12.03.2020

მარო თარხნიშვილის მოგონებები ძუკუ ლოლუაზე


ცნობილი მომღერლის, მარო თარხნიშვილის მემუარიდან, გთავაზობთ ნაწყვეტს, სადაც ის საუბრობს ძუკუ ლოლუაზე. ეს მოგონება მრავალმხრივ არის საინტერესო და სხვა კუთხით წარმოაჩენს ორი დიდი ხელოვანის ურთიერთობის ისტორიას.
მარო თარხნიშვილი
პატივცემული ძუკუ ლოლუა თბილისში ჩამოვიდა კონცერტის მისაცემად, ქალაქ თბილისში. ეს იყო ზაფხულის თვე, 24 ივლისი. მეცადინეობას ატარებდა რუსთაველის საკონცერტო დარბაზში. იმჟამად ჩემს გუნდში მუშაობდა გიორგი ბართლომეს ძე ვარდიაშვილი, ფანდურზედ დამკვრელი. ძუკუ შეხვედროდა მას ქუჩაში და ეკითხება:ქალბატონი მარო თუ არის თბილისშიო. მას ეთქვა, ვემზადებით საგასტროლოთ დასავლეთ საქართველოშიო, აქ არისო. ძუკუს უთხოვია გიორგი ვარდიაშვილისთვის, რომ სთხოვეთ მაროს, პატივი მცეს და დამესწროს რეპეტიციებზედო, რადგან ქართლურ და კახურ სიმღერებს მის გაუსინჯავად ვერ ვენდობი საკუთარ ჩემს თავს, რომ გავიტანო კონცერტზედო. მე გადმომცა ჩემმა თანამშრომელმა გიორგიმ თუ არა, იმავე დღესვე დავესწარით ორივენი, მოვისმინეთ მათი საკონცერტო პროგრამა, ჩემი ქება და ხოტბის შესხმა განსვენებულ ძუკუს არა სჭირდება! დიდებულად ასრულებდნენ, რასაკვირველია, დასავლეთის საქართველოს სიმღერებს. შეაანიშნავი იყო ძუკუს მოხდენილი ხელმძღვანელობა და უნდა აღინიშნოს თვით ანსამბლის შემადგენლობაც, საუკეთესო თავმომწონე ვაჟკაცები. მოვისმინე ქართლური სიმღერები: „გაფრინდი შავო მერცხალო“, „გუშინ შვიდნი გურჯანელნი“, არც ის იყო ცუდათ შესწავლილი. ერთი სიტყვით, პროგრამა ძალიან ვრცელი და კარგი იყო!
ძუკუ ლოლუა
ვუთხარი: ბატონო ძუკუ, თქვენ უკვე მზათა ხართ კონცერტისთვის, არავისი დახმარება არ გჭირიანთ, ნუღარ დააყოვნებთ, რაც მალე იქნება, ხარჯი ნაკლები გექნებათ, ამდენ ხალხს შენახვა უნდა-მეთქი. მანაც მომიწონა ჩემი რჩევა, მაგრამ ბედმა უმუხთლა. იმ დღეებში მისცა დიდი სიცხე და დაემართა მუცლის ტიფი, რომელმაც იმსხვერპლა ის დიდი შემოქმედი ადამიანი.კირილე პაჩკორია (კ. პაჭკორია, ცნობილი ლოტბარი) და ლუდი ბაბილუასთვის (ცნობილი ლოტბარი) ეთხოვნა, წადით მარო თარხნიშვილთანო და სთხოვეთ, შვინდის კისელი გამიკეთოს და ბოთლში ჩაასხას, რომ ადვილათ დაელია, რადგან დიდი სიცხიანი თავს მაღლა ვერს ასწევსო!
დავაცდეინე მათ და საჩქაროთ გავაკეთე და გაუგზავნე, რამოდენიმე დღის შემდეგ მისმა მეუღლემ ნადიამ შემომითვალა: ძუკუ უკანასკნელ დღეში მყავს და ძალიან გთხოვთ მეცით პატივი და თუ არ შეწუხდებით, მობრძანდი და ნახეთო, თქვენს ნახვას თხოულობს, აგერ მარო
თვითმფრინავით მოდისო, ეგები რომ ვნახო მოვრჩეო. მივედი მეორე დღესვე, მაგრამ აზრი აღარ ჰქონდა, უკვე სულს ებრძოდა. გარდაიცვალა თბილისში და დაასაფლავეს ნიკოლოზის ეკლესიაში, მერე კი გადაასვენეს ვაკის სასაფლაოზედ.
ასე დამთავრდა საკონცერტოთ ჩამოსული მშვენიერი ანსამბლის ხელმძღვანელის, ძუკუ ლოლუას, ბოლო! მხოლოდ ის დაწყობილი ანსამბლი, სადაც საუკეთესო ძალები ჰუავდა, რაც მე მახსოვს: კიწი გეგეჩკორი, კირილე პაჩკორია, ლუდი ბაბილუა, მანუელ აფხაიძე, ვასო პატარაია, კოლია ხვიტია, ბიძინა ღოღობერიძე, სერგო გოცირიძე, სერგო ბაქრაძე, ვლადიმერ მასხარაშვილი და ბუცხრიკიძე ჟორა. ცოდვა იყო მათი დაშლა და ჩაუდგა სათავეში ხელმძღვანელად კიწი გეგეჩკორი, რადგან მათ იმ დროს დატაცია არ ჰქონდათ, ისევეთ აერიათ გზა და მის შემდეგი კირილე პაჩკორია ჩაუდგა სათავეში ხელმძღვანელად. ის მონაწილენიც თანდათანობით წავიდ-წამოვიდნენ და სულ სხვა სახე მიიღო. კირილეც გარდაიცვალა და დარჩა ანზორ კავსაძე. იმ დროს ხალხი, მომღერლები, სულაც აღარც ერთი აღარ ურევია მაგ ანსამბლში.
მარო თარხნიშვილის მოგონებები
წიგნში, ასევე საინტერესო ცნობებია მარო თარხნიშვილის ანსამბლის გასტროლებზე სენაკში, ფოთსა და ზუგდიდში.
მარო თარხნიშვილი
ქართული ხალხური სიმღერების ცნობილი შემსრულებელი; 1910 წელს გორში დააარსა ქართლ–კახური სიმღერების გუნდი და მისი უცვლელი ლოტბარი იყო; მან დიდი ამაგი დასდო საქართველოში მხატვრული თვითმოქმედების განვითარებას; მისი გუნდის მდიდარი რეპერტუარიდან აღსანიშნავია სიმღერები: "ჭონა", "ბერიკაცი", "ნამგლური", "გარეკახური საცეკვაო", "მუშური", "თამარქალო", "კახური მრავალჟამიერი"; თარხნიშვილი გუნდის ფონზე დიდი ოსტატობით ასრულებდა ცალფა შრომის სიმღერებს – "ურმულს", "ოროველას", აგრეთვე არიას "დაიგვიანეს" ნ. სულხანიშვილის ოპერა "პატარა კახიდან"; მის გუნდში მრავალი მომღერალი და ლოტბარი აღიზარდა; ის თავისი კონცერტებით წარმოაჩენდა ქართულ ხალხურ სიმღერებს.

