23.10.2025

ხობის რაიონის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მიმოხილვა (1916 წ.)

 მოწერილი ამბები

ხობის რაიონს ანუ რედუტკალის. საბოქაულო განყოფილებას შეადგენს სოფლის საზოგადოებანი: ხეთის, დიდი ნეძის, ხორგის, ქვალონის, ხორშის, ბანის, საჩიჯაოსი, და ნოჯიხევისა. ამა სოფლებთა შორის იმყოფება დაბა ხობი და ქალაქი ყულევი რედუტკალედ გადმონათლული. დ. ხობში არიან: ადგილობრივ საბოქაულოს განყოფილება, სასოფლო საავადმყოფო და სხვა წვრილმანი სასოფლო დაწესებულება. დასახელებულ სოფლებს ჩაუდის შუაზე მდინარე. ხობის წყალი, რომელიც ერთვის შავ ზღვას იქ, სადაც ქალაქი ყულევია.  ჩამოთვლილ სოფლების მცხოვრებნი მისდევენ მიწის მუშაობას. ერთად ერთი წყარო თავის სარჩენად სიმინდია და სხვა მცენარეულების მოშენებას ნაკლებად მისდევენ გარდა ხეთის საზოგადოებისა, სადაც გავრცელებულია დაფნა. დაფნის ფურცელი კარგ ფასებში იყიდება და ხეთელებიც არ იშურებენ შრომას თავიანთი კარმიდამოში სადაფნედ გადააქციონ, სხვა სოფლებმაც მიბაძეს ხეთელებს, ცდილობენ დაფნისა და თხილის მოშენებას, მაგრამ ბევრგან არ ხეირობს, რადგანაც დაბალი ჭაობიანი მდებარეობა ხელს უშლის.

უმაგალითო ომიანობის ქარიშხალმა და მისგან გამოწვეულმა ცხოვრების სიდუხჭირემ ხომ უკიდურეს გაჭივრებაში ჩააგდო ყოველი კუთხის სოფელი ეს ყველასათვის აშკარაა, მაგრამ იმ უბედურების აწერა რაც ხობის რაიონის სოფლებს - 1914-1915 მოუსავლობამ, ყოვლად მოაყენა შეუძლებელია. სოფლელნი დაიმშნენ, დასნეულდნენ, და სასოწარკვეთილებას მიეცნენ...

აქ ავწერ მხოლოდ სოფ. ნოჯახევის უნუგეშო მდგომარეობას.

ს. ნოჯიხევი შესდგება სამი პატარა სოფლისაგან: ბია, ხობი და ნოჯიხევი. აქვე არის დ. ხობიც სენაკ-ზუგდიდის გზატკეცილზე. მცხოვრებთა რიცხვი 600-მდე კომლია. ადგილმდებარეობა გარდა ს. ბიისა წარმოადგენს დაბალ ვაკე ადგილს, მშრომელი ხალხის ერთად-ერთი მარჩენელი წყარო სიმინდია, მაგრამ ომიანობამ მუშა ხელი შეათხელა და მოსავალმაც იკლო. წარსულ უკანასკნელ ორი წლის მოსავლის სულ მთლად მოსპობამ გამოიწვია საშინელი სიმშილობა. მიწის მუშა სასოწარკვეთილებაში ჩაიყენა და ისედაც გაჭირვებული ცხოვრება აუტანელი გახადა. ამას ზედ დაურთეთ სოფლელთა გადჭარბებული სიღარიბე, ეხლანდელი ყოველგვარი სანოვაგისა და პირველ საჭიროების საქონლის უზომო სიძვირე. ჩარჩ-ვაჭრების თავგასულობა, გადასახადების ერთი-ორად მომატება, სოფლად გავრცელებული ავაზაკობა, და წარმოგიდგებათ მთელი ზღვა გადამეტებულ უბედურებისა.

