17.01.2019

ხობელები უცხოეთში - გიორგი ლოლუა


                                                

გიორგი ლოლუა 1919 . 19 ივნისს დაიბადა სამეგრელოში, სოფელ ზემო ქვალონში, ალექსანდრე ლოლუასა და მინადორა ფანცულაიას ოჯახში. 1920 წელს მამა გარდაეცვალა და დედამ გაზარდა. 1936 . დაამთავრა თბილისის  N1 სკოლა, 1941 წელს კისაქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის ენერგეტიკული ფაკულტეტი ინჟინერელექტრიკოსის სპეციალობით.
II მსოფლიო ომში 1941 . გიორგი ლოლუა მოხალისედ წავიდა, იბრძოდა ლენინგრადის ფრონტზე, მალე ტყვედ ჩავარდა. ტყვეობიდან ემიგრანტმა ქათველებმა იხსნეს და ქართულ ბატალიონში ჩაწერეს. 1944 . ნაწილი, რომელშიც გიორგი ლოლუა ირიცხებოდა, გერმანელებმა ჩრდილოეთ იტალიაში გადაიყვანეს, თუმცა ბრძოლებში მონაწილეობა არ მიუღია, ომის შემდეგ საბჭოთა მხარემ ყოფილი ტყვეებისა და ლეგიონერების გადაცემა მოითხოვა. ინტერნირებულებს საფრანგეთის, გერმანიის, ავსტრიისა და იტალიის საოკუპაციო ბანაკებში უყრიდნენ თავს, იქიდან კი ისინი ხშირად პირდაპირ ციმბირში ხვდებოდნენ. გიორგი ლოლუა იტალიაში დარჩა და მიუხედავად დიდი ეკონომიკური სიდუხჭირისა მილანელ ქალიშვილზე დაქორწინა, რომელთანაც ომის წლებში ჰქონდა მიმოწერა. 1947 . საბჭოთა კავშირის მხარის მოთხოვნით საფრანგეთისა და იტალიის სოციალუსტურმა მთავრობებმაკოლაბორაციონიზმისბრალდებით დააპატიმრეს  გერმანიის მხარეს მებრძოლი ქართველები. 1950 . იტალიაში კუნძულა ლიპარის ბანაკში ტყვედ იყო და შველას ითხოვდა 11 ქართველი, რომელთა შორისაც იყო გიორგი ლოლუა. 1951 . საერთასორისო ორგანიზაციის შუამდგომლობით და მიუნხენის კოლონიის თავმჯდომარის ალექსანდრე კორძიას აქტიურობით ქართველი ტყვეები გაანთავისუფლეს და ნეაპოლთან სატრანზიტო ბანაკ ბანიოლაში გადაიყვანეს, საიდანაც ემიგრანტებმა გამოიხსნეს, ერთხანს პარიზში ჩაიყვანეს და შემდეგ ამერიკაში გადაგზავნეს.
გიორგი ლულუა კანადაში, ქალაქ ჰამილტონში დასახლდა და 33 წლის მანძილზე უდიდეს მეტალურგიულ ქარანაში ერთერთი საამქროს ავარ ინჟინრად მუშაობდა, სადანაც დიდი პატივითა და ჯილდოებით გააცილეს პენსიაში.
ლექსების წერა გიორგი ლოლუამ საქართველოში დაიწყო. მისი ლექსების ხელნაწერი კრებული 1940 წლით თარიღდება. 1941-1942 წლებში მისი რამდენიმე ლექსი გაზეთებშიკომუნისტსადათბილისშიდაიბეჭდა. ასევე რამდენიმე ლექსი ომის წლებში ემიგრანტულ გაზეთებშიქართველი ერიდასაქართველოდაიბეჭდა. ომის შემდეგ კი ერთი ლექსი გამოქვეყნდა ჟურნალბედი ქართლისაში“. „მამულშიგამოქვეყნებულმა მისმა ორმა ლექსმა გრიგოლ რობაქიძის ყურადღება და მაღალი შეფასება დაიმსახურა. 1939-1990 წლებში დაწერილი ლექსების ხელნაწერი კრებული გიორგი ლოლუამ გურამ შარაძეს გამოუგზავნა.
გიორგი ლოლუამ თავის ერთი ლექსი ინგლისურად თარგმნა და ადგილობრივ გაზეთში გამოქვეყნა. წერდა მოთხრობებსაც, თუმცა მათი ერთ წიგნად გამოცემა ვერ მოასწრო. უკვე უკურნებელი სენით დაავადებული გიორგი ლოლუა მეუღლეს, რომელმაც ქართული არ იცოდა, სთხოვდა, მასთან ქართულად ელაპარაკა. 1990 . 21 დეკემბერს გიოგი ლოლუა გარდაიცვალა.
გიორგი ლოლუას სამი შვილისანდრო, ლეილა და სანდრა კანადაში ცხოვრობენ. 2013 წელს ლეილა ლოლუა პირველად ეწვია საქართველოს.
წყარო:
ლოლუა გიორგი // ქართველები უცხოეთში : .1 / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი. - თბ. 2012 .
Nplg.gov.ge (საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა)




