06.10.2020

ხორგელი მეცნიერი კარლო ლიფონავა

 მეცნიერი კარლო ლიფონავა დაიბადა 1938 წლის 27 დეკემბერს ხობის რაიონის სოფელ ხორგაში. 1961 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ფიზიკური გეოგრაფიის სპეციალობით.

გარდაცვალებამდე მუშაობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში. აქვე, 1967-1970წწ. გაიარა ასპირანტურის კურსი პროფესორ ლ. მარუაშვილის ხელმძღვანელობით. მის საკანდიდატო ნაშრომში წყალსაცავების ქვაბურების განვითარების ზოგადი კანონზომიერებანიც არის გამოვლენილი. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი გამოკვლევები რელიეფის თანამედროვე გამომეტყველების, წარმოშობისა და განვითარების კანონზომიერებაზე. მეცნიერის კვლევის ობიექტი იყო, აგრეთვე, თანამედროვე გეომორფოლოგიური პროცესები და მათი შედეგები, ვულკანური, გლაციალური და კარსტული რელიეფის შესწავლა. წლების განმავლობაში იგი იკვლევდა შავი ზღვის სანაპირო ზოლის მორფოლოგიასა და დინამიკას, წყალსაცავებში მიმდინარე პროცესებს, კოლხეთის ბარის რელიეფს, კარსტულ სიღრუეებსა და სხვა აქტუალურ საკითხებს. სიცოცხლის ბოლო წელს დაამთავრა უნიკალური შრომა - გეომორფოლოგიური ლექსიკონი". გამოქვეყნებული აქვს 80-მდე სამეცნიერო ნაშრომი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი.

1973 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემაზე - "საქართველოს წყალსაცავების სანაპირო ზოლისა და ფსკერის რელიეფის ცვალებადობა".

კ. ლიფონავა არის გეომორფოლოგიური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონის ავტორი. ლექსიკონში მოცემულია 4000–მდე ტერმინი და სპეციალურ ლიტერატურაში არსებული ფორმულირებები, რომლებიც გამოიყენება გეომორფოლოგიურ და გეოლოგიურ მეცნიერებაში.

კარლო ლიფონავა გარდაიცვალა 1992 წელს.

 წყარო: http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00015555/

05.10.2020

ალექსანდრე (ალიოშა) წურწუმია

 ალექსანდრე წურწუმია დაიბადა 1917 წლის 20 აგვისტოს ხობის რაიონის სოფელ ქარიატაში.

შრომითი საქმიანობა დაიწყო 1937 წელს ქალაქ ფოთში, სადაც სხვადასხვა დროს მუშაობდა საქალაქო გაზეთ „მგზნებარე კოლხიდელის“ ინსტრუქტორად, განყოფილების გამგედ, რესპუბლიკის გაზეთ „კომუნისტის“ და „ახალი კოლხიდელის“ ლიტმუშაკად. 1941-1946 წლებში იმყოფებოდა საბჭოთა არმიის რიგებში. ა. წურწუმია დაჯილდოებულია მედლებით „კავკასიის დაცვისათვის“ და „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გერმანიაზე გამარჯვებისათვის“.


                                      გაზეთი "საქართველოს რესპუბლიკა" 1997 წელი

ა. წურწუმიამ 1950-1952 წლებში ჯერ რესპუბლიკური პარტიული სკოლა, ხოლო შემდეგ მოსკოვის უმაღლესი პარტიული სკოლა დაამთავრა. 22 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ხობის რაიონის პარტიულ აქტივს, ჯერ როგორც პარტიის ხობის რაიკომის მეორე მდივანი (1952 წლიდან), შემდეგ პირველი მდივანი (1986 წლის დეკემბრიდან). 1974-1980 წლებში მუშაობდა საქართველოს სასოფლო მშენებლობის მინისტრის მოადგილედ, 1980-1985 წლებში სამინისტროს პროფკავშირების გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარედ.

