14.12.2023

ხობის მონასტრის ბერძნული წარწერები

ხობის ეკლესიას ხალხი მონასტერს უწოდებს. იგი მდებარეობს მდ. ხობის წყლის მარცხენა მხარეს ამაღლებულ ადგილზე, სინამდვილეში იგი უფრო ახლოსაა სოფ. ნოჯიხევთან, ვიდრე ხობთან, რომელიც მდინარის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს. ეკლესია დგას საკმაოდ დიდ მოვაკებულ ადგილზე და მის გვერდით კიდევ რამდენიმე ნაგებობაა.

სამონასტრო კომპლექსს გალავანი აქვს ირგვლივ, შესავალი ამ გალავანწი სამრეკლოდანაა, გარედან ქვის კიბეა რამდენიმე საფეხურით. სამრეკლოს ქვედა სართულში შიგნით შემოსასვლელიდან მარჯვენა კედელში მარმარილოს დაფაა დატანებული, ლღომელზედაც არის მხედრული წარწერა ასეთი შინაარსისა: არქიმანდრიტმა სიმეონ მამუკას ძე აფაქიძემ 1902 წელს გააკეთებინა სამრეკლოს იატაკი, კიბეები და სხვა. ქვემოთ საფლავია, მარმარილოს დაფით, უწარწერო, ალბათ იმავე აფაქიძისა. ცოტა ზემოთ არის საფლავი მაქსიმე ფილიპეს ძე ფაჩულიასი; ეს არის ეკვტერი. ეკეტერის მარცხენა მხარეს (აფაქიძის წარწერის პირდაპირ) არის გასასვლელი კარი. ამ მეორე მხარესაც ეკვტერი უნდა ყოფილიყო; იგი ახლა მთლად ჩამორეცხილია. აფაქიძის ეკვტერიდან საკმაოდ გრძელი ქვის კიბით აისვლება სამრეკლოში. სამრეკლო თლილი ქეისგან არის ნაშენი, კედლებზე არაფერი აწერია, აქვს შვიდი საკმაოდ დიდი სარკმელი და ერთი შემოსასვლელი. გალავნის შიგნით, შუა ადგილას დგას ბაზილიკური ტიპის ეკლესია. იგი ალაგ თუნუქით, ალაგ ყავრით არის გადახურული. ირგვლივ აქვს შემდეგი დროის: მინაშენები.