                  

10.03.2020

ძველი ხიბულის სკოლის ისტორია


სახელმწიფო დაწესებულებების მდგომარეობის შესახებ კავკასიის სასწავლო ოლქის  მონაცემების მიხედვით ხიბულის სამრევლო სკოლა 1889 წელს დაუარსებიათ. 1899 წელს კი - დაწყებითი სკოლა გაუხსნიათ. 1889 წლის მონაცემებით სკოლაში 40 მოსწავლე სწავლობდა.

მარკოზ ქვარაიას (ხიბულის მამასახლისი) მოგონებების მიხედვით (მოგონება დაწერა ვალერიან ქვარაიამ): „დადიანებს სოფელში, კანცელარიის გვერდით დაწყებითი სკოლა გაუხსნიათ. სკოლა სამოთახიან ოდა-სახლში ყოფილა განთავსებული. მას ორკლასიან დაწყებით სკოლას ეძახდნენ. ფაქტობრივად კი ერთად სწავლობდნენ პირველი-მესამე და მეორე-მეოთხე კლასის მოსწავლეები. აქ ძირითადად ადგილობრივი მასწავლებლები მანანა ჯიშკარიანი, გრიგოლ კარტოზია, ჯურუ ქარცხია და წალენჯიხის რაიონის სოფელ ჯაღრიდან ჩამოსული ბესარიონ მებონია ასწავლიდნენ.
ხობის რაიკომის მდივანი ათანასე ჯიქია და მაღალი თანამდებობის პირი (თბილისიდან) ძველ ხიბულას სწვევიან.  სოფლის თავკაცებს: მიხა ღურწკაიას, აკაკი ქავთარაძეს, მელიტონ ყურაშვილს, ჯინოლდა ქარცხიას, იასონ კიტიას, ილარიონ გაწერელიას, პეტრე ქარცხიას, ცუტუ კიტიას სტუმრებისთვის სუფლრა გაუშლიათ გუდო ქარცხიას ოჯახში. ძველ ხიბულელებს სტუმრებისთვის საშუალო სკოლის გახსნა უთხოვიათ. სტუმარს ადგილობრივთა თხოვნა უბის წიგნაკში ჩაუწერია. 1939 წელს ხობის რაიკომს მოსვლია ცნობა ძველი ხიბულის საშუალო სკოლის გახსნის (გარდაქმნის) შესახებ.

სოფლის ხელმძღვანელობას დაწყებითი სკოლის შენობა გაუყიდია და იმ თანხით სკოლის საძირკვლისთვის აგურები შეუძენია. მაშინ, კარგი ხარისხის ქვა-აგური მდინარე ჭანისწყლლის სანაპიროზე იყიდებოდა. იქიდან მოზიდული აგურით ახალი სკოლის საძირკველი აუშენებიათ. სკოლის შენობისთვის საჭირო მორების ნაწილი მშობლებს საკარმიდამო ნაკვეთებიდან მოუტანია. სკოლის მშენებლობის დამთავრებისთანავე სკოლის დირექტორად ზუგდიდის რაიონის სოფელ ყულიშკარის მკვიდრი სევერიანე ფიფია დაუნიშნავთ. მისი ინიციატივით სკოლისთვის ორი საკლასო ოთახი მიუშენებიათ.
მეორე მსოფლიო ომმა დიდი კვალი დაამჩნია სკოლის ცხოვრებას. სკოლის დირექტორი თომა ადამია (1939-1941წ.წ.), მასწავლებლები: ტატაჩი ქავთარაძე, პროკოპ ქავთარაძე, კაჭია ქარცხია, გვაჯაბი ქვარაია, კაისა ჯაკონია, შალვა ჭითანავა, სერაპიონ კვარაცხელია ომში გაუწვევიათ. მათგან მშობლიურ კუთხეს, მხოლოდ სერაპიონ კვარაცხელია დაუბრუნდა. თომა ადამიას დაღუპვის შემდეგ სკოლის დირექტორად უმაღლესი განათლების მქონე, სოფელ საჯიჯაოს მკვიდრი პართენ ახალაია დაუნიშნავთ (1941-1953 წლები). ამ პერიოდში სკოლაში - კოსტა ცხადაია, ვალიკო არზიანი, ზუგდიდელი ტარასი ნანავა, ხოლო ქართული ენისა და ლიტერატურის და მათემატიკის პედაგოგად ქუთაისის პედაგოგიური სასწავლებლის მეხუთე კურსის სტუდენტები: კოტე გოტიაშვილი და დიმიტრი ბუღაძე მუშაობდნენ".
პართენ ახალაიამ ძველი ხიბულის სკოლაში 15 წელი იმუშავა და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სკოლის განვითარების საქმეში. პ. ახალაია 1955 წელს ზუბის სკოლის დირექტორად გადაუყვანიათ. 1955-1960 წლებში სკოლის დირექტორად ვალერიან შამათავა. დირექტორის მოადგილედ კი ვალერიან ქვარაია მუშაობდა.
1960-1981 წლებში ძველი ხიბულის სკოლის დირექტორად ვალერიან ქვარაია, ხოლო დირექტორის მოადგილედ ჯარნაზ ჯიშკარიანი მუშაობდა .
სკოლის დირექტორი ვალერიანე ქვარაია
რამდენიმე წლიანი შრომის შედეგად სკოლის მშენებლობა დასრულდა და 1970 წელს ექსპლუატაციაში შევიდა სკოლის ახალი შენობა. 1981-1984 წლებში სკოლას შალერ ლაშხია ხელმძღვანელობდა; ხოლო 1985 წლიდან დღემდე სკოლის დირექტორი ზვიად ღვინჯილიაა.
ძველი ხიბულის სკოლა ყოველთვის გამოირჩეოდა სპორტული წარმატებებით. სკოლის ფრენბურთელ გოგონათა გუნდი არაერთხელ გახდა რაიონის სპარტაკიადის და სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონული პირველობის გამარჯვებული.
ძველი ხიბულის სკოლის ფრენბურთელ გოგონათა გუნდი - 2019 წლის სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალური და რეგიონული პირველობის გამარჯვებული
 სკოლის ფრენბურთელთა გუნდი.რაიონის სპარტაკიადის გამარჯვებული (1978 წ.)