1914 წელს. მთავრობამ აღუთქვა დამშეულ სოფლებს დახმარება სიმინდით. დაჰპირდა სესხი დ სამის წლის ვადით თითოეულ კომლს მოზრდილთა სიმინდი ბავშვებს ხუთ წლამდის ნახევარ ფუთს სიმინდს. ნოჯიხევლებმაც განაჩენების დადგენის შემდეგ რის ვაი-ვაგლახით მიიღეს 1915 წლის ზაფხულში სიმინდი სადგურ ქვალონზე – ნოჯიხევიდან 8-10 ვერსის სიშორეზე. ნოჯიხეველ გლეხკაცობამ მიიღო დანიშნულ სადგურზე ნაწილ-ნაწილად სხვა და სხვა დროს. სიმინდს ურიგებდა სოფლელთ ადგილობრივი ადმინისტრაცია, საზოგადოების მიერ ამორჩეულ კომისიის დასწრებით. გამიგონია სოფლელებისგან, რომ ნოჯიხევის მა მასახლისს თითეულ კომლიდან ხუთ-ხუთი გირვანქა სიმინდი თავის სასარგებლოდ მიჰქონდაო. ამას ადასტურებს ზოგიერთი წევრი კომისიისა. როგორც მითხრეს ამის შესახებ საჩივრის ქაღალდიც მიართვეს ვისთანაც ჯერ იყო, საქველმოქმედო საზოგადოების ქუთაისის განყოფილებამ გამოგზავნა ზუგდიდის მაზრის დამშეულთათვის შარშან 1,000 ფუთი სიმინდი, აქედან რგებია ს. ნოჯიხევს 80 ფუთი რომელიც დანიშნულებისამებრ არ განაწილებულა კეთილსინდისიერად ადგილობრივ პირების მიერ. ზუგდიდში შემდგარ კომისიას ჩაუბარებია ს. ვას-თვის 80 ფუთი სიმიდი და ს-ივას 40 ფუთამდის გადაუცია გ-იასთვის ს. ნოჯიხევის უკიდურესად გაჭირვებულთათვის, როგორც ამბობენ ამ უკანასკნელს მეტი წილი სიმინდისა თავის სასარგებლოდ გაუყიდია და ზოგიერთებისთვის კი სულ არ მიუციათ. ს. ივას წარუდგენია დარიგების სია ზუგდიდში სამაზრო კომისიასთვის, რომელიც სინამდვილეს არ ეთანხმება. სიის ბოლოს წაუწერია ს. ივას შემდეგი: „მე დამეხარჯა სენაკ-ზუგდიდში მოგზაურობის დროს, 16 მანეთამდის. ყველა ეს ხარჯი მომივიდა სიმინდის დარიგების დროს და გთხოვთ დამაკმაყოფილოთ ფულით ან წინააღმდეგ შემთხვევაში, სადლობა გამომიცხადეთ გაზეთის საშუალებითო". ამის შესახებ დაკითხვაც იყო სოფელში; სიაც ჩემის თვალით ვნახე.  დიდის კომისიის წევრებისგან, ვინც კი ღებულობდა მონაწილეობას ნოჯიხევის 3 საზოგადოებისთვის სიმინდის გამოგზავნაში გამოააშკარავონ, თუ რომელი საბუთის ძალით მიეცა ს. - ას სიმინდი დასარიგებლად — მაშინ, რო-516 მანეთამდის. ყველა ეს ხარჯი მივიდა სიმინდის დარიგების დროს დი გთხოვთ დამაკმაყოფილოთ ფულით ან წინააღმდეგ შემთხვევაში, სადლობა გამომიცხადეთ გაზეთის საშუალებითო". ამის შესახებ დაკითხვაც იყო სოფელში; სიაც ჩემის თვალით ვნახე, ის სწორი არ არის. მოვითხოვ ზუგდიდის კომისიის წევრებისგან, ვინც კი ღებულობდა მონაწილეობას ნოჯიხევის საზოგადოებისთვის სიმინდის გამოგზავნაში გამოააშკარავონ, თუ რომელი საბუთის ძალით მიეცა ს. ვას სიმინდი დასარიგებლად მაშინ, როდესაც ამის შესახებ საზოგადოებას არ დაუვალებია მისთვის და არც არავინ იცოდა ეს. ვსთხოვ აგრეთვე საქველ მოქმედო საზოგადოების ქუთაისის განყფილებას მოითხოვოს ანგარიში ს. ნოჯიხევში დარიგებულ სიმინდისა და თუ ბოროტმოქმედება აღმოჩნდეს, იმ შემთხვევაში დამნაშავენი გადაეცეს საზოგადოების მსჯავრის დასადებად, საქვ. საზოგად. კაპეიკობით დიდის წყლებით აგროვებს ფულს გაჭირვებულთათვის და ადგილობრივ უთავბოლობის გამო კი დახმარების. ხელი დანიშნულებას არ სწვდება.

