოსტა ქუთელია, მიხა ტურავა და ნესტორ ტურავა. მათ ამომრჩეველთა
წინაშე არჩევნების თავისუფლებისა და სისწორის დაცვის წესი განმარტეს. შემდეგ საარჩევნო
ყუთი გამოიტანეს და დილის 9 სა-ათზე ხმის მიცემის პროცესი დაიწყო (სეა სცა, ფ.
1834, ან. 2, ს. 66: 52). 1919 წლის 16 თე-ბერვალს, 21 საათზე ნოჯიხევის საზოგადოების
საუბნო საარჩევნო კომისია (კომისიის ერ-თი წევრი ნესტორ კოსტავა არ გამოცხადებულა)
საარჩევნო ბიულეტენების დათვლას შეუ-დგა. საარჩევნო სიის მიხედვით, აღნიშნულ საარჩევნო
უბანში რეგისტრირებული იყო 1 763 ამომრჩეველი. მათგან, არჩევნებში მონაწილეობა 820
ამომრჩეველმა მიიღო. არც ერ-თი ბიულეტენი არ გაბათილებულა. ნოჯიხევის საარჩევნო უბანში
შედეგები შემდეგნაი-რად გადანაწილდა:
საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია – 692 ხმა;
საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია – 9 ხმა;
საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტია – 34 ხმა;
საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტია – 85 ხმა
დაბა
ხობის საზოგადოება. 1919 წლის 16 თებერვალს, 21 საათზე ხობის საუბნო საარჩევნო კომისია
მუშაობას შემდეგი შემადგენლობით შეუდგა: თავმჯდომარე – მღვდე-ლი ნიკო სასანია, წევრები:
გახუ ხვიჩია, გრიგოლ ალანია, ვ. როყვა, ტერენტი ფაჩულია და კ. 76
ბებურიძე.
საარჩევნო სიის მიხედვით, აღნიშნულ საარჩევნო უბანში რეგისტრირებული იყო 480 ამომრჩეველი.
მათგან არჩევნებში მონაწილეობა 389 ამომრჩეველმა მიიღო. არც ერთი ბიულეტენი არ გაბათილებულა.
დაბა ხობის საარჩევნო უბანში შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა:
საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია – 264 ხმა;
საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია – 71 ხმა;
საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტია – 4 ხმა;
საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტია – 49 ხმა;
საქართველოს სოციალ-ფედერალისტთა მაშვრალთა პარტია – 1 ხმა (სეა სცა, ფ. 1834, ან.
2, ს. 66: 64-65).
საარჩევნო
პროცესის პარალელურად დაბა ხობში შემდეგ კანონდარღვევას ჰქონდა ადგილი: 1919 წლის
14-15 თებერვალს ოჯახებში დადიოდა შეიარაღებული მილიციელი იასონ თათარაშვილი და საარჩევნო
ბიულეტენებს არიგებდა სიას №1, მსგავს ბიულეტე-ნებს არიგებდნენ ასისთავი პროკოპი ჭოჭუა
და ათისთავები. აღნიშნული კანონდარღვევის შესახებ, ოქმი შეადგინა დაბა ხობის კომისიის
თავმჯდომარემ, მღვდელმა ნიკო სასანიამ და ხელს აწერენ კომისიის წევრები: კ. ბებურიძე
და გახუ ხვიჩია. მათ აღნიშნული ოქმი რეაგი-რებისთვის სამაზრო კომისიას გადაუგზავნეს
(სეა სცა, ფ. 1834, ან. 2, ს. 66: 66).
ხობში
მიმდინარე არჩევნების დროს ასევე ადგილი ჰქონდა შემდეგ ფაქტს: დაბა ხობში, სადაც მიმდინარეობდა
არჩევნები, აქ დროებით მცხოვრები კიწი ბესარიონის ძე გე-გეჭკორი მოვიდა და ფარულად
ხმა მისცა. მდივნის – ლუკა შონიას განცხადებით, გეგეჭკო-რი სიაში შეყვანილი არ იყო
იმ მიზეზით, რომ სიის შედგენის დროს ის დაბა ხობში არ ცხოვრობდა. საარჩევნო სიის გამოქვეყნების
შემდეგ კ. გეგეჭკორის განცხადება სიაში შე-ტანის შესახებ, კომისიაში არ შესულა. კომისიამ
მიიღო მხედველობაში ის, რომ კ. გეგეჭ-კორი ცხოვრობდა დაბა ხობში და სიაში შეცდომით
გამორჩენილი იყო. ამიტომ კომისიამ დაადგინა: ის შეეყვანათ სიაში და მიცემული ხმა ჩაეთვალათ
კანონიერად.
