23.10.2025

წყალდიდობა ხობში (1916 წელი)

 ხობის რაიონი (1916)

ისეთი ნიაღვარი და წყალდიდობა, როგორიც იყო 23-26 ივნისამდის სამეგრელოში მცხოვრებთ არ ახსოვთ, არც ვისმეს შეხვდებით ამგვარ მოვლენის გამგონეს.

დაიწყო კოკისპირული წვიმა 28 ივნისს; გამოდარების ნიშანს ხალხი ვერ ხედავდა. 24 დილით მდინარეები: ხობის წყალი, მუნჩია, ჯუმი, ჩხოუში, ენგური და სხვა, რომელნიც მიმდინარეობენ სამეგრელოში და ერთვიან შავ ზღვასკალაპოტს გადასცილდნენ. ხალხი შიშმა აიტანა და სასოწარკვეთილებაში ჩააგდო. წყალი წუთობით მატულობდა, საღამოს რომ გორაკიდან გადაგეხედათ, თვალწინ წარმოგიდგებოდათ მთელი დაბალი სამეგრელოს სოფლები; ჭალადიდი, ქვალონი, ნოჯიხევი, ხობი, ხორგა, დაბალი ხეთა, იდინეძი და სხვა მოზღვავებულ წყლის მორევში. ყველა მდინარე თითქმის ერთი მეორეს შეუერთდა. აქა იქ წყალში მოსჩანდა სახლის სახურავები. მთელი სახნავ-სათესი ჭალა-ადგილები, სადაც ერთი დღის წინად დაინახავდით მშვენივრად გათოხნილ გაწმენდილს, წელამდის ამართულ სიმინდს, ზღვად იყო გარდაქცეული. ახალ სენაკიდან ზუგდიდისკენ. მიმავალ სამხედრო გზატკე-ცილზე მიმოსვლა შეწყდა.

ჩასცვივდნენ დაბა ხობის მოვაჭრენი და მის ირგვლივ მცხოვრებნი განსაცდელში" (. ხობი მდებარეობს ხობის წყლის მარჯვენა ნაპირზე). ადიდებული ხობის წყალი მათ ღვთის რისხვად მოევლინა. გარშემო ადიდებული წყალი შემოერტყა დაბას ისე, რომ გაქცევაც შეუძლებელი შეიქნა, დარჩა. მთელი დაბის მცხოვრები გამომწყვდეული და შიშისგან დაფეთებულ ხალხს ვერ გაეგო, თუ რითი ეშველნა თავისთვის. ყოველივე იმ უბედურების, რაც გამოსცადეს. ხობელებმა და მის ახლო მახლო მდებარე სოფლებმა, კალმით აწერა შეუძლებელია.

ამ ყოფაში იყო ადგილობრივი საზოგადოება 24 — 25 ივნისს. 26- კი თორმეტი საათიდან ცოტა გადაიდარა და წყალმაც კლება იწყო. 27 ივნისს წყალი თავის კალაპოტში ჩადგა და შესაძლებელი გახდა იმ უბედურების თვალით დანახვა, რაც მოუტანა გაჭირვებულ სოფლელებს ამ საბედისწერო წყალდიდობამ.

მდინარე ხობის წყალი საყანე ჭალებით მდიდარია; სოფლები: ხორგა, ხობი, ნოჯიხევი, ბია, ზენი, ზუბი და სხვა, მდებარეობენ ამ მდინარის ნაპირებზე. ადგილობრივნი სოფლელნი ამუშავებენ საყანეთა ხობის წყლის ჭალებს, სადაც მოჰყავთ სიმინდი. სოფლის საბრალო მიწის მუშამ მშიერის კუჭით - დიდის ვაი-ვაგლახით გააკეთა ყანა, დათესა სიმინდი, დაამუშავა. ის რიგი-ანად და უმაგალითო წყალდიდობამ კი სულ ერთიანად მიწასთან გაასწორა. ამ აუარებელ ჭალებიდან ერთ ტარო სიმინდსაც ვერავინ წაიღებს შინ. სხვა ადგილების ყანებიც ნიაღვარმა წალეკა და მთლად გააფუჭა.