სოფელს ჭირისუფალი არ ჰყავს. სოფლის ინტელიგენციას, მასწავლებელთ და სხვას ყური ბამბით დაუცავი გაჭირვებულ მოძმის სოფლის მშრომელ გლეხკაცობის უბედურებას ყურადღებას ნაკლებად აქცევენ. შარშან ავად იყო თუ კარგად სოფელს მიეცა და ხარება სიმინდით და დღეს კი, როდესაც ფუთ სიმინდს ორ მანეთად ვერ შოულობს კაცი და მუშა გლეხი უთესლოდ არის დარჩენილი, თავს არავინ იწუხებს, რომ საიდანმე. დახმარების წყარო გამოუნახოს სოფელს. ეხლა არის გაცხარებული თესვა, მაგრამ უთესლობისა გამო ყანების მეტი წილი დაუმუშავებელი რჩება.

ნოჯიხევის წერილი კრედიტის აშხანაგობა ვერ უწევს ანგარიშს თავის დანიშნულებას. წევრი ამხანაგობისა ვერ შოულობს სესხად იმდენს, რამდენიც ცოტათი მაინც გააუმჯობესებდეს სოფლის მეურნეობას, 15 აპრილს სოფლის კანცელარიასთან იყო შეკრები ლი 250 მდე წევრი ამხანაგობის (თითოეული წევრი ითხოვდა სესხად 30-100 მანეთამდე, მაგრამ ამას მესამედიც არ მიუღიათ ზოგიერთებს, აღებული ფული ვერ დაუკმაყოფილებს აუცილებელ საჭიროება, წევრს - მცირეოდენი სესხი შემოეხარჯება და რჩება დავალიანებული.

წვრილი კრედიტის წევრებმა საჭიროდ დაინახეს კოოპერატიული დუქნის დაარსება. აღებული ფულიდან გადასდვეს ექვს-ექვსი მანეთი და დაადგინეს გაიხსნას კოოპერატიული დუქანი და ხობში - განყოფილებანი კი ბიას და ნოჯიხევს, ამოირჩიეს მომავალი დაწესებულების გამგეობა კენჭისყრით, რამაც ვერ დააკმაყოფილა საზოგადოება სავსებით. გამგეობაში მოჰყვნენ ერთი-მეორის ხათრით მოწვეული პირები და საზოგადოების მიერ ნდობით აღჭურვილი პირები კი განზე 5 დარჩნენ. საზოგადოების ერთი ნაწილი უკმაყოფილოდ დაიშალა. გამგეობის წევრთა შორის ამორჩეულ იქნა ბ. ლაზარე შურღაია (ახლად სწავლა დამთავრებული), რომელიც იმედია საზოგადოების ნდობას გაამართლებს და ყოველ უკმაყოფილებას გააქარწყლებს თუ კი ის მოეპყრობა ამ კეთილ საქმეს ყურადღებით. 

"სახალხო ფურცელი" N566, 1916 წ.








Комментариев нет:

Отправить комментарий

Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.