12.12.2025

გურიფული - ჯარალუა - "ილიობა"

სოფელი გურიფული (სამეგრელო) ცოტ-ცოტა ყველაფერზედ.

ყოველ წლივ „ილიობა“ დღეს ამ სოფელში ჯარიანობა დღეობა იციან, თითოეული ოჯახი თითქმის ერთის კვირით ადრე შეუდგება დღეობის რიგიანად გადახდის თადარიგს, ამზადებენ განსაკუთრებით საჭმელ-სასმელსა, რომ დაპატიჟებულ სტუმრებს რიგიანი გულუხვი მასპინძლობა გაუწიონ. ამ სოფლის ყოველ ოჯახს, ღარიბს თუ მდიდარს, ორთა შუა რიცხვით, 10-50-მდე დაპატიჟებული სტუმრები ეყოლება. ხოლო ზოგიერთებს კი ერთის თუ ორის დღით ადრე ეწვევა სტუმრები, აქედან ადვილი წარმოსადგენია, რომ ეს უბრალო ხარჯი ტყუილ უბრალოდ ეკარგება უმისოდაც ღარიბს მკიდრსა, მაგრამ ხომ მოგეხსენებათ, ნათქვა-მია- „ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო". მიუხედავად ამისა, წელს მშვენიერი ამინდი იდგა, რამაც აუარებელი ხალხი მიიზიდა, მაგრამ ესენი უფრო დროის გასატარებლად მოსულან და არა სალოცავად, ანუ ეკკლესიისთვინ შესაწირავის შესაწირავად, როგორც ეს სამეგრელოს ზოგიერთ სოფლებში იციან, თვინიერ მრევლისა, ამ ეკკლესიას გარეშე პირებისაგან ერთი კაპეიკიც აღარ შეემატება. დილას წირვის დროს, მრევლი თავისის სტუმრები წირვის მოსასმენად ეკკლესიაში მოვიდნენ, სადაც მწირველი იყო ადგილობრივი კრებული მღვდელი მ. იოანე ჯიქია და დიაკონი ლავრენტი კალანდარაშვილი. ხსენებულ დღეს, ნებით თუ უნებლიეთ, მომეცა შემთხვევა სხვებთან ერთად მეც დავსწრებოდი. ამ დღეობა-ჯარიანობას, დილით მეც გიახელით ეკკლესიაში წირვის მოსასმენად და მართალი უნდა მოგახსენოთ, მკითხველო, რომ ჩემი ყურადღება მიიპყრო პატარა ქალ-ვაჟისაგან შემდგარმა რუსულ-ქარ-თულ გალობამ. ეს პაწია მოსწავლეები ისე მწყრობად და საამოდ გალობდნენ სრულს წირვის წესს, რომ მსმენელნი ყველა ლოცავდა ადგილობრივ სამრევლო სკოლის მმართველ-მასწავლებელს სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლის კურს დამთავრებულს დიაკონს მ. ლავრენტი კალანდარაშვილსა, რომელსაც ასე ჩინებულად შეუსწავლია თავისის მოწაფეებისათვის გალობა. ამასთან, როგორც გვიამბეს. მოწავლეებს სრული სადღესასწაულო მგალობლები, მიცვალებულის წესის აგებისა და ჯვრისწერის საგალობლები სცოდნიათ რუსულ-ქართულად, რომლისათვის მთელი მრევლი ამა ეკკლესიისა და გარეშე პირებიც დიდი მადლობელნი არიან მასწავლებლისა. სულითა და გულით უსურვებ სხვა სამრევლო სკოლის მასწავლებლებს მიებაძოს დიაკონის კალანდარიშვშვილისთვის კეთილ მოქმედებაზედ.

 ნასადილევს ყველა მასპინძელი სტუმრებით გამოვიდნენ სათამაშოდ დანიშნულ მოედანზედ დროს გასატარებლად. თუ არა ნახევარი, მესამედი მაინც იყო, „შუმილი“ მთვრალი. რასაკვირველია, ვინც „შუმილი“ არ იყო, ისინი მოუთმენლად მოელოდნენ სიმღერა-თამაშს, მაგრამ თქვენს მტერსა და დუშმანს ისეთი დროის გატარება რაც თვალთა ჩვენთა იხილეს:

