ქ. ზუგდიდის მახლობლათ, ოცდაათი კილომეტრის დაშორებით, მდებარეობს სოფ. ბია. სოფელი გაშლილია გორა-ჭითაგორის კალთებზე, ჰაერი და წყალი აქ საუცხოვოა, ამას თან ერთვის გარსშემორტყმული ფოთლოვანი ტყე. იქვე მის ახლოს, სამი კილომეტრის მანძილზე, მას უვლის შავი ზღვის რკინის გზა. კარგა ხნის წინად აქ აღმოჩენილი ყოფილა ორი, მარჯვენა ბიის, სამკურნალო წყარო, მაგრამ, სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით ეს წყაროები მოკლებული არიან პატრონობას და ვერ პოულობენ თავის დანიშნულებას.
ამას წინად აქ აწარმოვა გამოკვლევა ქიმიკოსმა კუპცისმა, რომლის დასკვნითაც, ეს წყაროები შეიცავენ 12 სხვადასხვაგვარ ქიმიურ ნივთიერებას. მათი რადიო-აქტიობა უდრის 1,3-2,33-ს, ტემპერატურა 13-14 0 ცელსიუსით.ქიმიკოს კუპცისის
დასკვნით, ეს წყაროები წარმოადგენენ ცივ გოგირდის წყაროებს, რომლებიც მეტად სასარგებლოა
რევმატიზმისათვის.
სოფ. ბია მოქცეულია
დაბლა სამეგრელოში, სადაც რევმატიზმით და მალარიით დაავადების შემთხვევაში მასიურ ხასიათს
ღებულობენ, მაგრამ თვით სოფ. ბია ამ შემთხვევაში წარმოადგენს გამონაკლისს. 100 საჟენის
დაშორებით გაშლილია ვაკე ადგილი, სადაც შეიძლება მოეწყოს, ჯერ-ჯერობით, დროებითი კარვები.
„დროშა“ N14, 1929
წ.
Комментариев нет:
Отправить комментарий
Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.