19.01.2019


ვლადიმერ ალანია - ხალხური სიმღერის დიდი მოამაგე

 ცნობილი ლოტბარი და ხალხურის სიმღერის დიდი მოამაგე ვლადიმერ ალანია დაიბადა 1914 წელს ხობში. ქ. ხობის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სიმღერის მასწავლებლობა დაიწყო; თვრამეტი წლის ასაკში კარგად უძღვებოდა ჯერ ხობის, ხოლო შემდეგ შუა ქვალონისა და პირველი მაისის სკოლების მოწაფეთა გუნდებს; ხეთის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმში მან სამაგალითო გუნდი ჩამოაყალიბა და მრავალი კონცერტი გამართა.
 ვ. ალანიას ოჯახში ყველა მღეროდა. შვიდივე შვილი დედის, ცაცუს მსგავსად ჩონგურის კარგი დამკვრელები იყვნენ. მშობლებმა (მამა ცნობილი მომღერალი იყო) შვიდივე შვილს სიმღერა ასწავლეს; ისინი ხობის რაიონის მომღერალთა გუნდში მონაწილეობდნენ. მათ შორის ყველაზე უფრო ვლადიმერი გამოირჩეოდა. სამამულო ომის წინ, ოთხი წლის განმავლობაში, ფოთის ნავსადგურის კლუბთან არსებული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლს ხელმძღვანელობდა; 1939 წელს წარმატებით გაიარა თბილისში ხალხური შემოქმედების სახლის მიერ მოწყობილი საგუნდო-სადირიჟორო კურსები; ამან კიდევ უფრო გააღრმავა მისი სასიმღერო შესაძლებლობები; 1942-1961წწ. იგი ალექსანდრე ბერაიასთან ერთად ხობის რაიონის კულტურის სახლის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლს უძღვებოდა; ამ ანსამბლმა მრავალ დათვალიერებასა და ოლიმპიადაში მიიღო მონაწილეობა და კარგი შედეგებიც მოიპოვა; სკოლებში საგუნდო საქმის კარგი გაძღოლისათვის მიღებული ჰქონდა სიგელები და ფულადი ჯილდოები. მისი ნაყოფიერი მუშაობის შედეგები გამოვლინდა თვითშემოქმედების ოლიმპიადაზე ხობელი მოსწავლეების გამოსვლის დროს.
საქართველოს მხატვრული თვითმოქმედების რესპუბლიკურ ოლიმპიადა. 1962 წელი

სიმღერა „ჯანსულო“, სოლისტი ჯალაღანია. 


საქართველოს მხატვრული თვითმოქმედების რესპუბლიკურ ოლიმპიადა. 1962 წელი

ა. ალანია, აბაკელია, ჩაჩიბაია, ბუკია


 1961 წელს ვლადიმერ ალანიას მიერ ჩონგურზე შესრულებული სხვადასხვა ხალხური მელოდია ფირზე იქნა ჩაწერილი; ფირზეა ჩაწერილი მის მიერ შესრულებული სიმღერები: "მინდვრის დედოფალი", "საკოლმეურნეო სიმღერა", "მეჩაიეთა სიმღერა", "სიმღერა ციტრუსებზე"; საქართველოს მხატვრული თვითმოქმედების მეცხრე რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე ხობის რაიონული კულტურის სახლის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლმა თავი ისახელა, ანსამბლს და მის ხელმძღვანელს ვლადიმერ ალანიას მეორე ხარისხის დიპლომი გადაეცათ.
წყარო: ალხური სიმღერის მოამაგენი. 2007 წ.

17.01.2019

ხობელები უცხოეთში - გიორგი ლოლუა


                                                