ძირითად ნაგებობაზედაც და შემდეგი დროის მინაშენებზედაც არის ჩუქურთმები. საკურთხევლის მხარეს გარედან არის თაღებიცა და ჩუქურთმებიც. თვით შენობა თლილი ქვისაგან არის ნაგები, მინაშენებში კი მარმარილოს ფირფიტებიც აქვს ჩართული. ეკლესია მიგნით სამნავიანია. საკურთხევლის აქეთ-იქით სამკვეთლო და საფილონეა. საკურთხევლის ორ სვეტს გარდა კიდეე ორი წყვილი სვეტია. კანკელი თეთრია, თითქოს კირისა, შიგ ეკლესიაში დასაფლავებული არიან სხვადასხვა პირები. დასავლეთ მხარეს არის მინაშენი მთელ სიგრძესე სტოებად, 5 თაღით. მინაშენი არის ჩრდილოეთ მხარეზედაც, მთელ სიგრძეზე. აქ ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში არის ეკეტერი, რომელსაც გარეთ აქვს ქვა ქართული ასომთავრული წარწერით, რომელიც იხსენიებს ვამეყ დადიანს); თვით ეკვტერიც, ალბათ, ვამეყ დადიანისაა ან ყოველ ზენთხეევაში მისი ოჯახისა, როგორც ექ. თაყაიშვილი ფიქრობს?. ეკვტერში არის საკურთხეველი და ფრესკები. მოხატულობა ახლა საკმაოდ დაზიანებულია. წარწერები უპიოატესად ქართულია, მაგრამ აქა-იქ ბერძნული ასოებიც მოჩანს. მაგ., შესასვლელთან მარცხნივ, სადაც ხატია იესუ კუბოში, წერია: 11C X“C. ამ? ეკვტერს აქეს გარედან მარმარილოს ჩუქურთმებიანი ფირფიტები, ეკლესიის დანარჩენ მხარეებს მინაშენები არა აქვს. იატაკი ეკლესიაში ფილაქნისაა. ეკლესიას ჰქონია ქორებიც, მაგრამ ახლა იქ ასასვლელი ამოშენებულია.
ეკლესიაში შიგნით ბევრი ფრესკაა; ფრესკებს აქვთ ქართული და ბერძნული წარწერები?!. ფრესკათა ყველაზე ადრინდელი ფენა შერგილ დადიანის დოოისაა (XIII ს.), არის შემდეგი ხანის ფრესკჯკებიც (დაახლოებით XVII ს-ისა)!. საკურთხეველი. მარცხნივ (მნახველისათვის) ფრესკების I ფენაში დაბლა გამოსახულია საეკლესიო პირი, ახალგაზრდა კაცი; მასთან არის მოთავსებუ- ·ლი მხედოული წარწერა, რომლის IL სტრიქონი არ ირჩევა, ხოლო შემდეგ სწერია: „დავახატეინე ესე (საყდა)რი ჩემის სულის საცხოვნებლად". ამ გამოსახულე- -ბის ზმმოთ მთავრული ასოებით სწერია: ხობელი ნიკოლოზ. საკურთხეველში სარკმელების აქეთ-იქით არის 3--3 წმინდა მამა, ხელში გრაგნილებით. პიდღებს სახელები აწერია ქართულად, ხოლო გრაგნილებზე ბერძნული წარწე- «ებია. ზოგი ძალიან არის დახიანებული, ზოგი შედარებით ოკეთ ჩანს (# 173).
ხობის ბერძნული წარწერები უეჭველად ატარებენ გვიან ბიზანტიური ხანის ნიშნებს, ხოლო პალეოგრაფიული და ლექსიკური მონაცემებით: XVI-XVII საუკუნით თარიღდებიან. ლიტერატურაში მოხსენებული ბევრი სამღვდელთმსახურო .ნივთი ხობის მონასტრისა ამჟამად „მეტეხის“ მუზეუმშია დაცული (ამის შეს. იხ, ქვემოთ)- ხობში არაფერია შენახული.
ხობის ტაძრის მოხატულობის დიდი ნაწილი, როგორც ცნობილია, წარმოადგენს ღვთისმშობლის ცხოვრების დასურათებას, ფრესკებს შესაფერი ბერძნული წარწერებიც აქვთ.
თინათინ ყაუხჩიშვილი - ბერძნული წარწერები საქართველოში




1937 წელს ხეთაში, პაპანწყვილის ტბაზე ჰესის მშენებლობის გეგმაზე

 იცი თუ არა რომ?!

1937 წელს ხეთაში, პაპანწყვილის ტბაზე ჰესის მშენებლობა იგეგმებოდა
სოფელ ხეთაში (ხობის რაიონი) მდებარეობს ტბა „პაპანწყვილი“ (ჩაძირული მღვდელი). „პაპანწყვილი“ ლეგენდარული ტბაა. ხალხური გადმოცემით მისი ფსკერი „უძიროა“, არსებითად კი ჯერ არავის უცდია მისი სიღრმის გაზომვა. ამ ტბის წყალი მეტად გამჭვირვალეა, ზაფხულობით არ იკლებს, მრავალი წლის განმავლობაში მისი დონე უცვლელია.