„ჯაკონიას“ ეტიმოლოგია

აკაკი შანიძის შრომების კითხვისას წავაწყდი საინტერესო წერილს - ეტიმოლოგიური შენიშვნები, ჯაკონია (კერპი). რადგან, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ხიბულაში ჯაკონია გავრცელებული გვარია და სოფლის ერთ-ერთ უბანსაც საჯაკონიო ჰქვია; ვფიქრობ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს დააინტერესებს დიდი მეცნიერის მოსაზრებები გვარის წარმოშობაზე.
ა. შანიძე სიტყვა ჯაკონიას განიხილავს ორი მნიშვნელობით: 1. ჯაკონია, როგორც კერპის სახელი; 2. ჯაკონია გვარი.
1.             ჯაკონია (კერპი). ი. ყიფშიძის დამოწმებული ადგილი (მეგრული ლექსიკონი. ი. ყიფშიძე) რომ მოვნახე, აღმოჩნდა, რომ იგი წარმოადგენს რუსულიდან ნათარგმნი ისტორიული მოთხრობის ნაწყვეტს, სადაც იკითხება: „გეეჭოფუ პოლიცქინი, ვლადიმერქ ქიგიანთხუ იაროპოლკის დო მალას გაათუუ საქმე ულუმურო.  ვლადიმერქუ დიიჭყუ ხვალე თელი რუსეთიში კნიაზობა. თიქ ქიგიიჭყუ მუში გალოვანიში მუკ-მუკი ჯაკონიეფიშ გოდგუმა დო თინეფიში ზვარაკო კათაში შეწირუა“. თუ რა აზრით არის აქ ნახმარი „ჯაკონიეფი“, ამას ცხადჰყოფს რუსული ტექსტი, სადაც ჯაკონიეფი ნახმარია კუმირის მნიშვნელობით.
სიტყვა უთუოდ ძველთაგანვეა სადღაც შემორჩენილი და იქედან მოხვედრილა აღნიშნულ ნაწყვეტში, მაგრამ ნასესხებია: იგია ბერძნული  διακονία რაც ნიშნავს „მსახურებას“, „სამსახურებელს“. თავდაპირველად „სამსახურებელი“  უთუოდ  ღმერთების (კერპების) შეწირულობას გულისხმობდა, მასთან დაკავშირებული რიტუალით, ე.ი. ძველი ქართული ტერმინი რომ ვიხმაროთ, „გებას“, „ზორვას“ და შემდეგ მას თვით კერპის მნიშვნელობა მიუღია. ტერმინი კერპთაყვანისმცემლობის ხანიდან ჩანს შემორჩენილი და ჩვენს დრომდე მოღწეული.
2.             გვარი ჯაკონია. რაც შეეხება „ჯაკონიას“, როგორც გვარს, უნდა ვთქვათ, რომ იგი წარმომდგარია დიაკონ სიტყვისგან, რომელიც ბერძნულია და იმავე ძირისაა: „ διάκονος“ „მსახური“.სიტყვა აღნიშნავს ეკლესიის ერთ-ერთ დაბალ მსახურს და ქართულში შემოსულია ქრისტიანობის დამკვიდრების პირველ ხანებშივე (IV-V სს.).
რაც შეეხება გვარის წარმოებას სიტყვისაგან, ვითარება აქ ანალოგიურია სხვა მეგრული და ქართული გვარებისა, რომლებიც ნაწარმოებია ეკლესიის მსახურთა სახელებისაგან: პაპავა, პაპასკირი, ხუციშვილი, მღვდლიშვილი, მამამთავრიშვილი, და მისთ.
დიაკონია (აქედან ) მეგრულად გაფორმებული გვარია, ქართული გაფორმებით კი იქნება, რაც გვხვდება კიდეც (ეტიმოლოგიური შენიშვნები, ჯაკონია (კერპი). ა. შანიძე, თხზულებანი ტ. II).

