03.06.2021

თამთა ხარამიშვილი - ჰამბურგის უნივერსიტეტის წარმატებული კურსდამთავრებული

 ხობის მუნიციპალიტეტის მკვიდრი, წარმატებული ახალგაზრდა თამთა ხარამიშვილი ქალაქ ჰამბურგის ტექნიკურ და გამოყენებად მეცნიერებათა უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია.

თამთასთვის გერმანიაში წასვლის მიზანი ევროპული განათლების მიღება და განვითარება იყო. 2013 წლიდან სწავლობდა ქალაქ ჰამბურგის ტექნიკურ და გამოყენებადი მეცნიერებების უნივერსიტეტში, ლოჯისტიკის და ბიზნესის ფაკულტეტზე. სწავლის პარალელურად მუშაობდა და გამოცდილებას იღებდა სხვადასხვა მიმართულებით. უმუშავია ისეთ ფირმაში, როგორიცაა Deutsche Post-ის (2014-2015 წლებში) ლოჯისტიკის განყოფილებაში.

2015-2016 წლებში საქმიანობას ეწეოდა ფირმაში, რომლის სამეწარმეო საქმიანობა დაკავშირებულია საქონლის და მომსახურების გაყიდვასთან საბოლოო მომხმარებლებზე. მუშაობის პროცესში მონაწილეობას აქვს მიღებული ფრანკფურტის, დიუსელდორფის, ბერლინისა და ჰამბურგის საერთაშორისო სავაჭრო გამოფენებში. თამთა პასუხისმგებელი იყო ხარისსხის კონტროლზე, კლიენტების მოზიდვაზე, კოლექციის დაგეგმვასა და მარკეტინგზე.

სწავლის და მუშაობის პარალელურად იყო ჰამბურგის გამოყენებადი მეცნიერებების უნივერსიტეტის არჩეული თვითმმართველობის წევრი. სპორტული, კულტურული შემეცნებითი და გასართობი პროქტების და ღონისძიებების ორგანიზატორი.

2017 წელს კვალიფიკაციის ასამაღლებლად გაემგზავრა დიდ ბრიტანეთში, ლონდონში EF International Language Centres-ში. კურსის წარმატებით დასრულების შედეგ გადაეცა მსოფლიოში აღიარებული  Council of Europe Level სერთიფიკატი.

2017-2018 წლებში მუშაობდა ფირმაში B&P Bergmannpartners-ში, რომლის ძირითადი საქმიანობა უძრავი ქონების მენეჯმენტი და საპორტფელე კაპიტალდაბანდებების, აქტივების პორტფელის სტრუქტურის დარეგულირება და ინვესტორებისთვის მიმზიდველი შეთავაზებების მომზადებაა.

სამუშაო გამოცდილება მიიღო ჰამბურგის საბალეტო სკოლაში ფინანსური და ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით.

2019 წელს მუშაობა დაიწყო Lufthansa Industry Solutions-ში. Lufthansa Industry Solutions არის Lufhhansas დამოუკიდებელი შვილობილი კომპანია 2015 წლიდან, რომელიც მომხმარებლებს ინდუსტრიის, ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის, ენერგეტიკის, ჯანდაცვის, IT-სისტემების, ავიაციის, მედიისა და საგამომცემლო სექტორებისთვის გადაწყვეტილებებს სთავაზობს, როგორც Lufthansa Group-ის წევრებს, ასევე მსოფლიო მასშტაბის ფარგლებში. თამთა ინტერაქტიული მარკეტინგული სფეროში მუშაობდა და დაუგეგმავს და მონაწილეობა მიუღია არაერთ ღონისძიებაში: Forum Digitalisirung ჰამბურგსა და ფრანკფურტში, SAP Special,Artificial Inteligence,  Patris Days 2019 ბერლინში.

2019-2020 წლებში მუშაობდაThe Fontenay-ში, რომელიც  საერთაშორისო The Leading Hotels of the World ჯგუფის წევრი სასტუმროა. სხვათაშორის, ამ ტიტულით პირველი სასტუმრო ჰამბურგში. თამთა მუშაობდა ფინანსურ განყოფილებაში და მის მოვალეობაში შედიოდა ოპერატიული აღრიცხვის/მონაცემების შეფასება და ასახვა, ფინანსური ანგარიშების მომზადება, ფულადი სახსრების მოძრაობის აღრიხცვა. ამ ოპერაციების შეჯამება, მათ შორის ბალანსი, რომელიც აღწერს კომპანიის ოპერაციულ მუშაობას განსაზღვრულ პერიოდში.

