19.01.2019


ვლადიმერ ალანია - ხალხური სიმღერის დიდი მოამაგე

 ცნობილი ლოტბარი და ხალხურის სიმღერის დიდი მოამაგე ვლადიმერ ალანია დაიბადა 1914 წელს ხობში. ქ. ხობის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სიმღერის მასწავლებლობა დაიწყო; თვრამეტი წლის ასაკში კარგად უძღვებოდა ჯერ ხობის, ხოლო შემდეგ შუა ქვალონისა და პირველი მაისის სკოლების მოწაფეთა გუნდებს; ხეთის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმში მან სამაგალითო გუნდი ჩამოაყალიბა და მრავალი კონცერტი გამართა.
 ვ. ალანიას ოჯახში ყველა მღეროდა. შვიდივე შვილი დედის, ცაცუს მსგავსად ჩონგურის კარგი დამკვრელები იყვნენ. მშობლებმა (მამა ცნობილი მომღერალი იყო) შვიდივე შვილს სიმღერა ასწავლეს; ისინი ხობის რაიონის მომღერალთა გუნდში მონაწილეობდნენ. მათ შორის ყველაზე უფრო ვლადიმერი გამოირჩეოდა. სამამულო ომის წინ, ოთხი წლის განმავლობაში, ფოთის ნავსადგურის კლუბთან არსებული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლს ხელმძღვანელობდა; 1939 წელს წარმატებით გაიარა თბილისში ხალხური შემოქმედების სახლის მიერ მოწყობილი საგუნდო-სადირიჟორო კურსები; ამან კიდევ უფრო გააღრმავა მისი სასიმღერო შესაძლებლობები; 1942-1961წწ. იგი ალექსანდრე ბერაიასთან ერთად ხობის რაიონის კულტურის სახლის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლს უძღვებოდა; ამ ანსამბლმა მრავალ დათვალიერებასა და ოლიმპიადაში მიიღო მონაწილეობა და კარგი შედეგებიც მოიპოვა; სკოლებში საგუნდო საქმის კარგი გაძღოლისათვის მიღებული ჰქონდა სიგელები და ფულადი ჯილდოები. მისი ნაყოფიერი მუშაობის შედეგები გამოვლინდა თვითშემოქმედების ოლიმპიადაზე ხობელი მოსწავლეების გამოსვლის დროს.
საქართველოს მხატვრული თვითმოქმედების რესპუბლიკურ ოლიმპიადა. 1962 წელი

სიმღერა „ჯანსულო“, სოლისტი ჯალაღანია. 


საქართველოს მხატვრული თვითმოქმედების რესპუბლიკურ ოლიმპიადა. 1962 წელი

ა. ალანია, აბაკელია, ჩაჩიბაია, ბუკია


 1961 წელს ვლადიმერ ალანიას მიერ ჩონგურზე შესრულებული სხვადასხვა ხალხური მელოდია ფირზე იქნა ჩაწერილი; ფირზეა ჩაწერილი მის მიერ შესრულებული სიმღერები: "მინდვრის დედოფალი", "საკოლმეურნეო სიმღერა", "მეჩაიეთა სიმღერა", "სიმღერა ციტრუსებზე"; საქართველოს მხატვრული თვითმოქმედების მეცხრე რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე ხობის რაიონული კულტურის სახლის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლმა თავი ისახელა, ანსამბლს და მის ხელმძღვანელს ვლადიმერ ალანიას მეორე ხარისხის დიპლომი გადაეცათ.
წყარო: ალხური სიმღერის მოამაგენი. 2007 წ.

Комментариев нет:

Отправить комментарий

Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.