1982 წლიდან ა. წურწუმია არჩეული იყო ქალაქ ხობის საპატიო მოქალაქედ, აგრეთვე საქართველოს უმაღლესი საბჭოს ორი მოწვევის დეპუტატად, დაჯილდოებულია ორდენებით, მედლებით, საპატიო სიგელებით.

ალექსანდრე წურწუმია გარდაიცვალა 1997 წელს.

02.10.2020

სპორტული ცხოვრების ისტორია ნინოშვილის ქუჩაზე

 სტატიაში გაეცნობით მეტვარ ხურციას მიერ ქალაქ ხობში, ნინოშვილის ქუჩაზე სპორტული კომპლექსის მოწყობის ისტორიას.

„კარგი თაოსნობა“ - ასე ვუწოდეთ წერილს, რომელიც 1976 წლის 21 ივლისს დაიბეჭდა ჩვენს გაზეთში. მასში საუბარი იყო იმ ინიციატივაზე, რომელიც ხობში, ნინოშვილის ქუჩაზე მცხოვრებმა ახალგაზრდებმა ფიზკულტურის მასწავლებლის მეტვარ ხურციას ხელმძღვანელობით წამოიწყეს - საკუთარი ძალებით ჭაობიანი ადგილი მოასწორეს და იქ კალათბურთისა და ხელბურთის მოედნები მოაწყვეს.


 ნინოშვილისა და ლენინის ქუჩის ახალგაზრდები (ბადრი ჩიტაია, თემურ დგებუაძე, დათო ქირია, პაატა კობახიძე, გელა ბერაია, მახო ჯოჯუა, ხვიჩა და გოჩა ჯგერენაიები) - "ტყავის ბურთის" პრიზის საქალაქო პირველობის გამარჯვებულები.

მას შემდეგ ხუთი წელი გავიდა. წლწულს ხობში სტუმრობისას კვლავ ვინახულეთ ის ადგილი. ბევრი რამ შეცვლილა მას შემდეგ. მოედანი უფრო გაულამაზებიათ, ჩოგბურთის კორტიც მოუწყვიათ და მავთულის ბადით შემოუკავებიათ. ირგვლივ ტანი აუყრიათ ჭადრისა და კოპიტის ხეებს, რომელთა ჩრდილი მოედანს ფარავს.


სპორტული მოედანი ნინოშვილის ქუჩაზე

დღეისათვის აქ სამი სექცია მოქმედებს, - გვეუბნება მ. ხურცია. - კალათბურთის სექციაში 17 ახალგაზრდა მეცადიენობს, ჩოგბურთის კორტზე - 12 მოყვარული ვარჯიშობს. ყველაზე მრავალრიცხოვანია ფეხბურთის სექცია, რომელიც 40-მდე კაცს აერთიანებს.

როგორც გვითხრეს, აქ ხშირად მართავენ ამხანაგურ შეხვედრებს სოფლების ან სხვა უბნების ახალგაზრდებთან. წლეულს კი ხობის რაიონის სპორტკომიტეტის წინადადებით აქ გაიმართა რაიონული პირველობა უბნებს შორის „ტყავის ბურთის“ პრიზზე, სადაც მასპინძლებმა ყველა მეტოქე დაჯაბნეს და პირველობაც დაისაკუთრეს.

აღსანიშნავია, რომ აქ ისწავლეს ფეხბურთის ანბანი მერაბ ალანიამ, ბესიკ ბებიამ და ენუქი თევზაძემ. მერაბი და ბესი დღეს ხობის „კოლხეთის“ ღირსებას იცავენ, ხოლო ე. თევზაძე, რომელიც ქუთაისის „ტორპედოში“ თამაშობდა, ამჯამად თბილისის ასკ-ში გამოდის.

კარგი საქმე გაკეთდა ქუჩის მოედნის კეთილმოწყობით. იგი ნინოშვილის, სტალინის, ლენინის, ორჯონიკიძისა და გორკის ქუჩების ახალგაზრდების აღზრდის ერთ-ერთ კერად იქცა. კმაყოფილნი არიან მშობლებიც, რადგან იციან, რომ მათი შვილები უსაქმოდ არ დაეხეტებიან. მოედანი წმინდა სპორტული თვალსაზრისით დიდებსა და პატარებს ერთნაირად იზიდავს. სპორტული შეჯიბრებების საცქერლად თითქმის ყოველ საღამოს 70-80 მაყურებელი იყრის თავს.