გიორგი ლოლუა 1919 . 19 ივნისს დაიბადა სამეგრელოში, სოფელ ზემო ქვალონში, ალექსანდრე ლოლუასა და მინადორა ფანცულაიას ოჯახში. 1920 წელს მამა გარდაეცვალა და დედამ გაზარდა. 1936 . დაამთავრა თბილისის  N1 სკოლა, 1941 წელს კისაქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის ენერგეტიკული ფაკულტეტი ინჟინერელექტრიკოსის სპეციალობით.
II მსოფლიო ომში 1941 . გიორგი ლოლუა მოხალისედ წავიდა, იბრძოდა ლენინგრადის ფრონტზე, მალე ტყვედ ჩავარდა. ტყვეობიდან ემიგრანტმა ქათველებმა იხსნეს და ქართულ ბატალიონში ჩაწერეს. 1944 . ნაწილი, რომელშიც გიორგი ლოლუა ირიცხებოდა, გერმანელებმა ჩრდილოეთ იტალიაში გადაიყვანეს, თუმცა ბრძოლებში მონაწილეობა არ მიუღია, ომის შემდეგ საბჭოთა მხარემ ყოფილი ტყვეებისა და ლეგიონერების გადაცემა მოითხოვა. ინტერნირებულებს საფრანგეთის, გერმანიის, ავსტრიისა და იტალიის საოკუპაციო ბანაკებში უყრიდნენ თავს, იქიდან კი ისინი ხშირად პირდაპირ ციმბირში ხვდებოდნენ. გიორგი ლოლუა იტალიაში დარჩა და მიუხედავად დიდი ეკონომიკური სიდუხჭირისა მილანელ ქალიშვილზე დაქორწინა, რომელთანაც ომის წლებში ჰქონდა მიმოწერა. 1947 . საბჭოთა კავშირის მხარის მოთხოვნით საფრანგეთისა და იტალიის სოციალუსტურმა მთავრობებმაკოლაბორაციონიზმისბრალდებით დააპატიმრეს  გერმანიის მხარეს მებრძოლი ქართველები. 1950 . იტალიაში კუნძულა ლიპარის ბანაკში ტყვედ იყო და შველას ითხოვდა 11 ქართველი, რომელთა შორისაც იყო გიორგი ლოლუა. 1951 . საერთასორისო ორგანიზაციის შუამდგომლობით და მიუნხენის კოლონიის თავმჯდომარის ალექსანდრე კორძიას აქტიურობით ქართველი ტყვეები გაანთავისუფლეს და ნეაპოლთან სატრანზიტო ბანაკ ბანიოლაში გადაიყვანეს, საიდანაც ემიგრანტებმა გამოიხსნეს, ერთხანს პარიზში ჩაიყვანეს და შემდეგ ამერიკაში გადაგზავნეს.
გიორგი ლულუა კანადაში, ქალაქ ჰამილტონში დასახლდა და 33 წლის მანძილზე უდიდეს მეტალურგიულ ქარანაში ერთერთი საამქროს ავარ ინჟინრად მუშაობდა, სადანაც დიდი პატივითა და ჯილდოებით გააცილეს პენსიაში.
ლექსების წერა გიორგი ლოლუამ საქართველოში დაიწყო. მისი ლექსების ხელნაწერი კრებული 1940 წლით თარიღდება. 1941-1942 წლებში მისი რამდენიმე ლექსი გაზეთებშიკომუნისტსადათბილისშიდაიბეჭდა. ასევე რამდენიმე ლექსი ომის წლებში ემიგრანტულ გაზეთებშიქართველი ერიდასაქართველოდაიბეჭდა. ომის შემდეგ კი ერთი ლექსი გამოქვეყნდა ჟურნალბედი ქართლისაში“. „მამულშიგამოქვეყნებულმა მისმა ორმა ლექსმა გრიგოლ რობაქიძის ყურადღება და მაღალი შეფასება დაიმსახურა. 1939-1990 წლებში დაწერილი ლექსების ხელნაწერი კრებული გიორგი ლოლუამ გურამ შარაძეს გამოუგზავნა.
გიორგი ლოლუამ თავის ერთი ლექსი ინგლისურად თარგმნა და ადგილობრივ გაზეთში გამოქვეყნა. წერდა მოთხრობებსაც, თუმცა მათი ერთ წიგნად გამოცემა ვერ მოასწრო. უკვე უკურნებელი სენით დაავადებული გიორგი ლოლუა მეუღლეს, რომელმაც ქართული არ იცოდა, სთხოვდა, მასთან ქართულად ელაპარაკა. 1990 . 21 დეკემბერს გიოგი ლოლუა გარდაიცვალა.
გიორგი ლოლუას სამი შვილისანდრო, ლეილა და სანდრა კანადაში ცხოვრობენ. 2013 წელს ლეილა ლოლუა პირველად ეწვია საქართველოს.
წყარო:
ლოლუა გიორგი // ქართველები უცხოეთში : .1 / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი. - თბ. 2012 .
Nplg.gov.ge (საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა)