14.12.2023

1937 წელს ხეთაში, პაპანწყვილის ტბაზე ჰესის მშენებლობის გეგმაზე

 იცი თუ არა რომ?!

1937 წელს ხეთაში, პაპანწყვილის ტბაზე ჰესის მშენებლობა იგეგმებოდა
სოფელ ხეთაში (ხობის რაიონი) მდებარეობს ტბა „პაპანწყვილი“ (ჩაძირული მღვდელი). „პაპანწყვილი“ ლეგენდარული ტბაა. ხალხური გადმოცემით მისი ფსკერი „უძიროა“, არსებითად კი ჯერ არავის უცდია მისი სიღრმის გაზომვა. ამ ტბის წყალი მეტად გამჭვირვალეა, ზაფხულობით არ იკლებს, მრავალი წლის განმავლობაში მისი დონე უცვლელია.

ყველაზე უფრო საყურადღებო უპირატესობა, რომელიც აქვს ამ ტბას, არის ის, რომ იგი მდებარეობს მაღლობ ადგილზე, რაც დიდ შესაძლებლობას იძლევა წყლის მძლავრი დაქანებისათვის. რასაკვირველია, მარტო ბუნებრივი შესაძლებლობა საკმარისი არ არის, თუ ამ შესაძლებლობის გამოყენების შედეგი ეკონომიური თვალსაზრისითაც გამართლებული არ იქნება.
ზოგადი დაკვირვებაც კი აშკარად მეტყველებს იმას, რომ ტბას შეუძლია მოგვცეს სიმძლავრე არა ნაკლებ ერთი ათას ცხენის ძალისა.
ამ ადგილზე ელექტროსადგურის მშენებლობის პრაქტიკული მნიშვნელობა დიდია. ეს სადგური, ჯერერთი, ელენერგიას მიაწვდის 2000-ზე მეტ კომლ საკოლმეურნეო მოსახლეობას, რკინიგზის ხეთის სადგურს.
ხობის რაიონის აღმასკომმა დაწვრილებით უნდა შეისწავლოს ეს საკითხი, და თავისი დასაბუთებული მოსაზრება წარუდგინოს საქ. რესპუბლიკის საგეგმო კომისიას ამ მშენებლობის მესამე ხუთწლიან გეგმაში შესატანად.

Комментариев нет:

Отправить комментарий

Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.