2020 წლიდან დღემდე დასაქმებულია NBBN-ში, ლონდონის MSI Global Alliance-ის წევრ კომპანიაში, რომელიც ეწევა მომსახურებას საგადასახადო, იურიდიულ  და აუდიტის ხარისხის კონტროლის მიმართულებით. თამთა  ეუფლება გერმანიის საგადასახადოს სისტემას, წლიური და კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებს. ასევე ევალება გერმანიის კომერციული კოდექსის (HGB) საფუძველზე წლიური ფინანსური ანგარიშგების და საგადასახადო დეკლარაციების მომზადება, კომპანიების ეკონომიკური ანალიზი და მაჩვენებლების დადგენა სამართლებრივი კანონების და ნორმების გათვალისწინებით.თამთა სწავლობს გერმანიის შრომის და სამოქალაქო კოდექსს.

 

 

17.05.2021

სოფელი ხიბულა პრესის ფურცლებზე

გთავაზობთ ქართულ ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნებულ (XIX საუკუნე და მეოცე საუკუნის 20-იან წლებამდე) მასალებს ხიბულის შესახებ.

ე. ზუგდიდის მაზრისა.

დადიანისა, კონსტანტინე ლევანის-ძის, გენერალ-მაიორის, უბრწყინვალესის თდისა: სოფელსა ხიბულას სახნავ-სათესი და ტყე, 2050 დესიატ. 1920 კვადრ. საჟ.

შენიშვნა: ქუთაისის საადგილმამულო ბანკში ყოფილა ჩადებული და ბანკმა გამოიტანა გასაყიდად.

„დროება“ N229, 1882 წელი

ზუგდიდის უეზდში - გამიჯვნა: აბასთუმნისა, ყულის-კარის, აბუჯა, ხიბულა, ზენი, ზანა, ხორში, ბია, ცაიში, დარჩენი, ახუთი, ნაჯიხევი, ხორგა და ხეთა.

„დროება“ N88, 1879 წელი

ქუთაისის გუბერნიის ზუგდიდის მაზრის სოფელ ხიბულის მცხოვრებთ უთხოვნიათ კავკავის საიმპერატორო სასოფლო-სამეურნეო საზოგადოებისათვის კანაფის თესლი. მცხოვრებთ აზრად აქვთ დასთესონ კანაფი და სცადონ როგორ იხეირებს.

„ივერია“ N42, 1900 წელი

 

ს. ხიბულა (სამეგრელო): ამას წინად ჩვენს სოფელში ერთი სამწუხარო ამბავი მოხდა: ერთი ამ სოფლის მცხოვრები კაცი ცოფიანმა ძაღლმა დაჰკბინა. საწყალი რამდენისამე დღის შემდეგ გაცოფიანდა და დიდის ტანჯვით დალია სული. დარჩა საბრალოს ყოვლად უნუგეშოდ წვრილ-შვილი.

ნუ თუ მთელს სოფელში ისეთი კაცი არ მოიძებნება, რომ ამისთანა უბედურს სამკურნალოს გზა უჩვენოს?

„ივერია“ N186, 1893 წელი

 

სოფ. ხიბულა.

ქვრივ მატრონა ყუბაშვილს ამას წინად დაეცნენ და 70 მანეთი წაართვეს, თავდასხმელი ერთი აქაური მცხოვრებია.

„საქართველო“ N133, 1915 წელი

 

სად. ჩაქვა. 26 ნოემბერს, როდესაც საქონლის მატარებელი №417 სადგურში შედიოდა, ზუგდიდის მაზრის სოფელ ხიბულას მცხოვრები ლევან ნებია გადმოხტა და მარცხენა ფეხი ჩაუვარდა ვაგონებ ქვეშ. დაშავებული ბათუმის საავადმყოფოში გაგზავნეს. 