სოფელ ძველი ხიბულის სკოლაში სწავლობდნენ ცნობილი მწერალი და პუბლიცისტი ჯანსუღ ღვინჯილია, აკადემიკოსი ელიზბარ ნადარაია, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი პლატონ ქავთარაძე და სხვები.
სხვადასხვა წლებში სკოლაში პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდნენ (მათი ნაწილი დღესაც ზრუნავს მოსწავლეთა სწავლა-განათლებაზე): აკაკი ქვარაია, კლარა გვასალია, პაპუნა ქავთარაძე, ვენერა კიტია, ნაზი ქვარცხავა, ბაბუცა ახალაია, კაკო ვარდია, მიშა ბასილაია, კანდიკო ჯაკონია, ნოდარ თირქია, სერგო ლაშხია, ცეცერონ შენგელია, ანეტა ქარცხია, დენიზა ქადარია, ჟუჟუნა დარბინიანი, ლიანა ნანეიშვილი, ეთერ მიქავა, მარგო ალანია, ბაბილონა წულაია, ვენერა ბოჯგუა, ქეთო ბაღათურია, მერი მიმინოშვილი, იპოლიტე ჩემინავა, სევერიანე ზარნაძე, ვალერიანე ცისკარავა, დუნია ჭილაია, მამანტი ნადარაია, ნესტორ ჯიშკარიანი, შალვა კემულარია, ესტატე ახალაია, შალვა შამათავა, ლიონ სიჭინავა, ჟორჟი სანაია, ალექსანდრე ჯიშკარიანი, მანანა შულაია,  ვალერიან ქვარაია (დამსახურებული პედაგოგი), ვაჟა ქვარაია, ანატოლი ყურაშვილი, ირა ქვარაია, ამირან ქარცხია, კოტე ქავთარაძე, იზოლდა ქვარაია, დინარი ქოჩუა, ალონ ჯიშკარიანი, ნუნუ ქარცხია, ბესო ქავთარაძე, ნელი ნარსია, მოკონა ქვარაია, მზია ქავთარაძე, ჯარნაზ ჯიშკარიანი, თენგიზ წურწუმია, ნინო შონია, ავთანდილ ღურწკაია, ელზა ბერიშვილი, ნათელა ლაშხია, ინდირა ქვარაია, ნატრული ქვარაია, ქეთევან ბერაია, თემურ ჯაკონია, ნუგზარ ხოზრევანიძე, ნანა კიტია, ბაბილინა ჯალაღონია, ნანი ქვარაია ზვიად ღვინჯილია, ეთერ ღვინჯილია, დეკო ღვინჯილია, ბელა ადონია, თათია ბუკია, ნინო ქარცხია, მიხეილ სართანია, მადლენა სიჭინავა, ირმა ფიფია, ლიკა ქავთარაძე, თამილა ქვარაია, კოსმირი ქვარაია, სოფიო ხუდაინაზაროვა, ნინო ჯიშკარიანი.
2019 წელს, ძველი ხიბულის საჯარო სკოლას საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სახელი მიენიჭა.
  სკოლის ისტორიაზე სტატია ეტაპობრივად განახლდება. სტატია მოიცავს ჩემს ხელთ, ამ დროისთვის არსებულ მონაცემებს. მკითხველებს გთხოვთ, თუ ფლობთ უფრო დეტალურ ინფორმაციას, მომწერეთ, რათა ერთად შევქმნათ სკოლის სრული და დეტალური ისტორია.

09.03.2020

სოფელ საგვიჩიოს ზოგადი ისტორია და ტოპონიმები


 სოფელი საგვიჩიო ოდიშის დაბლობზე, მდინარე რიონის მარჯვენა მხარეს, სოფელ საღვამიჩავოსა და სენაკის მუნიციპალიტეტის საზღვრებს შორის მდებარეობს. გაზეთ „მუშას“ 1927 წლის N1308-ში გამოქვეუნებული სტატიის მიხედვით საგვიჩიო სენაკის მაზრის ქვემო ჭალადიდის თემის; ხოლო საქართველოს სსრ მოსახლეობის 1939 წლის სრულიად საკავშირო აღწერის მიხედვით ქვემო ჭალადიდის სასოფლო საბჭოს შემადგენლობაში შედიოდა. ქვემო ჭალადიდის სასოფლო საბჭოს ცალკე სოფლად საგვიჩიო 1990 წელს გამოეყო. ადრე სოფელში გვიჩიებთან ერთად ცხოვრობდნენ ცანავები, ხონელიები, ჭოჭუები, მაქაცარიები.. საგვიჩიოში, ასევე ცხოვრობს საჩხერის რაიონიდან ჩამოსახლებული მოსახლეობა.
1927 წელს სოფელ საგვიჩიოში უკვე ფუნქციონირებდა სკოლა, რასაც მოწმობს გაზეთ „მუშა“-ს 1927 წლის N1276 ნომერში გამოქვეუნებული სტატია. სტატიის მიხედვით სახალხო განათლების კომისარიატისთვის მიუმართავთ სოფელ საგვიჩიოს სკოლაში მეორე მასწავლებლის საჭიროების შესახებ.

   აგვიჩიო, ე.ი. გვიჩიების დასახლება. ამ გვარის ხალხი დღესაც მრავლად სახლობს სოფელში. სოფელში გვიჩიების ჩამოსახლების შესახებ ასეთი გადმოცემა არსებობს: „გვიჩიების წინაპრები სვანები ყოფილან. სვანეთიდან წამოსულა ორი ძმა გვიჩიანი და დასახლებულა რიონს გაღმა-გამოღმა. მათმა შთამომავლებმა შექმნეს ორი საგვიჩიო: 1.საგვიჩიო - სოფელი რიონის მარჯვენა ნაპირზე (ხობის რაიონი), 2. საგვიჩიო - სოფელი რიონის მარცხენა ნაპირზე (სენაკის რაიონი). „ძველები“ (მეგრულად ჯვეშები ანუ წინაპრები) დადიოდნენ  სვანეთში სალოცავად, სწირავდნენ ხარს და ხურდა ფულს. ამჟამად სოფელში იმ პირველ მოსახლეთა მეხუთე-მეექვსე თაობა ცხოვრობს.
სოფელში, მდინარის სანაპიროსთან ახლოს დგას მარიამ ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ეკლესია, რომელიც 1996-1999 წლებში აშენდა. ტაძრის დღესასწაულს 4 დეკემბერს ზეიმობენ. ადრე, იქ სადაც დღეს სასაფლაოა სალოცავი ქვა იდო, რომელიც 40-50-იან წლებში დაუმტვრევიათ. ადგილობრივები დღესაც ანთებენ იქ სანთელს.
ფოტო: ირაკლი შონია
1997 წელს სოფელში ცხოვრობდა 38 გვარის 193 კომლი; 2002 წლის საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით 645, ხოლო, 2014 წლის მონაცემებით- 531 ადამიანი.
მეოცე საუკუნის 20-იანი წლების პრესის ფურცლებზე საგვიჩიოს შესახებ წავაწყდით შემდეგი სახის ინფორმაციას.
საგვიჩიოში სამი-ოთხი დღე იქნება, რაც თავი იჩინა საქონლის ჭირმა. ოციოდე საქონელი უკვე დაიხოცა. როგორც ირკვევა, არის ციმბირის წყლული. ჭირი ღებულობს ფართე ხასიათს. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მიმართა ვეტერუნარიულ ამბულატორიას. გვესაჭიროება სასწრაფო დახმარება.
გაზეთი „კომუნისტი“ N127, 5 ივნისი 1925 წელი.

წყლადიდობა საგვიჩიოში - სენაკის მაზრის ზემო ჭალადიდის სოფელ საგვიჩიოში რიონის ადიდების შედეგად ჯებირები მორღვეულა და სოფლის ნაწილი დატბორილა.
გაზეთი „მუშა“ N1308, 2 აპრილი 1927 წელი.

1927 წელს სოფელ საგვიჩიოში გამართულ არჩევნებზე ამხანაგი ფილიპე მახარაძე ყოფილა საგვიჩიოს საბჭოს საპატიო წევრი.

1927 წელს სოფელ საგვიჩიოში ფუნქციონირებდა სკოლა, რასაც მოწმობს გაზეთ „მუშა“-ს 1927 წლის N1276 ნომერში გამოქვეუნებული სტატია. სტატიის მიხედვით სახალხო განათლების კომისარიატს მიმართავენ სოფელ საგვიშიოს სკოლაში მეორე მასწავლებლის საჭიროების შესახებ.

