ბრონისლავ ტოდიჩი (იუგოსლავია)
საკურთხევლის კონქცში წარმოდგენილია ტახტზე მჯდომი ღვთისმშობელი
ყრმითა და მთავარანგელოზებით. ხოლო ქვე-მოთ -ეკლესიის მამები. ეკლესიის მამათა ფიგურები
და ნახევრადფიგურები ასევე წარმოდგენილია პილასტრებსა და საბჯენი თაღების შიგნით. კედლებზე
განლაგებულია მეტად საინტერესო კომპოზიციები: დასავლეთის კედელზე -ვედ-რება”, ჩრდილოეთისაზე
ქრისტე სამარეში". "დატირება: (ან საფლავად დადება) და ”გარდმოხსნა".
სამხრეთისაზე "ჯვარცმა".
"ჯოჯოხეთის წარმოტყვევნა" და "მენელსაცხე-ბლე დედანი”. ჩრდილოეთის კედელზე "გარდამოხსნის” ქვე-მოთ გამოსახულნი არიან ვამეყ დადიანი და მისი თანამეც-ხედრე. როგორც ჩანს, სცენათა ასეთი შერჩევა ტიპიურია საძვალეთათვის, ხოლო მათი იკონოგრაფია, როგორც ამას ი. გ. ლოროქიფანიძე შენიშნავს, დიდად არ გამოირჩევა XIV საუკუნის ჩვეულ გადაწყვეტათაგან. ესქატოლოგიისა და ხსნის იდეა ძალიან ნათლადაა ნაჩვენები. სცენათა განლაგება, იმის მიუხედავად, რომ. ყველა ეს სცენა განეკუთვნება ქრისტეს ვნებისა და მისი სიკვდილის შემდგომ გამო-ცხადებათა ციკლს, ზუსტად არ მისდევს სახარებისეულ თხრობას. თავისი იმედი ცოდვათა გამოსყიდვის და აღდგო-მისა ვამეყმა გამოთქვა მოხატულობაში საკუთარი მომავალი საფლავის გვერდით.
ასეთი სქემა, უეჭველია, ნასესხებია ბიზანტიისაგან. რასაც მრავალი მაგალითი მოწმობს. ასე. კონსტანტინეპო-ლის პანტოკრატორის მონასტრის ტიპიკონში (1136) ვპოუ-ლობთ ცნობას, რომ კომნენთა ეკვდერში გამოსახული იყო "ჯვარცმა”. ”ჯოჯოხეთის წარმოტყვევნა" და "მენელსაცხებლე" დედანი.
ჟიჩას ტაძარში, სერბიულ ძეგლთაგან ერთ-ერთ უადრესში (1220-1221), სადაც ფრესკები კონსტანტინოპოლელი ოსტა-ტების მიერაა შესრულებული. ქვედა რეგისტრში აგრეთვე წარმოდგენილია "ჯვარცმისა" და "გარდამოხსნის" სცენები, ეტყობა იმის გამო, რომ ამ ეკლესიაში დასაფლავებული იყო მონასტრის დამაარსებელი, მეფე სტეფანე პირველი გვირგ-ვინდებული. ცოტათი მოგვიანებით. 1263 წლის ახლოს. სოპოჩანში "ჯვარცმისა" და "ჯოჯოხეთის წარმოტყვევნის” სცენებმა მნიშვნელოვანი ადგილი ი დაიკავეს დეკორატიულ პროგრამაში მეფე უროშ I-ისა არქიეპისკოპოსის იოანწიკის საფლავების თავზე. იგივე სცენები იყო გამო-ყოფილი ვერიის მაცხოვრის ეკლესიის კედლებზე
(1314-1315) სადაც დასაფლავებული იყო კტიტორი ქსენოს ფსა-ლიდასი მრავალფიგურიან კომპოზიციათაგან მხოლოდ "ჯვარცმა" და "ჯოჯოხეთის წარმოტყვევნაა” განაწილებული ქვედა რეგისტრში. დასასრულ, მისტრის, სოფიოს ტაძრის ჩრდილოეთით ეკვდერში სადაც დასაფლავებულია
დამკვეთი მანუილ კანტავუზიანი -ფრესკები. შესრულებული XIV საუკუნის მეორე ნახევარში,
არამარტო ქრონოლოგიურად, არამედ თავისი თემებითაც ძალიან ახლოსაა ვამეყ დადია-ნისეული
ეკვდერის ფრესკების პროგრამასთან. მისტრის წმინდა სოფიოს ტაძარში იქ მომუშავე კონსტანტინოპოლელმა
მხატვრებმა გარდა სცენისა საფლავად დებულ ქრისტე (თუმ-ცა სხვა იკონოგრაფიული სახით),
გამოსახეს: "ჯვარცმა". "ჯოჯოხეთის წარმოტყვევნა”, ”მენელსაცხებლე დედანი”
"ღვთისმშობლის მიძინება”. და მხოლოდ ამ შედარებათა მიხედვითაც თუ ვიმსჯელებთ,
ხობის ვამეყ დადიანისეულ ეკვდერში მომუშავე ოსტატები, როგორც ჩანს, ემყარებოდნენ სამარხებზე
დაშენებულ ეკლესიათა შემკობის ბიზანტიურ ტრადიციას. ამასთან ეს ტრადიცია, უეჭველია,
საქართველოში კარგად იყო ცნობილი.
ქართული ხელოვნებისადმი
მიძღვნილი მეექვსე საერთაშორისო სიმპოზიუმი (თეზისები), 1989 წ.