„ცნობის ფურცელი“ N2684, 1904 წელი

 

სოფელი ხიბულა. როგორც  გვატყობინებენ სოფელ ხიბულაში თავად დადიანის ოჯახში აღმოუჩენიათ ერთი შესანიშნავი ხელთნაწერი (კალოუბანში 1765 წელს გადაწერილი), რომელშიაც საბა-სულხან ორბელიანის იგავ-არაკებია მოცემულია. უმეტესი ნაწილი ხელთნაწერისა შეიცავს აგრეთვე ჯერეთ უცნობ ლექსებს ჩვენის ცნობილი მემატიანის პაპუნა ორბელიანისას, წიგნში მოქცეულია პაპუნასივე ჯერეთ უცნობი პოემა ლექსად, რომელშიაც აღწერილი ვახტანგ მეექვსის თავგადასავალი და ისტორიული გარემოებანი 1724-1725 წლებისა.

 „ივერია“ N110, 1901 წელი

 

   . ხიბულა  (ზუგდიდის მაზრა). ... არსებული ერთ-კლასიანი სახალხო სკოლის ორკლასიანათ გადაკეთების განაჩენი უკვე დიდი ხანია შეაყენეს; სამოსწალო უწყებამ შენობის ხარჯის 1/3-დის დაპირება უკვე მისცა.  მიუხედავად ზედმეტი სიღარიბისა აღმშენებელი კომისია უკვე აირჩიეს, მიანდვეს პლანის შედგენა-სმეტის შეყენება და მოსალოდნელ ხარჯების გაწერაც. უკანასკნელნიც მოქმედებას შეუდგნენ და საქმე მტკიცე ხასიათს ღებულობს.

  ... ამასთან უფრო საყურადღებოა ის გარემოება, რომ სოფლის გლეხობამ თავისით იგრძნო ბიბლიოთეკა-სამკითხველოს და საკვირაო შკოლების საჭიროება. პირველი როგორც მასაზრდოებელი იმ მოზარდ თაობისა, ვინც შკოლის გათავებისას უწიგნოთ რჩებოდნენ, ხოლო მეორე თვით მათ მოხუცებულობაში მყოფთა, რომელთ არ მისცემია საშვალება დროზე მიეღოთ საჭირო უბრალო ცოდნა მაინც; უფასო ბიბლიოთეკა-სამკითხველოსათვის მიმართეს ზუგდიდის . . . . .  საზ განყოფილების გამგეობას ნებართვის ასაღებათ და პასუხისმგებელ პირებად ადგილობრივი სასწავლებლის მასწავლებელნი და ორი ადგილობრივი მცხოვრებნი წარუდგინეს. სასურველია უფ. . . . საზ გამგეობა დაჩქარებით მიიღებდეს საჭირო ზომებს, რომ მოქმედება დროზე დაიწყოს...

ამგვარი გამოფხიზლება ხიბულის საზოგადოებისა მისაბაძი მაგალითი უნდა იქნეს სხვა სოფლებისათვისაც...

აზრი“ N39, 1914 წელი.

  ხიბულა. ჩვენ მისი (იგულისხმება აკაკი წერეთელი) კალმის გავლენით აღზრდილნი მუხლს ვიდრეკთ მისი ცხედრის წინაშე და ვიხდით პანაშვიდს.

 „ახალი აზრი“ N143, 1915 წელი.

 

შუამდგომლობა აღძრულია სამგან გაიხსნას უფასო წიგნთ საცავ-სამკითხველო. ერთი სოფელ ხიბულაში...

 ‘საქართველო“ 1916 წელი

 

პროვინციაში

ტელეგრაფ-ტელეფონის კავშირის მდგომარეობა ზუგდიდის მაზრაში.

დღიდან საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისა, მაზრის რევკომი და მერე კი აღმასკომის მიერ იყო ყოველგვარი ზომები მიღებული ტელეფონ-ტელეგრაფის კავშირის საქმის გასაფართოვებლად ზუგდიდის მაზრაში.

ზუგდიდის მაზრაში, გარდა იმ 27 სოფლისა არის აგრეთვე მოზრდილი სოფლები, სადაც ტელეფონ ტელეგრაფით დამოკიდებულება აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს. მაგალითად: ახალი ხიბულა, ყულევი.

