23.10.2025

წყალდიდობა ხობში (1916 წელი)

 ხობის რაიონი (1916)

ისეთი ნიაღვარი და წყალდიდობა, როგორიც იყო 23-26 ივნისამდის სამეგრელოში მცხოვრებთ არ ახსოვთ, არც ვისმეს შეხვდებით ამგვარ მოვლენის გამგონეს.

დაიწყო კოკისპირული წვიმა 28 ივნისს; გამოდარების ნიშანს ხალხი ვერ ხედავდა. 24 დილით მდინარეები: ხობის წყალი, მუნჩია, ჯუმი, ჩხოუში, ენგური და სხვა, რომელნიც მიმდინარეობენ სამეგრელოში და ერთვიან შავ ზღვასკალაპოტს გადასცილდნენ. ხალხი შიშმა აიტანა და სასოწარკვეთილებაში ჩააგდო. წყალი წუთობით მატულობდა, საღამოს რომ გორაკიდან გადაგეხედათ, თვალწინ წარმოგიდგებოდათ მთელი დაბალი სამეგრელოს სოფლები; ჭალადიდი, ქვალონი, ნოჯიხევი, ხობი, ხორგა, დაბალი ხეთა, იდინეძი და სხვა მოზღვავებულ წყლის მორევში. ყველა მდინარე თითქმის ერთი მეორეს შეუერთდა. აქა იქ წყალში მოსჩანდა სახლის სახურავები. მთელი სახნავ-სათესი ჭალა-ადგილები, სადაც ერთი დღის წინად დაინახავდით მშვენივრად გათოხნილ გაწმენდილს, წელამდის ამართულ სიმინდს, ზღვად იყო გარდაქცეული. ახალ სენაკიდან ზუგდიდისკენ. მიმავალ სამხედრო გზატკე-ცილზე მიმოსვლა შეწყდა.

ჩასცვივდნენ დაბა ხობის მოვაჭრენი და მის ირგვლივ მცხოვრებნი განსაცდელში" (. ხობი მდებარეობს ხობის წყლის მარჯვენა ნაპირზე). ადიდებული ხობის წყალი მათ ღვთის რისხვად მოევლინა. გარშემო ადიდებული წყალი შემოერტყა დაბას ისე, რომ გაქცევაც შეუძლებელი შეიქნა, დარჩა. მთელი დაბის მცხოვრები გამომწყვდეული და შიშისგან დაფეთებულ ხალხს ვერ გაეგო, თუ რითი ეშველნა თავისთვის. ყოველივე იმ უბედურების, რაც გამოსცადეს. ხობელებმა და მის ახლო მახლო მდებარე სოფლებმა, კალმით აწერა შეუძლებელია.

ამ ყოფაში იყო ადგილობრივი საზოგადოება 24 — 25 ივნისს. 26- კი თორმეტი საათიდან ცოტა გადაიდარა და წყალმაც კლება იწყო. 27 ივნისს წყალი თავის კალაპოტში ჩადგა და შესაძლებელი გახდა იმ უბედურების თვალით დანახვა, რაც მოუტანა გაჭირვებულ სოფლელებს ამ საბედისწერო წყალდიდობამ.

მდინარე ხობის წყალი საყანე ჭალებით მდიდარია; სოფლები: ხორგა, ხობი, ნოჯიხევი, ბია, ზენი, ზუბი და სხვა, მდებარეობენ ამ მდინარის ნაპირებზე. ადგილობრივნი სოფლელნი ამუშავებენ საყანეთა ხობის წყლის ჭალებს, სადაც მოჰყავთ სიმინდი. სოფლის საბრალო მიწის მუშამ მშიერის კუჭით - დიდის ვაი-ვაგლახით გააკეთა ყანა, დათესა სიმინდი, დაამუშავა. ის რიგი-ანად და უმაგალითო წყალდიდობამ კი სულ ერთიანად მიწასთან გაასწორა. ამ აუარებელ ჭალებიდან ერთ ტარო სიმინდსაც ვერავინ წაიღებს შინ. სხვა ადგილების ყანებიც ნიაღვარმა წალეკა და მთლად გააფუჭა.

ქვემო სამეგრელოში მარტო ხობის წყლისაგან ზარალი შეადგენს რამოდენიმე ასი ათასს მანეთს და ამას რომ მიუმატოთ სხვა მდინაარებისაგან მიყენებული ზარალი, დიდ ციფრს მივიღებთ.

შარშან და წრეულს, ვინ იცის რა და რა უბედურება და განსაცდელი გამოიარა მიწის მუშა. სოფლელმა გლეხმაშემდეგში კი უარესი დღე მოელის. ყველა სევდიანად გამოიყურება, ყველანი ერთნაირ მდგომარეობაში ჩასცვივდნენ და წყევლიან თავიანთ დაბადების დღეს.

საჭიროა დაუყონებლივ შედგეს კომიტეტი ადგილობრივი და სამაზრო, რომელთაც დაევალოს დაზარალებულ ადგილების გამოკვლევა და აცნობოს ყველას, სადაც საჭირო არის.

ძალიან კარგს იზამენ ქართველთა საქველმოქმედო საზოგადოება და სხვი დაწესებულებანი, თუ ეხლავე შეუდგებიან დაზარალებულ სოფლების დახმარებას.






Комментариев нет:

Отправить комментарий

Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.