30.09.2020

იზა ბუკია - წარმატებული ხობელი მკვლევარი

იზა ბუკია, ახალგაზრდული ასაკისა მიუხედავად არის ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების მონაწილე. მისი პუბლიკაციები ქვეყნდება საზღვარგარეთის რეფერირებად და რეცენზირებად სამეცნიერო ჟურნალებში.

მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ეკონომიკური საკითხების მკვლევარი, კლასიკური მუსიკის მოყვარული და ღრმად განათლებული ადამიანი ჩვენი მუნიციპალიტეტის მკვიდრია.

  იზა ბუკია დაიბადა ხობში (სოფ. პირველი მაისი) 1986 წელს.

განათლება:

დოქტორის ხარისხი ეკონომიკაში (ეკონომიკური პოლიტიკა) - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (2016 - 2019).

მაგისტრის ხარისხი ეკონომიკაში (საერთაშორისო ეკონომიკა) - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი (2009 - 2011).

ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში (მეწარმეობის ეკონომიკა და მართვა) - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (2004 - 2008).

მასწავლებელი და კონცერტმეისტერი (საფორტეპიანო განყოფილება) - მ. ბალანჩივაძის სახელობის თბილისის მე-3 სამუსიკო სასწავლებელი (2000 – 2004).

სტიპენდიები/დიპლომები:

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტიპენდია - 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის დაფინანსება (დოქტორანტურის საფეხური).

ახალგაზრდა პიანისტთა თბილისის პირველი საერთაშორისო კონკურსი - სერტიფიკატი. 2003.

ახალგაზრდა მუსიკოს შემსრულებელთა მეორე ღია კონკურსი (საერთაშორისო) - სიგელი. 2002.

საქართველოს ახალგაზრდა პიანისტთა კონკურსი - დიპლომი. 1999.

საქართველოს სამუსიკო სკოლებისა და სასწავლებლების მოსწავლეთა პირველი დათვალიერება-კონკურსი - დიპლომი. 1997.

 

გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციები:

გამოქვეყნებული აქვს პუბლიკაციები როგორც საქართველოში, ასევე სინგაპურში, რუმინეთსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში (დუბაი), საერთაშორისო რეფერირებად და რეცენზირებად სამეცნიერო ჟურნალებში. ასევე მონაწილეა რამდენიმე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციისა, რომელიც ეხებოდა გლობალიზაციის გამოწვევებს ეკონომიკასა და ბიზნესში. მისი სამეცნიერო პუბლიკაციებია:

Ø  „Georgia Economic Policy Against the Challenges Caused by the Pandemic”. სინგაპური. N11, 2020 წელი. The International Journal Research Publication's - Research Journal of Economics & Business Studies - საერთაშორისო რეცენზირებადი ჟურნალი.

Ø  „Expectations and Results of Tax Reforms Implemented in Georgia“. დუბაი, არაბთა გაერთიანებული საამიროები. N9, 2019 წელი. Saudi Journal of Economics and Finance (SJEF)” - საერთაშორისო რეცენზირებადი ჟურნალი.

Ø  სამეწარმეო საქმიანობის შემაფერხებელი ბარიერების დაძლევისათვის საქართველოში“. თბილისი, N3, 2019 წელი. „ეკონომიკა და ბიზნესი“ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, რეფერირებადი და რეცენზირებადი საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი.

Ø  „The influence of tax reforms implemented in Georgia for entrepreneurship development”. რუმინეთი. N2, 2019 წელი. Ecoforum” - საერთაშორისო რეცენზირებადი ჟურნალი.

Ø  „მცირე ბიზნესის ხელშემწყობი საგადასახადო პოლიტიკა საქართველოში“. თბილისი, N1, 2019 წელი. „ეკონომიკა და ბიზნესი“ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, რეფერირებადი და რეცენზირებადი საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი.

Ø  „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD)  სტრატეგიები, პროექტები და შედეგები საქართველოში“. თბილისი, 2018 წელი. III საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში“. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

Ø  მოგების გადასახადის ესტონური მოდელი - ეკონომიკური ზრდის პერსპექტივა“. თბილისი, N3, 2018 წელი. „ეკონომისტი“ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის რეცენზირებადი, ბეჭდურ-ელექტრონული, საერთაშორისო სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალი.

Ø  „თამბაქოზე აქციზის განაკვეთის ზრდის გავლენა იმპორტსა და საბიუჯეტო შემოსულობებზე საქართველოში“. თბილისი, 2017 წელი. II საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში“. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

 

2009 წლიდან მუშაობს შემოსავლების სამსახურში (საქართველოს ფინანსთა სამინისტრო) სხვადასხვა პოზიციაზე (მთავარი ანალიტიკოსი, ინფორმაციის დამუშავების და ანალიზის განყოფილების უფროსი, ვაკე-საბურთალოს სექტორის უფროსის მ/შ, ოფიცერი). ასევე არის გადასახადების ადმინისტრირების სალექციო კურსის მიწვეული ლექტორი.

პუბლიკაციების ელექტრონული მისამართები:

https://www.theinternationaljournal.org/ojs/index.php?journal=rjebs&page=issue&op=view&path%5B%5D=01%20September%202020

https://scholarsmepub.com/sjef-39/

http://eb.tsu.ge/?cat=arq&leng=ge&arq=2019-10-03

http://www.ecoforumjournal.ro/index.php/eco/issue/view/20

http://eb.tsu.ge/?cat=arq&leng=ge&arq=2019-04-18

http://eprints.tsu.ge/1303/

http://ekonomisti.tsu.ge/?cat=arq&leng=ge&arq=2018-09-30

http://eprints.tsu.ge/1387/

ქალბატონ იზას ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

 


Комментариев нет:

Отправить комментарий

Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.