 პირველად ცეკვა-ჯირითობისა, „შუმილთა“ შორის ატყდა ერთი ვაიგლახი, ხმალ-ხანჯლის ტრიალიალი, თითქო შამილის შემოემოსევას საქართველოზედ და ქართველებზედ გალაშქრებას მოაგონებდა ადამიანს. ერთი წუთი ისე არ გავიდოდა, რომ ჩხუბი და კაცის დაჭრა არ მომხდარიყო. ქალ-კაცთა წივილ-კივილს საზღვარი არა ჰქონდა. ერთის სიტყვით, ისე და-ღამდა, რომ ხმალ-ხანჯლის ტრიალსა და ღრიალს ბოლო არ მოღებია, აქ მშვიდობის დასაცველად ერთი პოლიციის ბოქაული იყო, მაგრამ იმისი შიში არავისა ჰქონდა, ეს უკანასკნელიც ძალიან ჩუმი კაცი ყოფილა, რომლის სიჩუმემ უფრო გაათამამა უამისოდაც გათამამებულნი „შუმირ-ხირზელი“—მთვრალ-ფხიზელი. რაღა დროის სიჩუმე და სიწყნარე იყო საჭირო იქ, სადაც პანტასავითვივოდა დაჭრილები?.. სასურველია ამგვარ შემთხვევებში პოლიციელებმა მეტი სიმხნევე და სიმარჯვე გამოიჩინონ, ვიდრე სხვა შემთხვევებში.








 


11.12.2025

ბიის სამკურნალო წყლის შესახებ

ქ. ზუგდიდის მახლობლათ, ოცდაათი კილომეტრის დაშორებით, მდებარეობს სოფ. ბია. სოფელი გაშლილია გორა-ჭითაგორის კალთებზე, ჰაერი და წყალი აქ საუცხოვოა, ამას თან ერთვის გარსშემორტყმული ფოთლოვანი ტყე. იქვე მის ახლოს, სამი კილომეტრის მანძილზე, მას უვლის შავი ზღვის რკინის გზა. კარგა ხნის წინად აქ აღმოჩენილი ყოფილა ორი, მარჯვენა ბიის, სამკურნალო წყარო, მაგრამ, სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით ეს წყაროები მოკლებული არიან პატრონობას და ვერ პოულობენ თავის დანიშნულებას.

ამას წინად აქ აწარმოვა გამოკვლევა ქიმიკოსმა კუპცისმა, რომლის დასკვნითაც, ეს წყაროები შეიცავენ 12 სხვადასხვაგვარ ქიმიურ ნივთიერებას. მათი რადიო-აქტიობა უდრის 1,3-2,33-ს, ტემპერატურა 13-14 0 ცელსიუსით.

ქიმიკოს კუპცისის დასკვნით, ეს წყაროები წარმოადგენენ ცივ გოგირდის წყაროებს, რომლებიც მეტად სასარგებლოა რევმატიზმისათვის.

ადგილობრივი საბჭოს და ბიის მცხოვრებთა თაოსნობით აქ ჯერ-ჯერობით გაკეთებულია მხოლოდ ექვსი აბაზანა, დადგმულია უბრალო ქვაბები, რომლებითაც წყალს ათბობენ. ყოველ ზაფხულობით ამ წყლებით სარგებლობენ, როგორც ადგილობრივი, აგრეთვე ახლო-მახლო მდებარე სოფლების მცხოვრებნი, საშუალოდ 1000 კაცამდე. მსურველები კი გაცილებით მეტია, მაგრამ წყლების მოუწყებლობა არ იძლევა ყველას დაკმაყოფილების საშუალებას.



სოფ. ბია მოქცეულია დაბლა სამეგრელოში, სადაც რევმატიზმით და მალარიით დაავადების შემთხვევაში მასიურ ხასიათს ღებულობენ, მაგრამ თვით სოფ. ბია ამ შემთხვევაში წარმოადგენს გამონაკლისს. 100 საჟენის დაშორებით გაშლილია ვაკე ადგილი, სადაც შეიძლება მოეწყოს, ჯერ-ჯერობით, დროებითი კარვები.

 

„დროშა“ N14, 1929 წ.

გურიფულის სამრევლო სკოლა

გურიფულის სამრევლო სკოლისთვის ხობის სკოლის ზედამხედველ მასწავლებელს ვლადიმერ გაგუას საკლასო დაფა შეუწირავს.

"ივერია" N60, 1900 წ.