უყვართ ნინოშვილელებს თავიანთი სპორტული კომპლექსი. უყვართ და ყოველდღიურად ზრუნავენ მის კეთილმოწყობაზე.

-ბურთებიც და ფორმაც საკუთარი სახსრებით შევიძინეთ, -გვეუბენბა სპორტული კომპლექსის სული და გული მ. ხურცია. ბოლო წლებში კომპლექსის კეთილმოწყობაში ახალგაზრდებს დიდად დაგვეხმარა ადგილობრივი მოსახლეობა. მათი ხელშეწყობით მომავალი წლისთვის დაგეგმილი გვაქვს მოედანზე გასახდელის და საშხაპეს მოწყობა...

როცა ნორჩების ჟრიამულით სავსე მოედანს დავშორდით, რაიონული სპორტკომიტეტის თავმჯდომარემ ანზორ სანიკიძემ გვითხრა:

-   ამ კომპლექსის კეთილმოწყობით ნინოშვილელმა ახალგაზრდებმა კარგი საქმე გააკეთეს. მართალია, თავდაპირველად მათ არავინ აუბა მხარი, მაგრამ ამ ბოლო დროს მიმდევრებიც გამოუჩნდნენ.

წყარო: გაზეთი „ლელო“, 1981 წ.

ხობის მონასტერი - 1961 წელი

 ფოტო გადაღებულია 1961 წელს ხობის მონასტერში.



პირველი - გურამ ასათიანი (ფილოსოფოსი); მეხუთე რიგში - ბონდო კარტოზია (ფილოსოფოსი).

წყარო: http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/323007

30.09.2020

იზა ბუკია - წარმატებული ხობელი მკვლევარი

იზა ბუკია, ახალგაზრდული ასაკისა მიუხედავად არის ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების მონაწილე. მისი პუბლიკაციები ქვეყნდება საზღვარგარეთის რეფერირებად და რეცენზირებად სამეცნიერო ჟურნალებში.

მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ეკონომიკური საკითხების მკვლევარი, კლასიკური მუსიკის მოყვარული და ღრმად განათლებული ადამიანი ჩვენი მუნიციპალიტეტის მკვიდრია.

  იზა ბუკია დაიბადა ხობში (სოფ. პირველი მაისი) 1986 წელს.

განათლება:

დოქტორის ხარისხი ეკონომიკაში (ეკონომიკური პოლიტიკა) - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (2016 - 2019).

მაგისტრის ხარისხი ეკონომიკაში (საერთაშორისო ეკონომიკა) - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი (2009 - 2011).

ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში (მეწარმეობის ეკონომიკა და მართვა) - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (2004 - 2008).

მასწავლებელი და კონცერტმეისტერი (საფორტეპიანო განყოფილება) - მ. ბალანჩივაძის სახელობის თბილისის მე-3 სამუსიკო სასწავლებელი (2000 – 2004).

სტიპენდიები/დიპლომები:

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტიპენდია - 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის დაფინანსება (დოქტორანტურის საფეხური).

ახალგაზრდა პიანისტთა თბილისის პირველი საერთაშორისო კონკურსი - სერტიფიკატი. 2003.

ახალგაზრდა მუსიკოს შემსრულებელთა მეორე ღია კონკურსი (საერთაშორისო) - სიგელი. 2002.

საქართველოს ახალგაზრდა პიანისტთა კონკურსი - დიპლომი. 1999.

საქართველოს სამუსიკო სკოლებისა და სასწავლებლების მოსწავლეთა პირველი დათვალიერება-კონკურსი - დიპლომი. 1997.

