ზურაბ ლატარია დაიბადა 1958 წლის 15 ივნისს ქალაქ ხობში. 1975 წელს დაამთავრა თბილისის გლდანის საფეხბურთო სკოლა და იმავე წელს ჩაირიცხა სოხუმის გორკის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში ფიზიკური აღზრდის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1980 წელს.
ზ.
ლატარია 1975-1978 წლებში თამაშობდა სოხუმის „დინამოში“ (მეორე ლიგის მე-9 ზონა)
1979
წელს ფოთის „კოლხეთში“, ხოლო 1980-1-81 წლებში თბილისის „სკაში“.
1985
წელს დასახელდა საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო მარცხენა მცველად.
ზ.
ლატარიას კაპიტნობით ხობის „კოლხეთი“ 1987 წელს გახდა საქართველოს ვიცე-ჩემპიონი, ხოლო
1988 წელს საქართველოს ჩემპიონი.
1989
წელს ზ. ლატარიამ ერთი წელი ითამაშა ოზურგეთის „მერცხალში (მეორე ლიგის მე-9 ზონა).
1990
წელს დაბრუნდა ხობის „კოლხეთში“ კაპიტნის რანგში და 1990-1993 წლებში გუნდთან ერთად ასპარეზობდა ეროვნულ
ჩემპიონატში.
2010
წელს ხობის „კოლხეთის“ მთავარი მწვრთნელი.
2012
წელს დააფუძნა ქალ ფეხბურთელთა გუნდი ქალაქ ხობში, რომლის აღზრდილმა 18 მოთამაშემ საქართველოს
სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში ითამაშა.
ზურაბ
ლატარიას მინიჭებული აქვს მწვრთნელთა ლიცენზიის “B” და “C” კატეგორია.
ზ.
ლატარია საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ აქტიურად არის ჩართული ბავშვთა ფეხბურთში.
ის წლების განმავლობაში იყო სასპორტო სკოლის და საფეხბურთო სკოლის დირექტორი. დღეს
ის ქალ ფეხბურთელთა გუნდ ხობის „კოლხეთის“ მთავარი მწვრთნელი და ხობის „კოლხეთის“ დირექტორის
მოადგილეა.







Комментариев нет:
Отправить комментарий
Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.