“დია კომპლექსს რომ შეეძლო ჯა მოეცა, ეს ცხადად ჩანს მეგრული სიტყვიდან,რომელიცაა ჯაკონია. ეს სიტყვა მეგრულში საკუთარი სახელიცაა და საზოგადოც:როგორც საკუთარი სახელი, იგი აღნიშნავს კაცის გვარს, ხოლო როგორც საზოგადო −„კერპს“. ორივე მნიშვნელობა შეტანილი აქვს ი. ყიფშიძეს თავის ლექსიკონში“ (ჯ ბგერის წარმოშობის წყაროები ქართველურ ენებში ა. შანიძე, თხზულებანი ტ. II).





01.12.2018


ლატავრა ბუკია - თედო სახოკიას პოლიტიკური მოღვაწეობა

ჩემი მეგობრის, ნინო ბასილაიას დახმარებით შესაძლებლობა მომეცა წამეკითხა XIX-XX საუკუნეების ცნობილი საზოგადო მოღვაწის, მთარგმნელის და პუბლიცისტის თედო სახოკიას პოლიტიკური მოღვაწეობის შესახებ წიგნი, რომლის ავტორიც ჩვენი რაიონის მკვიდრი ლატავრა ბუკიაა.

თედო სახოკიას პოლიტიკური მოღვაწეობის შესახებ არსებული ლიტერატურით დაინტერესებულ მკითხველს მე ვურჩევ, პირველ რიგში გაეცნოს ზემოთაღნიშნულ გამოკვლევას, რადგან ავტორს წიგნის წერისას მთლიანად აქვს გამოყენებული წინამორბედ ისტორიკოსთა შრომები, რუსეთის იმპერიის სახელმწიფო უწყებათა მასალები, თედო სახოკიას მიმოწერა, პუბლიცისტური წერილები და მემუარები.
კარგი წიგნის ერთერთი დამახასიათებელი ნიშანი ისაა, რომ მან უნდა „გიბიძგოს“ სხვა წიგნებისკენ. ნაშრომში დამოწმებულმა ციტატებმა გამიღვიძა ინტერესი ლეო ქიაჩელის (თ. სახოკია), გერონტი ქიქოძის (მოგონებები - განთიადიდან შუადღემდე) და იპოლიტე ვართაგავას (მოგონებები ნაწილი II) ნაშრომებისადმი.
წიგნში წარმოდგენილია თედო სახოკიას პოლიტიკური მოღვაწეობა საქართველოსა და ემიგრაციაში (1892-1916 წლები), კერძოდ: თედო სახოკია „საქართველოს თავისუფლების ლიგაში“, „ქართული პარტია“ აფხაზეთში, ურთიერთობა სოციალ-ფედერალისტთა და ეროვნულ-რადიკალურ გლეხთა პარტიასთან, პირველი ემიგრაცია (1900-1905 წლები), საქართველოში იარაღის შემოტანის საქმე, სოხუმში მოღვაწეობა და მეორე ემიგრაცია (1909-1916 წ.წ.).