 

გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციები:

გამოქვეყნებული აქვს პუბლიკაციები როგორც საქართველოში, ასევე სინგაპურში, რუმინეთსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში (დუბაი), საერთაშორისო რეფერირებად და რეცენზირებად სამეცნიერო ჟურნალებში. ასევე მონაწილეა რამდენიმე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციისა, რომელიც ეხებოდა გლობალიზაციის გამოწვევებს ეკონომიკასა და ბიზნესში. მისი სამეცნიერო პუბლიკაციებია:

Ø  „Georgia Economic Policy Against the Challenges Caused by the Pandemic”. სინგაპური. N11, 2020 წელი. The International Journal Research Publication's - Research Journal of Economics & Business Studies - საერთაშორისო რეცენზირებადი ჟურნალი.

Ø  „Expectations and Results of Tax Reforms Implemented in Georgia“. დუბაი, არაბთა გაერთიანებული საამიროები. N9, 2019 წელი. „Saudi Journal of Economics and Finance (SJEF)” - საერთაშორისო რეცენზირებადი ჟურნალი.

Ø  „სამეწარმეო საქმიანობის შემაფერხებელი ბარიერების დაძლევისათვის საქართველოში“. თბილისი, N3, 2019 წელი. „ეკონომიკა და ბიზნესი“ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, რეფერირებადი და რეცენზირებადი საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი.

Ø  „The influence of tax reforms implemented in Georgia for entrepreneurship development”. რუმინეთი. N2, 2019 წელი. „Ecoforum” - საერთაშორისო რეცენზირებადი ჟურნალი.

Ø  „მცირე ბიზნესის ხელშემწყობი საგადასახადო პოლიტიკა საქართველოში“. თბილისი, N1, 2019 წელი. „ეკონომიკა და ბიზნესი“ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, რეფერირებადი და რეცენზირებადი საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი.

Ø  „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD)  სტრატეგიები, პროექტები და შედეგები საქართველოში“. თბილისი, 2018 წელი. III საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში“. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

Ø  „მოგების გადასახადის ესტონური მოდელი - ეკონომიკური ზრდის პერსპექტივა“. თბილისი, N3, 2018 წელი. „ეკონომისტი“ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის რეცენზირებადი, ბეჭდურ-ელექტრონული, საერთაშორისო სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალი.

Ø  „თამბაქოზე აქციზის განაკვეთის ზრდის გავლენა იმპორტსა და საბიუჯეტო შემოსულობებზე საქართველოში“. თბილისი, 2017 წელი. II საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში“. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

 

2009 წლიდან მუშაობს შემოსავლების სამსახურში (საქართველოს ფინანსთა სამინისტრო) სხვადასხვა პოზიციაზე (მთავარი ანალიტიკოსი, ინფორმაციის დამუშავების და ანალიზის განყოფილების უფროსი, ვაკე-საბურთალოს სექტორის უფროსის მ/შ, ოფიცერი). ასევე არის გადასახადების ადმინისტრირების სალექციო კურსის მიწვეული ლექტორი.

პუბლიკაციების ელექტრონული მისამართები:

https://www.theinternationaljournal.org/ojs/index.php?journal=rjebs&page=issue&op=view&path%5B%5D=01%20September%202020

https://scholarsmepub.com/sjef-39/

http://eb.tsu.ge/?cat=arq&leng=ge&arq=2019-10-03

http://www.ecoforumjournal.ro/index.php/eco/issue/view/20

http://eb.tsu.ge/?cat=arq&leng=ge&arq=2019-04-18

http://eprints.tsu.ge/1303/

http://ekonomisti.tsu.ge/?cat=arq&leng=ge&arq=2018-09-30

http://eprints.tsu.ge/1387/

ქალბატონ იზას ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

 


29.09.2020

ზურაბ კიკნაძე - ხეთის მთავარანგელოზთა ხატის მითის შესახებ

 ცნობილი მეცნიერი ზურაბ კიკნაძე ხეთის მთავარანგელოზის ხატის მაგალითზე განმარტავს მფრინავი ხატების მითს.

