სოფელი ქვემო ბია. შვიდ აპრილს მისის ყოვლადუსამღვდელოესობის გურია-სამეგრელოს ეპისკოპოზის ალექსანდრეს მინდობილობით ხობის მონასტრის არქიმანდრიტმა სიმეონმა გვიკურთხა ახალი ქვის ეკლესია, რომელსაც ჩვენმა მღვდელმა ნესტორ სასანიამ ორასი მანეთი შესწირა. კურთხევას დიდ ძალი ხალხი დაესწრო;
ერთი
მხრით გალობდა ხობის მონასტრის კრებული და მეორის მხრით ქვემო ბიის სამრევლო სკოლის
მოსწავლეები. მ. ნესტორ სასანიასვე წყალობით იქმნა იქმნა ეს სკოლა ამ სამის წლის წინად
აგებული, რომელსაც თავისი 300 მანეთი დაახარჯა და ახლა წიგნთსაცავის დაარსებასაც გვიპირებს;
თუ ხელი რამ არ შეუშალა, იმედია, მალე ამ საქმესაც განახორციელებს.
ივერია N121, 1900 წელი.
„ცნობის ფურცელი“ N1147, 1900 წელი
Комментариев нет:
Отправить комментарий
Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.