„კომუნისტი“ N209, 1922 წელი

 

როგორ ვასაღებთ აბრეშუმს

(დაბა ახალ-ხიბულა, სამეგრ.)

თუ არ მივიღებთ მხედველობაში ზოგიერთ შემთხვევას, აბრეშუმის პარკის მოსავალი ჩვენს მხარეში კარგი შეიქმნა. თუ გავლილ წლებში პარკის საფასურს თავის დროზე არ ვღებულობდით, დღეს ეს არ ითქმის, რადგან პარკის გაყიდვა და ნაღდი ფულის აღება ერთია.

ამხანაგობა „აბრეშუმმა“ მიანდო ახალ-ხიბულის რაიონში პარკის შესყიდვა ადგილობრივ კოოპერატივს. პარკის მიღება ხდება წესიერათ, მხოლოდ არ შეგვიძლია არ ავღნიშნოთ კოოპ. გამგეობის წევრი ბ. ღ-ს მეაბრეშუმეებისადმი არა შესაფერისათ მოპყრობა.

უკმეხი სიტყვების წამოსროლა, პრანჭვა-გრეხვა ქალებთან და თავის ამაღლება გლეხების წინაშე. ასეთი მოპყრობა და საქციელი საბჭოთა მოსამსახურეს არ შეშვენის.

„კომუნისტი“ N157, 1925 წელი











 


13.05.2021

ნათია სიგუა - ნივთების ახალი სიცოცხლე

ხობის რაიონში დაიბადა. ბავშვობიდან მოსწონდა ექიმობა და სკოლის დასრულების შემდეგ პედიატრობა გადაწყვიტა. უყვარს ბავშვებთან ურთიერთობა… მუშაობს სკოლაში ექიმად. თავისუფალ დროს კი ხელნაკეთ სამკაულებს ქმნის… ხშირად მონაწილეობს სახალხო  დღესასწაულებზე მოწყობილ გამოფენაგაყიდვებში. – ექიმისა და ხელოვანის, ნათია სიგუას პერსონა.

 დავიბადე ხობში. ძალიან ხშირად ავადვმყოფობდი და ხანგრძლივი ურთიერთობა მქონდა ექიმებთან. ალბათ ძალიან მომწონდა ექიმები, რადგან ბავშვობიდან მინდოდა ექიმობა. სკოლის დამთავრების შემდეგ გადავწყვიტე პედიატრიულ ფაკულტეტზე ჩაბარება, რადგან ბავშვებთან ურთიერთობა ძალიან მომწონს.