ქვემო სამეგრელოში მარტო ხობის წყლისაგან ზარალი შეადგენს რამოდენიმე ასი ათასს მანეთს და ამას რომ მიუმატოთ სხვა მდინაარებისაგან მიყენებული ზარალი, დიდ ციფრს მივიღებთ.

შარშან და წრეულს, ვინ იცის რა და რა უბედურება და განსაცდელი გამოიარა მიწის მუშა. სოფლელმა გლეხმაშემდეგში კი უარესი დღე მოელის. ყველა სევდიანად გამოიყურება, ყველანი ერთნაირ მდგომარეობაში ჩასცვივდნენ და წყევლიან თავიანთ დაბადების დღეს.

საჭიროა დაუყონებლივ შედგეს კომიტეტი ადგილობრივი და სამაზრო, რომელთაც დაევალოს დაზარალებულ ადგილების გამოკვლევა და აცნობოს ყველას, სადაც საჭირო არის.

ძალიან კარგს იზამენ ქართველთა საქველმოქმედო საზოგადოება და სხვი დაწესებულებანი, თუ ეხლავე შეუდგებიან დაზარალებულ სოფლების დახმარებას.






21.10.2025

ყაჩაღები ხობში

 დ. ხობი: ამას წინად სამმა ყაჩაღმა გამოინადირა. ყაჩაღებს შეხვედრია გზაზედ ერთი ადგილობრივი მცხოვრები, ტომით რუსი. იმათ დაუჭერიათ ეს რუსი, უკან შემოუსვავთ ცხენზედ და წაუყვანიათ სხვადასხვა სახლების საჩვენებლად. შემდეგ ამისა რუსი დაუტოვებიათ უვნებლად ერთ მიყრუებულ ადგილს ტყეში. რუსმა ყველაფერი უამბო ადგილობრივ მოხელეებს. შემდეგ რამდენჯერმე კიდევ გამოჩნდნენ იქვე ახლო ტყეში ავაზაკები და არაერთი კაცი და ქალი შეაშინეს. დღესაც შიში ზარს გვცემს.

„ივერია“ 1893 წ.

სოფელი ხეთა

  სამეგრელო (სოფელი ხეთა): ყურძნის მოსავალი წელს მეტია შარშანდელზედ. უფრო მეტი იქნებოდა, რომ სექტემბერში გაძლიერებულ ზენა ქარს ყურძენი ძირს არ ჩამოეყარა.

იმედია, სიმინდი წრეულს შარშანდელზედ ერთი-ორად მეტი იქნება. ერთმა გაჭირებამ ძრიელ ხელი შეუშალა მუშა ხალხს.

ეს სამი თვეა აგერ, რაც ხეთის მიწა-ადგილების გამიჯვნა დაიწყეს და ჯერ ბოლო არ უჩანს. ერთი არეულობა ასტყდა და ხალხი სამუშაოსა სცდებოდა.




„ივერია“ N218, 1893 წ.

ხობი 110 წლის წინ

 

დ. ხობი კულტურული დაწესებულებებით სხვა დაბებზე მაღლა სდგას. აქ არსებობს: ქსენონი, ფოსტა ტელეგრაფის კანტორა, უფასო წიგნთსაცავ-სამკითხველო, წვრილი კრედიტის ამხანაგობა, ორ კლასიანი ნორმალური სასწავლებელი. განზრახვა აქვთ დაარსონ უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებელი და კოოპერატიული დუქანი. სამკითხველოს ამ ჟამათ ცოტა ჟურნალ გაზეთები მოსდის. მკითხველთა რიცხვი ჯერ-ჯერობით მცირეა, მიუხედავათ იმისა, რომ სამკითხველო უკვე ერთი წელიწადია, რაც არსებობს.

„სამშობლო“ N164, 1915 წ.