„თედო სახოკია სრულიად ახალგაზრდა ჩაება პოლიტიკურ საქმიანობაში. მისი ცხოვრება მთლიანად ქვეყნის ინტერესების დაცვას ემსახურებოდა და სიცოცხლის ბოლომდე მიმართული იყო სამი სიწმინდის - მამულის, ენის და სარწმუნოების დაცვისკენ. იგი თავისი საქმიანობით წმინდა ილია მართლის მიმდევარი იყო“ (ლ. ბუკია).
თუ როგორ უყვარდა თ. სახოკიას სამშობლო, ამის საილუსტრაციოდ ავტორს დამოწმებული აქვს ცნობილი მთარგმნელისა და მკვლევარის გერონტი ქიქოძის მემუარებიდან ნაწყვეტი: „ემიგრაციაში ყოფნისას ძვირფას თედოს პირველად ბელგიის ქალაქ ბრიუსელში შევხვდი. ვერც ციმბირს, ვერც ემიგრაციაში ყოფნას იგი ვერ მოედრიკა, მას ურყევი ნიადაგი ეპოვა ამაღლებული იდეალების სიწმინდეში.  რა დროსაც არ უნდა შესულიყავით მის სტუდენტურ ოთახში, თუნდ დილაადრიან, პატარა ტაბელ კალენდარზე ის დღე უკვე წაშლილი ჰქონდა, თითქოს უკვე განვლილი ყოფილიყოს. ხოლო როდესაც ერთხელ ვუთხარი, შე კაცო, დღევანდელი დღე ხომ მხოლოდ ესესაა დაიწყო, შენ კი უკვე გადაგიხაქზავს-მეთქი, მიპასუხა: ემიგრანტისთვის, რომელსაც სამშობლოში დაბრუნების ნატვრა სტანჯავს, ყოველი ახალ-გათენებული დღე უკვე ახალი დღეაო... იგი მზად იყო, სიცოცხლის დღეები შეემოკლებინა, ოღონდ საქართველოში დაბრუნებას ღირსებოდა და მაშინ ჩემთვის გასაგები გახდა ძველ ათენელების სამართალი, რომლის მიხედვითაც სამშობლოდან გაძევება და სიკვდილი თანაბარ სასჯელად ითვლებოდა“.
თ. სახოკია ემიგრაციიდან დაბრუნების შემდეგ აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საქმეში და ერისკაცთაგან საკათალიკოსო საბჭოს წევრად იქნა არჩეული.
თედო სახოკიამ ემიგრაციაში 12 წელი გაატარა. არაერთხელ იყო დაპატიმრებული და დევნილი პოლიტიკური შეხედულებების გამო. მიუხედავად ამისა შეინარჩუნა უტეხი სული და მტკიცე ხასიათი. მან საკუთარი ნიჭი, მრავალმხრივი ცოდნა და ენერგია საქართველოს და ქართულ კულტურას მოახმარა.
მეგობრებთან საუბრისას დაიბადა აზრი, რომ წიგნი ნამდვილად იმსახურებს ლიტერატურულ ღონისძიებას (პრეზენტაცია); რადგან წიგნი დაწერილია მაღალ დონეზე, ავტორი ხობელია და წიგნი ვისზეც დაიწერა ისიც ხობელია.