ფოტო: ირაკლი შონია

 „ბარიდან, დაბლობიდან მაღლა აფრენა ჯვარისა საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა ჯვარ-ხატების ისტორიაში. ჯვარს აღარ მოსწონს თავის საარსო ადგილი და მაღლა მიფრინავს. შარდენი თავის «მოგზაურობაში» მოგვითხრობს ხეთის მთავარანგელოზის ხატის ამბავს, რომელიც მას ადგილობრივ მცხოვრებთაგან მოუსმენია: «...ამბობენ, რომ ეს ხატი თავდაპირველად ჭაობის მახლობლად მდგარ ეკლესიაში ესვენაო; აქ უამრავი ბაყაყი ყოფილა, რომელთა ყიყინსაც გაუბრუებია; მოქანცული ხატი მთის წვერზე გაქცეულა...» (89, 154). ეს არის ერთი უძველესი წერილობითი დადასტურება მფრინავი ხატების არსებობისა ქართველთა რელიგიურ წარმოდგენებში. ასევე დაბლიდან მაღლა არის აფრენილი ზემო სვანეთის განთქმული სიწმიდე — ე.წ. შალიანის ხატი (რომელიც წარმოადგენს ჯვარს მაცხოვრის გამოსახულებით); თამარ მეფის ნაჩუქარი ეს ხატი ჯერ სოფელ ადგილას ესვენა, მაგრამ რაღაც მიზეზით ამ ადგილიდან აფრენილა და კალის მთის მწვერვაზე დაფრენილა, სადაც მას ეკლესია აუგეს და შიგ დაასვენეს (97, 149). დაბლიდან მაღლა აფრენილი და მთაზე დაარსებული ჯვარ-ხატების ამბები, განსაკუთრებით, აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის საყმოთა ანდრეზებშია შემონახული. ჯვარი გაურბის ამ წუთისოფლის «ჭაობს», იმ ადგილს, რომელიც უკიდურესად დალახულია ადამიანის უწმინდურობისაგან. ხშირად ადამიანური ყოფა, რომელსაც გაურბის ხატი, მის მიერ მოშენებული, უწმიდური ცხოველებით არის გასიმბოლურებული. მაგ., ხადის მთავარი სალოცავი ხატი — «ბეგოთ საღვთო» ადრე ბეგოთ-კარის ციხეში ყოფილა დაბრძანებული, მაგრამ მამლების ყივილსა და ღორების ჭყვიტინს ისე შეუწუხებია, რომ ერთ მაღალ მთაზე აფრენილა ახალი საარსოს საძებნელად. ამ ახალ, მაღალ საბრძანისში დაარსებულს უნდა მიეღო ახალი სახელი «საღვთო მაღალი», როგორადაც ცნობილია ის ხადის საყმოებში. «საღვთო მაღალის» სახელით ცნობილ სალოცავებს, რომლებიც მთიულეთ-გუდამაყრის მაღალ მწვერვალებზე არიან დაბრძანებულნი, ყველას ამგვარი თავგადასავალი უნდა ჰქონოდათ“.

 წყარო: ზურაბ კიკნაძე „ქართული მითოლოგია“, 1995 წელი.


26.09.2020

წარმატებული ხობელი მეცნიერი და პედაგოგი - მიმოზა ტყებუჩავა

განათლების მეცნიერებათა დოქტორი და ქალაქ თბილისის 89-ე საჯარო სკოლის დირექტორი მიმოზა ტყებუჩავა დაიბადა ხობის რაიონის სოფელ ახალ ხიბულაში. 1993-1997 წლებში სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტზე (ბაკალავრიატი - 1997-1999 წლები; 1997-1999 წლები - მაგისტრატურა).

2000-2003 წლებში სწავლობდა იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის ასპირანტურაში, ხოლო 2008-2009 წლებში ქ. თელავის ი. გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის დოქტორანტურაზე (საგანთა სწავლების მეთოდიკა. მათემატიკის სპეციალობით).

მ. ტყებუჩავა არის ალბათობის თეორიასა და მათემატიკაში პირველი ქართულენოვანი სასკოლო სახელმძღვანელოს ავტორი. ის არის პირველი დირექტორი საქართველოში, რომელმაც მენტორ-მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა.