ყველაზე უფრო საყურადღებო უპირატესობა, რომელიც აქვს ამ ტბას, არის ის, რომ იგი მდებარეობს მაღლობ ადგილზე, რაც დიდ შესაძლებლობას იძლევა წყლის მძლავრი დაქანებისათვის. რასაკვირველია, მარტო ბუნებრივი შესაძლებლობა საკმარისი არ არის, თუ ამ შესაძლებლობის გამოყენების შედეგი ეკონომიური თვალსაზრისითაც გამართლებული არ იქნება.
ზოგადი დაკვირვებაც კი აშკარად მეტყველებს იმას, რომ ტბას შეუძლია მოგვცეს სიმძლავრე არა ნაკლებ ერთი ათას ცხენის ძალისა.
ამ ადგილზე ელექტროსადგურის მშენებლობის პრაქტიკული მნიშვნელობა დიდია. ეს სადგური, ჯერერთი, ელენერგიას მიაწვდის 2000-ზე მეტ კომლ საკოლმეურნეო მოსახლეობას, რკინიგზის ხეთის სადგურს.
ხობის რაიონის აღმასკომმა დაწვრილებით უნდა შეისწავლოს ეს საკითხი, და თავისი დასაბუთებული მოსაზრება წარუდგინოს საქ. რესპუბლიკის საგეგმო კომისიას ამ მშენებლობის მესამე ხუთწლიან გეგმაში შესატანად.

ხობში სპორტული ბაზების მშენებლობის პროექტი

 ხობში სპორტული ბაზების მშენებლობის პროექტი (1981 წ.)



ზემო ქვალონელი ქალბატონის - რუსიკო ალანიას წერილი „მუსიკალური ხობის“ შესახებ

 პირველი არხის მუსიკალურ გადაცემათა რედაქციის ხელმძღვანელს, სოლომონ ლაფაურს ზემო ქვალონელი ქალბატონის - რუსიკო ალანიას წერილი „მუსიკალური ხობის“ შესახებ.

რა უხინჯო, უმშვენიერესი და ფაქიზად შერჩეულია „მუსიკალური ხობის“ რეპერტუარი. ან რა ხატოვანი ფონი, თუნდაც მეჩონგურე /თუ მეფანდურე/ ქალთა გრაციოზული, საოცრად სურათხატოვანი პოზაა... მოღერებული გედის ყელით, შერჩეული კოსტუმები, მდინარის თუ შადრევნის შემოგარენი.
ერთი სიტყვით, რა ღარიბი და შეუსაბამოა ჩემი ლექსიკონი, რათა სრულად გამოვხატო აღტაცება და გამოვხატო თუ რარიგ ლამაზ ზღაპრად წარმომიდგა ყოველივე ეს...
ან ის ერთი ციცქნა გოგონა, „რ“ - ნაცვლად „ლ“-ს რომ ამბობდა. ოღონდ გამოგიტყდებით ხობის მონასტრის ხილვა უფრო მეტადფ მინდოდა, მოგეხსენებათ იგი რა ძვირფასი განძია კოლხიდისათვის, კერძოდ კი სამეგრელოსთვის, ალბათ შიგნით ისე იავარქმნილია ყოველივე, რომ შესახედავად ვერ შეირჩა.
მე ხობის რაიონის სოფელ ზემო ქვალონში - ცნობილი მებაღის ოჯახში დავიბადე, ერთადერთ ძმა ომში დამეღუპა, მშობლებიც მას გადაჰყვნენ და უგუნურთა ხელით მოიჭრა და მოისრა უნიკალური ჯიშის ხეები ჩემს ეზოში, ხოლო სოფელს ისევ უბადრუკებმა სახელიც შეუცვალეს, ალიონი დაარქვეს /!?/ რამაც ისერიგად მატკინა გული, რომ ჩემს სოფელში მისვლა ჭრილობაზე ჭრილობის დამატებაა ჟანგიანი დანით.
იქნებ ყოველივე ამის გამოც, ვიღაცამ ჩემი ბავშვობის შორეული წარსულის სიმებს სათუთად ჩამოჰკრა ხელი და რაღაც დიადი, მშობლიური, სევდიანი და ღვთაებრივი მაჩუქა.
იქნებ ეს ის ჩამოკრაა ბარებისა, რომელიც ბავშვობის ადგილებს მოგვაგონებს და სიყვარულის ჯაჭვებს შეგვაბამს, რათა იმ ადგილებს მივუბრუნდეთ, სადაც ფეხი ავიდგით, სადაც ჩვენი წინაპრები ცხოვრობდნენ, შრომობდნენ, იტანჯებოდენ და მაინც თავიანთ ნააკვნარზე იდგნენ...
კურთხეულ იყოს ეს მშვენიერი, დიდებული დასაწყისი, რომლის ბილიკებიდან ის ენამოჩლექილი გოგონა მოაბიჯებს...
1979 წ.
დოკუმენტი დაცულია ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდ ივერიელში.