18.11.2018


ხობის თეატრის სათავეებთან
(პირველი ნაწილი)

თეატრს საზოგადოების ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი აკისრია. ქალაქი, სადაც თეატრი ფუნქციონირებს, ძველი და ახალი სპექტაკლები იდგმება სხვანაირად „სუნთქავს“.
მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის ჟურნალ-გაზეთების კითხვისას საინტერესო ცნობებს გადავაწყდი ხობში სახელმწიფო თეატრის დაარსებაზე, იქ მომუშავე რეჟისორებზე, მასახიობებზე და თეატრის სცენაზე დადგმულ სპექტაკლებზე.
რაიკომის მდივნის, ათანასი ჯიქიას ინიციატივით 1936 წელს, ხობში, სახელმწიფო (საკოლმეურნეო) თეატრი გაიხსნა, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელი ნიკო წითლიშვილი გახლდათ, ხოლო მხატვარი - ვ. ლაშხი.
ხობის თეატრი - 1941 წელი
ხობის თეატრის სცენაზე იდგმებოდა, როგორც ყველასათვის ნაცნობი („ხანუმა“, „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“) ისე იდეოლოგიური (კომუნისტური) ნიშნით შერჩეული სპექტაკლები.
დასის რეპერტუარში შედიოდა შემდეგი სპექტაკლები: „ხანუმა“, „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“,  „ვინ არის დამნაშავე“, „არსენა“, „ძალად ექიმი“, „სტუმარ-მასპინძელი“, „შუქურა“, „ბრმა მუსიკოსი“, „მათი ამბავი“, „გმირთა თაობა“, „კოლმეურნის ქორწინება“, „კვალითელი დალაქი“, „ბედნიერება“, „ჩაძირული ოქრო“, „გეგეჭკორი“, „ჩემი მეგობარი“, „ჩვენი მიწა“, „შემშარი“.
ხობის თეატრი - 1941 წელი
თეატრის რეჟისორები იყვნენ: ნიკო წითლიშვილი, შ. კოპალაძე, ვასო ცხადაია.
დასში შედიოდნენ შემდეგი მსახიობები: თინა ფიფია (როლები: ელინა-ბრმა მუსიკოსი, არინუშკა-ბედნიერება, ჟორჟეტა-ჩემი მეგობარი), თინა ხუციშვილი (როლები: გაიუშა-ბრმა მუსიკოსი, სიდუ-გეგეჭკორი, ნატა-ბედნიერება, მარინე-ჩვენი მიწა), ვალია ელიავა (როლები: გვირისტინე-კოლმეურნის ქორწინება, მზეხა-ჩაძირული ოქრო), ნათელა ბობოხიძე, შურა კოპალაძე, გოგი აღლაძე, ბორის სერგია, შოთა ლოლუა, ვადიკო ვახტანგაძე, ვლადიმერ შონია, ვასო ცხადაია.

უფროსებისგან გამიგია და გაზეთ „კომუნიზმის მშენებელის“ ფურცლებზე წამიკითხავს, ხობში ცნობილი თეატრალური დასების გასტროლების შესახებ. მაგრამ, ამ მხრივ პირველობა 1936 წელს დაარსებულ თეატრს ეკუთვნის, რადგან ხობს მაშინაც სტუმრობდნენ სახალხო არტისტები. მაგალითად ელისაბედ ჩერქეზიშვილი და ნიკო გოცირიძე, რომლებმაც ადგილობრივ დასთან ერთად მაყურებელს ლეგენდარული სპექტაკლი „ხანუმა“ წარუდგინეს.

დასი გასვლით წარმოდგენებს მართავდა ხობის რაიონის სოფლებშიც. გარდა ამისა საგაზაფხულო თესვის პერიოდისთვის თეატრის ხელმძღვანელობას ადგილობრივთათვის მოუმზადებია სკეტჩები.



16.11.2018

ხორგა გერმანელი მოგზაურის ედუარდ აიხვალდის ცნობების მიხედვით

ჩვენი კუთხის შესახებ საინტერესო ცნობებია დაცული XIX საუკუნის გერმანელი მეცნიერისა და მოგზაურის ედუარდ აიხვალდის წიგნში „მოგზაურობა კავკასიაში“. აიხვალდი კავკასიაში 1825-1826 წლებში იმყოფებოდა. მან თითქმის მთელი საქართველო შემოიარა და დაწვრილებითი აღწერა დაგვიტოვა. მისი ცნობები შეიცავს ყურადსაღებ მასალას ქვეყნის პოლიტიკური მდგომარეობის, ეკონომიკური განვითარების, ტრადიციების, ვაჭრობის, რელიგიის შესახებ; ახასიათებს ადგილობრივთა წეს-ჩვეულებებს, აღწერს ქალაქებს, სოფლებს და ეკლესიებს.
ედ. აიხვალდი საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის სოფელ ხორგას შესახებ, რომელიც მეცხრამეტე საუკუნეში მნიშვნელოვანი დასახლება ყოფილა, რასაც ადასტურებს სხვა მოგზაურთა ცნობები.