გვიჩიების საგვარეულო გენეალოგია

სოფელ საგვიჩიოში ტოპინიმური მასლა 1984 წელს ვ. ჯოჯუამ, დ. შონიამ და 1991 წელს - პ. ცხადაიამ ჩაიწერეს. ინფორმატორები იყვნენ:
გვიჩია ვალოდია ბეგლარის ძე
ცანავა პორფილე თეოდორეს ძე
გვიჩია რობერტ რეზოს ძე.
ლეკიში - რიონისპირი. რიონის დანალექ სილას ლეკს უწოდებენ.
მერია - ერქვა ნარიონალ ტყ-ჭაობს რიონსა და ციას შორის.
მესტია - მიკროუბანი. ძირითადი დასახლებიდან შორსაა და ამიტომ დაერქვა.
მუხური - უბანი რიონის რკალში მოქცეულ ტერუტორიაზე.
ნადოხორუ - სახნავი ციის ნაპირას. დოხორე „სასახლე, ბატონის სახლი“.
ნარიონალი - ტბორი რიონის ჭალაში.
ნეძონა - ერქვა მინდორს რიონის მარჯვენა ნაპირზე.
ნოსქალენი - „ნაფუტკრალი“ - მინდორი რიონის მარჯვენა ნაპირზე.
ნოხორი - საბალახო საჭაკუოში.
ობერგული - ერქვა ტყე-ჭაობს ციის მარცხენა ნაპირზე. ობერგული საერთოდ ერქვა ისეთ ადგილს, სადაც შეიძლებოდა თოხით სიმინდის ჩათესვა-ჩაფლვა. ბერგი „თოხი“ - ბერგუა - „თოხნა“ - ობერგული „სათოხარი“, თოხით დასამუშავებელი.
ოჩხომე - სათევზაო ადგილი რიონზე.
ოცჰექტარიანი - სახნავი სოფლის ცენტრში.
საბერძენე - სახნავები. იგივე ჩაიგრუზია.
საგვიჩიოჩქონი - ჭალა-სახნავები. იგივე ჭალა.
სამიქაო - უბანი. ადრე უღრანი ტყე ყოფილა.
საჭაკუო - უბანი სოფელ საღვამიჩავოს საზღვართან.
უსპორე/ოსპორე - ერქვა ტყეს რიონის მარჯვენა მხარეს, საჭოჭუოს საზღვართან. „სადავო იყო ამიტომ დარქმევია“.
ყომესკური - სახნავი სოფლის სამხრეთ ნაწილში.ადრე ამ ადგილას გადიოდა ღელე ამავე სახელწოდებისა. ერთვოდა ციას მარჯვენა მხრიდან. „ახლა მისი კალაპოტი ამოვსებულია მიწით“.
ჩაიგრუზია - სახნავები სენაკი-ფოთის საავტომობილო გზის სამხრეთით. ადრე ერქვა საბერძენო.
ცია - მდინარე, რიონის ტოტი.
ჭალე - საძოვრები მდინარე რიონის ნაპირებზე.
ჭყონიშჯინჯი - „მუხისძირი“ - ტყე რიონის მარჯვენა ნაპირზე. „სალოცავი მუხა იდგა, მიჰქონდათ შესაწირავი“.
 სტატიის მომზადებისას გამოყენებულია: გაზეთ „კომუნისტისა“ და „მუშას“ ფურცლებზე გამოქვენებული მასალები, პაატა ცხადაის წიგნი „სამეგრელოს გეოგრაფიული სახელწოდებანი“ (ხობის რაიონი. ქ. ფოთი) და მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგები (1939წ; 2002წ; 2014წ.).