15.10.2025

დიდუბის პანთეონში დაკრძალული ხობელი საზოგადო მოღვაწეები

დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალულნი არიან:

იპოლიტე ვართაგავა (ხეთა)
ალიო მირცხულავა (ხორგა)
როდიონ ქორქია (ჭალადიდი)
თედო სახოკია (ხეთა)





აფიშა

 1951 წლის 29 ივლისი

საფეხბურთო მატჩი საქართველოს თასზე: ხობი (ნაკრები) - ქუთაისი ("დინამო").


06.10.2025

ხამისკურელი პოლკოვნიკი ვიქტორ ქირია (1902-1987)

1944 წლის ზაფხული იდგა. საბჭოთა არმიის მებრძოლები ბერლინისკენ მიერეკებოდნენ ფაშისტებს. იასიკიშინიოვის ალყაში გერმანელთა რამდენიმე დივიზია მოჰყვა. ამ უმსხვილესი სამხედრო ძალის განადგურება იოსებ სტალინმა უკრაინის პირველი, მეორე და მესამე ფრონტების შენაერთებს დაავალა. მიმდინარეობდა სამივე ფრონტის ძალების გადაჯგუფება. ერთი მოლდავური სოფლის ცენტრში მესამე უკრაინის ფრონტის 41- გვარ-დიული დივიზიის 124- ლეგიონი იდგა. პოლკოვნიკ ვიქტორ ქირიას მოახსენეს, ვიღაც უმცროსი ზემდეგი გკითხულობსო.

ლეგიონის უფროსთან ზემდეგი შემოვიდა და მხედრულად მიესალმა... თავის უფროს ძმას ვიქტორს. ფრონტის გაზეთის კორესპონდენტმა გადაწყვიტა, ფირზე აღებეჭდა ეს უიშვიათესი მოვლენა და სოფლის შარაგზაზე გაიხმო ძმები სამსონი და ვიქტორი. გზაზე ავტომობილების დიდი ქარავანი მოძრაობდა. ვიდრე ძმები ერთმანეთს ესიყვარულებოდნენ, ერთ-ერთი ავტომობილის საბარგულიდან აღტაცებული შეძახილი გაისმა: სამსონ, ვიქტორ! მანქანამ სვლა შეანელა, იქიდან... მესამე ძმა, მეავტომატე ლევანი გადმოხტა, იყო ერთი ხვევნა-კოცნა, ცრემლები. გახარებულმა ფოტო კორესპონდენტმა ეს უნიკალური შემთხვევა ფირზე აღბეჭდა. ასე გაჩნდა ძმების შეხვედრის ფოტოსურათი ფრონტული გაზეთისსამშობლოსათვისპირველ გვერდზე, რომელმაც, სამწუხაროდ, ჩვენამდე ვერ მოაღწია.

...ხამისქური ერთი ლამაზი სოფელია ხობის რაიონში. თბილისი-სოხუმის სარკინიგზო დასახლების მაგისტრალზე მდებარე ამ სოფელში 50-მდე oრიას კომლი ცხოვრობს, და ამიტომაც, აქაურებმა მასსაქირიო“ უწოდეს. სწორედ აქ, ევგენი ქირიას მრავალშვილიან ოჯახში, 1902 წლის 18 დეკემბერს დაბადებულა ჩვენი ჩანახატის მთავარი პერსონაჟი. საშუალო სკოლაში სწავლისას იგი ოფიცრის თანამდებობაზე ოცნებობდა.1923 წელს თბილისში ჩამოვიდა და გაერთიანებულ მეთაურთა სკოლის კურსანტი გახდა. 4 წლის შემდეგ წარმატებით დაასრულა სამხედრო სასწავლებელი და წითელი არმიის ოფიცერი გახდა.