ახალი
ხიბულის საზოგადოება.1919 წლის 16 თებერვალს ახალი ხიბულის საარჩევ-ნო საუბნო კომისია
შემდეგი შემადგენლობით შეუდგა მუშაობას: თავმჯდომარე – მიხა ლაშხია, მდივანი – ე. ღურწკაია,
წევრები: ევგენი ღურწკაია, ვასილი ჟიშქარიანი და დავითი ლაშხია. საარჩევნო სიის მიხედვით,
აღნიშნულ საარჩევნო უბანში რეგისტრირებული იყო 1 093 ამომრჩეველი. მათგან არჩევნებში
მონაწილეობა 354 ამომრჩეველმა მიიღო. ახალი ხიბულის საარჩევნო უბანში შედეგები შემდეგნაირად
გადანაწილდა:
საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია – 190 ხმა;
საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია – 35 ხმა;
საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტია – 129 ხმა.
არც ერთი ბიულეტენი არ გაბათილებულა. ხმის მიცემის პროცესს ხელი შეუშალა ცუდმა ამინდმა
ძველი
ხიბულის საზოგადოება. 1919 წლის 14 თებერვალს ძველი ხიბულის საუბნო კომისია შემდეგი
შემადგენლობით შეიკრიბა: თავმჯდომარე – რაჟდენ ფიჩხაია, წევრები: სოგრატე ღურწკაია,
ესტატე ქარცხია, ილარიონ გეგეჭკორი, ლავრენტი კემულარია და საჩი-ნო ყურაშვილი. მათ
ამომრჩეველთა წინაშე არჩევნების თავისუფლების და სისწორის დაც-ვის წესი განმარტეს.
შემდგომ საარჩევნო ყუთი გამოიტანეს და დილის 9 საათზე საარჩევ-ნო პროცესი დაიწყო.
16 თებერვალს, საღამოს 21 საათზე ძველი ხიბულის საუბნო საარჩევ-ნო კომისია საარჩევნო
ბიულეტენების დათვლას შეუდგა. საარჩევნო სიის მიხედვით, აღ-ნიშნულ საარჩევნო უბანში
რეგისტრირებული იყო 511 ამომრჩეველი. მათგან არჩევნებში მონაწილეობა 239 ამომრჩეველმა
მიიღო. არც ერთი ბიულეტენი არ გაბათილებულა. ძვე-ლი ხიბულის საარჩევნო უბანში შედეგები
შემდეგნაირად გადანაწილდა:
საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია – 88 ხმა;
საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია – 61 ხმა;
საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტია – 83 ხმა;
81
საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტია – 7 ხმა
რედუტ-კალის
(ყულევის) საზოგადოება. 1919 წლის 14 თებერვალს რედუტ-კალის საარჩევნო კომისია შემდეგი
შემადგენლობით ჩამოყალიბდა: თავმჯდომარე – ნესტორ ალექსანდრია, მდივანი – ი. შელია,
კომისიის წევრები: სვიმონ ჯალაღანია, იურა ვეკუა, გაბ-რიელ მანია და მუხრან ბუკია.
1919 წლის 16 თებერვალს საარჩევნო პროცესი დასრულდა. საარჩევნო სიის მიხედვით, ყულევის
საარჩევნო უბანზე რეგისტრირებული იყო 367 ამომ-რჩეველი. ბიულეტენების დათვლის შედეგად
დადგინდა, რომ არჩევნებში მონაწილეობა 268 ამომრჩეველმა მიიღო. არც ერთი ბიულეტენი
არ გაბათილებულა. პოლიტიკურ პარტი-ებს შორის შედეგები ასე გადანაწილდა:
საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია – 266 ხმა;
საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტია – 1 ხმა
84
დამოუკიდებელ უპარტიოთა კავშირი – 1 ხმა (სეა სცა, ფ. 1834, ან. 2, ს. 66:
105-106).
1919
წლის 16 იანვარს ქალაქ ზუგდიდის სამაზრო ერობის გამგეობის ხელმძღვანე-ლობით, სამაზრო
დამფუძნებელი კრების საარჩევნო კომისია შედგა, რომელიც შემდეგი პირებისაგან შედგებოდა:
თავმჯდომარე – მიხა ბერულავა, მდივანი – ანტონ ანჯაფარიძე, მოლარე – იონა მეუნარგია,
წევრები: იასონ მუჯირი, სოკრატ კეშელავა, ბაგატ უგულავა და ნიკოლოზ ანთელავა. საარჩევნო
სიის მიხედვით, რეგისტრირებული იყო 2 859 ამო-მრჩეველი. არჩევნებში მონაწილეობა 1
236 ამომრჩეველმა მიიღო. 2 ბიულეტენი გაბათილდა. პოლიტიკურ პარტიებს შორის შედეგები
ასე გადანაწილდა:
საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია – 493 ხმა;
საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია – 433 ხმა;
საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტია – 57 ხმა;52
საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტია – 250 ხმა;
დამოუკიდებელ უპარტიოთა კავშირი – 1 ხმა
ბაკურ
ლაშხია „ საერობო მმართველობა
და საქართველოს დამფუძნებელი
კრების არჩევნები
სამეგრელოში (1918-1920)“
Комментариев нет:
Отправить комментарий
Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.