08.03.2020

ძველი ხიბულის ტოპონიმები და გეოგრაფიული აღწერა


  ხობის რაიონში, მდინარე ჭანისწყლის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს ლამაზი სოფელი ძველი ხიბულა. ძველი ხიბულის ცენტრში, ღელე სქურჩას მარჯვენა ნაპირას მდგარა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია. იქვე, ახლოს მდებარეობს ხიბულის ჯიხა (ციხესიმაგრე). ძველ ხიბულაში გაატარა თავისი ცხოვრების უკანასკნელი დღეები საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ.
ფოტო: ირაკლი შონია
 სოფელი ხიბულა არაერთგზის არის მოხსენიებული ძველ საეკლესიო ჩანაწერებში. 1621 წელს შედგენილ „აფხაზეთის საკათალიკოზო გამოსავალი მოსაკრებლის დავთარში“ აღნიშნულია: „არს ხიბულას სასახლე და გამოსავალი მართებული მოსაკრებლობა“. 1616-1621 წლებში შედგენილ (სავარაუდოდ) „კათალიკოს მალაქიას მოლაშქრე კაცთა ნუსხაში“ აღნიშნულია: „არის ხიბულას აზნაურიშვილი და მსახური 30“. ხიბულა მოხსენიებულია იტალიელი მისიონერის, არქანჯელო ლამბერტის „სამეგრელოს რუკაზე“, რომელიც შედის 1654 წელს ნეაპოლში გამოცემულ „სამეგრელოს აღწერაში“. დონ კრისტოფორო დე კასტელის – სამეგრელოს ნახატები „სამეგრელოს სოფელ ხიბულას მთაზე მდგარ ეკლესიაში უმშვენიერესი ვერცხლის ხატებია”.
ხიბულის ეკლესია - კასტელის ნახატი
 ხიბულის იმ ნაწილს , რომელიც მდებარეობს ჭანისწყლის მარჯვენა ნაპირზე, მოგვიანებით დაერქვა ძველი ხიბულა და გამოიყო ცალკე სასოფლო საბჭოდ.
ხობის მუნიციპალიტეტის სოფლების ტოპონიმებზე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, სრულმა პროფესორმა პაატა ცხადაიამ, 2007 წელს გამოსცა ფასდაუდებელი ნაშრომი - სამეგრელოს გეოგრაფიული სახელწოდებანი (ხობის რაიონი, ქ. ფოთი).
პ. ცხადაიას წიგნი დღეს, ბიბლიოგრაფიულ იშვიათობას წარმოადგენს. წიგნი თავის დროზე მცირე ტირაჟით (300 ერთეული) გამოიცა.
აღნიშნულიდან გამომდინარე მიზანშეწონილია ძველი ხიბულის მკვიდრებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს ხელი მიუწვდებოდეთ და იცნობდნენ თავიანთი სოფლის ტოპონიმიკას. სოფლის ისტორიის მართებულად გასააზრებლად ტოპონიმების ცოდნას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
ტოპონიმური მასალა ჩაწერილია 1983 წლის 4-6 ოქტომბერს. ინფორმატორები იყვნენ:
ბაჯუ არაჩემია (მიტროფანე)
ჯოტო ბუღაშვილი
ნუგზარ ბერიძე
ილია გაწერელია
პოლიკარპე გვასალია
ნუგზარ თუთბერიძე
იროდი კირთაძე
გურული ლაკირბაია
კოკი ქარცხია
ვალიკო ქაძანაია
პროფი ქვარაია
ჯუმბერ ქვარაია
არტე ქვათაძე
გუჯა ღურწკაია
შაქრო ჩემინავა
იროდი ჯაკონია
მოკოდია ჯაკონია
ტერენტი ჯაკონია
ამბროზიშკარი - სახნავი უდუდეღალის ნაპირას
არაბიშ წყარი (გიორგიშ წყარი - წყარო საკობახიოში. აქ გიორგი ლაკირბაია ესახლა. შავი იყო და არაბს ეძახდნენ.
ბაბუშიაშ ნაკარუ - სახნავი ნახაჯღალის მარცხენა ნაპირას.
ბაღჩა / მარიაშ ბაღჩა - სახნავი საქანთარიოში.
ბეჩუნიაკარი - ჩაის ფართობი საყურასქუოში
ბოგირმენჯი/ბოგურმენჯი - საძოვარი სქურჩის მარცხენა ნაპირას. მენჯი ყოფილა ღრმა და ბოგირით დაუფარავთ, რათა საქონელი არ ჩაძირულიყო.
ბოგურმენჯი - საძოვარი
ბულიერი-ფერდობები ტების გვერდით, დობერის ძირას.
ბურდუ - ერქვა ტყეს საქვარცხავოში
ბურდუშ ჩაი-ჩაის ფართობი ბურდუში
ბუჯიშ ნოხორი - ჩაის ფართობი ენწერში
გაიოზიშ ნოხორი - სახნავი საჯაკონიოში
გაწერელიეფიშ სუკი - სერი სოფელ ნარაზენის საზღვართან, სუჯუნაღალის მარცხენა ნაპირას.
გერასმეშ ნოხორი - მინდორი საღურწკაიოში.
გიორგიშ სუკი - ბორცვი საჩემინაოში.
გიორგიშ წყარო - იგივე არაბიშ წყარო.
გუდუშ ნაფთური - მინდორი საბუღაღასქუოში. აფთურა აფხაზურად ნიშნავს მწყემსის სადგომს.
დობერა - სერი სქურჩა-ჭანისწყლის გამყოფი.
დურღენღალ - ღელე, ფართო ღალის მარჯვენა შენაკადი. დურღენი - 1. მაყვალი (ნაყოფი), 2. მაყვლის ბუჩქი.
ენწერი - ტყე სოფელ ნარაზენის საზღვართან.
ერმინეშ ბაღჩა - სახნავი ნახაჯღალის სათავესთან.
ვალოდიაშ კარი - მინდორი საჩემინაოში
 თუდოლენჭალე - ჭალა-სახნავი საქანთარიოსა და სოფლის ცენტრს შორის.
თუდოლენხიბლა - სოფლის ნაწილი ცენტრის ქვემოთ.
თურქიშ ნოხორი - სახნავი დობერაში.
იაკობიშ შეკებილი - ტყე საქანთარიოში
იონაშ ბარდი -ტყე ნოგერუანთან
იროდიშ კარი - საძოვარი საქანთარიოში
კაკუაშ ეკალი - აღმართი, ბილიკი პაპანწყვირის გვერდით, გადიოდა ჭაქვინჯისკენ.
კაჯაშ ოხარჩალაია - წყარო.
კერანდუხუშ ნოხორი - სახნავი ნარაზენთან. კერანდუხუ ქალის სახელია.
კერანდუხუშ წყარო - წყარო საქაძანაიოში.
კიტაიაშ ონთხორუე - კიტიას სასაფლაო - მინდორი სააბულაძოში. რევოლუციამდე ერთ კაცს მსახურად ჰყოლია სხვა რჯულისა და წარმომავლობის კაცი, რომელსაც კიტაიას ეძახდნენ მეტსახელად. მისი დამარხვა ეკლესიაში არ შეიძლებოდა და იქ მარტოკა დაუმარხავთ“.
კიტიეფიშ ტობა - მორევი ჭანისწყალზე
კოლაშკარი - სახნავი საქანთარიოში
კოტოტობა - მორევი იგივე ტკილტობა.
კურკუცა-ბორცვი, სასაფლაო საქარცხიოში.
კურკუცა, კურკუცია - მცირე მრგვალთავა ბორცვი.
ლაგერვანი - ბორცვი. იგივე ნაგელუვანი.
ლავრენტიშ შეკებული - ტყე საქანთარიოში. შეკებული-შემოკავებული.
ლეფონა - ტყე სქურჩის მარჯვნივ. ლეფონი-ლაფანი.
ლექარცხიე-უბანი სქურჩის ნაპირას. ცხოვრობენ ქარცხიები.
ლომკაშ ნოხორი-სახნავი სოფლის ცენტრთან.
მარიაშ ბაღჩა-სახნავი, იგივე ბაღჩა.
მენჯი „ვეძა“ - ღელე. საბუღასკუოდან გადის და რეყეში ერთვის უდუდე ღალს. მენჯი ერქვა ტლატოსაც სოფლის ცენტრის სიახლოვეს.
მენჯიშ ჭალე - სახნავი სოფლის ცენტრსა და ჭანისწყალს შუა.
მესხეში ნოხორი - სახნავი სოფ. ჭაქვინჯის საზღვართან. მესხია ქვრივი ქალი იყო (მესხია-მესხიხე-მესხე).
მთავარანგელოზი - საყდარი სოფლის ცენტრში.
მურზაიაშ ნოხორი - ჩაის ფართობი ლექარცხიეში. მურზაია კაცის სახელია.
მუხრამიშ ნოხორი - ბორცვი, სახნავი ჯიხაფერდსა და საჭანოს შუა.
მუკოხილიშ ფერდი - სერი ჭანისწყლის მარჯვენა ნაპირას. მუკოხილი-ჩამორღვეული ფლატე.
ნაგერუანიშ მენჯი - ტლაპო საქანთარიოს თავზე.
ნადოხორუ - სახნავი ჟიმოლენ ჭალეში. დადიანების სანადირო ტყე იყო და სახლი ედგათ.
ნათუთუმუ - ნათამბაქოვარი - ჩაის ფართობი. იგივე ნაჭვი ჩაი.
ნაკობახუ - სახნავი ნაგელუვანსა და საჭაქვინჯოს შუა. კობახია გვარია.
ნაოხვამ - ბორცვი ურიაღალთან
ნაშენჭალე - სახნავი ჭანისჭყლის ჭალაში.
ნაწისქვილუ - წყარო-ნაკადული, სუჯნაღალის მარჯვენა შენაკადი საცაგურიოში.
ნაწიფუ - სახნავი, სერი საჯაკონიოში. ურიაღალის მარცხენა მხარეს. ძველად აქ წიფურიები ესახლნენ.