„თავის საქმეზე უსაზღვროდ შეყვარებული ქართველი ოფი-ცერი, – წერს თავის წიგნში „ბრძოლით მოპოვებული სახელი“, ცნობილი გენერალ-მაიორი გიორგი ყურაშვილი, სამხედრო აკადემიური ცოდნის მიღებაზე ოცნებობდა და ეს ნატვრა რეალობად აქცია. მოსკოვის ძერჟინსკის სახელობის საარტილერიო აკადემიაში ჩა-ირიცხა, მაგრამ მისი დასრულება ვეღარ მოასწრო. მთელი საბრძოლო გზა გმირმა ოფიცერმა სტალინგრადიდან – ვენამდე ვაჟკაცურად განვლო.

თავდაპირველად 223-ე მსროლელი დივიზიის 1034-ე ლეგიონის მეთაური გახლდათ. ამ შენაერთთან ერთად მამაცურად იცავდა მდინარე დნესტრის პლაცდარმს. მისმა ლეგიონმა ბრწყინვალედ შეასრულა ამოცანა: მდინარე გადალახა და პოზიცია დაიკავა.

„დაძაბულ ბრძოლებში ველენეცისა და ბალატონის ტბებს შორის, – აღნიშნავდა გვარდიის გენერალ-მაიორი ნიკოლოზ კალაძე, – ქალაქ სეკეშფეხვარის მისადგომებთან 41-ე გვარდიული დივიზიის 124-ე ლეგიონის მებრძოლებმა პოლკოვნიკ ვიქტორ ქირიას მეთაურობით ზედიზედ სამჯერ მოიგერიეს ჰიტლერელთა ჭარბი ძალების გააფთრებული იერიშები, რომლებიც ცდილობდნენ ბუდაპეშტის ალყაში მოქცეული თანამემამულეების დაცვას. ამ სისხლისმღვრელ ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისათვის, უმაღლესი მთავარსარდლის იოსებ სტალინის ბრძანებით, ლეგიონს ბუდაპეშტის სახელი მიეკუთვნა, ხოლო მისი გმირი მეთაური სამამულო ომის პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს. უპრიანი იქნება თუ 41-ე დივიზიის მეთაურს, გენერალ-მაიორ კონსტანტინე ცვეტკოვსაც მოვუსმენთ: „გვარდიის პოლკოვნიკი ვიქტორ ქირია საუკეთესო ოფიცრად ითვლება ჩვენს შენაერთში. იგი ცნობილია როგორც სამართლიანი, მომთხოვნი და დიდად გამოცდილი ხელმძღვანელი. გამოირჩევა შესანიშნავი ცოდნითნ და ძალიან ხშირად იღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს, რაც სისტემატურად წარმატებით მთავრდება. მანბრწყინვალედ მოიხადა თავისი ვალი სამშობლოს წინაშე.

პოლკოვნიკი ვიქტორ ქირია თადარიგში გასვლის შემდეგ, ჯერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამხედრო კათედრაზე მუშაობდა. პენსიაში გასვლის შემდეგ, გარდაცვალებამდე, მეუღლე თამართან ერთად, მშობლიურ ხამისქურში ცხოვრობდა: თანასოფლელებს დაეხმარა 120-მეტრიანი სარკინიგზო ბაქნის აგებაში, სადაც სოხუმისაკენ მიმავალი ყველა მატარებელი ჩერდებოდა. მისი უშუალო ინიციატივით აიგო ხიდი მდინარე სახალიკოზე, კაპიტალური რემონტი გაუკეთდა სოფლის საშუალო სკოლას, კოლმეურნეობის გამგეობაში ჩამოყალიბდა ომის ვეტერანთა საბჭო და სხვა. პოლკოვნიკი ვიქტორ ქირია 1987 წელს 85 წლისა გარდაიცვალა, მხედრული წესით და კრძალეს საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, ამ რაინდული სულის უდრეკ ოფიცერს შარშან დაბადებიდან 100 წელი შეუსრულდებოდა.

მეგობრები და ახლობლები მუდამ სიამაყით იგონებენ ამ ღვაწლმოსილ პიროვნებას.

„საქართველოს რესპუბლიკა“ 2002 წ.