30.12.2025

სოფელ ხეთის ეკონომიკური მდგომარეობა (1915 წ.)

ხეთის საზოგადოება. ამ საზოგადოებაში 1200 კომლი ირიცხება; ამათგან 1095 კომლი გლეხკაცობაა. სოფელი ხეთის 5/4 ნაწილი მაღლობია. კალაპოტს გადასცილდა მდინარე მუნჩია. ჭალები არ წაულეკავს, მაგრამ ყანის მოსავლიანობას დიდად ავნო. ხეთაში მე მაშინ დავდიოდი, როცა სიმინდი ხმებოდა და მოწეული არ იყო.

რა მაქვს ჩაწერილი ჩემი კვლევა ძიების რვეულში: „საერთოდ სოფელში ცუდი სურათია. მაღალ ადგილებშიაც სიმინდს ცუდი პირი უჩანს. ტაროები ძლიერ მოკლეა... ქცევა მიწაზე 10 - 21. ფუთი სიმინდის მეტი ვერ მოვა... კონდრატე ხარებავას 5 ქცევა მიწა დაუთესია, გლებს უკვე გამოუანგარიშებია მოსავლის რაოდენობა. 60 ფუთი სიმინდი მომივა და რით ვკვებო 6 სული ცოლ-შვილიო. ნესტორ ჭითანავას დაუთესია 6 ქცევა მიწა. მიიღებდა. 70-80 სიმინდს; საკვები ჰყავს 8 სული. კოსტა გამსონიას დაუთესია 6 ქცევა დაბლობი, მიიღებდა არა უმეტეს 40 ფუთისა; ოჯახში საკვები ჰყავს 6 სული. ლადმერ ჭითანავას 4 ქცევაზე ნაყიდი სიმინდი დაუთესია. ყანა გაცუდებულა. მეზობლებს მიუციათ სიმინდის სანერგე და ეს 4 ქც. მთლად გადაურგავს სიმინდით. ყანა მაინც ვერ გამომდგარა წვიმების გამო და სულ დიდი 20 ფუთი სიმინდი მიიღოს. ამ კაცს საკვები ჰყავს 8 სული. ნიკო გაბრავას ოყობით უნათხოვრნია სათესლე სიმინდი და 5 ქცევა ყანა დაუთესია. წვიმებმა ყანა ისე გააფუჭა. 30 ფუთი სიმინდისა, საკვები ჰყავს 8 სული..." ასეთი მაგალითების დაუსრულებლად მოყვანა შეგვეძლო, მაგრამ აღნიშნულიც კმარა იმის გასაშექებლად, თუ რამდენი მოუვათ ხეთის მცხოვრებთ წლის სარჩოდ, აღნიშნულ 5 ოჯახში 36 სულის საკვებად 250 ფუთი სიმინდი შემოვა, საშუალოდ თითოს 6 გირვ. ერგება, თუ მივიღებთ მხედველობაში რომ თითო კაცს 1%, ფუთი მაინც დასჭირდება ერთი თვის საჭმელად. ხეთის მკვიდრთ სიმინდი 4-6 თვეს ეყოფათ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ხეთაში შიმშილობა აპრილიდან იჩენს თავს.

არც ხეთის საქონელი გადარჩა ჭირს. დიანოზ ლატარიას მოუკვდა 7 სული საქონელი -უღელი ხარი და ექვსი მეწველი ძროხა; იასონ ბუკიას 4 უღელი ხარი და 2 მეწველი ძროხა, მიხეილ კვიკვინიას - 4 ცხვარი, პავლე კაკულიას 12 სული საქონელი მოკვდომია 11 კამეჩი, უღელი ხარი დანარჩენი ძროხები. მგვარი მასიური ხასიათი ქონდა პირუტყვის გაწყდომას საზოგადოდ. თუ ვინმეს შერჩა პირუტყვი, იმანაც გაჰყიდა ამ შიმშილობის დროს, რომ ფული ეშოვნა სიმინდის პურის საყიდლად.

. ხეთაში დაახლოვებით 100 კომლი, . . მცხორებთა 16,6%, დაფნის მეურნეობასაც მისდევს. შემოსავლის სხვა წყარო ხეთაში სრულებით არაფერია და ხალხის დიდი უმრავლესობა 38,3%, აპრილის შემდეგ ღვთის ანაბარა იქნება დარჩენილი.

"სახალხო საქმე" N427, 1915 წ.




Комментариев нет:

Отправить комментарий

Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.