ნაქაჯიანუ -ჩაის ფართობი სქურჩის მარჯვენა ნაპირას, სოფ. ჭაქვინჯის საზღვართან. გადმოცემით, აქ ქაჯაიაები ცხოვრობდნენ.
ნახაჯღალ - ღელე, სქურჩის მარჯვენა შენაკადი. იწყება საქვარაიოში, გაივლის დობერასა და ჭანისწყალს შუა.ნახაჯი-ნაცერცვალი.
ნინოშ ნოხორი - სახნავი საჭანიოში.
ოინჭირიონი - „საანწლე“- ტყე საჭანიოში
ოსკვერემენჯი - „საშვლე ვეძა“- ტალახი, ტებიშ მენჯი.
ოტოფუე - მორევი ჭანისწყალზე. ტოფუ თევზია ერთგვარი, ხორო ტოფუა არის თევზის გასვლა ქვირითის დასაყრელად.
ოწურბელე - „საწურბლე“ - ღელე ცხუკონაში, სოფელ ჭაქვინჯის საზღვართან.
ოხარჩალაია//კაჯაშ ოხარჩალაია - წყარო, ტყე სუჯნაღალის ხეობაში. „ოხარჩალაია“ -ჩხრიალა. ჩუხჩუხა.
ოხარჩალე- წყარო, ნაკადული საკობახიოში.
ოხვამეკარი - სახნავი სოფლის ცენტრში.
პავლიაშ ნაკარუ - სახნავი ჭანისწყლის ჭალაში.
პაპანწყვირე - ტბა სოფელ ჭაქვინჯის საზღვართან. პაპანწყვირი, პაპანწყვილე ხშირია სამეგრელო-სამურზაყანოს ტოპონიმიაში და აღნიშნავს პატარა ტბა-ჭაობს, საშიშარსა და სახიფათოს, გაუვალს.
პაპანწყვირეშ ღალ - ღელე პაპანწყვირიდან გადის და ერთვის საჭაქვინჯოღალს.
პეტრეშ ნოხორი - საძოვარი საცაგურიოში.
ჟიმოლენჭალე - „ზემო ჭალა“ - ჭალა-სახნავი სოფ. ჭაქვინჯის მხარეს.
ჟიმოლენხიბლა - სოფლის ნაწილი, სოფლის ცენტრის აღმოსავლეთით.
რეყე „რიყე“ - ჭაობნარი სოფ. ნარაზენის საზღვართან.
როკონა - სახნავი ჭანისწყლის ჭალაში, ჯაპიშაქრის პირდაპირ. როკი-გამხმარი. დაკორძებული კუნძი.
სააბულაძო - უბანი საჭანიოსა და საზარანდიოს შუა.
სააბულაძოშ ღალ-ღელე. ჭანისწყლის მარჯვენა შენაკადი.
საარაჩემიო - უბანი სქურჩა-ჭანისჭყლის წყალგამყოფზე. აქაური არაჩემიების წინაპრები სოფ. ჯიხაშკარიდან გადმოსულან.
საარაჩემიოშ ყვანა - სახნავი საარაჩემიოში.
საბებიო - უბანი საჭანიოსა და საცაგურიოს შუა.
საბუღასქუო-უბანი უდუდეღალის მარცხ. ნაპირას. ცხოვრობენ ბუღაშვილები. წინაპრები ჩამოსულან რაჭიდან.
საგაწერელიო-უბანი სუჯნაღალსა და უდუდეღალს შუა. გაწერელიები მარტვილიდან ჩამოსულან (კერძოდ, პირველი ყოფილა 1904 წელს დაბადებული ინფორმატორის - ილია გაწერელიას -პაპუ დიტო).
სავარდიო - ბორცვი სოფ. ჭაქვინჯის საზღვართან. აქ ვარდიების მამულები იყო.
საკობახიო - უბანი ჯიხაფერდსა და საჭანიოს შუა.
საკონჯარიო - უბანი ნარაზენის საზღ ვართან.
საკონჯარიოშ ღალ - ღელე, სქურჩის მარჯვ. შენაკადი.
სამიქანძო - უბანი ჭაქვინჯთან. აქ ცხოვრობენ მიქაძეები.
საქანთარიო - უბანი ჭანისჭყლის მარჯ. ნაპირას.
საქარცხიო - უბანი სუჯუნის მარცხენა ნაპირას, უდუდეღალუს სათავესთან. ლექარცხიე უფრო ზემოთაა.
საქარცხიოშ ტყა - ტყე საქარცხიოს განაპირას.
საქარცხიოშ წყურგილი - წყარო სუჯუნაღალის მარცხ. ნაპირას.
საქაძანაიო - უბანი უდუდეღალის მარცხ. ნაპირას. გადმოცემით, ქაძანაიები გვარად ქაუძანაძეები ყოფილან და ხონიდან თუ მარტვილიდან ჩამოსულან.
საქვარაიო - უბანი სოფ. ჭაქვინჯის საზღვართან.
საქვარცხაო - უბანი ნარაზენის საზღვართან.
საღურწკაიო - უბანი ჭანისწყლის მარჯ. ნაპირის სერზე. ღურწკაიების წინაპრები იმერეთიდან ყოფილან. კერძოდ, დიდგვიმარონიდან და „ძველები“ კიდეც დადიოდნენ იქ ხატის მოსალოცავად.
საყურასქუო - უბანი. იგივე საყურაშვილო.
საჩემინო - უბანი - ჭაქვინჯის საზღვართან. აქაური ჩემინავები გადმოსულან ჩემნაშკარიდან (სოფ. კახათი, ზუგდიდი).
საცაგურიო - უბანი ენწერში, ნარაზენთან. საცაგურიოშ ტუნგო - ტუნგის ნარგავები საცაგურიოში.
საცაგურიოს ჩაი - ჩაის ფართობი საცაგურიოში.
საცაგურიოშ ტყა - ტყე საცაგურიოში.
საჭანიო -უბანი ჭანისწყლის მარჯ. ნაპირას შემაღლებაზე, ნარაზენისკენ მიმავალ გზაზე.
საჭანიოჩაი - ჩაის ფართობი უდუდეღალუს მარჯ. ნაპირას, საჭანიოს გაღმა.
საჭაქვინჯიღალ - ღელე, სქურჩის მარჯვ. შენაკადი. სათავეა სანარსიოშ წყურგილე 9სოფ. ჭაქვინჯი).
საჯაკონიო - უბანი სკურჩასა და საღურწკაიოს შუა. ამ გვარის ზოგიერთი წარმომადგენელი დარწმუნებულია, რომ მათი წინაპრები ჩამოსულან ბიჭვინთიდან. სალოცავი აქვთ ყულისკარსა და ილორში.
სკურჩე-ღელე. იგივე სკურჩა.
სოფიაშ ნოხორი - სახნავი ურიაღალის ნაპირას.
სუჯუნაღალ/ფართოღალ - ღელე, ხეობა საყურაშვილოში. გაედინება საცაგურიოსა და საგაწერელიოს შუა. გადმოცემით აქ სახლებულა კაცი სახელად სუჯუნა. მეგრულში სუჯუნა ნიშნავს სუროვან ან ცვარ-ნამიან ადგილს.
ტაიშ ფერდი - ფერდობი საქანთარიოში.
ტები - ვაკე-სახნავი ნატყევარზე, ნახაჯღალუს ნაპირას.
ტებიშ მენჯი/ოსკვერე მენჯი - ტლაპო ტებში. საქონელი ეტანება. მენჯი „ვეძა“. ოსკვერე -საშვლე.
ტკილტობა/კოტოტობა - მორევი ჭანისწყალზე. ტკილი „მერგელის ქანი“; კოტო „ქოთანი“.
ტროფინაშ ფონი - ფონი ჭანისწყალზე.
ტუიაშ ნოხორი - ჩაის ფართობი. იგივე ტუიაშ ჩაი.
ტუიაშ ჩაი/ტუიაშ ნოხორი - ჩაის ფართობი საყურაშვილოში. ჩაი 1928 წელს გაუშენებიათ ტუიას ნასახლარზე.
უდუდეღალუ „უთავო ღელე“ - ღელე საქარცხიოში.
ურიაღალ - ღელე სქურჩის მარცხ. შენაკადი.
ფართოღალ - ღელე. იგივე სუჯუნღალ.
ფარნაშ შეკებილი „ფარნას შემოკავებული“-ტყე საქანთარიოში.
ფედოსიაშ გიოჯინუ „ფედოსიას დასაცქერი“ - სახნავი ჭანისწყალთან, როკონასთან.
ქეთეშ ნოხორი - სახნავი ნახაჯღალის მარჯ. მხარეს. ქეთე ქვრივ ქალს ერქვა.
ქვათაშკარი - ჩაის ფართობი საყურაშვილოში.
ქოლო - წყარო საჭანიოში. ქოლო არის კოდი, გულა ამოღებული ხე ან თიხისგან გამომწვარი. დგამენ წყაროში, რათა წყალი სუფთა იყოს.
ქურდიონი - სახნავი ჭანისწყალთან.
ღალუბადო - „ავი ღელე“, ტყე, ხეობა, უდუდეღალის სათავე.
ჩუხუაშ ნოხორი - მინდორი საგაწერელიოში. ჩუხუა გვარია.
ცაგურიაშ ნოხორი - მინდორი საგაწერელიოში.
ცხუკვანა/ცხუკონა - საძოვარი ჭაქვინჯის საზღვართან. ინფორმატორთა მტკიცებით, ცხუკა ყურძნის ჯიშა ერთგვარი.
ცხუკონა-საძოვარი. იგივე ცხუკვანა.
ძიკიშ ღალ - ღელე საჭანიოში.
ძიკიშხასლა-ჩაის ფართობი სუჯნაღალის მარცხ. ნაპირას. „ხასლა“-გვერდი.
ძკუკშ ნოხორე - ჩაის ფართობი საცაგურიოში.
წისქვილიშ ჭალე - სახნავი ნახაჯღალის ნაპირას.
წიფურტობა - მორევი ჭანისწყალზე.
წიფურტობაშ ფონი - ფონი ჭანისწყალზე.
წყარტიბუა „წყალთბილა“ - წყარო და სახნავი ჭანისწყლის ჭალაში, საზიარო სოფელ ნარაზენთან. წყარო ზამთარ თბილია, ზაფხულ-ცივი.
ჭაჭუტიაშ ნოხორი - სახნავი საქაძანაიოში. კაცს ერქვა ჭაჭუტია.
ჭაჭულიაშკარი - სახნავი ნარაზენის საზღვართან.
ჭიჭე რიყე - სახნავი ჭანისწყლის ჭალაში.
ჯიხაშ გოლა - სერი. იგივე ჯიხაფერდი.
ჯიხაშ ტობა - მორევი ჭანისწყალზე, ჯიხასთან.
ჯიხა/ხიბლურჯიხა - ციხესიმაგრე ჯიხაფერდის თავზე.
ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლი 





