06.03.2025

ხიბულა (1921 წ.)

 

...1921 წელს რევკომმა საჭიროდ სცნო ამ რაიონში (ხიბულის) უფრო შესაფერისი ამხანაგის დანიშვნა მილიციის უფროსად, სანამ რევკომი ამას იზამდა, რესპუბლიკის მილიციის სამმართველოდან მოვიდა განკარგულება მაზრის (ზუგდიდის) ექვს უბნად დაყოფის შესახებ და მეშვიდე, ხიბულისა იქნა გაუქმებული. ვინაიდან ხიბულის უბნის გაუქმება ხელს შეუწყობდა ბანდიტების თავისუფალ თარეშს, აღმასკომმა აღძრა შუამდგომლობა შინაგან საქ. სახ. კომ. წინაშე მეშვიდე ხიბულის უბნის გახსნის შესახებ და კიდევაც ნება დართულ იქნა. აქ, . . ხიბულში ისევე მოეწყო რაიონის მილიცია, რომლის სათავეში სდგას ერთი საუკეთესო ამხანაგთაგანი და რომლის მუშაობამ საგრძნობი შედეგი მოგვცა. ახლა ამ რაიონში იკლო ბოროტმოქმედებამ ყაჩაღების მხრივ და ქურდობა სრულებით მოსპობილია. მაზრის სხვა რაიონებში ყაჩაღები არც კი დარჩენილან, ზოგი მათგანი მილიციის მიერ შეპყრობილია და ზოგნი კი თავის ნებით გამოვიდნენ და დანებდნენ ადმინისტრაციას. გარდა ამისა აღმასკომის მიერ მიღებულია სასტიკი ზომები მათი შემნახველების და წამქეზებლების წინააღმდეგ, და ახლა შესაძლებელია ითქვას, რომ მაზრა სრულებით გაწმენდილია ყაჩაღებისაგან. სენაკ ზუგდიდ შუა ქონდა ადგილი რამოდენიმე თავდასხმას მგზავრებზე და გაძარცვას, მაგრამ ბოროტმოქმედებანი გახსნილ იქნა ხობის რაიონის მილიციის უფროსის ენერგიული მუშაობით.

„კომუნისტი“ 1922 წ.

 


Комментариев нет:

Отправить комментарий

Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.