აიხვალდიც ცნობები დავყავი თემებად, რათა ერთიანობაში წარმოდგენა შეგვქმნოდა თუ როგორი იყო მეცხრამეტე საუკუნის ოციანი წლების ხორგა.
ოჯახი
„მხოლოდ საღამოს 6 საათზე მივაღწიე სოფელ ხორგას, სადაც ერთ აზნაურთან გავათიეთ, რადგან გზის გაგრძელება უგზოობისა და ცხენების დაღლილობის გამო აღარ შეიძლებოდა. ქათმები და გოჭები თავადურად იქნა ჩამორთმეული, რათა კარგი ვახშამი მოემზადებინათ დამქანცველი მგზავრობის შემდეგ. ღვინო არ იყო განსაკუთრებული, ასევე საწოლიც ცოტა ხმელი, თუმცა ამ სახლში ბალიშების შოვნაც შეიძლებოდა“. (აქ და ქვემოთ ბრჭალებში ჩასმული ტექსტი მოყვანილია წიგნიდან  ედუარდ აიხვალდი საქართველოს შესახებ).

ეკონომიკა
 „მთლიანად აღებული აქ, სამხრეთ სამეგრელოში, რედუტისკენ, სადაც მეტი მოძრაობაა, უკეთესად ცხოვრობენ, ვიდრე ზუგდიდის იქითა მხარეს. ამიტომ გლეხებს აქ უფრო მეტი პირუტყვი ჰყავთ, აქვთ უკეთესი სახლები, უკეთესად აცვიათ და ა.შ.“

ვაჭრობა და შემოსავალი
 „მათ მდინარე ხობის საშუალებით, რომელზეც ძევს თვით სოფელი და რომლის ნაპირის გასწვრივ 6 ვერსი ვიარე, ჩააქვთ რედუტში ხე-ტყე, მორები, ყოველგვარი სურსათ-სანოვაგე და ამგვარად შოულობენ ცოტა ფულს, რითიც მათ უფრო მეტად შეუძლიათ უკეთეს პირობებში ცხოვრება“

მშვენიერი ძველი მონასტერი
„როცა მე პირველად მივუახლოვდი მდინარე ხობს, მის მეორე ნაპირზე დავინახე მშვენიერი ძველი მონასტერი (ხობის მონასტერი. ლ.ღ.), რომელშიც სამეგრელოს მთავარეპისკოპოსი ცხოვრობს. მისი ბერები აქ მისდევენ მეთევზეობას, რადგან ისინი ხორცის საკვებს არ ჭამენ“

ხორგელი თავადი ჯაიანი
„სოფელი ხორგა საკმაოდ ვრცლადაა გადაჭიმული და რამდენიმე ვერსი უნდა იარო მასში, სანამ ბოლოში გახვალ. სოფლის ერთი ნახევარი ეკუთვნის  დადიანს, მეორე ნახევარი კი თავად ჯაიანს, რომელმაც მდინარის ნაპირზე, დაახლოებით 6 ვერსზე ჩვენი ღამის სადგომიდან, ძალზე მშვენიერი სახლებიც აიგო“

თავადის ეზო-კარი
„საცხოვრებელი შენობა მუხისგან მთლად ახლად და საკმაოდ მშვენივრად ნაგები, ვიდრე დადიანისა; ირგვლივ იყო ხეხილის მთელი ტყე, სახლის წინ კი მშვენიერი, დიდი ბაღი ვარდებისა, რომლებიც ყვაოდნენ და შესანიშნავი სურნელი იდგა“

