24.12.2025

მკვლელობა ხობში

 „ივერია“  1902 წ.

დ. ხობი (ზუგ. მაზრა). ამ დღეებში ამ დაბის ახლო საზარელი მკვლელობა მოხდა. მოკლული იქმნა ს. კახათის მცხოვრები გლეხი ჭკადუა ქ. ფოთში სამუშაოდ მიმავალი. თუმცა საქმე ჯერ სრულებით გარჩეული არ არის მაგრამ დაახლოვებით საქმე ასე მომხდარა. ჭკადუას განუძრახავს ფოთში სამუშაოდ წავლა და როცა სენაკის გზას დასდგომია შეხვედრია ორს კაცს სამუშაო ტანისამოსით მოწყობილთ. ერთს მათგანს ნაჯახი ჰქონია იღლიაში. ჭკადუა მათ გამოლაპარაკებია, რა შეუტყვია, რომ გზა ს. ქვალონამდე ეთად აქვსთ, მათთან ურჩევია სიარული. გზაზე დაუსვენებიათ. ჭკადუას წასძინებია. ერთს მოგზაურთაგანს ნაჯახით ჭკადა თავში მძიმედ დაუჭრია და რაც ებადა, ყელაფერი გაუხდიათ და გაქცეულან. მეორე დღეს ჭკადუა სოფლელებთ უპოვიათ, სისხლში მცურავი ნახევრად მკვდარი. პოლიციამ ერთი მკვლელთაგანი უკვე შეიპყრო, ბოროტმოქმედთ გონებიათ, რომ ჭკადუა ფოთში მიდის, ალბად სადღესასწაულო ფული ექმნებაო, მაგრამ მწარედ მოსტყუებულან: ამას ათი მანეთი მარტო ჰქონებია თან.

N1



Комментариев нет:

Отправить комментарий

Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.