– ხელსაქმე როდის დაიწყეთ?
– ხელსაქმე ბავშვობიდან მიყვარდა, მოგეხსენებათ, 90-იან წლებში ყველაფრის დეფიციტი იყო, ასევე ტანსაცმლის. ძველი ტანსაცმელებით ვცდილობდი ახლების შეკერვას, რათა განსხვავებული და კომფორტული სამოსი მქონოდა. მიყვარდა ბავშვის სამოსის შექმნა, განსაკუთრებით მომწონდა შარვლების შეკერვა. ასევე მომწონდა ძველი, გამოუსადეგარი ნივთებისთვის ახალი დანიშნულების (ახალი სიცოცხლის) მიცემა. ძველ, გადაგდებულ თოჯინებს ვაყენებდი სპეციალურ სამაგრზე ისე, რომ სიმაღლეში გაზრდილიყო, ვაცმევდი ატლასისა და მაქმანის კაბებს. ისე მოსწონდათ, რომ რამდენიმე გაიყიდა კიდეც.
საზეიმო ფორმებიც შემიკერავს ბავშვობაში, შემდეგ ქსოვით დავინტერესდი. საკმაოდ საინტერესო ქუდებს და კაშნებს ვქსოვდი და თვლებით ვაფორმებდი.
– პირველი ნამუშევრები…
– როცა რეზიდენტურაზე დავდიოდი, შემთხვევით მოვხვდი გალანტერიის მაღაზიაში. პირველი, რაც დავამზადე, იყო საყურე ჩემთვის, რომელიც  მოეწონათ მეგობრებს, შემდეგ მეგობრებსაც გავუკეთე რაღაც სამკაულები და ასე, ნელ-ნელა, გამიტაცა ამ საქმემ და შემოსავლის წყაროდაც მექცა.
– თქვენს ფეისბუქგვერდზე სამკაულების ნიმუშებია…
– ვამზადებ ყელსაბამებს, გულსაბნევებს, თმის სამაგრებს, საყურეებს, ბეჭდებს, სამაჯურებს.
შეკვეთებს ვიღებ როგორც ინტერნეტით, ასევე ტელეფონის მეშვეობით. მიყვარს ნემსიყლაპიების დამზადება, საკმაოდ დიდხანს ვეძებდი საჭირო ქვებს. ახლა რამდენიმე სახის ნემსიყლაპიას ვამზადებ.
– გოგონა– გულსაბნევები და ნემსიყლაპიები… რატომ ნემსიყლაპიარაიმე ისტორიას ხომ არ უკავშირდება?
– ხატვა არ მეხერხება, ამიტომ სამკაულის ესკიზებს ვერ ვაკეთებ. ვყიდულობ მასალებს და ჩემი ფანტაზიით ვაძლევ ფორმას. ძალიან მიყვარს გოგონა-გულსაბნევები და მომხმარებელს სხვადასხვა ვარიანტს ვთავაზობ, ბავშვებსაც მოსწონთ და დიდებსაც.
მრავალნაირი მწერი ვცადე – პეპლები, ბზიკები, მაგრამ ნემსიყლაპიები ყველაზე ლამაზი გამოდის და მომხმარებლის მოწონებაც ნემსიყლაპიამ უფრო დაიმსახურა, ამიტომ ვამზადებ როგორც შუშისას, ასევე სადაფისას. ფერადები და ლამაზები გამოდის…
– დღეს ბევრი ამზადებს სამკაულებსროგორ უნდა მოახერხოს ხელოვანმარომ ორიგინალურ საკუთარ სტილს მიაგნოს?
– მიყვარს არასტანდარტული გულსაბნევების დამზადება, უცხოა და ყველა სხვადასხვანაირი, საინტერესო სამუშაოა.
უამრავი ხელოვანია საქართველოში, მართლაც, საინტერესო ნაკეთობები აქვთ.
ჩემს თავს ხელოვანს ვერ ვუწოდებ, რაც მომწონს, იმას ვაკეთებ თავისუფალ დროს, ძირითადად, ღამის საათებში (ხშირად შემომთენებია) ვამზადებ სამკაულებს.
– მონაწილეობთ გამოფენა-გაყიდვებში…
– ვცდილობ, გამოფენა-გაყიდვებშიც მივიღო მონაწილეობა, სხვადასხვა ქალაქში სახალხო დღესასწაულებზე ხშირად აწყობენ გამოფენა-გაყიდვებს და თუ სასწავლო დღეებს არ ემთხვევა, ვცდილობ, მონაწილეობა მივიღო მეც.
– ოჯახი…
– მყავს მეუღლე და 2 შვილი, რომლებიც ხელს მიწყობენ ჩემი გატაცების განხორციელებაში. თავისუფალ დროს ყოველთვის ვამზადებ რაღაცას.






 

წყარო: http://kvira.ge/490779?fbclid=IwAR0r46f5dhApMhxbbmajeMIMfbjI089GUOamxj9jWB8Ed8tTLrbCeeB6sro




30.04.2021

ხობის "კოლხეთის" პირველი მატჩი ეროვნულ პირველობაზე

 1990 წლის 31 მარტი, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო პირველობის პირველი ტურის მატჩი, ხობის "კოლხეთი"- წყალტუბოს "სამგურალი" (3:1).


მატჩის დაწყებამდე შესრულდა ეროვნული ჰიმნი.

"კოლხეთი" ასეთი შემადგენლობით ასპარეზობდა: ბაბუაძე, ჯეჯელავა, კაციტაძე, ხურცილავა, ლატარია, მამფორია, ბაკურაძე, ჭიჭინაძე, კალუჟა, ქვილითაია, კვირტია.

როგორც ამბობენ, ეს "კოლხეთი" დღევანდელი უმაღლესი ლიგის ძალიან ბევრ გუნდს აჯობებდაო.

"ლელო", 4 აპრილი, 1990 წელი