06.03.2020

მამუკა ყორშია - მწვრთნელი, რომელიც 34 წელია ზრუნავს ჭიდაობის განვითარებაზე


2012 წლის ლონდონის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორის, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონების აღმზრდელი მამუკა ყორშია, 1965 წლის 1 მაისს დაიბადა ხობის რაიონის სოფელ პირველ მაისში.

 პირველი მაისის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა განაგრძო საქართველოს ფიზიკური აღზრდის სასწავლებელში. აღნიშნული სასწავლებლის სრული კურსი დაამთავრა 1986 წელს. 1986 წლის 1 სექტემბრიდან 2002 წლამდე მუშაობდა ხობის ოლიმპიური რეზერვების სკოლაში ჭიდაობის მწვრთნელ-მასწავლებლად. 2002 წლიდან დღემდე მუშაობს ხობის სასპორტო სკოლაში ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობის მწვრთნელ-მასწავლებლად.
მ. ყორშიას აღზრდილმა სპორტსმენებმა მსოფლიოსა და ევროპის პირველობებზე მრავალჯერ ააჟღერეს საქართველოს ჰიმნი.
მანუჩარ ცხადაია - 2012 წლის ლონდონის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი
მანუჩარ ცხადაია - 2012 წლის ევროპის ვიცე-ჩემპიონი და 2009 წლის ბრინჯაოს პრიზიორი
მანუჩარ ცხადაია - 2009 და 2011 წლების მსოფლიო ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი
ნუგზარ წურწუმია - ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი, ვიცე ჩემპიონი და ბრინჯაოს პრიზიორი.
 მამუკა ყორშიას 2016 წელს საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება მიენიჭეა. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

მამუკა ყორშია არის მაღალი დონის მწვრთნელი და კვალიფიციური პედაგოგი. მისნაირი მწვრთნელის ყოლა მომავალი, დიდი წარმატების საწინდარია.


ხობის რაიონის სოფლების საკავშირო აღწერის შედეგები (1926, 1939)


1926 და 1939 წელს საქართველოში მოსახლეობის საკავშირო აღწერა ჩატარდა.  აღწერის შედეგები მრავალმხრივ არის საინტერესო და იძლევა შესაძლებლობას თვალი მივადევნოთ ხობის რაიონის საზღვრების ცვლილებას, მოსახლეობის ზრდისა და კლების ტენდენციას, სოფლების შექმნის (გამოყოფის) პერიოდს და ა.შ.
სრულიად საქართველოს ცაკ-ის პრეზიდიუმისა და საქართველოს სსრ სახკომსაბჭოს გაერთიანებულმა სხდომამ 1929 წლის 29 აგვისტოს დაამტკიცა რესპუბლიკის ახალი ადმინისტრაციულ ტერიტორიული დაყოფა, რომელიც გამოქვეყნდა 1930 წელს. ამ დაყოფით ზუგდიდის მაზრაში შეიქმნა ხობის რაიონი ცენტრით სოფელი ხობი. მასში შედიოდა 8 სასოფლო საბჭო.

ახალ ხიბულის ს/ს: ახალ ხიბულა (ცენტრი), გაშფერდი, ზუბი, ხიბულა (ძველი ხიბულა ლ.ღ.).
ახალ ხორგის ს/ს: ქარიატა, შუა ხორგა (ც)
ნოჯიხევის ს/ს: ბია-ხობი, გურიფული, ნოჯიხევი (ც)
საჯიჯაოს ს/ს: ზენი, მეორე ზუბი, საჯიჯაო (ც), ჯაპშაქარი
ქვალონის ს/ს: ქვალონი (ც)
ხეთის ს/ს: ბულიწყუ-ოხვამე, თორსა-დღვაბა, ლარჩვა (ც), საკუკაო, საქირიო, საბუკიო-ნოჩხონი, ჭიხუ-საკვიკვინიო
ხობის ს/ს: ხობი
ხორგის ს/ს: ხორგა.
პატარა ფოთის, ყულევის სასოფლო საბჭოები შედიოდა სენაკის რაიონში, ხოლო ქვემო ჭალადიდის სასოფლო საბჭო (საბაჟო, საგვიჩიო, საღვამიჩაო, საქორქიო, საჭოჭუო, ჭალადიდი) ფოთის საქალაქო საბჭოში.

ხობის სოფლები 1926 წლის მდგომარეობით.


