ჟან შარდენი
- ღვთისმშობლის კვართზე და სოფელ ხეთაზე
ფრანგი
მოგზაურის - ჟან შარდენის წიგნი: "მოგზაურობა სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა
ქვეყნებში" სამეგრელოს შესახებ ცნობების სიუხვით და მრავალმხრივობით გამოირჩევა.
თხზულებას განსაკუთრებულ ღირსებას სძენს ის ფაქტი, რომ ავტორი წიგნში აღწერილი ამბების
თვითმხილველია.
ჟან
შარდანი 1672 წლის სექტემბერში ჩამოვიდა და 1673 წლის 28 თებერვალს გაემგზავრა თბილისიდან.
მან მოიარა დასავლეთი და აღმოსავლეთი სააქართველო. ვრცლად აღწერა საკუთარი თვალით ნანახი
უამრავი ფაქტი თუ მოვლენა. პირადი შთაბეჭდილებები შეავსო საქართველოს წარსულის შესახებ
ცნობებით, რომლებიც ამოკრიბა ბერძენ, რომაელ და სპარსელ ისტორიკოსთა თხზულებებიდან
და მის წინამორბედ ევროპელ მოგზაურთა და მისიონერთა ჩანაწერებიდან. სათანადო ადგილი
დაუთმო საქართველოში იმ დროს მყოფი კათოლიკე მისიონერებისა და თვით ქართველებისაგან
მონათხრობ ფაქტებს (ცნობები საქართველოს შესახებ).
შარდენის
თხზულება ფრანგულიდან თარგმნა, წინასიტყვაობა და კომენტარები დაურთო მზია მგალობლიშვილმა.
წიგნში
არის სამი მნიშვნელოვანი ცნობა ხობის მონასტრის, ღვთისმშობლის კვართის და ხეთის შესახებ.
„მაშინ
კოლხიდაში ჩამოვიდაო ერთი არქიეპისკოპოსი, თან ჩამოიტანაო ერთი მტკაველის ოდენა ნაჭერი
ძელი ჭეშმარიტისა და კვართი, რომელიც მათი
თქმით, ღვთისმშობელს ეკუთვნოდა; ჩვენ პატრებს იგი უნახავთ. ტილო, რომლისგანაც იგი
არის შეკერილი, ყვითელი ფერისაა... მეც მინახავს
იგი ხობის ეკლესიაში, სადაც ის ინახება. აქვე, ძვირფასი თვლებით მოოჭვილ ოქროს ლუსკუმაში ვნახე
გამხმარი მკლავი; როგორც ამბობენ, ეს არის წმინდა მარინეს მკლავი. ვნახე აგრეთვე წმ.
კვირიკეს მკლავი და ოქროთი თუ ვერცხლით შემკული სხვა წმინდანთა ნაწილები. კვართი, რომლის
შესახებაც მე ვილაპარაკე, ინახება ვერცხლისგან გაკეთებულ ყვავილებით მორთულ ებანოზის
ყუთში; მასშივე არის პატარა კოლოფი, რომელშიაც დევს მაცხოვრის წვერის რამდენიმე ღერი
და შოლტი, რომლითაც გვემეს მაცხოვარი...“
„ქურდებს,
სიკვდილის შიშით ყველაზე მეტად ერიდებათ სოფელ
ხეთას მცხოვრებ მოზომილეს ოჯახის მთავარანგელოზად წოდებულ წმ. გიორგის ხატისა“.
Комментариев нет:
Отправить комментарий
Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.