მ. ტყებუჩავა პედაგოგიურ და სამეცნიერო საქმიანობას ეწევა როგორც სკოლაში, ასევე ორ უმაღლეს სასწავლებელში. ის უძღვება სკოლის პედაგოგთათვის შექმნილ სპეციალურ საგანმანათლებლო კურსებს.

მ. ტყებუჩავა აქტიურადაა ჩართული USAID-ის საბაზისო განათლების პროექტში, რომელიც საგანამანათლებლო სივრცეში ახალი მოდელის დანერგვას გულისხმობს.

ქალბატონ მიმოზას ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

                                         გამოქვეყნებული ნაშრომების სია:

1. ტყებუჩავა მიმოზა - `მოსწავლეთა მომზადების დონის შეფასება ალბათობის თეორიის და მათემატიკური სტატისტიკის სწავლებისას~. – შრომების კრებული ~საზრისი~ N11 (42), თბილისი 2003 წ.

2.  ტყებუჩავა მიმოზა - `მოსწავლეთა მიღწევები ალბათობის თეორიის საწყისების შესწავლისას VIII-IX კლასებში~, - შრომების კრებული `საზრისი~ #13, თბილისი 2004 წ.

3.    შ. ებრალიძე, ქ. მანჯგალაძე, გ. ნოზაძე, მ. ტყებუჩავა, ბ. ხარაძე, გ. ნოზაძის საერთო რედაქციით. ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის სასკოლო სახელმძღვანელო VII-IX კლასებისთვის. I ნაწილი - `რას გვიმალავენ მონაცემები~. (მოსწავლის წიგნი), თბილისი, გამომცემლობა `დიოგენე~, 2002 წ.

4.     შ. ებრალიძე, ქ. მანჯგალაძე, გ. ნოზაძე, მ. ტყებუჩავა, ბ. ხარაძე, გ. ნოზაძის საერთო რედაქციით. ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის სასკოლო სახელმძღვანელო VII-IX კლასებისათვის. I ნაწილი - `რას გვიმალავენ მონაცემები~. (მასწავლებლის წიგნი), თბილისი, გამომცემლობა `დიოგენე~, 2002 წ.

5.     ქ. მანჯგლაძე, გ. ნოზაძე, მ. ტყებუჩავა, ბ. ხარაძე, გ. ნოზაძის საერთო რედაქციით. ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის სასკოლო სახელმძღვანელო VII-IX კლასებისათვის. II ნაწილი - `მოვიდა ლუწი, მოვიდა კენტი~. (მოსწავლის წიგნი) თბილისი, გამომცემლობა `დიოგენე~, 2003 წ.

6.     ქ. მანჯგალაძე, გ. ნოზაძე, მ. ტყებუჩავა, ბ. ხარაძე, გ. ნოზაძის საერთო რედაქციით. ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის სასკოლო სახელმძღვანელო VII-IX კლასებისათვის. II ნაწილი - „მოვიდა ლუწი, მოვიდა კენტი“. (მასაწავლებლის წიგნი) თბილისი, გამომცემლობა „დიოგენე“, 2003 წ.

7.     ჩაჩანიძე გ.  ტყებუჩავა მ. ალბათობის თეორიის, მათემატიკური სტატისტიკის და

კომბინატორიკის სწავლების ძირითადი ორიენტირი. საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი ,,ინტელექტი “, N 2(34). თბილისი, 2009წ.

8.     ტყებუჩავა მიმოზა -,,ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის სწავლების თანამედროვე მეთოდები“ მონოგრაფია. თელავი, 2009წ.

9.  ტყებუჩავა მ. ,, ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის განვითარების მოკლე ისტორიული მიმოხილვა. “ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი ,,ინტელექტი“, N1(36). თბილისი, 2010წ.

10.   ტყებუჩავა მ,. -,, ალბათობის თეორიის სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიები“. საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი ,,ინტელექტი “, N1(42). თბილისი, 2012წ.