ხორგელთა სტუმართმოყვარეობა
„ყურადღებიანმა და მეგობრულად განწყობილმა თავადმა მოსვენება არ მომცა; ჯერ ჩაი დამალევინა, შემდეგ შემწვარი ქათამი და ბოლოს ბატი მაჭამა, რომელზეც კარგი ღვინო დამაყოლებინა. საერთოდ მეგობრობა და სტუმართმოყვარეობა მეგრელების მთავარი ნიშანია“



04.11.2018



ჟან შარდენი - ღვთისმშობლის კვართზე და სოფელ ხეთაზე

ფრანგი მოგზაურის - ჟან შარდენის წიგნი: "მოგზაურობა სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში" სამეგრელოს შესახებ ცნობების სიუხვით და მრავალმხრივობით გამოირჩევა. თხზულებას განსაკუთრებულ ღირსებას სძენს ის ფაქტი, რომ ავტორი წიგნში აღწერილი ამბების თვითმხილველია.
ჟან შარდანი 1672 წლის სექტემბერში ჩამოვიდა და 1673 წლის 28 თებერვალს გაემგზავრა თბილისიდან. მან მოიარა დასავლეთი და აღმოსავლეთი სააქართველო. ვრცლად აღწერა საკუთარი თვალით ნანახი უამრავი ფაქტი თუ მოვლენა. პირადი შთაბეჭდილებები შეავსო საქართველოს წარსულის შესახებ ცნობებით, რომლებიც ამოკრიბა ბერძენ, რომაელ და სპარსელ ისტორიკოსთა თხზულებებიდან და მის წინამორბედ ევროპელ მოგზაურთა და მისიონერთა ჩანაწერებიდან. სათანადო ადგილი დაუთმო საქართველოში იმ დროს მყოფი კათოლიკე მისიონერებისა და თვით ქართველებისაგან მონათხრობ ფაქტებს (ცნობები საქართველოს შესახებ).
შარდენის თხზულება ფრანგულიდან თარგმნა, წინასიტყვაობა და კომენტარები დაურთო მზია მგალობლიშვილმა.
წიგნში არის სამი მნიშვნელოვანი ცნობა ხობის მონასტრის, ღვთისმშობლის კვართის და ხეთის შესახებ.
„მაშინ კოლხიდაში ჩამოვიდაო ერთი არქიეპისკოპოსი, თან ჩამოიტანაო ერთი მტკაველის ოდენა ნაჭერი ძელი ჭეშმარიტისა და კვართი, რომელიც მათი თქმით, ღვთისმშობელს ეკუთვნოდა; ჩვენ პატრებს იგი უნახავთ. ტილო, რომლისგანაც იგი არის შეკერილი, ყვითელი ფერისაა... მეც მინახავს იგი ხობის ეკლესიაში, სადაც ის ინახება. აქვე,  ძვირფასი თვლებით მოოჭვილ ოქროს ლუსკუმაში ვნახე გამხმარი მკლავი; როგორც ამბობენ, ეს არის წმინდა მარინეს მკლავი. ვნახე აგრეთვე წმ. კვირიკეს მკლავი და ოქროთი თუ ვერცხლით შემკული სხვა წმინდანთა ნაწილები. კვართი, რომლის შესახებაც მე ვილაპარაკე, ინახება ვერცხლისგან გაკეთებულ ყვავილებით მორთულ ებანოზის ყუთში; მასშივე არის პატარა კოლოფი, რომელშიაც დევს მაცხოვრის წვერის რამდენიმე ღერი და შოლტი, რომლითაც გვემეს მაცხოვარი...“
„ქურდებს, სიკვდილის შიშით ყველაზე მეტად ერიდებათ სოფელ ხეთას მცხოვრებ მოზომილეს ოჯახის მთავარანგელოზად წოდებულ წმ. გიორგის ხატისა“.