მექანიზატორი ენდუშ შონია

 სოფლტექნიკის ხობის რაიონული განყოფილების მეექვსე ბრიგადის ხელმძღვანელი, ვეტერანი მექანიზატორი ენდუშ შონია და ამავე ბრიგადის მექანიზატორები საყანე მიწის ხვნისას.



ხობი-1983 წ.

ხობელები - 1975

 ხობის საკოლმეურნეობათაშორისო მეცხოველეობის კომპლექსის საწველი აგრეგატების დამონტაჟებაზე მუშაობენ ვ. შონია და ე. ჭედია;

ქვემოთ, კომპლექსის მშენებლობის ფოტო.

ხობი - 1975 წ.


1946 წელს ხობელ ქალბატონებს გადაეცათ "სახელოვანი დედის" ორდენი და დაჯილდოვდნენ "დედობის მედლით"

 1946 წელს ხობელ ქალბატონებს გადაეცათ "სახელოვანი დედის" ორდენი და დაჯილდოვდნენ "დედობის მედლით".



დედები, რომლებმაც შობეს და აღზარდეს ცხრა შვილი

1. ცხადაია ელისაბედი (ლიზა) პავლეს ასული - ნოჯიხევი
2. ჯახია აგრაფენა დუტუს ასული - ქვემო ქვალონი
დედები, რომლებმაც შობეს და აღზარდეს რვა შვილი
1. ახალაია მაშო ბურდღუს ასული - სოფ. ხობი
2. ქვარაია მარიამი ქუზუს ასული - ძველი ხიბულა
3. ღურწკაია ანა სტეფანეს ასული - ძველი ხიბულა
დედები, რომლებმაც შობეს და აღზარდეს შვიდი შვილი
1. ალექსანდრია ზინაიდა პავლეს ასული - ბია
2. ბჟალავა მინა თედოს ასული - ქარიატა
3. იოსავა ფაქიზო ბადას ასული - ბია
დედები, რომლებმაც შობეს და აღზარდეს ექვსი შვილი
1. ალანია მარიამ ანდრიას ასული - შუა ქვალონი
2. დათუაშვილი ნინო ნიკოლოზის ასული - შუა ხორგა
3. თითმერია მარგარიტა ჯოტოს ასული - ქარიატა
4. კუჭავა ევგენია (ჟენია) გვატის ასული - შუა ქვალონი
5. კუჭავა ელენე იორდანეს ასული - ქარიატა
6. ლუკავა მარიამ პეპოს ასული - ქვემო ქვალონი
7. მესხია ასპირო იოსეს ასული - შუა ქვალონი
8. მორგოშია ეკატერინე ანტონის ასული - სოფ. ხობი
9. ქანთარია ლუბა პახვალას ასული - შუა ქვალონი
10. შელია ვერა ალექსის ასული - ხორგა
11. ჩიჩუა ძაძუ კონსტანტინეს ასული - შუა ქვალონი
დედები, რომლებმაც შობეს და აღზარდეს ხუთი შვილი
1. ბერაია აგრაფენა თემყვას ასული - ქარიატა
2. გვასალია ლაისო დიტოს ასული - ქარიატა
3. გვასალია ლუბა იაკობის ასული - ქარიატა
4. გვასალია ოლღა თომას ასული - ქარიატა
5. ნარსია სოფიო - ექვთიმეს ასული - ახალი ხიბულა
6. სიორდია ზოია იაკობის ასული -სოფ. ხობი
7. ფარცვანია პარტყუ ჯაგუს ასული - ხამისკური
8. ქირია თებრონე გუჯას ასული -ხამისკური
9. ქირია ოლღა კონსტანტინეს ასული - ხამისკური
10. შამუგია ოლღა ტარასის ასული - ქარიატა
11. წურწუმია ელენე ივანეს ასული - სოფ. ხობი