11.   ტყებუჩავა მიმოზა-,,ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის ელემენტების ზოგიერთი საკითხის კომპიუტერული სწავლების მეთოდის პრაქტიკული რეალიზება.” მოხსენებათა თეზისები. ( II საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია.ბათუმი, 21-23 სექტემბერი, 2012წ.) საქართველოს მეცნიერებისა და საზოგადოების განვითარების ფონდი ,,ინტელექტი”.

12.   ტყებუჩავა მიმოზა-,,ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის ელემენტების ზოგიერთი საკითხის კომპიუტერული სწავლების მეთოდის პრაქტიკული რეალიზება.” საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი ,,ინტელექტი “, N1(45). თბილისი, 2013წ.

13.   ტყებუჩავა მიმოზა-,,ალბათობისა და სტატისტიკის ელემენტების სწავლების ფსიქოლოგიური საფუძვლები.” მოხსენებათა თეზისები. ( III საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია. ბათუმი, 17-19 ოქტომბერი, 2014წ.) საქართველოს მეცნიერებისა და საზოგადოების განვითარების ფონდი ,,ინტელექტი”.

14.   ტყებუჩავა მიმოზა, ადეიშვილი მაია-,,კითხვის მრავალფეროვანი სტრატეგიების გამოყენება სხვადასხვა საგნის სწავლებისას საბაზო საფეხურზე~. (IV საერთაშორისო კონფერენცია ,,კულტურათაშორისი დიალოგები”, შრომები IV. თელავი, 2017წ).  იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

15.   ნახუცრიშვილი ნ. ტყებუჩავა მ.-,,როგორ გავზარდოთ განმავითარებელი შეფასების ეფექტიანად გამოყენება სასკოლო გარემოში”. (V საერთაშორისო კონფერენცია ,,კულტურათაშორისი დიალოგები”, შრომები V. თელავი, 2019წ).  იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

    16.   ტყებუჩავა მიმოზა - `მოსწავლეთა მომზადების დონის შეფასება ალბათობის თეორიის და მათემატიკური სტატისტიკის სწავლებისას~. – შრომების კრებული ~საზრისი~ #11 (42), თბილისი 2003 წ.

17.   ტყებუჩავა მიმოზა - „მოსწავლეთა მიღწევები ალბათობის თეორიის საწყისების შესწავლისას VIII-IX კლასებში“  - შრომების კრებული „საზრისი“ N13, თბილისი 2004 წ.

 

18.   შ. ებრალიძე, ქ. მანჯგალაძე, გ. ნოზაძე, მ. ტყებუჩავა, ბ. ხარაძე, გ. ნოზაძის საერთო რედაქციით. ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის სასკოლო სახელმძღვანელო VII-IX კლასებისთვის. I ნაწილი - „რას გვიმალავენ მონაცემები“. (მოსწავლის წიგნი), თბილისი, გამომცემლობა „დიოგენე“, 2002 წ.

19.   შ. ებრალიძე, ქ. მანჯგალაძე, გ. ნოზაძე, მ. ტყებუჩავა, ბ. ხარაძე, გ. ნოზაძის საერთო რედაქციით. ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის სასკოლო სახელმძღვანელო VII-IX კლასებისათვის. I ნაწილი - „რას გვიმალავენ მონაცემები“. (მასწავლებლის წიგნი), თბილისი, გამომცემლობა `დიოგენე~, 2002 წ.

20.   ქ. მანჯგლაძე, გ. ნოზაძე, მ. ტყებუჩავა, ბ. ხარაძე, გ. ნოზაძის საერთო რედაქციით. ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის სასკოლო სახელმძღვანელო VII-IX კლასებისათვის. II ნაწილი - „მოვიდა ლუწი, მოვიდა კენტი“. (მოსწავლის წიგნი) თბილისი, გამომცემლობა „დიოგენე“, 2003 წ.

21.   ქ. მანჯგალაძე, გ. ნოზაძე, მ. ტყებუჩავა, ბ. ხარაძე, გ. ნოზაძის საერთო რედაქციით. ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის სასკოლო სახელმძღვანელო VII-IX კლასებისათვის. II ნაწილი _“მოვიდა ლუწი, მოვიდა კენტი“. (მასაწავლებლის წიგნი) თბილისი, გამომცემლობა „დიოგენე“, 2003 წ.