ორივე სქესი
მამაკაცი
ქალი
ფოთის რაიონი






დ. ყულევი
872
444
428








პატარა ფოთის თემი
257
162
95
 პატარა ფოთი
257
162
95
ზუგდიდის მაზრა



ახალ-ხიბულის თემი
3,056
1,473
1,583
ახალი ხიბულა
362
186
176
გაშფერდი
727
341
386
ზუბი
821
385
436
ხიბულა
1,146
561
585
ნოჯიხევის თემი
3,420
1,671
1,749
ბია-ხობი
1,619
801
818
გურიფული
559
271
288
ნოჯიხევი
1,242
599
643
საჯიჯაოს თემი
2,716
1,333
1,383
ზენი
1,225
608
617
ზუბი
197
81
116
საჯიჯაო
517
247
270
ჯაპი შაქარი
777
397
380
ქარიატის თემი
2,669
1,357
1,312
ქარიატა
1,170
577
593
ხორგა შუა
1,499
780
719
ქვალონის თემი
3,870
1,983
1,887
ქვალონი
3,870
1,983
1,887
ხეთის თემი
6,450
3,243
3,207
ბულიწყუ
1,264
652
612
თორსა დღვაბა
796
417
379
ლარჩვა
646
320
326
საკუკაო
927
441
486
საქირიო
1,034
513
521
საბუკიო ნოჩხონი
841
420
421
საკვიკვიანო
942
480
462
ხობის თემი
1,753
856
897
ხობი
1,753
856
897
ხორგის თემი
2,376
1,162
1,214
ხორგა
2,376
1,162
1,214




ხობის სოფლები და მოსახლეობა. 1939 წელი

ორივე სქესი
მამაკაცი
ქალი



ფოთის საქალაქო საბჭო



ქვემო ჭალადიდის სასოფლო საბჭო
1,890
1,199
691
ყორათი
445
257
188
საბაჟო
668
414
254
საღვამიჩავო
155
89
66
საგვიჩიო
59
31
28
საქორქიო
225
158
67
საჭოჭუო
216
128
88
ზამთრის საძოვრებზე აღწერილი მოსახლეობა
122
122
-
ყულევის სასოფლო საბჭო
865
404
461
ყულევი
865
404
461
პატარა ფოთის სასოფლო საბჭო
1,353
864
489
კოლხიდმშენი
192
122
70
პატარა ფოთი
852
538
314
საგორდო
54
37
17
ხიდმშენი
255
167
88
ხობის რაიონი
29,691
15,089
14,602
სოფლის მოსახლეობა
29,691
15,089
14,602
ახალხიბულის სასოფლო საბჭო
2,009
998
1,011
ახალხიბულა
524
271
253
გაშფერდი
676
330
346
ზუბი
809
397
412
ბიის სასოფლო საბჭო
1,156
551
605
ბია
385
194
191
ზემო ბია
225
97
128
ბია-საშონიო
346
164
182
კიტია-ნოხორი
200
96
104
ძველი ხიბულის სასოფლო საბჭო
1,108
536
572
ძველი ხიბულა
1,108
536
572
ქარიატის სასოფლო საბჭო
1,333
710
623
გაღმა ქარიატა
733
381
352
გამოღმა ქარიატა
600
329
271
ქვემო ქვალონის სასოფლო საბჭო
1,857
938
919
ბულიში
600
287
313
გიმოზგონჯილი
772
408
364
დურღენა
485
243
242
ნოჯიხევის სასოფლო საბჭო
2,575
1,275
1,300
ზენი
534
258
276
ნაფოშტუ
642
316
326
ნოჯიხევი
405
199
206
ნოჯიხევი  (რკინიგზის სადგური)
21
18
3
ხობის მეორე უბანი
451
217
234
ებრაელთა ახალშენი
522
267
255
პირველი მაისის სასოფლო საბჭო
1,839
942
897
ბულიწყუ I
502
263
239
ბულიწყუ II
373
189
184
ჭიხუ
461
234
227
საკვიკვინიო
503
256
247
პირველი ხორგის სასოფლო საბჭო
2,227
1,174
1,053
გაღმა პირველი ხორგა
913
477
436
გამოღმა პირველი ხორგა
1,277
660
617
ზამთრის საძოვრებზე აღწერილი მოსახლეობა
37
37
-
საჯიჯაოს სასოფლო საბჭო
2,945
1,473
1,472
ზედა ჯაპშაქარი
462
233
229
ქვედა ჯაპშაქარი
368
187
181
ზედა ზენი
308
151
157
ქვედა ზენი
557
270
287
შუა ზენი
497
258
239
ზუბი
181
78
103
გაღმა საჯიჯაო
572
296
276
თორსა-დღვაბის სასოფლო საბჭო
1,314
781
533
დღვაბა
354
209
145
ხეტყის დამამზადებელი პუნქტი
181
168
13
საბუკიო
225
123
102
სალატარიო
230
119
111
საშონიო
324
162
162
ხამისკურის სასოფლო საბჭო
1,398
678
720
საქირიო
453
213
240
საკუკავო
463
224
239
ზემო საარცვანიო
265
135
130
ქვემო საფარცვანიო
217
106
111
ხეთის სასოფლო საბჭო
2,801
1,446
1,355
ლარჩვა
936
482
454
ნოჩხონი
441
247
194
ოხვამეკარი
458
223
235
საქირიო
337
167
170
ხეთა (რკინიგზის სადგური)
40
35
5
წინაგოლა
589
292
297
ხობის სასოფლო საბჭო
2,843
1,389
1,454
ხობი - რაიონული ცენტრი
2,843
1,389
1,454
მ.შ. გურიფული I
488
258
230
გურიფული II
576
268
308
ჯიხუ
873
428
445
შუა ქვალონის სასოფლო საბჭო
2,292
1,133
1,159
ალიონი
538
264
274
გვიმარონი
747
349
398
საალანიო-საფაჩულიო
230
120
110
სახოჭოლავო
310
163
147
ჭითაუშქური
441
211
230
ზამთრის საძოვრებზე აღწერილი მოსახლეობა
26
26
-
შუა ხორგის სასოფლო საბჭო
1,994
1,065
929
ყორათი
433
278
155
გაღმა შუა ხორგა
737
376
361
გამოღმა შუა ხორგა
824
411
413
საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის მუშათა და გლეხთა მთავრობის კანონთა და განკარგულებათა კრებულებიდან ამონარიდები ხობის რაიონის ზოგიერთი სოფლის შექმნის შესახებ.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1961 წლის 16 ოქტომბრის N446 ბრძანებულებით ხობის რაიონის ცენტრი სოფელი ხობი გარდაიქმნა დაბად, ხოლო ხობის სასოფლო საბჭო-ხობის სადაბო საბჭოდ.


საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს 1936 წლის თებერვლის გადაწყვეტილებით ნოჯიხევი გამოეყო ხობს და შეიქმნა ნოჯიხევის სასოფლო საბჭო ნოჯიხევის, მეორე ხობი, ნაფოშტუ და ებრაელთა ზენის შემადგენლობით.

საქართველოს სსრ ცაკის 1934 წლის 21 მაისის დადგენილება ხობის რაიონში პირველი მაისის, ქვემო ქვალონის და ხამისკურის საბჭოების დაარსების შესახებ.