მეცნიერი კარლო ლიფონავა დაიბადა 1938 წლის 27 დეკემბერს ხობის რაიონის სოფელ ხორგაში. 1961 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ფიზიკური გეოგრაფიის სპეციალობით.
გარდაცვალებამდე
მუშაობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში. აქვე,
1967-1970წწ. გაიარა ასპირანტურის კურსი პროფესორ ლ. მარუაშვილის ხელმძღვანელობით.
მის საკანდიდატო ნაშრომში წყალსაცავების ქვაბურების განვითარების ზოგადი
კანონზომიერებანიც არის გამოვლენილი. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი
გამოკვლევები რელიეფის თანამედროვე გამომეტყველების, წარმოშობისა და განვითარების
კანონზომიერებაზე. მეცნიერის კვლევის ობიექტი იყო, აგრეთვე, თანამედროვე
გეომორფოლოგიური პროცესები და მათი შედეგები, ვულკანური, გლაციალური და კარსტული
რელიეფის შესწავლა. წლების განმავლობაში იგი იკვლევდა შავი ზღვის სანაპირო ზოლის
მორფოლოგიასა და დინამიკას, წყალსაცავებში მიმდინარე პროცესებს, კოლხეთის ბარის
რელიეფს, კარსტულ სიღრუეებსა და სხვა აქტუალურ საკითხებს. სიცოცხლის ბოლო წელს
დაამთავრა უნიკალური შრომა - გეომორფოლოგიური ლექსიკონი". გამოქვეყნებული
აქვს 80-მდე სამეცნიერო ნაშრომი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი.
1973
წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემაზე - "საქართველოს წყალსაცავების
სანაპირო ზოლისა და ფსკერის რელიეფის ცვალებადობა".
კ.
ლიფონავა არის გეომორფოლოგიური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონის ავტორი.
ლექსიკონში მოცემულია 4000–მდე ტერმინი და სპეციალურ ლიტერატურაში არსებული
ფორმულირებები, რომლებიც გამოიყენება გეომორფოლოგიურ და გეოლოგიურ მეცნიერებაში.
კარლო
ლიფონავა გარდაიცვალა 1992 წელს.
Комментариев нет:
Отправить комментарий
Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.