22.   ჩაჩანიძე გ,. ტყებუჩავა მ. ალბათობის თეორიის, მათემატიკური სტატისტიკის და

კომბინატორიკის სწავლების ძირითადი ორიენტირი. საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი ,,ინტელექტი “, N 2(34). თბილისი, 2009წ.

23.   ტყებუჩავა მიმოზა-,,ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის სწავლების თანამედროვე მეთოდები“. მონოგრაფია. თელავი, 2009წ.

24.   ტყებუჩავა მ. ,, ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის განვითარების მოკლე ისტორიული მიმოხილვა. “ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი ,,ინტელექტი “, N1(36). თბილისი, 2010წ.

25.   ტყებუჩავა მ. -,, ალბათობის თეორიის სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიები. “ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი ,,ინტელექტი “, N1(42). თბილისი, 2012წ.

26.   ტყებუჩავა მიმოზა-,,ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის ელემენტების ზოგიერთი საკითხის კომპიუტერული სწავლების მეთოდის პრაქტიკული რეალიზება.” მოხსენებათა თეზისები. ( II საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია.ბათუმი, 21-23 სექტემბერი, 2012წ.) საქართველოს მეცნიერებისა და საზოგადოების განვითარების ფონდი ,,ინტელექტი”.

 

27.   ტყებუჩავა მიმოზა-,,ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის ელემენტების ზოგიერთი საკითხის კომპიუტერული სწავლების მეთოდის პრაქტიკული რეალიზება.” საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი ,,ინტელექტი “, N1(45). თბილისი, 2013წ.

28.   ტყებუჩავა მიმოზა-,,ალბათობისა და სტატისტიკის ელემენტების სწავლების ფსიქოლოგიური საფუძვლები.” მოხსენებათა თეზისები. ( III საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია. ბათუმი, 17-19 ოქტომბერი, 2014წ.) საქართველოს მეცნიერებისა და საზოგადოების განვითარების ფონდი ,,ინტელექტი”.

29.   ტყებუჩავა მიმოზა, ადეიშვილი მაია - ,,კითხვის მრავალფეროვანი სტრატეგიების გამოყენება სხვადასხვა საგნის სწავლებისას საბაზო საფეხურზე~. (IV საერთაშორისო კონფერენცია ,,კულტურათაშორისი დიალოგები”, შრომები IV. თელავი, 2017წ).  იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

30.   ნახუცრიშვილი ნ., ტყებუჩავა მ.-,,როგორ გავზარდოთ განმავითარებელი შეფასების ეფექტიანად გამოყენება სასკოლო გარემოში”. (V საერთაშორისო კონფერენცია ,,კულტურათაშორისი დიალოგები”, შრომები V. თელავი, 2019წ).  იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

                                                                კონფერენციები:

 2012წ. 21-23 სექტემბერი. II საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია        (მეცნიერებისა და საზოგადოების განვითარების ფონდი ,,ინტელექტი”. ბათუმი).

2014წ. 17-19 ოქტომბერი. III საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია (მეცნიერებისა და საზოგადოების განვითარების ფონდი ,,ინტელექტი”. ბათუმი).

2017წ. 27-29 ოქტომბერი. IV საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია. კულტურათაშორისი დიალოგები”.(ი.გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი. (თელავი)

2018 წ. 4-8  დეკემბერი. საერთაშორისო ტრენინგ-კონფერენცია  ,,უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტები და სასწავლებლის მიერ შემუშავებული შემდგომი მუშაობის სტრატეგია”. (ახალი ქართული სასწავლებელი. კვიპროსი. ქ. ლარნაკა)

2019წ. 25-27 ოქტომბერი. V საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია. კულტურათაშორისი დიალოგები”.(ი.გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი. თელავი)

 http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/184068/1/Saxalxo_Ganatleba_2016_N16.pdf